პირველი ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც დაშორდნენ ფროიდის ტრადიციულ მოძღვრებას

   ალფრედ ადლერი დაშორდა ფროიდს 1910 წელს. მან უარყო ლიბიდოს თეორია და ყურადღება გაამახვილა განვითარების პროცესში სოციალური ფაქტორების როლზე. ინდივიდუალური ანალიზის თერაპიული ტექნიკის გამოყენებით, ადლერი ცდილობდა, გაეგო, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის ცხოვრების სტილი და არსებულ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. ადლერის იდეები ნაკლებად საინტერესო და ორიგინალური იყო, ვიდრე ფროიდის იდეები. მისმა მკურნალობის ტექნიკამ ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება. თუმცა, ითვლება, რომ ადლერის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა ამერიკელი ანალიტიკოსების დინამიურ-კულტურულ სკოლას, რომელიც საკმაოდ გავლენიანი გამოდგა. ადლერის წვლილი განხილულია შემდეგ ნაშრომში:Ansbacher and Ansbacher (1964).

   თუ ადლერის ინტერესის საგანს პაციენტის ცხოვრების რეალური პრობლემები შეადგენდა, იუნგის ყურადღება, უფრო მეტად, ფანტაზიის შინაგან სამყაროზე იყო მიმართული (თუმცა იგი არ უგულებელჰყოფდა თანამედროვე პრობლემებს). თავის ფსიქოთერაპიულ მიდგომაში, იუნგი ყურადღებას ამახვილებდა არაცნობიერი მასალის ინტერპრეტაციაზე, რომელიც სიზმრების, ნახატების და ხელოვნების სხვა ნიმუშების ანალიზით იყო მიღებული. იუნგი მიიჩნევდა, რომ არაცნობიერის გარკვეული შინაარსები საერთოა ყველა ადამიანისტვის ("კოლექტიური არაცნობიერი") და რომ ისინი ვლინდება უნივერსალურ ხატებში. ამ უნივერსალურ ხატებს იუნგმა არქეტიპები უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ფანტაზიასა და არაცნობიერს, იუნგიანურ ანალიზში კავშირი თერაპევტსა და პაციენტს შორის ნაკლებად ცალმხრივია, ვიდრე ფსიქოანალიზში, რადგან თერაპევტი უფრო აქტიურია და უფრო მეტად გამოხატავს საკუთარ თავს. იუნგის იდეები განხილულია შემდეგ წყაროში:Storr, 2000.

ნეოფროიდიანელები

   ფსიქოანალიზის ნეოფროიდიანული სკოლა 1930-იან წლებში აშშ-ში ჩამოყალიბდა. მისი წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ნევროზი ბავშვობიდან მომდინარეობს, მაგრამ ისინი მიუღებლად მიიჩნევდნენ ფროიდის შეხედულებას, რომლის თანახმად, ბავშვობის პერიოდში ლიბიდოს განვითარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდგომი ფსიქიკური ჯანმრთელობისტვის. ნეოფროიდიანელების აზრით, ოჯახი და სოციალური ფაქტორები უფრო დიდი ზეგავლენის მქონეა. ამ სკოლის სამი ცნობილი წარმომადგენელია კარენ ჰორნი, ერიხ ფრომი (ორივე იყო ლტოლვილი ნაცისტური გერმანიიდან და შტატებში 1930-ან წლებში დასახლდა) და ამერიკელი ჰარი სთეკ სალივანი.

   კარენ ჰორნი (Karen Horney)  არ ეთანხმებოდა ფროიდის თვალსაზრისს ქალის ფსიქოლოგიური განვითარების შესახებ, განსაკუთრებით კი, ფროიდის ცნებას "მამაკაცის სქესის შური". ჰორნისათვის, ბავშვობისდროინდელი შფოთვის მიზეზია საკუთარი თავის განცდა უმნიშვნელო და უძლურ არსებად, რომელსაც ხიფათი ემუქრება. ამგვარი შფოთვის დაძლევა, ჩვეულებრივ, ხდება, ბავშვის აღზრდით მოყვარული მშობლების მიერ. საპირისპირო შემთხვევაში შფოთვის მდგომარეობა ნარჩუნდება და ბავშვს უვითარდება დაცვითი მექანიზმები შფოთვის წინააღმდეგ. ეს მექანიზმები მოიცავს სიყვარულის მოპოვების ძლიერ სურვილს, ლტოლვას ძალაუფლებისაკენ და, აგრეთვე, უკიდურეს მორჩილებას. ჰორნი ასე აღწერდა განსხვავებას მისეულ და ფროიდისეულ მიდგომებს შორის: "მე იმით განვსხვავდები ფროიდისგან, რომ ნევროტული ტენდენციების აღმოჩენის შემდეგ, ფროიდი, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს მათ წარმოშობას, მე კი ვიკვლევ მათ რეალურ ფუნქციასა და შედეგებს“.(Horney, 1939, p.282).

   ერიხ ფრომმა (Erich Fromm) აგრეთვე უარყო ფროიდის ინსტინქტური განვითარების თეორია, როგორც ნევროზის მიზეზი. ის თვლიდა, რომ ხასიათის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ოჯახური ზეგავლენა და, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებდა კულტურის უფრო ფართო ზეგავლენაზე. ზოგადად, ფრომს უფრო მეტად აინტერესებდა სოციალური საკითხები, ვიდრე კლინიკური. მის იდეებს მაინც და მაინც დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია თერაპიაზე. ფრომისგან განსხვავებით, ჰარი სთეკ სალივანი (Harry Stack Sullivan) თერაპიით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე თეორიით. მისი მკურნალობა ფოკუსირებული იყო ანალიტიკოსისა და პაციენტის ურთიერთობაზე და ყოველდღიური სოციალური კონტაქტების განხილვაზე. ფროიდისეული ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, სალივანის თერაპიაში პაციენტი და თერაპევტი შედარებით თანასწორნი არიან. სალივანი პირდაპირ კითხვებსა და პროვოკაციულ გამონათქვამებს ანიჭებდა უპირატესობას და ნაკლებად აინტერესებდა თეორიაზე დამყარებული ინტერპრეტაცია (Sullivan, 1953).  მელანი კლაინმა (Melanie Klein) განავითარა ფროიდის თეორია ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ. ის მიიჩნევდა, რომ დაბალი ასაკის ბავშვებთან გამოყენების მიზნით, შესაძლებელია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ადაპტირება. ამ შემთხვევაში, ბავშვის თამაშის ინტერპრეტაცია ზრდასრული ადამიანების გამონათქვამების ინტერპრეტაციის ექვივალენტს წარმოადგენს. "ობიექტი" არის კლაინის თეორიის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა დაბალი ასაკის ბავშვებთან გამოყენების მიზნით ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. ეს ტერმინი მიუთითებს როგორც ემოციური თვალასზრისით მნიშვნელოვან პიროვნებაზე (მაგალითად, დედაზე), ისე ამ პიროვნების ნაწილზე (მაგალითად, დედის მკერდზე) და მის (ამ ნაწილის) შინაგან ფსიქოლოგიურ რეპრეზენტაციაზე. კლაინი თვლიდა, რომ ბავშვის მიერ "ობიექტების" განცდა სიყვარულისა და სიძულვილის ძლიერ ინსტინქტურ გრძნობასთან არის დაკავშირებული. რადგან ბავშვს, თავიდან არ შეუძლია შერეული გრძნობების განცდა, მას ობიექტები ან უყვარს ან სძულს. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე "ობიექტი" (მაგალითად, დედა) აღძრავს ორივე ტიპის განცდას, ეს ობიექტი "გაიხლიჩება" კარგ და ცუდ ნაწილებად. მოგვიანებით, ბავშვს უვითარდება შერეული გრძნობების განცდის უნარი და, შესაბამისად, შეუძლია წარსულში გახლეჩილი ობიექტების გამთელება (ანუ, შეუძლია ერთსა და იმავე ადამიანთან დაკავშირებით, დადებითი და უარყოფითი გრძნობების განცდა). ასეთ დროს, მას უჩნდება სინანული იმის გამო, რომ ობიექტი წარსულში მხოლოდ უარყოფით გრძნობებს აღძრავდა. ამგვარ დინამიკას კლაინი უწოდებდა გადასვლას პარანოიდულ-შიზოფრენიული "პოზიციიდან" (იგი ამ ტერმინით განვითარების საფეხურებს აღნიშნავდა) დეპრესიულ "პოზიციაზე". კლაინის თეორიის დეტალების შეჯამება ადვილი არ არის. ასევე ძნელია მათი უკრიტიკოდ მიღება, მაგრამ მისმა ზოგადმა მიდგომამ ბავშვის თერაპიის მიმართ და ობიექტის ცნებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. კლაინის თეორიის ზოგადი მონახაზი სიგალთან არის მოცემული , ხოლო ტექნიკა, რომელსაც ის ბავშვების ანალიზისას იყენებდა, მისსავე ნაშრომშია წარმოდგენილი . ობიექტთან ურთიერთობის სკოლა, რომელიც მუშაობდა მელანი კლაინის იდეების განვითარებზე, ჩამოყალიბდა ბრიტანეთში 1930-40-ან წლებში. ფაირბურნმა გაიზიარა კლაინის თეორია დედასთან ადრეული გამოცდილების მნიშვნელობის შესახებ, ისევე როგორც იდეები ობიექტისა და მისი გახლეჩის შესახებ. ის თვლიდა, რომ ობიექტიც და "მე"-ც შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს:

1. იდეალურად, რომელიც არასოდეს იწვევს ფრუსტრაციას;

2. ლიბიდონალურად, რომელსაც შეუძლია დრაივების დაკმაყოფილება და

3. ანტილიბიდონალურად, რომელიც იწვევს ფრუსტრაციას.

   კონფლიქტი ორ უკანასკნელ ნაწილს შორის, ჩვეულებრივ, იწვევს რეპრესიას, მაგრამ ზოგჯერ, უცაბედ მერყეობას საპირისპირო გრძნობებს შორის. ჰარი განტრიპმა (Harry guntrip) და, მოგვიანებით, ჯოზეფ სანდლერმა (Joseph Sandler) შემდგომში განავითარეს ფაირბერნის იდეები და ისინი თერაპიულ პრაქტიკაში გამოიყენეს. ობიექტთან ურთიერთობის თეორიის მიმოხილვა მოცემულია შემდეგ ნაშრომში:Gomez, 1997. მიჯაჭვულობის თეორიის ავტორია ბრიტანელი ანალიტიკოსი ჯონ ბოულბი (John Bowlby).  მის თეორიაში არ მონაწილეობს ისეთი ცნებები, როგორიცაა დრაივი, ინსტინქტი ან ობიექტთან ურთიერთობა. ამოსავალი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვილ ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხო ურთიერთობები თავიანთ მშობლებთან. როდესაც მიჯაჭვულობა არ არის უსაფრთხო, მას მივყავართ სირთულეებამდე ურთიერთობის დამყარებაში და ემოციური ხასიათის პრობლემებთან. თავის დროზე ბოულბის იდეებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს ბავშვის აღზრდაზე (მაგალითად, ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ბავშვი, სტაციონირების დროს, კონტაქტში უნდა იმყოფებოდეს მშობლებთან). ჰოლმსის ნაშრომში განხილულია მიჯაჭვულობის თეორიის ისტორიული განვითარება (Holmes, 2000), ხოლო ამ თეორიის უფრო გვიანდელი განვითარება ფონაგისა და მისი კოლეგების მიერაა აღწერილი (Fonagy et al., 1996).

ხანმოკლე ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია

   ფროიდის თეორიის ეს ვერსია სათავეს ფერენციდან (Ferenczi) იღებს, რომელმაც დაინახა უფრო ხანმოკლე ფსიქოანალიზური თერაპიის შექმნის აუცილებლობა. მან ეს განახორციელა დროითი შეზღუდვების დაწესებით, თერაპევტის როლის გააქტიურებით და მკურნალობის ძირითადი ეტაპების დაგეგმვით. ამ ინოვაციების საფუძველზე შეიქმნა ხანმოკლე დინამიური ფსიქოთერაპია, რომელიც დღეს გამოიყენება. უფრო გვიანდელი მიდგომები უპირატესობას ანიჭებენ ხანმოკლე მკურნალობას და ყურადღებას ამახვილებენ მეტად პაციენტის მიმდინარე და, ნაკლებად, წარსულ პრობლემებზე. უფრო გვიანდელი მიდგომებიდან მნიშვნელოვანია:

1. ინტერპერსონალური თერაპია, რომლის ავტორები არიან კლერმანი და ვაისმანი . იგი ამჟამინდელი ინტერპერსონალური პრობლემებისკენ არის მიმართული;

2. კოგნიტურ  ანალიტიკური თერაპია რომლის ავტორიცაა რაილი . აქ კოგნიტურ თერაპიულ ტექნიკას ფსიქოდინამიურ კონტექსტში იყენებენ;

3. ფსიქოდინამიური ინტერპერსონალური თერაპია ავტორი  ჰობსონი. ეს არის მკურნალობის გამარტივებული ფორმა, რომელიც "საუბრის" სახით მიმდინარეობს.(Hobson, 1985).

ნახვა: 1119

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters