ქვეყანა გამოცოცხლდა. უფრო სწორად, კოვიდ პანდემია გამოცოცხლდა და ახალი ძალებით მიიწევს ახალი წარმატებისკენ - ინფიცირებებმა უკვე 5 ათასეულს გადააჭარბა და ეს მხოლოდ დასაწყისიაო, გვანიგეშეს. დღის მთავარი თემა კოვიდისა და აწ უკვე ომიკრონის შტამის გარდა, თიბისელების საქმეც იყო. მეინსტრიმში განცხადებები და ბრალდების მოლოდინები ისმოდა. განაჩენი არ გამოცხადებულა. რაც შეეხება ლარს - დოლარის ღირებულება - 3.0893 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული. გიორგი ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგება. თამარ გაბუნია - ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა შეიძლება იყოს ისევ აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერ ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა. „ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია და ძალიან მალე მოხდა მათი გაწერა ჰოსპიტლებიდან. წელს იქნება ბოლო ვადა, რომ ინფექციური საავადმყოფო გადავიდეს ახალ შენობაში და ეს საკითხი დაიხუროს. მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე, როგორც ეს რიგ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაა. უახლოეს დღეებში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება. „ომიკრონმა“ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. დავით სერგეენკო - ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელია, ასეთ შემთხვევაში, კლინიკური სექტორის მზაობის გაზრდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან 60%, რეგიონებში კი - 30% „ომიკრონია“. „ფაიზერთან“ 2 მილიონი დოზის შესყიდვაზე მოლაპარაკებას მართავენ, ასევე, ქვეყანას გაკეთებული აქვს განცხადება იმ შემთხვევისთვის, თუ „ფაიზერს“ „ომიკრონისთვის“ სპეციფიური ვაქცინაც ექნება. თუ საჭიროება დადგა, საველე ჰოსპიტლების გამოცდილება ქვეყანას უკვე აქვს. გთხოვთ ყველას, ვისაც „ბუსტერი“ არ გაგიკეთებიათ, მიბრძანდეთ და გაიკეთოთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც მოუწოდეთ. გიდასტურებთ, რომ ეს არის „ომიკრონის“ შიდა გავრცელება, ეს აღარ არის იმპორტირებული შემთხვევები. სერგო ჩიხლაძე - კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის - საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა, დამატებითი საწოლების დარეზერვება უნდა ხდებოდეს. ვატო სურგულაძე - ჩვენი სისტემა მზად არ არის და არაფერი კეთდება იმისათვის, რომ „ომიკრონის“ გავრცელება შევასუსტოთ - იანვრის ბოლოდან გადაივსება კლინიკები, გაიზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა.

      თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. მამუკა ხაზარაძე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. ამ სამმა წელმა პირიქით, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ არსებული რეალობა უნდა შევცვალოთ და ამისთვის არაფერი დავიშუროთ. გიგი უგულავა ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლოზე - სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას. დავით სერგეენკო - მიუღებელია, წინასწარ იმის ცოდნის გარეშე, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადება. მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა, მოგვიანებით კი დააბრუნა. ხაზარაძე პროკურორს - რამე არ შეგეშალოს! შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია? პროკურორი - მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ფულის გათეთრებას, ამავდროულად ადასტურებს თაღლითობას და მტკიცებულებები, რაც თაღლითობას ადასტურებს, ადასტურებს ფულის გათეთრებას. ჰერმან საბო - ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმე პოლიტიკურია, თუ მათ გაამტყუნებენ, იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მყისიერად შეიწყალებს. დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება ებრძვის ურჩ ბიზნესმენებს - მსოფლიოში რომ არსებობდეს კვლევა ყველაზე არაპროგნოზირებადი მთავრობის გამოსავლენად, ივანიშვილის მთავრობა პირველ ადგილს დაიკავებდა. ნიკა მელია - ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „სასამართლო პროცესზე“ ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა! მამუკა ხაზარაძე - შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო - ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო „გაშავებული" მის სიაში. ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე - ეს არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც ეჭვი არავის ეპარება - ვაფრთხილებ მოსახლეობას, ძალიან ძვირად დაუჯდებათ სიჩუმე, გვიან იქნება თითზე კბენანი. ავთანდილ წერეთელი - ამის შემდეგ ერთ ლარსაც არავის ვასესხებ - ტელევიზიები სულ იძახიან: ფულის გათეთრებაო, შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი, ფული უნდა გავათეთრო ბაბუაო. ბადრი ჯაფარიძე - 8 იანვარს 3 წელი შესრულდა, რაც პროკურატურამ მთელ მსოფლიოს ამცნო „ფულის გათეთრების“ საქმის გამოძიების შესახებ, 3 წელია ჩვენი შევიწროება და პოლიტიკური დევნა გრძელდება. ხაზარაძე პროკურორს - ნუ ნერვიულობ შენ ბიძინას ხსენებაზე რა! მე მაქვს უფლება დასკვნით სიტყვაში რაც მინდა ის ვთქვა! დამამთავრებინეთ! „მხედრიონის“ მსხვერპლიც ვარ, წინა და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებისაც, ტრაგედია და გატაცებებიც მაქვს გადატანილი, ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა. ანა ბუჩუკური - იმედს ვიტოვებ, რომ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ბადრი ჯაფარიძე - დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდი - ეს უიმედო შემთხვევაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულების დასაწყისი. განაჩენი ხვალ გამოცხადდება.

      კახა კალაძე - მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას. ჩემი დაპირება ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. დღეიდან თბილისში მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა. 14 იანვარს დედაენის ბაღში საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართება. გაყიდული სამგზავრო აბონემენტების ნაწილი ერთწლიან ბარათებზე მოდის. თბილისის მეტროს ამოქმედებიდან 56 წელთან დაკავშირებით, მრავალწლიანი სტაჟის მქონე 15 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.

      საქართველო-ამერიკა-რუსეთი - კელი დეგნანი - რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე - ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სენატორები ჯო ბაიდენს - მნიშვნელოვანია, აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე - უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება არ შედგება უკრაინის გარეშე, ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც. იან კელი - მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს. აშშ-ში რუსეთის საელჩო - აშშ-ს არ აქვს საფუძველი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მისცეს რჩევები როგორ იმოქმედოს ყაზახეთში. თენგიზ ფხალაძე - რუსეთი ცდილობს „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“ პრინციპით იმოქმედოს, რომ რაიმე მაინც გამოივაჭროს - ამ პერიოდში, მაქსიმალურად შეეცდება გამოიყენოს შანტაჟის ყველა შესაძლებლობა მეზობელ სახელმწიფოებზე. ელჩი - არ დავთმობთ ევროპულ უსაფრთხოებას, საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: „ძალა ერთობაშია!“.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჩინეთის ქალაქ ანიანგში, კორონავირუსის გავრცელების გამო, მილიონობით ადამიანს სახლიდან გასვლა ეკრძალება. სომხეთში კორონავირუსის 243 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 17 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 783 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო - კორონავირუსის ენდემურ დაავადებად ჩათვლა ჯერ ნაადრევია.

      უკრაინის მხარე - ვლადიმერ ზელენსკი - კონფლიქტის დასრულებაზე არსებითი მოლაპარაკების დროა.

      ყაზახური ამბები - ყაზახეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანა ორ დღეში დაიწყება. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დაინიშნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 164

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters