თამამად შეგვიძლია დღევანდელ დღეს ვუწუდოთ ხუთი მინისტრისა და ოპოზიციის შებოჭვის დღე. პირველნი საკუთარ გეგმებს წარადგენდნენ პარლამენტში, ხოლო მეორენი ჯერ პარლამენტის გარეთ აპროტესტებდნენ, შემდეგ კი პარლამენტარებისგან დაწესებულ შეზღუდვების, ფინანსების მიუღებლობას და ულიდერობას უჩიოდნენ. კოვიდთან ბრძოლა აცრებით იწყება და ამ სიაში საქართველოც ხვდება. ვირუსის სტატისტიკა კი ასეთია პირველი ინფიცირბეულიდან დღემდე - 209462, დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 184668, გარდაცვლილი - 2140, კარანტინში - 489. ერთი დოლარის ღირებულება 3.2660 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 333 - თბილისში, 84 - აჭარაში, 111 კი - იმერეთში დაფიქსირდა. 46 ადამიანი გარდაიცვალა 46 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება. შსს-მ ბოლო 24 საათში, შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოვლინდა. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დააინფიციროს ადამიანები, თუმცა, „სიკვდილიანობის მაღალი პოტენციალი არ აქვს“. გიორგი ფხაკაძე - იმედია, ქვეყანა 24 დეკემბერს არ გაიხსნება, რადგან ის ძალიან პატარა მონაპოვარი იმდენად ფრთხილი ბალანსია, რომ აშვებით უფრო მეტად დავაზიანებთ საზოგადოებას. ეჭვი მაქვს, მედიკოსების მაღალი ინფიცირების დონე გამომდინარეობს იქიდან, რომ ალბათ, სამედიცინო პირბადეები, რომლებიც შემოდის საქართველოში, შესაბამისი ხარისხის არ არის. ჰანს კლუგე - ბოლო 3 კვირაში საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა - დღესასწაულები მოდის და მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს, რომ ხალხის ქცევა იყოს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული. ამირან გამყრელიძე - საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს. თენგიზ ცერცვაძე - 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა, ისევ გაზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს.

      პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ირაკლი კოვზანაძე - ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას, მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება. მომავალ სამთავრობო გუნდს ბევრი მუშაობა მოუწევს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევისთვის. პარალელურად, მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენის დროს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია იმართებოდა. ხუთი ნდობაგამოცხადებული მინისტრის ნაამბობი -

დავიწყოთ ინფრასტრუქტურით - მაია ცქიტიშვილი - 2020 წელს პროექტებში 1300-ზე მეტი კომპანია და საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე იყო დასაქმებული. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები დაგვაახლოებს ევროკავშირთან და მოიტანს მეტ დასაქმებას რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისთვის. ვგეგმავთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას და „წყალმომარაგების კომპანიის“ კორპორაციული მართვის საუკეთესო მოდელის მოძიებას, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით. განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად პროექტები გაგრძელდება. 2021 წელს 7020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება. საერთაშორისო დონორების დახმარებით გაგრძელდება რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მიმდინარე პროგრამები. გაგრძელდება მთის განვითარება და გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება. თუ პარტია უარს აცხადებს იმ პროცესში ჩართვაზე, რასაც პასუხისმგებლობის აღება ჰქვია, რამდენად მართებულია ამ ტიპის პარტიის დაფინანსება?! პანდემიის გამო, არცერთი პროექტი არ გაჩერებულა, თუმცა, შესრულების ვადებზე გავლენა გვექნება. სასწრაფო დახმარების 41 ახალი შენობა ავაშენეთ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა, ეს თანხაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა სასურველი პროექტი დავაფინანსოთ. კახეთში 130 ათასი ბენეფიციარის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე გათვლილი პროექტები მიმდინარეობს. პანკისი-თუშეთის გზაზე - 2 880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული საუღელტეხილო მონაკვეთი, რომელიც ვერ ხორციელდება. სოზარ სუბარი - ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, უფრო აგრესიული პრივატიზების პროგრამა ხომ არ დავიწყოთ? ეს მეტ სამუშაო ადგილსაც შექმნის და ბიუჯეტშიც თანხები გაჩნდებოდა. რიმა ბერაძე - თვითმმართველობის განვითარებისთვის რეგიონული ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.

შემდეგი იყოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარება - ნათია თურნავა - ანაკლიის პორტი კვლავ არის ჩვენი პრიორიტეტი - სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. საქართველოს მთავრობას პანდემიის მიუხედავად სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება არ შეუჩერებია. პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. IMF-ის პროგნოზით, საქართველო დარჩება რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად, რისი ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედიც სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა. გატარებულმა რეფორმებმა და ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა გარე ბაზრებზე ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა. სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, მოხდება უფრო მეტი კორპორატიზაცია, ცივილური მეთოდებით მართვა, მენეჯმენტ სისტემის უფრო გამჭვირვალედ ჩამოყალიბება. წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში და შექმნას დოვლათი. ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. მომდევნო წლებში, მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციასა და ტურისტული ნაკადებისა და მომსახურების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს. „ნამახვანი" არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს. საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. ირაკლი ზარქუა ნათია თურნავას - კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ. მარიამ ქვრივიშვილი - პანდემიის პერიოდში მმართველმა გუნდმა, მეწარმეების ხელშესაწყობად, ეფექტიანი და მიზნობრივი ინსტრუმენტები აამუშავა.

ახლა გარემო დავიცვათ და სოფელსაც მივხედოთ - დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ლევან დავითაშვილი - ბოლო 3 წლის შედეგები არის თვალსაჩინო მაჩვენებელი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა და თანმიმდევრული მიდგომები წარმატებულია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაინერგება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები. 2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში. მაია ბითაძე - ჩვენი მთავარი დაპირებაა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სოფლად და ქალაქში.

შემდეგ ფინანსები - ივანე მაჭავარიანი - საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსით, ჩვენ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში ვართ. მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით. დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება. საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა. არ არსებობს წინაპირობა, რომ მოსახლეობამ მასობრივად დაკარგოს ბინები, რომლებიც სესხის უზრუნველსაყოფად აქვთ ჩადებული. ჩვენ ორგანიზაცია „გავში" გავწევრიანდით სექტემბერში, რომელმაც შექმნა „კოვაქს პლათფორმა" და გვითხრა, რომ როცა ვაქცინა იქნება, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველები, ვინც მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია, რადგან ესაა ადეკვატური რეაქცია იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვიმყოფებით. მაჭავარიანი ვალის მოცულობაზე - 60% არ არის პრობლემა, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში - მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ.

და ბოლოს გარეთაც გავიხედოთ - დავით ზალკალიანი - რუსეთს, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან. მეც ვიყავი ოპოზიციაში ჩემს კოლეგებთან ერთად, მაგრამ არასდროს მიკადრია, როცა საქმე ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ოკუპაციას, იქ ჩვენი პარტიული ინტერესები დაგვეყენებინა წინ. საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე - მაქსიმუმს გავაკეთებ, თუმცა გამიჭირდება თქმა, რა პერიოდში მოხდება შეთანხმება. საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას - ასეთი იყო მაიკ პომპეოს გზავნილი საქართველოსთვის. გივი მიქანაძე დავით ზალკალიანს - რა სტრატეგია გვაქვს სახელმწიფოებთან არაღიარების კუთხით და პრევენციული თვალსაზრისით, იმისთვის რომ ე.წ. სიურპრიზები უცებ არ მივიღოთ.

      გარეთ დარჩენილებს, გარეთ დარჩენა არ შეატკბეს - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს. „საარჩევნო კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც პარტიის ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს. პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება.

      ოპოზიციის დღე - ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. დავით სერგეენკო - ისევ მრჩება იმედი, თუმცა, სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში. სერგი კაპანაძე - ეს პარლამენტი მოკლებულია ყველანაირ უფლებამოსილებას, ლეგიტიმურობას და არის ერთი ადამიანის, ერთპარტიული პარლამენტი. კოტე კემულარია - „ოცნებას“ თამაშში დასარჩენად ერთადერთი სვლა დარჩა - ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. სერგი კაპანაძე - ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით მოქმედებენ. ირმა ინაშვილი - მაქვს მოლოდინი, რომ შედგება მორიგი რაუნდი და ამ რაუნდზე მოხდება შეთანხმება. სერგი კაპანაძე სამთავრობო პროგრამაზე - ეს არის გადაწერილი წინა პროგრამა, უბრალოდ სათაური გაუკეთეს ლამაზი. გვაქვს დიქტატურის სტილის პარლამენტი, რომელიც ნამდვილად არ არის არც ევროპული, არც პროგრესსა და მომავალზე ორიენტირებული. ლანა გალდავა - სოფელ წნელისთან პოლიციის პოსტის მოწყობას დე ფაქტო რეჟიმის მიერ ტერიტორიის ჩაკეტვა მოჰყვა, რამაც გაართულა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადაადგილება. გრიგოლ გეგელია - დასავლური კრიტიკის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ერთპარტიული პარლამენტის ქვეყნის პოლიტიკურ რეალობად ჩამოყალიბებასთან. „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. სერგი კაპანაძე „ცრუ ბოდვას“ უწოდებს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც გავრილოვი, „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. სერგო ჩიხლაძე მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე - 30 წელი გვეგონა, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვდიოდით, თურმე ისევ იქ დავბრუნდით.

      ორი გირჩი - ზურაბ ჯაფარიძე - ძველ და ახალ „გირჩს" შორის ბევრი განსხვავება იქნება - საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი „გირჩი" მიესადაგება მის გემოვნებას.

      ცოტნეს დაბრუნება - ადვოკატი - ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით შემოიფარგლება - ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 29 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 493 პაციენტი დაიღუპა. აშშ-ში კორონავირუსის 189 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 509 ადამიანი გარდაიცვალა. ავსტრალიაში კოვიდ 19-ის ახალი შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1505 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 43 პაციენტი გარდაიცვალა. ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

      ერაყის პრეზიდენტი ბაღდადის „მწვანე ზონაში“ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას „ტერორისტულ აქტად“ აფასებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 85

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: დეკემბერი 22, 2020||10:51am

სატურნი და იუპიტერიც კი შეერთდა და ოპოზიცია და პოზიცია მაინც ვერა, ხომ? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters