ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვანი, ვისაც ლეონარდო ეკონტაქტებოდა მილანში, იყო დონატო ბრამანტე. ბრამანტე დაიბადა ურბინოში  და როგორც მხატვარი, სავარაუდოდ პიერო დე ლა ფრანჩესკასგან იღებდა გაკვეთილებს. 1481წ. ის წავიდა მილანში და ლეონარდოს მსგავსად დარჩა იქ ფრანგების შემოსვლამდე (1499).  მილანში მან მიატოვა მხატვრობა, რომ გამხდარიყო თავისი თაობის უდიდესი ხუროთმოძღვარი. მისი პირველი არქიტექტურული ნამუშევარი იყო სანტა-მარიას ეკლესიის გადაკეთება სან-სატიროს ტაძართან მილანში (1486). ბრამანტემ ააგო მდიდრულად გაფორმებული ცილინდრული კამარებით გადახურული გრძივი და განივი ნავები. ნავების გადაკვეთის თავზე მდგარი გუმბათი ცენტრალური ღიობით კესონირებულია  და სტრუქტურით ჰგავს რომის პანთეონის დიდ გუმბათს. იმდენად, რამდენადაც უშუალოდ განივი ნავის კედლის უკან ქუჩა გადიოდა და ღრმა საკურთხევლის მოწყობის საშუალება არ იყო, ბრამანტემ მცირე შეღრმავებაში გამოსახა ფერწერულ-ილუზორული სივრცე არარსებული საკურთხევლის ნაწილისა და შესანიშნავად დაასრულა რეალური ინტერიერი.

       1488წ. მან ეკლესიას მიაშენა გარედან კვადრატული, ინტერიერში კი რვაკუთხა საკრისტია. ეს ცენტრული კომპოზიცია ბრამანტეს იდეის შემდგომ განვითარებას უსწრებს წინ. მილანის პერიოდის უმსხვილესი ნაგებობაა სანტა-მარია დელა გრაციე (დაიწყო 1492). ჰერცოგ ლოდოვიკო მოროს გაუჩნდა სურვილი თავისთვის მავზოლეუმი გაემზადებინა და ბრძანა 1472წ. აგებული გოთიკური ტაძრისთვის დაემატებინათ განივი ნავი და ქორედი.  ეკლესიის ახალი ნაწილი ცენტრული კომპოზიციისაა. შუაჯვარედზე აღმართულია დიდი გუმბათი, რომელიც გარედან დაფარულია კონუსისებური სახურავით. შენობის მოცულობები საფეხურებრივად ვითარდება ქვევიდან ზევით, რაც ხაზს უსვამს გუმბათის ყელის მნიშვნელობას. აფსიდებიც ასეთივე ხასიათშია დანაწევრებული: ცოკოლის ნაწილის ჰორიზონტალური სარტყლიდან ბრამანტე თანდათანობით გადადის მზარდი ვერტიკალური დანაწევრებისკენ. შენობის ქვედა ნაწილების ბრტყელი პილასტრები გუმბათის ყელში შეცვლილია მრგვალი შეწყვილებული სვეტებით და მათზე დაყრდნობილი თაღებით. ლომბარდიისთვის დამახასიათებელი ზედმეტი დეკორატიულობა შენობის მთელი აგებულების სიცხადესთან, მკაფიოობასთან გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია, რაც ალბათ დამკვეთთა გემოვნებითაა ნაკარნახევი. ინტერიერში ბრამანტემ გამოიყენა ბრუნელესკისეული ორმაგი კონცენტრირებული არქივოლტების სისტემა. შენობის კომპოზიციის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ბრამანტეზე გავლენა იქონია ადრექრისტიანული ხუროთმოძღვრების შესანიშნავმა ძეგლმა სან ლორენცოს ეკლესიამ მილანში.

       1497-1498-წწ-ში ბრამანტემ შექმნა სანტ-ამბროჯიოს მონასტრის ოთხი შიდა ეზოს პროექტი და მოდელი. მის სიცოცხლეში მხოლოდ დორიული ეზო დასრულდა, XVIს-ის მეორე მეოთხედში აიგო იონური, ხოლო დანარჩენი ორი არ განხორციელდა. ამ ეზოების რთული სივრცული კომპოზიცია ერთგვარი შემზადება იყო ბრამანტეს უფრო გვიანი გრანდიოზული პროექტისთვის – ვატიკანის ეზოებისთვის. მილანის პერიოდში ბრამანტემ შექმნა თავისი პირველი ცენტრული ნაგებობები, რომელთა კომპოზიციებს ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ამუშავებდა, ასევე სვეტებზე დაყრდნობილი მდიდრული თაღედით გარშემორტყმული შიდა ეზოების სისტემა. სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა ბრამანტეს მძლავრი შემოქმედებითი მანერა, რაც ეფუძნებოდა პლასტიკური და სივრცული ფორმების კონტრასტულობას და რაც ნაწარმოების მთელ იდეას ექვემდებარებოდა. 1499წ. მილანი საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XII ჯარებმა აიღეს და ბრამანტე რომში გადავიდა, სადაც მისი შემოქმედების ახალი პერიოდი დაიწყო.

      ბრუნელესკის, ალბერტის და სავარაუდოდ ლეონარდოს გავლენით, რომლებზეც თავის მხრივ გავლენა იქონია ანტიკურმა კლასიკამ, მან ცენტრული ტაძრის ფორმა განავითარა მაღალი რენესანსის ხასიათში. ეს მოხდა რომში ჩასვლის შემდეგ (1499), როცა მან ააგო ნაგებობა, რომელიც რენესანსის და შემდგომი პერიოდის არაჩვეულებრივი პროტოტიპი იყო. ეს იყო მცირე ცენტრული ტაძარი ტემპიეტო, რომელსაც ასე ეწოდა იმის გამო, რომ მას ანტიკური მცირე ტაძრის ხასიათი ჰქონდა. ამ ნაგებობას, რომელიც აიგო წმ. პეტრეს ჯვარცმის ადგილას და ახლახან შეუცვალეს დათარიღების წელი  1508წ., მართლაც სოლიდური სკულპტურული სახე აქვს.  ტემპიეტო სან-პიეტრო ინ მონტორიოს ეზოში დგას. ეს არის შესანიშნავი პროპორციების წრიული გეგმის ნაგებობა გარშემორტყმული 16 ტოსკანური სვეტით, რომლებიც  წრიულ საფეხურებიან სტერეობატზე არიან განთავსებულნი. ანტაბლემენტის თავზე ბალუსტრადის ზემოთ გუმბათის ყელია აღმართული, რომელსაც ნახევარსფერული გუმბათი ეყრდნობა. არც შიგნით და არც გარეთ არ არის არცერთი დეკორატიული ელემენტი, რომელიც ტექტონიკურად გაუმართლებელია. პირველი იარუსისა და გუმბათის ყელის კედლები პილასტრებითაა დამუშავებული, რომელთა შორის ფანჯრები და ნიშებია განთავსებული. იატაკის ქვეშ მცირე კრიპტაა. ჩაფიქრებული იყო საკმაოდ ვიწრო ეზოს ორდერული თაღედით გარშემორტყმა, რომელსაც უნდა ვიზუალურად გაეძლიერებინა ტემპიეტოს მასშტაბურობა და შესაძლებელი გახდებოდა მისი აღქმა თაღებს შორის, რომელთაც გუმბათის მოხაზულობა ექნებოდათ. ეს პროექტი არ განხორციელდა და ტემპიეტო წარმოუდგება მნახველს, როგორც დიდი ტაძრის მცირე მოდელი.

         მრავალჯერ გამეორებული წრიული ფორმა ანიჭებს მას მთლიანობასა და მონუმენტურობას. ტემპიეტო მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა განვითარების იმ გზაზე, რომელიც წმ. პეტრეს ტაძრის პროექტით დასრულდა. ტემპიეტოს საოცრად გაწონასწორებული  კომპოზიცია აგებულია მონოლითური ბირთვისა და სვეტნარის გამჭვირვალობის, I იარუსის აჟურულ დამთავრებასა და II იარუსის თავზე ყრუ მონოლითური გუმბათის, კედლების გლუვი ზედაპირისა და პილასტრებისა და ნიშების პლასტიკის დაპირისპირებაზე, მართკუთხა და ნახევარწრიული ფორმების მონაცვლეობაზე, რაც თითოეულს ცხადად გამოკვეთავს. ყველაფერი ეს ქმნის მკაფიო ერთიან ჰარმონიულ კომპოზიციას. ტემპიეტო ცენტრული ნაგებობის ტიპის თითქმის სრულყოფილი მაგალითია, სადაც ბრამანტეს დიდოსტატობა გამოვლინდა. 1503წ. პაპ იულიუს II დაკვეთით ბრამანტე შეუდგა თავისი უდიდესი პროექტის განხორციელებას  ვატიკანის ეზოების მოწესრიგებას. ვატიკანის სასახლის ტერიტორია ქაოტურად იყო განაშენიანებული. პირველი ნაბიჯი მისი მოწესრიგებისთვის ლოჯიების მართკუთხა ეზოს აგება იყო, რომელიც დიდწილად ბრამანტეს სიცოცხლეშივე განხორციელდა, საბოლოოდ მისი დასრულება და მოხატვა რაფაელს ხვდა წილად. შემდეგ ისევ ბრამანტეს პროექტით აიგო ბელვედერის ეზო და მისგან ღია კიბით გამოყოფილი ე.წ. პინიას ბაღი (პინია უზარმაზარი ბრინჯაოს გირჩაა, რომელიც რომში ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს და ადრე წმ. პეტრეს ძველ ბაზილიკაში იდგა, შემდგომ კი პინიას ბაღის ექსედრის ღერძზე დაიდგა). ბელვედერის ეზო განკუთვნილი იყო თეატრალური წარმოდგენებისთვის, ტურნირებისთვის და ა.შ. ეზოების მკვეთრად გამოხატული ღერძული კომპოზიცია შესაძლებელია ტრაიანეს ფორუმის გავლენა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ღერძი ბრამანტემ წმ. პეტრეს ტაძრის ღერძს დაუკავშირა, უკვე არსებული შენობების გამო მან ეზოებში შესასვლელი ვერ განათავსა  მთავარ ღერძზე. ბრამანტეს პროექტის მიხედვით პინიას ბაღის ექსედრა ერთიარუსიანი იყო. ექსედრის თანამედროვე სახე  და მისი დამასრულებელი ნახევარწრიული პორტიკი გაცილებით გვიან შეიქმნა. ბელვედერის ეზოს და პინიას ბაღის მეორე იარუსი რაფაელმა დაასრულა. მოგვიანებით XVIს-ის ბოლოს ბელვედერის ეზოსა და პინიას ბაღს შორის ჩაიდგა ვატიკანის ბიბლიოთეკის განივი კორპუსი, უფრო გვიან კი  მეორე კორპუსი. ამით სრულიად შეიცვალა ბრამანტეს ჩანაფიქრი.

       1508წ. ბრამანტემ დაასრულა თავისი რომის სახლის მშენებლობა (პალაცო კაპრინი, 1517წ. რაფაელმა შეიძინა). რუსტირებული პირველი სართულის მძლავრ ფორმებს პასუხობს მეორე სართულის ტოსკანური ორდერის ნახევარსვეტები ანტაბლემენტით. II სართულის გლუვი კედელი ტოსკანურ ნახევარსვეტებს შორის დამუშავებულია სამკუთხა ფრონტონებიანი გაწელილი პროპორციების სარკმლებით. მათი ქვედა ნაწილები ბალუსტრადითაა დაფარული. ქვედა სართულის შედარებით მძიმე და ზედას მსუბუქი ხასიათის დამუშავების კონტრასტულობამ კომპოზიციას დიდი მხატვრული გამომსახველობა მიანიჭა.

        ფასადის ამგვარმა გადაწყვეტამ დიდი გავლენა იქონია სასახლეების შემდგომ განვითარებაზე, რაც გამომჟღავნდა პალადიოს, ინიგო ჯონსის შემოქმედებაში. მისი გავლენა იკითხება პეროს ლუვრის ფასადშიც, რომელიც ორი საუკუნით გვიან შეიქმნა. პაპ იულიუს II დავალებით ბრამანტეს წმ. პეტრეს ძველი ბაზილიკა უნდა შეეცვალა ახლით. ძველი შენობა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოითხოვდა განახლებას, თუმცა ნაბისმიერ შემთხვევაში ამბიციური და ომისმოყვარული პაპის გემოვნებას ის ვერ აკმაყოფილებდა. მას სურდა მთელ იტალიაზე გავრცელებულიყო მისი ძალაუფლება და მისი დროის რომს ბრწყინვალებით კეისრების რომისთვის გადაეჭარბებინა.

       წმ. პეტრეს ტაძრის ბრამანტესეული ჩანაფიქრს იგივე არქიტექტურული კონცეფცია ედო საფუძვლად, რაც ტემპიეტოს. ტაძარს გააჩნდა ტოლმკლავებიანი ჯვრის (ე.წ. ბერძნული ჯვარი) ფორმის გეგმა. თითოეული მკლავი ნახევარწრიული აფსიდით იყო დასრულებული. ის განკუთვნილი იყო წმ. პეტრეს სამარის ადგილის აღსანიშნავად. შუაჯვარედი გადახურული უნდა ყოფილიყო დიდი გუმბათით და პატარა გუმბათებით კი კვადრატული გეგმის დიაგონალურ ღერძებზე მდებარე დამხმარე კაპელები. ბრამანტეს გეგმის გამოძახილია გუმბათქვეშა კედლებისა და პილონების გაბედული, თამამი სკულპტურულობა.  ინტერიერის სივრცე  რთული და საოცრად სიმეტრიული,  დახვეწილი და კომპოზიციურად დასრულებულია. გეგმაში გაირჩევა 9 ჯვარედი, რომელთაგან 5 გუმბათითაა გადახურული.  ამ ტიტანური მასშტაბის ნაგებობის შექმნისას ბრამანტე ამბობდა, რომ ის პანთეონის გუმბათს დაადგამდა კონსატანტინეს ბაზილიკას. ბრამანტეს ტაძრის სახე შემორჩა მემორიალურ მედალზე: გუმბათი ნახევარსფერულია პანთეონის მსგავსად, მაგარამ ექსტერიერის გადაწყვეტა სხვაგავარია. ფასადის მიხედვით ორი კოშკის, პორტიკებისა და გუმბათების ერთობლიობა მასიურობას აბათილებს და ეს არქიტექტურული ფორმებით იერარქიულად დანაწევრებული მოცულობა არსებითად ანტროპომორფულ მასშტაბამდეა დაყვანილი (ადრეული რენესანსის მსგავსად). ბრამანტეს სიცოცხლეში მშენებლობა ვერ გაცდა შუაჯვარედის პილონებს და ქორედის დაბალ კედლებს. მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობას სხვადასხვა არქიტექტორები ხელმძღვანელობდნენ (რაფაელი, ა. სანგალო), ბოლოს კი 1546წ. პაპმა პავლე III  მოიწვია მიქელანჯელო, რომელმაც შენობა დაასრულა (იხ. მიქელანჯელო). ტემპიეტოს შემდეგ მაღალი რენესანსის კლასიკურ იდეალებს (მკაფიო ფორმები, სიმარტივე, ჰარმონიულობა, პროპორციები) ყველაზე მეტად მიუახლოვდა პილიგრიმული ტაძარი სანტა მარია დელა კონსოლაციონე ტოდიში. ფერდობზე აღმართული ტაძარი შორიდანვე კარგად აღიქმება. მისი სილუეტი მძლავრი პროპორციებით მნახველს დაბლობიდანვე იზიდავს მიზნისაკენ. მისი ავტორი ზუსტად გაურკვეველია, თუმცა მანერა იმდენად ბრამანტესეულია, რომ შეიძლება მის  ნაწარმოებად ჩაითვალოს. გეგმის მიხედვით ეს არის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა. მისი ნახევარწრიული მკლავები პოლიგონალური აფსიდებითაა დასრულებული.

       ინტერიერის სივრცე კლასიკურად სუფთადაა მოწესრიგებული,  მისი აგებულება ერთი შეხედვითაც სრულიად აშკარაა. შენობის მოცულობები და სივრცე ჩინებულადაა დარეგულირებული, რაც ასევე წარმატებითაა გადმოცემული ექსტერიერში, სადაც თითოეული დონე ფრთხილადაა მონიშნული კარნიზებით. რიტმი ფუძიდან წვერომდე მკაცრად ვითარდება: პილასტრებით დაყოფილი გლუვკედლებიანი პირველი იარუსი მყარ სფუძველს წარმოადგენს ზედა სტრუქტურისთვის. მეორე იარუსის სეგმენტური და სამკუთხა ფრონტონების მონაცვლეობით დასრულებული სარკმლების რიტმი მას შედარებით ამსუბუქებს. ატიკის სართული გადადის ნახევარგუმბათებში, რომლებიც თავის მხრივ გარდამავალია გუმბათის ყელის ქვეშ მოწყობილ ბალუსტრადით გარშემორტყმულ პლატფორმაში, მთელ სტრუქტურას კი ასრულებს გუმბათი. II იარუსის რიტმი (სარკმლების) მეორდება გუმბათის ყელში, რომელიც გამოცოცხლებულია სარკმლებს შორის არსებული ნახევარწრიული თაღით დასრულებული ნიშებით. ნებისმიერი მხრიდან შენობა ერთნაირად სრულიად სიმეტრიულად და ბალანსირებულად აღიქმება. ყოველი ნაწილი მოწესრიგებულია, ისინი ჰარმონიულ ურთიერთობაშია ერთმანეთთან და მთელთან. ამდენად, თითოეული მათგანი დასრულებული და დამოუკიდებელია. თავისი მასშტაბითა და სირთულით  სანტა მარია დელა კონსოლაციონე დგას ტემპიეტოსა და წმ. პეტრეს ტაძარს შორის. ეს ტაძარი, ბევრად უფრო ვრცელი, ვიდრე პირველი და ბევრად უფრო სუფთა, ვიდრე მეორე, მაღალი რენესანსის იდეალებს გამოხატავს.

ნახვა: 3346

გამოხმაურებები!

ბრამანტე...ვფიქრობ ცოტას სმენია მის შესახებ და მე მათ შორის შევდივარ)))

მომეწონა სიახლე ძალიან ♥

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters