აგვისტოს დასაწყისში ისევ რუსთავის ორის ირგვლივ ცხელა, თორემ თბილისში დღეს ღრუბელმა გამოაგრილა და წვიმის მცდელობებმაც. ნიკა გვარამიას რუსთავი ორის სიმდიდრესა თუ უმდიდრობაზე ედავებიან, სასამართლო უზენაეს მოსამართლეს ისევ ეძებს და ლარი ისევ ტივტივაზეა ჩამოკიდებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აგვისტო, 2019

      წილებად დაქუცმაცება და მედიის სიმდიდრე - „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ადვოკატი - ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“-მა 40 მილიონამდე შემოსავალი დაკარგა. პაატა სალია - 50%-ის კონტროლი, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის - აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა. ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს - ეს კარგად იციან აქიმიძემ და დვალმა და ამბობენ კიდევაც. როდესაც კომპანიაში წილს იღებ საჩუქრად, ამ წილს ასევე მოჰყვება ვალდებულებები. „რუსთავი 2“-ის ფინანსური მდგომარეობა, რაც მე ვნახე ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, როგორ არსებობდა საერთოდ კომპანია?! გამომძიებელი - ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე და ის სასამართლოში დაიკითხება. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებით და ქონების თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია. ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, ია კიწმარიშვილი იურისტებთან გადის კონსულტაციებს და სავარაუდოდ, დააფიქსირებს პრეტენზიებს „რუსთავი 2“-ის 30%-იან წილთან დაკავშირებით. ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“ -ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები და ვინმეს უნდა დააბრალონ და ეს ვინმე ვარ მე. ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიაზე - ზაზა ოქუაშვილს ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობას. ჯარჯი აქიმიძე - ია კიწმარიშვილს აქვს უფლება, რომ იდავოს. პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიის“ დირექტორი გამოიკითხა. ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს. ნიკა გვარამია - მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. პროკურორი - გამოძიება „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საქმეს დაერთო მოქმედი გენდირექტორის განცხადებები. ნიკა გვარამია - გამოძიების დაწყება ემსახურება იმას, ახალი ტელევიზია ვერ გავაკეთო, ასევე, გააკოტრონ „რუსთავი 2“ და მე დამაბრალონ. სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას დაკითხვა მაინც შედგა. ნიკა გვარამია - ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე მე ვარ, ცხადია, რომ მას ჩემი განადგურება უნდა, მე - მისი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად. ადვოკატი - ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ნიკა გვარამიასთვის ხელის შეშლას, რომ ახალი ტელევიზია არ შექმნას. ზაალ უდუმაშვილი - დღეს ივანიშვილის თავის ტკივილი ნიკა გვარამიაა - მისი დაკავება მძიმე პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს. „რუსთავი 2“-ის შენობაში გამომძიებლები იმყოფებოდნენ. პრემიერი ნიკა გვარამიაზე - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განცხადებებით ამყარებს, რომ ევროპული ინსტიტუტები თურმე არიან მოსყიდულები, ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი - მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, თუმცა კრიტიკა არ უნდა დაემსგავსოს ტყუილების გავრცელებას. პაატა სალია გვარამიას განცხადებაზე - დაწერონ სარჩელი, შეიტანონ და ქიბარ ხალვაში იქნება ეს თუ კომპანია, უპასუხებს სამართლებრივი გზით. არ არსებობს ერთი ფურცელიც კი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ყადაღამ, რაზეც ნიკა გვარამია საუბრობს, რაიმე ზიანი მოუტანა „რუსთავი 2“-ს. ჩემი ვალდებულებაა სამართალდამცავებს ვაცნობო თუ დავინახავ, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო დანაშაულს - თუ არ არის დანაშაული, ესეც დადგინდება.

      სამართალი და კანონი ცალ-ცალკე?! - დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვთ. ანა დოლიძე - გიორგი მიქაუტაძისა და ნინო სანდოძის მიმართ არსებობს კითხვები, როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების მხრივ. იუსტიციის საბჭოში გასაუბრებას გიორგი მიქაუტაძე და ნინო სანდოძე გაივლიან. გიორგი მიქაუტაძე - ჩემი ამჟამინდელი გამოწვევა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობაა. ნაზი ჯანეზაშვილი - დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭოს წევრები ეცდებიან, რომ გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე კომფორტულად აგრძნობინონ თავი. გიორგი მიქაუტაძე - თუ ავიღებთ მოცემულობას, რომ აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მხოლოდ ჩვენი იდეების რეალიზაციაზე ვართ მომართული, დავეთანხმებოდი იდეას, რომ სამოქალაქო დავებშიც იყვნენ ნაფიცი მსაჯულები. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც თვლის, რომ კანონი უნდა იყოს სამართლიანი.

      პენსიონერი პედაგოგების შეგულიანება წასვლაზე - მიხეილ ბატიაშვილი - საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომლებიც სისტემიდან ნებაყოფლობით გავლენ, 2 წლის ანაზღაურების მიღებას სექტემბერში შეძლებენ.

      კუპრავას პატიმრობა - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია.

      მეტი ლიბერალური მიდგომა ნარკოტიკებს - საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პატიმრობის მუხლები იმ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას.

      ლარის რყევები - მამუკა ბახტაძე - გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს. სწორი ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი დაბლა ჩამოვწიოთ და თუნდაც 6% იყოს. ლევან დავითაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მართლაც ჯანსაღია და თუ პანიკას არ შევქმნით, ლართან მიმართებაში გამყარების ტენდენცია გვექნება. ნათია თურნავა - ლარის კურსი მყარდება, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს - კურსის რყევა მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტზე შტურმს.

      ახალი თანამდებობა - ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 106

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters