ყარაბაღის ომი შეწყდა, აქციებიც შეწყდა, მხოლოდ კორონა დარჩა უცვლელი და წარმატებული

      როგორც უკვე დაანონსდა, აქციებმა ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღეს და გადაინაცვლეს მომავალში. ამ ფონზე, წინ წამოიწია მოლაპარაკებების, შერიგებების, პარლამენტარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ათვისების და სხვა მომიჯნავე თემები. პარალელურად, რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებები ხდება მედიის განხილვის ობიექტი. მეზობლებში ომი მორჩა და რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ საზღვარზე. კორონა არსად წასულა - დღევანდელი რიცხვები - 63650, გამოჯანმრთელებული - 47390, გარდაცვლილი - 521, კარანტინში - 2765. დოლარი 3.3186 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1130 თბილისში, 653 აჭარაში და 463 იმერეთში გამოვლინდა. 22 პაციენტი გარდაიცვალა.

      არჩევნების შედეგები პოზიცია-ოპოზიციისთვის. აქვე გადადებული აქციებიც - საია - ცესკოსთან პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის, ვემზადებით ახალი პარლამენტის მუშაობისთვის. ირმა ნადირაშვილი - პოლიციელებმა, რომლებმაც ახალგაზრდები სცემეს, პასუხი უნდა აგონ. არჩილ თალაკვაძე - უპასუხისმგებლო ლიდერები თავის მხარდამჭერებსაც კი სწირავენ - ესაა განსხვავება „ნაცმოძრაობის“ ცხელთავიან ლიდერებსა და სხვა პოლიტიკურ სპექტრს შორის, ვინც პატივს ვცემთ მოქალაქეების ჯანმრთელობას. მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერთან, ვისაც სურს ნორმალური პროცესის უზრუნველყოფა, რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ამ ხაზს, რომელსაც ცხელთავიანი ლიდერები ხელმძღვანელობენ, წარუმატებლობისთვისაა განწირული. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და ახლა დროა, რომ ოპოზიციამ თქვას იგივე. ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა იაფფასიანი პოპულიზმია. გიგა ბოკერია - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესია. ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ. „ნაცმოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, რომელთაც რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული არჩევნებზე და მათ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა. გიგა ბოკერია - გრძელდება უტიფარი, ქვეყნისთვის საზიანო და სახიფათო კამპანია ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან, ვიდრე ეს არ შეიცვლება, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. გიგა ბოკერია - ვიდრე ივანიშვილი გონს არ მოვა, მანამდე სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება. ბადრი ჯაფარიძე - არ ვაპირებთ ისეთ პარლამენტში შესვლას, რომელიც ყალბი შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება. გიგი უგულავა - დიალოგი ვერ იარსებებს იმ პირობებში, როცა მეორე ხელით გიჭერენ და გაშანტაჟებენ, ვერ იარსებებს როცა არსებობენ პოლიტპატიმრები. დავით ბაქრაძე - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე. ანა დოლიძე - როცა ხელისუფლებას წყალი ისე ექნება შემდგარი, რომ თვითონ მოუნდება მაგიდასთან დაჯდომა, მაშინ გვეცოდინება, რა უნდა გამოვიტანოთ მოლაპარაკებიდან. არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ვერც ერთი პარტია ვერანაირ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს - არ მოდიან, ნუ მოდიან! ერთპარტიანი პარლამენტი არ იქნება. გერმანიის ელჩი - მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. ბადრი ჯაფარიძე - დიალოგის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ოღონდ ახალი არჩევნების დანიშვნის თემა უნდა განვიხილოთ. კახა კალაძე ოპოზიციას - მოდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს! კარლ ჰარცელი - მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა.

      დამაბნეველი ვაშაძე - გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე - ეს გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა, ველოდებით „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას. ნინო ბურჯანაძე - დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ ერთობას არ უღალატებს. გია ხუხაშვილი - პოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს გააჩნია, არის სწორი, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები. სალომე სამადაშვილი - პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ცხადია - ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. დავით ბაქრაძე - გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება იყო გაუგებარი და ოპოზიციური ერთობის დამაზიანებელი, მაგრამ იმ განმარტებებით, რაც შემდეგ გაკეთდა, მიმაჩნია, რომ ეს თემა ამოწურულია. ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე - თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. გრიგოლ ვაშაძე - სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით ვაშაძემ განმარტა - 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო. ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე - სამწუხაროდ, ეს არ იყო საუკეთესო განცხადება - არავინ არ ვიყავით საქმის კურსში.

      ცესკო - გადათვლის პროცესი ჯამში 24 500-მდე ამომრჩევლის ხმას შეეხო - უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები უცვლელი დარჩა.

      მიშა დაუბრუნებელი - რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილების ელის, ულტიმატუმს წააგავს. ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიცია შეიძლება თანახმაა, არ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ აზრზე არიან სააკაშვილთან მიმართებაში - რომც მოითხოვონ მისი ჩამოსვლა, სააკაშვილი ვერ ჩამოვა და არც ჩამოვა. გიგა ბოკერია სააკაშვილზე - დაანებოს თავი საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას. ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა აიღო ნახევარი მილიონი ხმა, ეს არის უბედურება. სერგი კაპანაძე - ჩამოვალ-არ ჩამოვალ, ცოტა მომაბეზრებელია, ჩვენ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე სააკაშვილის კომენტარებია. ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილის ჩამოსვლა არასდროს მომითხოვია და არც არასდროს მოვითხოვ. არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი უკვე წლებია ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ფეხით ჩამოდის, როგორც თვითონ აანონსებს, აქამდე არაერთხელ უნდა იყოს საქართველოში ნამყოფი.

      გადაადგილების პრობლემა - დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით “ლელოს” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

      ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 პირიდან 6-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გაათავისუფლეს.

      პური ხალხს - ლევან დავითაშვილი - ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს როგორც პურის მიწოდება, ასევე ფასები.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ბრაზილიაში ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე ცდები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა. სომხეთში კორონავირუსის 1 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 20 977 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 368 პაციენტი გარდაიცვალა. ვლადიმერ პუტინი - რუსეთის მიერ დარეგისტრირებული კოვიდ 19-ის ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა, მალე მესამე ვაქცინას დავარეგისტრირებთ. საფრანგეთში ერთ დღეში კორონავირუსს 551 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

      ტრამპის ბრძოლა - დონალდ ტრამპის პრესსპიკერი - არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, სამართლებრივი ბრძოლა ეს-ესაა დაიწყო.

      ომის დასრულება - ილჰამ ალიევი - რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა ყარაბაღის სტატუსს? ის დასამარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ. სომხეთის თავდაცვის უწყება - ომი მთავრდება, არმიამ თავისი საქმე გააკეთა, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც სახელმწიფოებრიობას ძირს გამოუთხრის. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი - არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტაზე თანხმობა გავეცი. სომხეთის პრეზიდენტი - პრესიდან შევიტყვე, რომ ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ, ჩემთან კონსულტაციები არ გამართულა. სომხეთის პატრიარქი ხალხს - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ემოციების ზედმეტი დემონსტრირებისგან. ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა მისი რეზიდენცია გაძარცვეს. ილჰამ ალიევი - დღეს აზერბაიჯანის მიწების მრავალწლიანი ოკუპაცია სრულდება. დიმიტრი პესკოვი - რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ხელმოწერილ განცხადებაში თურქი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში განლაგებაზე საუბარი არ არის. მევლუთ ჩავუშოღლუ - ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანისთვის დიდი წარმატება და გამარჯვებაა.

      ქართული შეფასებები დასრულებულ ომზე - თენგიზ ფხალაძე - აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში. დავით ბერძენიშვილი - ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი, განწირული იყო ყარაბაღით დაბმული სომხეთი, აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეინარჩუნებს თუ არა ის ხელისუფლებას. ზურაბ ბატიაშვილი - მოგებულია როგორც რუსეთი, ასევე აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება. კახა კუჭავა - იმედი მაქვს, ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა შეძლებს თავისი ინტერესების დაცვას საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ამ რეგიონში თავისი გავლენა გაზარდოს. თორნიკე შარაშენიძე - აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის. პრეზიდენტი ზურაბიშვილი - კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. იან კელი - ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 82

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters