მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალმა 2014 წელს გამოავლინა ყველაზე ინოვაციური 33 შენობა მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც გამოირჩევა თავისი დიზაინით. ჩინეთის საჯარო ბიბლიოთეკა, დანიის საზღვაო მუზეუმი, ესპანეთის ტაძარი თანამედროვე დიზაინით და სხვა მრავალფეროვანი და განსაცვიფრებელი ნაგებობა.
კონკურსში წარდგენილი იყო 400 პროექტი 50 ქვეყნიდან, 27 სხვადასხვა კატეგორიაში. კონკურსი გაიმართა სინგაპურში, წარმოგიდგენთ 33 ნაგებობას, რომლებმაც დაიმსახურეს ყველაზე დიდი მოწონება.
თქვენ აქ ვერ ნახავთ ამერიკული დიზაინის ნიმუშებს, ძირითადად არის აზიური, ევროპული, აგრეთვე შეხვდებით აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ავსტრალიაში მდებარე შენობა-ნაგებობებს.
ეს არის იგი უმაღლესი შენობა მიმდებარე ადგილებში, რომლის არქიტექტორიც არის Puri Architects, ტერასები განლაგებულია ძირითადად ჩრდილოეთის მხარეს, თუმცა რამოდენიმე აღმოსავლეთით და დასავლეთითაც შეგხვდებათ.
შენობა განთავსებულია ვიეტნამის მნიშვნელოვან ადგილას, რომლის არქიტექტორიც არის Vo Trong Nghia. იგი არის გეგმის ნაწილი, რის მიხედვითაც მთელი უნივერსიტეტი უნდა გარდაიქმნას გარემოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნაგებობად. წინასწარი გათვლით შენობას ფუნცქიონირებისთვის დასჭირდება მარაგის მინიმალური ნაწილი, ბუნებრივი სინათლის გამოყენების წყალობით.
უნიკალური ფორმა და კონუსური ფოლადის სტრუქტურა, ისე რომ ფერდობზე იკავებს პატარა ადგილს, არქიტექტორი იან მური. საცხოვრებლად სახლი არის შესანიშნავი ზომის.
პრესის თავისუფლების ქანდაკება Gustavo Penna Arquiteto & Associates_ის მიერ. იგი არის მინის, არქიტექტორის თქმით, ძეგლი არის კრისტალივით სუფთა და მყარი, დახვეწილი როგორც თავისუფლება. იგი 42 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ანთაკიის მუზეუმ-სასტუმრო, არქიტექტორი EAA-Emre Arolat. შენობა იფუნქციონირებს როგორც სასტუმრო და როგორც არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც ხაზს უსმევს ამ ადგილის ქრისტიანულ მნიშვნელობას.
ისპაჰანის კომერციული ცენტრი, farshad Mehdizadeh არქიტექტორი. გარე ფასადის დიზაინი მორგებულია ისპაჰანის სტრუქტურას. ინტერიერის და ექსტერიერის წყობა აუმჯობესებს ადამიანების მარტივად გადაადგილებას, რაც ხელს უწყობს მთელი კომერციული ფართის აქტიურ მუშაობას.
ცენტრალური სადგური, Sweco Central არქიტექტორი. ფოლადის გარსით დაფარული სტრუქტურა ქმნის კლასიკურ და თანამედროვე რკინიგზის მოდელს.
ჩრდილო-დასავლეთი კემბრიჯის ამომწურავი გეგმა. კემბრიჯის უნივერსიტეტის მომავალი თაობა ქმნის მის მომავალს. შეგიძლიათ ზემოდან შეხედოთ ამ პატარა მეგაპოლისს.
სახალხო საავადმყოფო, რომელიც მიზნად ისახავს შიგნით შექმნას ნათელი და მშვიდი ხედები, რაც ზრდის პაციენტების სიმშვიდეს.
სოფელი, რომლის არქიტექტორიცაა Sanjay Puri. ინდივიდუალურად დაყოფილი სახლები დიაგონალურად არის განლაგებული ირიბ ფერდობზე.
სამხატვრო გალერეა, რომელიც ათი არქიტექტურული ჯგუფის მიერ არის დაპროექტებული. შენობის საუკეთესო ნაწილი შეიძლება ითქვას რომ არის ბუნებრივი დაჩრდილვის მოწყობილობა, რაც ხელოვნების ნიმუშებს დაიცავს სინათლის ზემოქმედებისგან.
შენობის დიზაინი არის ვერტიკალური ფორმის, გეომეტრიული სიზუსტე ნათლად ჩანს, ღია სტრუქტურა ხელს უწყობს სინათლის მაქსიმალურ გამოყენებას.
ტეგები: architecture, australia, brazil, building, canada, china, development, education building, experimental, house, მეტი...india, infrastructure, italy, museum, office, qulture, qwelly, singapore, sweden, turkey, united kingdom, vietnam, village, world architecture festival, year, ავსტრალია, არქიტექტურა, ბრაზილია, ეს საინტერესოა, ექსპერიმენტი, ვიეტნამი, თურქეთი, ინდოეთი, ინფრასტრუქტურა, იტალია, კანადა, კულტურა, მსოფლიო, მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალი, მუზეუმი, ნაგებობა, ოფისი, საგანმანათლებლო ცენტრი, სახლი, სინგაპური, ფესტივალი, ქველი, შენობა, ჩინეთი, წლევანდელი 33 ყველაზე ინოვაციური და განსაცვიფრებელი შენობა
საუკეთესო შენობის გეგმა, ინგლისის პროექტს ვგულისხმობ, მანდ რამე წერია კიდეც თუ უბრალოდ შენობაა?
ნეტა ყველა შენობა ვიეტნამის საგანმანათლებლო ცენტრივით გამწვანებული იყოს, გაზაფხულზე აყვავებული შენობები იქნებოდა :D:D
ლაშა არ ვიცი, შეიძლება ჩინური იეროგლიფებით არის გამოსახული ცოდნის გაღრმავების ინსტრუქცია :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 8, 2024.
საათი: 4:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In conclusion, the introduction of the dodge roll mechanic in Path of Exile 2 marked a significant milestone in the evolution of the ARPG genre. It not only revolutionized combat mechanics but also redefined player engagement and immersion. For me, it was a revelation—a moment that transformed skepticism into belief POE currency trade and paved the way for an unforgettable gaming experience in the world of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
© 2024 George. •