პუნქტები, სტატუსები, უპურო სანახაობები, მჯიღით პატრიოტებობა და დესპანობა

      ახლა კარგი ამბები მხოლოდ სპორტიდან ისმის - თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია. სხვა ამბები სტატუსის მიღების შესახებ დაუსრულებელ ბჭობას და ბრუნვას ეძღვნება და გამოუვალი მდგომარეობის, უშველებლობის აღქმას ბადებს საზოგადოებაში. ცხადია, ოპო-პოს კინკლაობის ფონზე. სხვა ამბავი იყო ევროკავშირის ელჩის ბლოკი, პრეზიდენტის ინტერვიუ და წვრილ-მსხვილი მსოფლიო-ქართული ნიუსები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6118 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      ჯანი მრთელი - თამარ გაბუნია - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული. როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს, ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება.

      დაულაგებელი ამბები ევროპისკენ - შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ყველასგან - ოპოზიციისგან, ევროკავშირისგან საქართველოს მიმართ ვითხოვთ სერიოზულ, კეთილსინდისიერ და სამართლიან მიდგომას. თეონა აქუბარდია მმართველ გუნდზე - პარტნიორებთან ძველბიჭური ტონით საუბარი, ცხადს ხდის, რომ არაფრის გაკეთებას აპირებენ. ირაკლი კობახიძე - პრინციპულად მიუღებელია, როცა კონკრეტული დიპლომატები საქართველოში პოლარიზაციას ახალისებენ - მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ღვივდება, ჩვენთან ნუ გააღვივებენ. მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს დეოლიგარქიზაცია საქართველოს არ სჭირდება. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირი 12 რეკომენდაციიდან არ ამოიღებს პუნქტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ვენეციის კომისიის მიდგომას არ იზიარებენ. შალვა პაპუაშვილი - უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება და ამას ახლავე უნდა შეეშვას ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც კი ამ პროცესშია ჩართული. დავით ხაჯიშვილი - გუშინდელი გზავნილები შარლ მიშელისგან იყო იმის გამეორება, რომ საქართველოს არ აქვს ის რეკომენდაციები შესრულებული, რომელიც ევროკავშირმა დაგვაკისრა გასულ წელს. თინა ბოკუჩავა - ჩვენი დასავლელი პარტიორები, რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. გიორგი გახარია - მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და აქტიურად იმუშაოს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. დავით უსუფაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ხედავენ, რომ ევროპა დაინტერესებულია საქართველოს ევროპის ფარგლებში მოქცევით და თამაშობენ კაზინოს მოთამაშესავით - „ვა-ბანკზე“ მიდიან.

      პრემიერი ევროპაში - ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

      დესპანობა - საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბლოკი - პაველ ჰერჩინსკი - ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია გვქონდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ჩვენ გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები, უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში. დეოლიგარქიზაცია 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია - საქართველოში უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ - საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ შესაძლებლობით.

      მოხუცი პოზნერი - გია ვოლსკი - 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ჩემთვის მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ჩვენს ერს გააჩნია.

      უკრაინა ჩვენს დღის წესრიგში - ირაკლი კობახიძე - თან მოგიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, თან გაიწვიეს ელჩი - ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა, ჩვენ ვართ იმ იდეის ერთგული, რასაც ჰქვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა.

      რეორგანიზაცია-რეპრესიები კულტურაში - გიორგი თავართქილაძე - თეა წულუკიანმა ვერ ისწავლა, რომ ხელოვნება არის ცოცხალი და დამოუკიდებელი, ეს უნდა ესწავლა - მოგვისმინეთ, გაგვიღეთ კარი, მაგრამ კინოცენტრის დირექტორს ციხის გამოცდილება აქვს, მიჩვეულია კაკუნს.

      პრეზიდენტის თქმული - მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მტკიცე, სიმტკიცის ნაკლებობა უბიძგებს რუსეთს, შეამოწმოს რამდენად შორს შეუძლია წასვლა. სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე - მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე - მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე.

      საია - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფემიციდის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო.

      პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა და უსაფრთხო ფრენებისთვის გუდაურის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცე გამოიყო.

      ლევან იოსელიანი ჭიათურაში გაფიცულ და მოშიმშილე მაღაროელებს შეხვდა.

საზღვარგარეთულები:

      ომიდან კონტრშეტევისკენ - ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი - „კალიბრის“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა, მსოფლიომ ეს გზები უნდა დაბლოკოს. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 20-ვე დრონი და ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა 3 მიმართულებით განახორციელა და წარმატებას მიაღწია. ლოიდ ოსტინი - კრემლის მანკიერი ომის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა გამოავლინეს გამორჩეული სიმამაცე და ოსტატობა - უკრაინის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი. რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. უკრაინის გენშტაბი - უკრაინამ, კონტრშეტევის შედეგად, კონტროლი 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე დაიბრუნა. ევროპარლამენტარები ნატო-ს მოუწოდებენ, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისთვის კონტრშეტევის წაგება, ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს.

      ოლაფ შოლცი - რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა.

      ინდოეთსა და პაკისტანს ქარიშხალი „ბიპარჯოი“ უახლოვდება, საჭირო გახდა 150 000 ადამიანის ევაკუაცია.

      ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გაუშვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 92

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters