თურქეთის ტრაგედია, პრეზიდენტის ამბები და ოპოზიციის ბოიკოტი-აქციები

      როცა პარლამენტი ამუშავდება, დღის ნიუსფიდი უფრო მრავალფეროვანი ხდებაო, ნათქვამი არ არის, მაგრამ დაკვირვებაა. აქტუალობა ცხადია ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ თემას ჰქონდა - თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ამბებს, აქ ბოიკოტი, აქციები, მიშას ჯანმრთელობა და ევროპულ მომავალზე კომენტარები იყო. პრეზიდენტის ვრცელი განცხადებაც გავრცელდა დღის ბოლოს. მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6459 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 07 თებერვალი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      ჯანმრთელობა და პატიმრობა - ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება. ირაკლი ზარქუა - რუსეთი უტევს და უკრაინის პრეზიდენტი იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, ეს ძალიან უცნაურია - ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ს ვურჩევდი, რომ ჩვენ ქვეყანას თავი დაანებონ. ჩარლზ ფლანაგანი - მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის ნება უნდა დართონ - საქართველოს მთავრობამ არსებულ შემაშფოთებელ გარემოებებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი იზიარებს იმას, რომ სტრასბურგს უნდა მიმართონ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ირაკლი კობახიძე - დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები - ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. ირაკლი კობახიძე - „გლობალურ ომის პარტიას“ ერთადერთი ინტერესი აქვს, ეს არის სააკაშვილის გამოშვება - ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ მოქმედებდეს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, 9 ათასივე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. გიორგი მუმლაძე - ყველა დეპუტატი, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით და მისი თავისუფლებით, ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყოს - მათი სტატუსი არაფერს უნდა განსაზღვრავდეს. მირიამ ლექსმანი - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკიდურესად იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილება მიიღო. გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ბუნდესტაგის დეპუტატი - მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ უნდა გაეწიოს. გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პერმანენტული აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. ედგარს რინკევიჩსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება და თავიდან აიცილოს მისი მდგომარეობის გაუარესება. ნიკა ნარსია - გუშინაც გვქონდა აქცია, დღესაც გვაქვს, ხვალაც გვექნება და აქციები იქნება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ. ლევან ხაბეიშვილი - ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან. მიხეილ სააკაშვილი - ქართველები გულზე ხელებდაკრებილი არ უნდა ელოდონ და აქტიურად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. გიორგი ჩალაძე - თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა აქციებზე, არ ჩატარდება - თუ იქნება მთავრობის ცვლილების მოთხოვნა, შეიცვლება მთავრობა. უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილზე - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს. გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში სიკვდილმისჯილი - პასუხი შეიძლება იყოს ერთი: „ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება“.

      სესია - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ბუბა კიკაბიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

      ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე - ჩვენი სირცხვილია, ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმოადგენდა.

      ჟურნალისტების კანონი პარლამენტში - ნიკა სიმონიშვილი - ჟურნალისტებისთვის პარლამენტში ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება. ირაკლი კობახიძე - არ ვიცი არცერთი პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელებში, უვარდებიან ოთახებში - მინიმალური რეგულაციებით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ცივილიზებული ურთიერთობები. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ.

      პრემიერის ინიციატივა - ირაკლი კობახიძე - შეიძლება ცოტა მოიკლოს კომპანიამ იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმცირდეს ფასები საწვავზე, ან სხვა პროდუქტზე - მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ფასებია. გიორგი აბაშიშვილი - არ ვფიქრობ, რომ პრემიერის ინიციატივა რაიმე ფორმით ბიზნესისთვის ზიანის მომტანია - ბიზნესში ჩარევა მაშინ იქნებოდა, იმპორტიორებთან რომ არ ესაუბრა და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

      ბოიკოტის რეჟიმი და აქციები - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადადის - საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე მანდატებს ინარჩუნებს. ლევან ბეჟაშვილი - დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის - ყველას მოვუწოდებ, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან შევიკრიბოთ, რათა ხელისუფლებას ხალხის ძალა ვაჩვენოთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში გადადის. თაკო ჩარკვიანი - ვუერთდები აქციებს და ბოიკოტს, თუ იქნება მანდატების დატოვებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ამასაც შევუერთდები. შალვა კერესელიძე უმრავლესობას - ევროპა მხოლოდ საკუთარი ფუფუნებისთვის და კორუფციულად ნაშოვნი ფულის დასახარჯად გინდათ - საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც ვერ მიიღოთ. გიორგი ბოტკოველი - დღეს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კოორდინაციაში ყოფნა, მათთან მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია, მათ შორის, საკრებულოების დონეზე. ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტზე - ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს. გიორგი ჩალაძე - ეს ემოციურ ფონზე და ხელის დაქნევით ჩატარებული აქციები არ არის, ყველა გადაწყვეტილება პრაგმატულია. ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს, რომ საქართველო, მათი გაგებით მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს. გია ცაგარეიშვილი - როცა ჩვენ ოპოზიციას ვუსმენთ, 4 განსაკუთრებული სიტყვა აღიბეჭდება ხოლმე გონებაში - „გადაგივლით“, „დაგამხობთ“, „დაგიჭერთ“, „დაგარბევთ“. ხატია დეკანოიძე - არ ვემხრობი საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. გიგი წერეთელი - ენმ-ს და სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, ჩვენ არც დაგვიშვია, რომ შეიძლებოდა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის რეალური განხეთქილება ყოფილიყო. ცოტნე კობერიძე - პარლამენტს ან ტოვებ, ან უნდა იყო და გააგრძელო საპარლამენტო ცხოვრება, სხვა შემთხვევაში გამოცხადებულ არდადეგებს ჰგავს. ანა წითლიძე - არ შეიძლება ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბროთ, თუ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში მოკლავენ - მთავარი წინააღმდეგობა ქუჩაში უნდა იყოს. გიორგი მუმლაძე - უნდა ვეცადოთ, ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, „ქართული ოცნება“ შეწუხდეს, სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთრებად რომ აქციეს, 24-საათიან რეჟიმში მათ უსაფრთხოებაზე უნდა იყოს გადართული. ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, დაენანათ მანდატები - ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სად იქნებიან. ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციონერებმა დაასრულონ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა - ნიშნის მოგებით, დაბოღმილი და წაგებულის პოზიციიდან საუბარი უნდა მორჩეს, ახლა ერთობის დროა. აკაკი მინაშვილი - პროტესტი არის ბერკეტი, რომ წნეხი გავაძლიეროთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს - საერთაშორისო წნეხი მზარდია, ახლა ქვეყნის შიგნით არის საჭირო მობილიზაცია.

      ევროპისგზა - დიმიტრი ხუნდაძე - ევროკომისიის შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. არმაზ ახვლედიანი - ყველაფერი, რაც ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი მიღებასთან გვაახლოებს, სწორი და მხარდასაჭერია, ის კი, რაც გვაშორებს - კატეგორიულად მიუღებელი. ირაკლი კობახიძე - საქართველოს „შავ ხვრელად“ მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა. ირაკლი ზარქუა - ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია იქნება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება „ნაცმოძრაობის“ და „ჭიჭე ვაშაძე“ რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება. სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს - მოვა დრო, ჩვენ, ყველას მოგვიწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის შეფასებით დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე 2014 წლიდან გაწეული ძალისხმევა და მისი შედეგები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რესურსი მიმართულია, რომ ქვეყანა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცდილობს განვითარდეს, შეაფერხონ და უკან დაწიონ. დიმიტრი ხუნდაძე - ევროკომისიის შეფასება საამაყოცაა და გულდასაწყვეტიც - საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელის შეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა. ნინო წილოსანი - ევროკომისიის ანგარიშში არსებული შენიშვნები აღმოფხვრილია და ჩვენ ამ კუთხითაც ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობაა.

      პრეზიდენტის ამბები - მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები უკან გამოიტანა. სალომე ზურაბიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა - პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება. ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა - ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. ნინო ბურჯანაძე - ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო - ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა.

      სანდრო რაქვიაშვილი - ახლა მთავრობა აპირებს მონობა უკან დააბრუნოს - ჩვენ თუ ძალით მიგვყავს ადამიანები ჯარში და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?! ვლადიმერ ჩაჩიბაია ალექსანდრე რაქვიაშვილს - სიტყვა „მონა“ არის მიუღებელი.

      ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

      საქართველოში 2022 წელს ჩადენილი ყველაზე მეტი დანაშაული ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობის შემთხვევებია. საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 123 გახსნეს.

      ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - დუმილი უკვე დანაშაულია - არ იმსახურებს გელათი, ჩახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, იქ რა ხდება? - რელიგიურ დღესასწაულებზე გრძელი სანთლებით პოზირებით იმიჯის გადარჩენას ვერ შეძლებთ.

საზღვარგარეთულები:

      ომი - ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთმა, უკრაინის ომის წლისთავზე, შესაძლოა, ახალი შეტევა დაიწყოს. ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე - რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა. ესტონეთის ქალაქ ტირვაში უკრაინის პრეზიდენტის ქვიშის ქანდაკება დადგეს. უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 129 030 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა. ოლექსი დანილოვი - რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს. მედია - რუსეთის ბრიანსკის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო დაშავდა. უკრაინის რადამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვასილ მალიუკი დანიშნა.

      თურქეთის ტრაგედია - ორი დღის წინ, 7.8 ბალის, შემდეგ 7.5 ბალის მიწისძვრები მოხდა თურქეთსა და სირიაში. დაინგრა და განადგურდა არაერთი ქალაქი, მსხვერპლი ჯერ კიდევ არ არის სრულად აღრიცხული. დღეს, გამთენიისას, კიდევ ერთი 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ელჩი - საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა. შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში, თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური მხარდაჭერა, ისე საქმით მხარდაჭერა. ალეკო ელისაშვილი - ნორმალური სახელმწიფო ახლა უნდა ფიქრობდეს, როგორ შეიძლება მოსახლეობის გადაზღვევა კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ სახლები თავზე არ დაგვეფშვნას - უშველებელი კორპუსები რა ხარისხითაა ნაშენები, ღმერთმა უწყის. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა. ჯანმო - მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 1.4 მილიონი ბავშვი დაზარალდა. თურქეთში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. თურქეთში საქართველოს საელჩოში სტიქიის ზონაში, ნანგრევებში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მოყოლის შესახებ შეტყობინება შევიდა. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6 326-მდე გაიზარდა.

      ჩილეში ტყის ხანძრებს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 48

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters