კვების რაციონის მოწესრიგებაზე ხშირად წერენ, ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანები კი განსაკუთრებით იცავენ წესებს, იციან როდის ცივი მიირთვან, როდის ცხელი, მწარე-მჟავე, მტკნარი და ტკბილი, საგულდაგულოდ ითვლიან კალორიებს და ცხიმ-ცილებს. მოკლედ, მთელი სამეცნიერო დისცპილინა შეიძლება შეიქმნას საჭმელოლოგიაში. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა ჰქვია საჭმელის მიღებას სხვადასხვა პერიოდში. როგორც წესი, ჩვენში გავრცელებულია სამი დასახელება - საუზმე, სადილი და ვახშამი. არ ვიცი, ეს სამი როდის დამკვიდრდა, მაგრამ ოდესღაც ადამიანები თურმე მხოლოდ "ორთა ჯერთა ჭამენ კაცნი" და თითოეულს თავისი სახელი ერქვა
მაგრამ, თუკი ძალიან მოგშივდებოდა, შეგეძლო მესამედაც გეჭამა. მესამეს დაექმეოდა სადილი, მაგრამ მაშინ თანმიმდევრობა იცვლებოდა, სამხარი გადაიწევდა წინ, ხოლო მას შემდეგ ჩაემატებოდა სადილი.
როგორც ბრძენთა ლექსიკონში წერია, თურმე, ყოველ დროში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც საჭიროზე მეტად მოშიებულები დაიარებოდნენ და საკუთარ მუცელს ამ ტანჯვას დიდხანს არ აატანინებდნენ, პირიქით დიდ პატივშიც კი ჰყავდათ. ამავე ლექსიკონში ძალიან კარგად დაახასიათეს ასეთები - მუცელთ-მაძოვნებელნი.
სწორედ ასეთი მუცელთ-მაძოვნებელი ადამიანები დღეში 4-5-ჯერ მიირთმევენო და რა თქმა უნდა, ყველა ჭამადს საკუთარი სახელი ჰქონდა. მაშ ასე:
არ ვიცი თქვენ შეამცნიეთ თუ არა, მაგრამ ქართულ დასახელებებში სიტყვა "ვახშამი" საერთოდ არაა მოხსენიებული. შესაძლოა, სერის-კუდის შემდეგ კიდევ მოშიებულთათვის ჩაემატა. თუკი ვინმე ამასაც არ დაჯერდებოდა და საუზმარიდან სამხარამდე კიდევ მოიწადინებდა სადილის მიღებას, მაშინ უკვე 6-7_ჯერად კვებაზე ავიდოდა და მუცელთ-მაძოვნებელის მსოფლიო აღიარებაც გარანტირებული ექნებოდა.
ახლა კი შეკითხვა - თქვენ რამდენჯერ მიირთმევთ ერთი დღის განმავლობაში?
ტეგები: Qwellynaria, განმარტება, კვება, საინტერესო, ტრადიცია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.
Knowing Existence Insurance policy Principles
Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…
© 2024 George. •