მართალია წვიმები ანონსდება, მაგრამ ივნისის ბოლო დღეები საკმაოდ ცხელი გამოდგა, ამიტომ ტემპერატურამ დახურულ კარს მიღმა პარლამენტსა თუ მთავრობაში ცივ კონდიციონერს ვეღარ გაუძლო და დაიწია. დღის მთავარი ამბები ევროპის გზაზე სტატუსის მიღება და ამ უსტატუსობაში ერთმანეთის დადანაშაულება იყო. ასევე სანქციებთან შეერთების წესი და რიგი განიხილეს ევროპელებთან ერთად. ცხადია, ცესკოს ამბებს პრეზიდენტის ვეტო და მისი დაძლევის საპარლამენტო გამოაცდილებაც აქტუალური იყო. ომი უკრაინაში დიდი ხანია უკრაინაში აღარ არის და ესეც მეინსტრიმია ჩვენს ყოველდღიურ ნიუსლისთში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6285 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      უსამართლო უსტატუსობა და საპარლამენტო გადაძახილები - შალვა პაპუაშვილი - საქართველო დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით და იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი - ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება, მით უფრო კარგი. პრემიერი - ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ. შალვა პაპუაშვილი - შეიძლება არსებობდეს ზრახვები, საქართველო გამოიყენოს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აჩვენებს თავის სიძლიერეს - რაც შეეხება ფაქტებს, დოკუმენტებს ან ეჭვებს, არც ერთი არ არსებობს. შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს ორმხრივი სანქცია დაუწესოს, საქართველოს მოუწოდებს გარისკოს და რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს. სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს - როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე, ამით საბოტაჟს უწყობთ ამ ქვეყნის მომავალს. ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თუ ვერ გაიგეთ, რა მოხდა რუსეთში, გაგაგებინებთ! კრიმინალური და არასტაბილური რუსეთი ვერასდროს გახდება საქართველოსთვის სანდო პარტნიორი და ვერასდროს ჩაანაცვლებს ევროკავშირს! ანა წითლიძე უმრავლესობის წევრებს - ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით - როდესაც რუსულ საქმეს აკეთებთ, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად დაგეკისრებათ. ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას - რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც და ამ ქვეყნის მტრებიც - კარგად დაფიქრდით და პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები კარგად გაიგრილეთ. ხატია დეკანოიძე შალვა პაპუაშვილს - როცა ოპოზიციიდან კოლეგის საუბარი არ მოგწონთ, ამაზე გუნდის წევრსაც შეგიძლიათ მიუთითოთ - დეპოლარიზაციის კონტექსტში, ყველაზე უფრო ზიზღის შემცველი სახელისუფლებო ენა იყო. გივი მიქანაძე - დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება, იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს. ირაკლი ქადაგიშვილი - ვიხილეთ პრიგოჟინზე მიძღვნილი ლექსები, „GO,GO, ჟენია, წინ!“ - რადიკალური ოპოზიცია გულშემატკივრობდა იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი, მებრძოლი და უკრაინის დამრბევი იყო. შალვა პაპუაშვილი ანა წითლიძეს - ზიზღის 5 წუთი, რომელიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს მოუწყვეთ, გასაგებია, ანუ დეპოლარიზაციის წინააღმდეგი ხართ, მივხვდი! ნინო წილოსანი - დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძეც და ბექა ოდიშარიაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს. ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიაპლურალიზმს ეხება, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღებით ვრისკავთ - ნუ გავრისკავთ.

      სანქციებზე შეხვედრა - პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა. ლაშა ხუციშვილი - სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ივა ჭყონია სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე - დარწმუნებული ვარ, იმ მიმართულებით, როგორც დღეს მივდივართ და რაც მოვისმინე, ძალიან მალე მივიღებთ სტატუსს.

      ირმის ნახტომი გამჭვირვალობაში - შალვა პაპუაშვილი - შთამბეჭდავი ნახტომი საქართველოსთვის გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში! საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

      საარჩევნო კოდექსი - ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის ცესკოს სრულად იქვემდებარებს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა. შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე - ამ ვეტოთ ერთი რამ არის ფაქტი - პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი. პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს, „ქართული ოცნება“ - პარტიული დღის წესრიგით და სურს ისეთი ადამიანების არჩევა ცესკოში, რომლებიც ნებისმიერ ოქმს ხელს მოაწერენ. იაგო ხვიჩია - „ოცნების“ და პრეზიდენტის კინკლაობა ისეთ ფაზაში შედის, რომელიც ჩემთვის უკვე მოსაწყენია. ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური გადაფორმება უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს, ეს შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აისახოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტშია. ირაკლი კობახიძე - ვხედავთ საბოტაჟის და იმის ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი - სწორედ ამის გამო ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გვჭირდება.

      თბილისური - კახა კალაძე - 1-ელი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს. საბა ბუაძე - დიდ დიღომში დაწყებული ახალი მშენებლობა გენოციდის გაგრძელება იქნება, რომელიც კალაძის ხელდასხმით წარმატებულად მიმდინარეობს. კახა კალაძე - მეტეხის ხიდის მიმდებარედ, გადაჭრეს ათეულობით სურო, რომელიც პანდუსის კედელს ალამაზებდა. 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე დღით გახანგრძლივდა. მახათას აღმართისა და ეშბას ქუჩის დამაკავაშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. რევაზ სოხაძე - ოპოზიცია აგრძელებს სპეკულაციებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას - დიდი დიღომში გავაკეთებთ ისეთ პროექტს, რომელიც ქალაქისთვის მისაღები იქნება.

      აფხაზური ოპოზიცია ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

      დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლები მზად არიან, რომ კანონით დაწესებული მინიმალური ხელფასის ოდენობა შეიცვალოს.

საზღვარგარეთულები:

      ვრცელი ომი - თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორიკის გარდა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს. CNN - აშშ-ს ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გეგმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ საიდუმლოდ შეინახა. სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს დღეს გამართავენ. უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 3 მიმართულებით 38 შეტაკება მოხდა. მედია - ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში ჩაფრინდა. ყირიმში რკინიგზა ააფეთქეს. ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - „ვაგნერი“ თავდაცვის სამინისტროსთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასაცემად ემზადება. „ეფ-ეს-ბე“-ში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები - შავ და აზოვის ზღვაში რუსეთს ხუთი საბრძოლო ხომალდი ჰყავს. გაერო - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 სიკვდილი დასაჯეს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, სუმსა და კრემენჩუგში აფეთქებების ხმები ისმოდა. ვიქტორ ზოლოტოვი - რუსეთის გვარდია მძიმე იარაღს და ტანკებს მიიღებს. ალექსანდრე ლუკაშენკო „ვაგნერზე“ - ისინი ჩამოვლენ და დაგვეხმარებიან, გამოცდილებაა - ეს ფასდაუდებელია. ვლადიმერ პუტინი - "ვაგნერის" დაფინანსება სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება. ალექსანდრე ლუკაშენკო - პრიგოჟინი ბელარუსშია - უსაფრთხოების გარანტიები, როგორც პუტინი დაჰპირდა, მიცემულია. ვლადიმერ პუტინი - ამბოხებაში ჩათრეულმა ადამიანებმა დაინახეს, რომ ჯარი და ხალხი მათთან არ იყო. ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს. ალექსანდრე ლუკაშენკო - მიღებული იყო სასტიკი გადაწყვეტილება, დაეხოცათ, პუტინს შევთავაზე, არ ეჩქარა - პრიგოჟინს დავურეკე და ვუთხარი: ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, ბუზივით გაგჭყლეტენ. ანჯეი დუდა - “ვაგნერი” ბელარუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია. აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. კრამატორსკზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები.

      თეთრი სახლის პრეს-სპიკერი - ოფიციალური ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია“ იმ ფაქტით, რომ ისრაელის ხელისუფლება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროში ახალი დასახლებების შექმნას გეგმავს.

      CNN-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში აშშ-ს ექს-პრეზიდენტი პენტაგონის დოკუმენტზე მსჯელობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 52

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters