• ოსკარ უაილდმა სიკვდილის წინ თვალი მოავლო ოთახს, რომელშიც უგემოვნო შპალერი იყო გაკრული: “მომაკვდინებელი ფერებია! ჩვენ ორიდან ერთ-ერთმა უნდა დასტოვოს ოთახი!”
• იმპერატრიცა ელიზავეტამ ძალიან გააკვირვა მკურნალი ექიმები, როდესაც სიკვდილამდე 2 წუთით ადრე უეცრად წამოიმართა ბალიშებზე და მრისხანედ იკითხა: “როგორ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ?”
• ამერიკელი დრამატურგი იუჯინ ო’ნილი: ” ასეც ვიცოდი! ოტელში დავიბადე და, ეშმაკმა დალახვროს, ოტელში ვკვდები”.
• ცნობილმა შპიონმა- მოცეკვავემ მატა ჰარიმ სნაიპერებს, რომლებსაც მიზანში ჰყავდათ ამოღებული, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა: ” მზად ვარ, ბიჭებო!”
• ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემი: “სიკვდილი ძალიან მოსაწყენი და უხალისო ყოფილა. ჩემი რჩევაა, არასდროს დაკავდეთ ამ საქმიანობით”
• ამერიკელი დრამატურგი უილიამ საროიანი: ” სიკვდილი ყველა ადამიანი ხვედრია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებდნენ. და რა?”
• ფრანგმა მწერალმა ბალზაკმა სიკვდილის წინ გაიხსენა თავისი ერთ-ერთი პერსონაჟი – ექიმი ბიანშონი: ” აი, ის კი გადამარჩენდა…”
• რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი მკურნალობდა გერმანიის პატარა კურორტ ბადენვეილერში, სადაც სასიკვდილო დიაგნოზდასმულ პაციენტებს შამპანურით უმასპინძლდებოდნენ. როცა მკურნალმა ექიმმა მას შამპანური დაუსხა, ჩეხოვმა თქვა: «Ich sterbe» (ვკვდები) და შემდეგ რუსულად დააყოლა: «Давно я не пил шампанского» – დიდი ხანია, შამპანური არ დამილევია.
• ცნობილი ინგლისელი ქირურგი ჯოზეფ გრინი ექიმების ჩვეულებისამებრ, პულს ისინჯავდა. “გაჩერდა” – თქვა ბოლოს.
• ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ლიტონ სტრეიჩი: “თუ ესაა სიკვდილი, სულაც არ ვარ მისით აღფრთოვანებული”.
• ცნობილი ფრანგი გასტორნომის დამ, პოლეტ ბრილატ-სავარინმა, მესამე კერძის შემდეგ თქვა: “სწრაფად მომართვით კომპოტი, ვკვდები”.
• რუსი მწერალი-სატირიკოსი სალტიკოვ-შედრინი სიკვდილს შეეგება კითხვით: “«Это ты, дура?»
წყარო: ვერტიკალური ჰორიზონტი