ფსიქოლოგიური მკურნალობა ისეთივე ძველი დროიდან მოდის, როგორც სამედიცინო პრაქტიკა. ზოგიერთი მიუხედავად იმისა, რომ მესმერის თეორიები არ მიიღეს სამედიცინო წრეებში, მანჩესტერელმა ექიმმა ჯეიმს ბრეიდმა ირწმუნა მესმერის მიერ აღწერილი ფენომენის რეალურობა.

      თუმცა, ბრეიდი თვლიდა, რომ მისი გამოწვევა მაგნიტიზმის გარეშეცაა შესაძლებელი. მან წარმოადგინა ფიზიოლოგიურად უფრო დამაჯერებელი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვით მესმერის მიერ გამოწვული "მდგომარეობა" სიზმრის მსგავსია, რის გამოც მას ჰიპნოზი უნდა ეწოდოს მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის ბუნების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნებოდა, ჰიპნოზით მკურნალობა პოპულარული გახდა საფრანგეთში. ლიებო (1823-1904) და იპოლიტე ბერნჰაიმი (1837-1919) მიიჩნევდნენ, რომ ჰიპნოზი ძილის მსგავსი ნორმალური მდგომარეობაა, რომლის გამოწვევა ადამიანთა უმეტესობაშია შესაძლებელი და რომლის ეფექტები სუგესტიით მიიღება.

      ბერნჰაიმის წიგნი "სუგესტიური თერაპიები" (Bernheim, Suggestive therapeutics, 1980) აღწერს სუგესტიის გამოყენებას ისტერიისა და სხვა ნევროტული მდგომარეობების, მტკივნეული ფიზიკური მდგომარეობებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მკურნალობის მიზნით. საპირიპირო მოსაზრებაზე იდგა ჟან მარტინ შარკო (1825-1893) პარიზის სალპეტრიერის საავადმყოფოს ნევროლოგი. შარკო თვლიდა, რომ ჰიპნოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მხოლოდ ისტერიის მქონე პაციენტებთან შეიძლება აღმოცენდეს. იმ პერიოდში, ჰიპნოზის მთავარ ალტერნატივას წარმოადგენდა "დარწმუნება" მეთოდი, რომელიც გულისხმობს სიმპტომებისა და სხვა პრობლემების ახსნასა და განხილვას სუგესტიურობის გაზრდის გარეშე.

      ამ მიდგომის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო შვეიცარელი პროფესორი და ნევროპათოლოგი პოლ დიუბუა, რომლის წიგნი ნერვული აშლილობების ფსიქიატრიული მკურნალობა (The psychiatric treatment of nervous disorders, 1904) ძალზე გავლენიანი აღმოჩნდა დიუბუა თვლიდა, რომ მიუხეადავად იმისა, რომ ჰიპნოზს გარკვეული ღირებულება გააჩნია ისტერიის მკურნალობისას, სხვა სახის ნევროზების შემთხვევაში უფრო მართებულია დარწმუნების გამოყენება. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, ნევროზების უმრავლეობას ნევროლოგები მკურნალობდნენ. როდესაც ფროიდმა დაიწყო ნევროლოგად მუშაობა, მისი პაციენტების უმრავლესობას ნევროზი აღენიშნებოდა.

      ფროიდი საფრანგეთში ეწვია ბერნჰაიმსა და შარკოს, ჰიპნოზის შესწავლის მიზნით (Freud, 1892) ვენაში დაბრუნებისას, მან სცადა ნევროზის მქონე რამდენიმე პაციენტის მიმართ ჰიპნოზის გამოყენება. თავიდან, ის კმაყოფილი იყო შედეგებით, მაგრამ შემდგომში ვერ მოახერხა მიღწეული შედეგის შენარჩუნება და გადაწყვიტა, ჰიპნოზი სხვა მიზნით გამოეყენებინა. ჰიპნოზის მეშვეობით სიმპტომების შეცვლის ნაცვლად, მან გადაწყვიტა ეს ტექნიკა რეპრესირებულ იდეებთან დაკავშირებული ემოციების გამოსანთავისუფლებლად გამოეყენებინა (ის მიიჩნევდა, რომ რეპრესირებული იდეები მოცემული სიმპტომების მიზეზს წარმოადგენდა). 1889 წელს, მან აღწერა ახალი ტექნიკის გამოყენების პირველი მცდელობა. პირველად ფროიდმა ეს ტექნიკა თავის პაციენტთან ემი ფონ ნ-თან გამოიყენა. შემდგომში ფროიდმა შენიშნა, რომ ბერნჰაიმის პაციენტებს შეეძლოთ დავიწყებული ფაქტების გახსენება ჰიპნოზის გარეშე.

      საკუთარ პაციენტებთან იგივე ეფექტის მისაღწევად, ფროიდი სთოხვდა მათ, თვალები დაეხუჭათ, ხოლო თვითონ, ამ დროს, მათ შუბლზე ხელს ადებდა შემდეგ ფროიდმა აღმოაჩინა, რომ გახსენება ასევე ეფექტურად მიმდინარეობდა, როდესაც პაციენტი, უბრალოდ, ტახტზე იწვა, ხოლო ფსიქოთერაპევტი მის მზერას იყო მიფარებული. ასე შეიქმნა თავისუფალი ასოციაციების მეთოდი. შემდგომში, პაციენტებთან მუშაობისას, ფროიდი ხელს უწყობდა თავისუფალი ასოციაციების პროდუცირებას და ხსნიდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის ასოციაცია. მან, დაინახა, აგრეთვე, რომ აუცილებელია პაციენტთან ურთიერთობის ინტენსივობის გაკონტროლება. ამგვარი დაკვირვებების საფუძველზე შეიქმნა ფსიქოანალიზის ძირითადი ტექნიკა, მოგვიანებით კი ტექნიკა, რომელსაც დინამიური ფსიქოთერაპიების უფრო ფართო ჯგუფი იყენებდა.

      დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ფროიდის ერთ-ერთ ნაშრომს, რომელიც ამ სახის ტექნიკის შემუშავებას ეხება. მოგვიანებით, უფრო პოპულარული გახდა ფსიქოანალიტიკური და მსგავსი სხვადასხვა ტექნიკა, ვიდრე ჰიპნოზი და დარწმუნების ტექნიკა. ფროიდმა გამოაქვეყნა შთამბეჭდავი მონაცემები ამ ტექნიკით მკურნალობის თაობაზე და განავითარა თავისი თეორია, რომელიც, საფუძვლიანი დამუშავების შემდეგ, საკმაოდ რთული გახდა. მან შემოიკრიბა მიმდევართა ჯგუფი, რომლთაგანაც, ზოგიერთი, არ ეთანხმობოდა ფროიდის გვიანდელ მოსაზრებებს. ფროიდის მიმდევრებმა შემდგომში, შექმნეს დინამიკური ფსიქოთერაპიის საკუთარი "სკოლები", რომლებიც ქვემოთ მოკლედ იქნება განხილული.

      პიერ ჟანე (1859-1947) მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც ფროიდი ფსიქოანალიტიკური იდეების განვითარებაზე მუშაობდა. ჟანეც დაინტერესდა ნევროზის მიზეზებით და, ფროიდის მსგავსად, პირველი გამოკვლევა, ჰიპნოზის გამოყენებით, ისტერიის მქონე პაციენტებზე ჩაატარა. თუმცა, იგი, ფროიდისაგან განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდა. ჟანეს აზრით, ნევროზი გამოწვეული იყო ფსიქიკურ აქტივობათა ნორმალური ინტეგრაციის დარღვევით. ამ პროცესს მან დისოციაცია უწოდა. ის დისოციაციას უკავშირებდა ნერვული ფუნქციონირების საერთო სისუსტეს ნევრასთენიას. ჟანეს, ფროიდისაგან განსხვავებით, არ აღუწერია ტექნიკური ინოვაციები. ის, რომ მისი ვრცელი ნაშრომები ბევრად ნაკლებად გავლენიანი იყო ფროიდის ნაშრომებთან შედარებით, ალბათ, ნაწილობრივ, ამითაა გამოწვეული. მეორე მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ფროიდისაგან განსხვავებით, ჟანეს არ შეუქმნია მიმდევართა სკოლა, რომელიც, მომავალში, მის იდეებს განავითარებდა.

ნახვა: 614

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters