ხორხე ლუის ბორხესი - მოღალატისა და გმირის თემა

ასე პლატონურ წელიწადს გამოაქვს ახალ ტყუილ-მართალი, ამის სანაცვლოდ მას ძველი შეაქვს. ნაბიჯი მათი - სუყველა ცეკვავს - გონგის ველური არის დგანდგარი. უ. ბ. იეიტსი, „კოშკი“

      ჩესტერტონის (დახვეწილ საიდუმლოთა გამომგონებლისა და შემლამაზებლის) და სამეფო მრჩეველ ლაიბნიცის (წინდაწინ დადგენილი ჰარმონიის შემთხზველის) მავნე გავლენით, ჩემს თავისუფალ საღამოებში ჩავიფიქრე ეს სიუჟეტი, რომელსაც ალბათ ფურცელზე გადმოვიტან, მაგრამ რომელიც უკვე რამდენადმე მამართლებს. საჭიროა დეტალები, შესწორებები, დაზუსტება. არის ამ ისტორიაში ისეთი ადგილები, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა. დღეს, 1944 წლის 3 იანვარს, ყველაფერს ასე ვხედავ: მოქმედება ხდება დაჩაგრულ, მაგრამ მაინც შეუპოვარ ქვეყანაში - პოლონეთში, ირლანდიაში, ვენეციის რესპუბლიკაში, რომელიმე სამხრეთამერიკულ ან ბალკანურ სახელმწიფოში... ან, უფრო სწორად, მოხდა, რადგან, მართალია, მთხრობელი აწმყო დროშია, მის მიერ გადმოცემული ამბავი XIX საუკუნის შუა წლებში ან დასაწყისში მოხდა, ვთქვათ, 1824 წელს (ასე უფრო მოსახერხებელია), ირლანდიაში (ესეც ვთქვათ). მთხრობელი მამაკაცია, სახელად რაიანი - შვილთაშვილი პირმშვენიერი გმირის, სიჭაბუკეში მოკლული ფერგიუს კილპატრიკის, რომლის საფლავის შელანძღვის ფაქტი იდუმალებით არის მოცული. მისი სახელი ბრაუნინგისა და ჰიუგოს ლექსებს აბრწყინებს, მისი ქანდაკება კი რუხი ბორცვის თხემზე აღმართულა წითელ ჭაობებში.

      კილპატრიკი იყო შეთქმული, სხვა შეთქმულთა საიდუმლო და სახელოვანი კაპიტანი. როგორც მოსე, რომელმაც მოჰაბიდან თვალი მოჰკრა, მაგრამ ვერ მიაღწია აღთქმულ მიწამდე, კილპატრიკიც მის მიერ ნაოცნებარ-დაგეგმილი ძლევამოსილი აჯანყების წინა საღამოს დაიღუპა. მისი სიკვდილის ასი წლისთავის დღე ახლოვდება, ხოლო ბოროტმოქმედების გარემოებები ისევ იდუმალებით არის მოცული. რაიანი, რომელიც გმირის ბიოგრაფიას წერს, აღმოაჩენს, რომ გამოცანა უფრო ღრმად მიდის, ვიდრე მხოლოდ დეტექტიურ თხზულებას შეუძლია გაზომოს. კილპატრიკი მოკლეს თეატრში. ინგლისურმა პოლიციამ ვერასოდეს შეიპყრო მკვლელი. ისტორიკოსები აცხადებენ, ეს ჩავარდნა იმ პოლიციის კარგ სახელს ვერ ბღალავს, რადგან შესაძლებელია მან თვითონ მოკლა კილპატრიკიო. რაიანს ამ საიდუმლოს სხვა ასპექტებიც აწუხებს. ზოგიერთი რამ თითქოს ციკლური ჩანს, თითქოს იმეორებს ან თავს უყრის შორეულ ადგილებში, შორეულ დროში მომხდარ ამბებს. მაგალითად, ყველამ იცის, რომ კონსტებლებმა, რომლებმაც დაათვალიერეს გმირის სხეული, იპოვეს გაუხსნელი წერილი, რომელიც აფრთხილებდა კილპატრიკს, არ წასულიყო თეატრში იმ ღამეს. იულიუს კეისარმაც, როდესაც იქითკენ მიდიოდა, სადაც მეგობართა ხანჯლები ელოდა, მიიღო ბარათი, რომელიც არასოდეს წაუკითხავს და რომელიც უმხელდა მოსალოდნელ ღალატს და მოღალატეთა სახელებს. კეისრის ცოლს, კალპურნიას, სიზმრებში ენახა სენატის ბრძანებით შუაზე გახლეჩილი კოშკი. კილპატრიკის სიკვდილის დღეს ქვეყანაში გავრცელდა ცრუ ხმები კილგარვანის მრგვალი კოშკის დაწვის თაობაზე, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო მოახლოებული ტრაგედიის წინამაუწყებლად, რადგანაც კილპატრიკი კილგარვანში დაიბადა. ეს (და კიდევ სხვა) პარალელები იულიუს კეისრის ამბავსა და ირლანდიელი შეთქმულის ამბავს შორის აგულიანებს რაიანს, წარმოიდგინოს დროის რაღაც იდუმალი ფორმა, განმეორებადი ხაზების თარგი. მისი აზრები მიიმართება კონდორსეტის მიერ ჩაფიქრებული ათწილადებისკენ, ჰეგელის, შპენგლერისა და ვიკოს მიერ შემოთავაზებული მორფოლოგიებისკენ, ჰესიოდეს მიერ წარმოდგენილი, ოქროდან რკინამდე დეგრადირებული კაცობრიობისკენ. რაიანი ფიქრობს სულთა ტრანსმიგრაციაზე, მოძღვრებაზე, რომელიც საშინელებით მოსავს კელტურ ლიტერატურას და რომელსაც თვით კეისარი მიაკუთვნებდა ბრიტანეთის დრუიდებს. რაიანი ეთამაშება იდეას, რომ სანამ ფერგიუს კილპატრიკი ფერგიუს კილპატრიკი იქნებოდა, მანამდე იულიუს კეისარი იყო. ამ წრიული ლაბირინთებიდან რაიანი გამოჰყავს საგულისხმო აღმოჩენას, რომელიც, მიუხედავად ამისა, მას კიდევ უფრო ჩახლართულ, მრავალსახოვან ლაბირინთებში იტყუებს. თითქოს ზოგიერთი სიტყვა, რომლებიც მათხოვარმა უთხრა ფერგიუს კილპატრიკს ამ უკანასკნელის სიკვდილის დღეს, უკვე შექსპირის „მაკბეტშია“ მოსწავებული. იდეა, რომ ისტორიას შეეძლო მოეხდინა ისტორიის კოპირება, საკმაოდ დაუჯერებელია. და წარმოუდგენელია, რომ ისტორია უნდა ახდენდეს ლიტერატურის კოპირებას... რაიანი უფრო ღრმად მიდის. აღმოაჩენს ფაქტს, რომ 1814 წელს ჯეიმს ალექსანდერ ნოლანს - კილპატრიკის უმსხემეს მეგობარს - გალურ ენაზე უთარგმნია შექსპირის დიდი დრამები და, მათ შორის, „იულიუს კეისარიც“. გარდა ამისა, არქივებში პოულობს ნოლანის ხელნაწერ სტატიას, რომელიც ეძღვნება შვეიცარიულ „Festspiele“-ს - დიდ მოხეტიალე თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებსაც ათასობით მსახიობი სჭირდება და რომლებიც იმეორებს ისტორიულ ეპიზოდებს იმავე ქალაქებში, იმავე მთებში, სადაც ეს ამბები მოხდა. სხვა გამოუცემელი დოკუმენტი რაიანს უმხელს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კილპატრიკმა, რომელიც თავმჯდომარეობდა ხელმძღვანელთა ბოლო სხდომას, ხელი მოაწერა სასიკვდილო განაჩენს მოღალატისთვის, რომლის სახელი შემდეგ ამოშალეს. ეს განაჩენი არ შეესატყვისება კილპატრიკის ჩვეულ გულმოწყალებას. რაიანი იკვლევს ამ ამბავს (მისი კვლევა ერთ-ერთი გამოტოვებული ადგილია წიგნის თხრობაში) და ახერხებს საიდუმლოების ამოხსნას.

      კილპატრიკი თეატრში მოკლეს, თუმცა მთელი ქალაქიც თეატრის როლს ასრულებდა, მსახიობებიც ლეგიონი იყო და წარმოდგენაც, რომელიც კილპატრიკის სიკვდილით დაგვირგვინდა, მრავალ დღეს და მრავალ ღამეს მიმდინარეობდა. აი, რა მოხდა რეალურად: 1824 წლის 2 აგვისტოს შეთქმულები შეიკრიბნენ. ქვეყანა მზად იყო ასაჯანყებლად, თუმცა ბოლო მომენტში რაღაც ყოველთვის მრუდდებოდა. უნდა ყოფილიყო მოღალატე თვით შიდა წრეში. ფერგიუს კილპატრიკმა დაავალა ჯეიმს ნოლანს, მიმხვდარიყო, ვინ არის ეს ადამიანი. და იმანაც თავი გაართვა დაკისრებულ მისიას. შეკრებილ ამხანაგებს აუწყა, მოღალატე თვით კილპატრიკიაო, და ყოვლად ეჭვმიუტანლად დაამტკიცა თავისი ბრალდების სიმართლე. და კაცების საბჭომაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის ლიდერს. კილპატრიკმა განაჩენს ხელი მოაწერა, თუმცა ითხოვა, ამ სასჯელმა ჩვენს საქმეს არ ავნოსო.

      ჰოდა, ნოლანმაც უცნაური გეგმა მოიფიქრა. ირლანდია აიდეალებდა კილპატრიკს. უმცირესი ეჭვი მის უპატიოსნობაში ძირს გამოუთხრიდა აჯანყებას. ნოლანმა შესთავაზა ხერხი, რომელიც მოღალატის დასჯას ქვეყნის განთავისუფლების იარაღად გადააქცევდა: აჯობებს, მსჯავრდადებული კაცი განზრახ მოწყობილ დრამატულ გარემოებებში მოკვდეს უცნობი მკვლელის ხელითო. ეს გარემოებები ხალხის წარმოსახვაში ჩაიბეჭდებოდა და აჯანყებას დააჩქარებდა. კილპატრიკმა დაიფიცა, რომ ითანამშრომლებდა დანარჩენებთან ამ გეგმის განხორციელებაში, რაც მას საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობას მისცემდა და რაც, საბოლოოდ, მისი სიკვდილით დაგვირგვინდებოდა.

      ნოლანს არ ჰქონდა იმის დრო, რომ ცარიელ ადგილას განაჩენის სისრულეში მოყვანის მრავალფეროვანი გარემოებები შეექმნა. ამიტომაც ისესხა სცენა სხვა დრამატურგის - ინგლისელი მტრის - უილიამ შექსპირისგან: გაიმეორა „მაკბეტის“ და „იულიუს კეისრის“ სცენები. საჯარო და მაინც საიდუმლო წარმოდგენა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. მსჯავრდადებული ჩავიდა დუბლინში, მუშაობდა, კამათობდა, ლოცულობდა, საყვედურობდა, ამბობდა პათეტიკურ სიტყვებს, ხოლო დიდებით გამოსაბრწყინებელი ყველა ეს მოქმედება გათვლილი და ინსცენირებული იყო ნოლანის მიერ. მთავარ გმირთან ასობით მსახიობი თანამშრომლობდა, რომელთაგან ზოგს რთული როლი ჰქონდა, სხვებს - მხოლოდ სასცენო ეპიზოდები. რასაც ისინი შვრებოდნენ და ამბობდნენ, ირლანდიის ისტორიის წიგნებში და მის ცეცხლოვან მეხსიერებაში რჩება. კილპატრიკმა, თითქმის ექსტაზში ჩავარდნილმა თავისი სკრუპულოზურად დაგეგმილი ხვედრით, რომელიც გამოისყიდდა მის დანაშაულს და დაუგვირგვინებდა ცხოვრებას, არაერთგზის გაამდიდრა მისი მოსამართლის ტექსტი იმპროვიზებული სიტყვებითა და აქტებით. ასე რომ, მოთუხთუხე დრამა დროულად თამაშდებოდა, სანამ 1824 წლის იმ 6 აგვისტოს, სამგლოვიარო ფარდებით დრაპირებულ ლოჟაში (თითქოსდა ლინკოლნის ლოჟის პირველსახეში) ნანინანატრმა ტყვიამ, ბოლოს და ბოლოს, განწონა გმირ-მოღალატის მკერდი. ნახუვლები სისხლის ორ ჭავლს შორის კილპატრიკი ვერ იტყოდა იმ რამდენიმე სიტყვას, სათქმელად რომ მისცეს ბოლო ამოსუნთქვის წინ.

      ნოლანის სპექტაკლში შექსპირიდან ამოღებული პასაჟები ყველაზე ნაკლებად დრამატულია. რაიანის აზრით, ავტორმა ეს პასაჟები იმნაირად გაანაწილა, რომ მომავალში ვინმე „წასწყდომოდა“ დაშიფრულ ჭეშმარიტებას. რაიანმა გააცნობიერა, რომ თვითონაც ნოლანის ჩანაფიქრის ნაწილი იყო... ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა თავის აღმოჩენაზე. გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა გმირი პატრიოტის დიდებას, რაც, ალბათ, ასევე წინდაწინ იყო გათვლილი.

ნახვა: 604

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters