მეორე ტურამდე არჩევნების თემა არ ჩაცხრება და ეს კვირაც იმის ხანხილვაში გავა, ვინც ვერ მოიგო რატომ ვერ მოიგო და ვინც დაწინაორდა ასე როგორ დაწინაურდა. თუმცა ნიუსრუმი სხვა ამბებითაც მრავალფეროვნდება ხოლმე. ამ მხრივ წინა პლანზე წამოიწია კანაფმა და ნარჩენების სეპარაციამ, საბანკო რეგულაციებმა და ამერიკულმა ამბებმა.
არჩევნები 2018 - ევროკავშირი საპრეზიდენტო არჩევნებზე - დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზება, ნეგატიური აგიტაცია და უხეში რიტორიკა. ზაალ ანჯაფარიძე - თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდა, საქართველოს ტურბულენტური პოლიტიკური პერიოდი ელოდება, ზურაბიშვილი კი, ბრჭყალებს გარკვეულ საკითხებში გამოაჩენს. ნათია მეზვრიშვილი - ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების შესახებ ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილი და მმართველი გუნდი მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება. ეკა ბესელია - რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელოვნურად იყო გამოყოფილი საკუთარ ძირ ოჯახს, მშობლიურ გარემოში ბრუნდება. სალომე სამადაშვილი - სალომე ზურაბიშვილის რეაქციას შევაფასებდი არაადეკვატურად, ვერ მოვისმინეთ, რომ მას ზრდილობისთვის მაინც მადლობა გადაეხადა მხარდაჭერებისთვის. ანრი ოხანაშვილი "აბსოლუტურ დეზინფორმაციას" უწოდებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ კანდიდატურის მოხსნით ემუქრება. გია ხუხაშვილი - კახა კალაძის განცხადება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასია. ანრი ოხანაშვილი - ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იყოს. გია ხუხაშვილი - გრიგოლ ვაშაძეს არითმეტიკული და ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს - მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი, მაღალი ალბათობით, უარესი იქნება. რომან გოცირიძე - გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ ვაშაძის გამარჯვებას სამოქალაქო ომი მოყვება, დანაშაულის ნიშნების შემცველია და მან ბოდიში უნდა მოიხადოს. გიგი უგულავა - ხელისუფლება, როგორც ჩანს, აპირებს არჩევნების მეორე ტური ძალადობისა და დაშინების ფონზე ჩაატაროს, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს. გიგა ბოკერია - ოპოზიციური ძალების განცხადებები, რომლებმაც მეორე ტურში “ნაცმოძრაობის” კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, შეცდომაა. სოფო კილაძე - გარკვეული სეგმენტისთვის "ქართული ოცნების" წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა და შესაბამისად, უფრო მეტი ხმაც გვექნებოდა. გიგი უგულავა - დღესაც იგივეს ვამბობ, რომ დავით ბაქრაძე უკეთესი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ ხალხის გადაწყვეტილება სხვაა და როდესაც სიტყვას დადებ, ის უნდა შეასრულო. ირაკლი სესიაშვილი - კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა" პარალელს გაავლებს მაშინდელ და ახლანდელ საარჩევნო პროცესებს შორის. დავით ბაქრაძე - საკოორდინაციო შტაბის ამუშავებისთანავე, მეორე ტურის კამპანიაში „ევროპული საქართველოს“ ყველა პარტიული სტრუქტურა და რაიონული ორგანიზაცია ჩაერთვება. ენზელ მკოიანი - ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო. თინა ხიდაშელი - მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ორ წევრს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, რომელთაც უფრო მეტი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ვიდრე განსხვავება. აშშ-ის საელჩო - ვიზიარებთ ეუთოს მისიის წინასწარ დასკვნას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ასევე, ვიზიარებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ. კახა კალაძე - ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ. სალომე ზურაბიშვილი - აჯერებენ ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა - და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში?! მგონი, არ მიცნობენ! სალომე ზურაბიშვილი - დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. პაატა ბურჭულაძე - მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები და ისინი, ვინც ყველაფერზე თავს უქნევენ.
მარიხუანა - პარლამენტი მარიხუანას მოხმარებაზე შეზღუდვების შემოტანისა და სანქციების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება. იურიდიულ კომიტეტში მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო კანაფის კულტივაციის თემაზე კონსულტაციებში მონაწილეობას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება" არ აპირებს უარი თქვას იმ მთავარ საფრთხეზე, რომელიც მარიხუანას კულტივაციის ლეგალიზებით ქვეყანას ემუქრება. ნათია მეზვრიშვილი - კანაფის კულტივირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის გატანაზე ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლების განცხადება მოულოდნელი იყო.
სალარიძის პატიმრობა - ადვოკატი ზაზა სარალიძის საქმის რუსთავის სასამართლოსთვის გადაცემას აპროტესტებს და მიზეზების ახსნას მოითხოვს. პროკურატურა - სარალიძის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, რათა კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ.
მაჩალიკაშვილების სასამართლო - თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს დღეს განიხილავს.
რეგულაციების გადაწევა - ახალი საბანკო რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ 1-ელი ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის მთელი რიგი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. აქამდე არსებული პროექტის მიხედვით, იცვლებოდა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. ძველი პროექტით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე უნდა გავრცელებულიყო, დანარჩენზე კი 2019 წლის პირველი იანვრიდან. თუმცა, როგორც გაირკვა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება.
ნარჩენების სეპარაცია - კახა კუჭავა - მუნიციპალიტეტებში აუცილებელია ნარჩენების სეპარირების მეთოდი დაინერგოს და გადამამუშავებელი ქარხნების ქსელი შეიქმნა. რეგიონული განვითარების სამინისტრო - საქართველოში ნარჩენების მართვის სიტემა უმჯობესდება.
ხორავას საქმე სასამართლოში - პროკურატურა - მიხეილ კალანდიამ ისაუბრა ბრალდების კონკრეტულ ელემენტებზე, რომელიც ბრალად აქვს წარდგენილი მერაბ მორჩაძეს. პროკურატურა - მიხეილ კალანდიამ ისაუბრა ბრალდების კონკრეტულ ელემენტებზე, რომელიც ბრალად აქვს წარდგენილი მერაბ მორჩაძეს.
ეკონომზრდა - სექტემბერში ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა.
საზღვარგარეთულები:
საზღვრის დაცვა ანუ ამერიკული ამბები - აშშ-ს მთავრობა მექსიკასთან საზღვარზე რამდენიმე ათას სამხედროს გაგზავნის. დონალდ ტრამპი - მსურს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ ჰილარი კლინტონს შევებრძოლო. აშშ-ში ამერიკელი რეპერი Young Greatness მოკლეს. მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლე დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სიმართლის გამოაშკარავებაში დაეხმაროს.
ბოინგის ვარდნა - ინდონეზიაში ჩამოვარდნილი „ბოინგის“ 10 მგზავრის ცხედარი მყვინთავებმა წყლიდან ამოიყვანეს.
მიშა უკრაინაში - უკრაინელი დეპუტატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია