რამდენიმე სულხან-საბა ამერიკის კარზე, კორონა და სხვა ვირუსები, ჯანდაცვის დეტალებში

      ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ამბები ისევ პოლარიზებულია და ნაც-ქოცების დაპირისპირებებზეა დამოკიდებული. დღის აქციები, გამოსვლები, კომენტარები, ბრალდებები თუ თავის მართლებები მთლიანად ამერიკული შენიშვნებით იყო გაჯერებული. ცხადია, არც კორონა ვირუსი დარჩენილა ყურადღების მიღმა და ჩვენს ქვეყანაში შემოსული თითოეული ტურისტი, თუ უბრალოდ გაციებული ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 თებერვალი, 2020

      კინკლაობა შიდა პარტიებს შორის ამერიკის შენიშვნების ამბებით - სერგი კაპანაძე - ხვალ პარლამენტის წინ „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას ვაპირებთ - თუ ხელისუფლება ამ საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, არსებობს ოპოზიციის გეგმა „ბ“. რომან გოცირიძე - არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა - ვერავითარი ფული და ლობისტი „ქართულ ოცნებას" და ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“. რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მშვიდ ვითარებაში არ ჩაივლის. რომან გოცირიძე - ვერავინ დაიჯერებს კონგრესში, რომ ზალკალიანი ან თალაკვაძე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია, ესენი არიან მორჩილი პაიკები. კახა კალაძე - პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოყვება. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას არ ელოდება. გიორგი ვაშაძე - უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში შედის, უნდა რცხვენოდეს - ვის ეშინია თქვენი, ლაჩრებო? გურამ მაჭარაშვილი - პარტნიორების, ელჩების დახმარებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დათანხმდნენ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, რაც საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციას შევთავაზეთ. „შეცვალეს" წევრებმა ირაკლი ზარქუას საკრებულოში „ბინტი“ და მალამო მიუტანეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, სენატორების და კონგრესმენების წერილებს მოჰყვება კონკრეტული სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. გიორგი კახიანი - თუ საპროტესტო აქციები მიიღებს კანონდარღვევის სახეს, ბუნებრივია, სახელმწიფო პროპორციულად და ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას. ეკა ბესელია - არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზიტი, რომელსაც აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრი იწყებს და პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს, ვითარებას შემოატრიალებს. კახა კალაძე - ამერიკელებისთვის სათქმელი ძალიან ბევრია იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით. დავით მათიკაშვილი -„ნაციონალური მოძრაობის" რესურსი იმისკენაა მიმართული, რომ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ში მორიგი ვიზიტორის ჩასვლა არაფრის მომგვარებელი არ არის - პრობლემა სადაცაა, იქ უნდა მოგვარდეს და პრობლემა კი იმაშია, რომ ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. თეონა აქუბარდია - უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ სწორად აღიქვას ის კრიტიკა, რომელიც დემოკრატიასთან დაკავშირებით არის. გიგი უგულავა - მინდა ვუთხრა კალაძეს, რომელიც ბაქიბუქობს, რომ კანონი კრძალავს ბლოკირებას - ბლოკირებას, პიკეტირებასა და "სირცხვილის კორიდორს" შორის იმხელა განსხვავებაა, რამხელაც კალაძესა და სპინოზას შორის. გიორგი რუხაძე - საქართველოს ხელისუფლებისგან ამერიკელები ელოდებიან საქმეს. მამუკა მდინარაძე - როცა ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" ამბობს, რომ რეგიონში საქართველო დემოკრატიის ხარისხით არის მისაბაძი, ეს არის აღიარება. მამუკა მდინარაძე - სუვერენული სახელმწიფოს თვისება არ არის, რომ სხვას, თუნდაც მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დაეკითხოს, რა წესით ჩაატაროს არჩევნები. გია ვოლსკი - პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია - ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია. ნოდარ ხარშილაძე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს, რეალობა ადეკვატურად შეაფასოს და ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველომ შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსი. თორნიკე შარაშენიძე - არავითარი აზრი არ აქვს, ვინ ჩავა ვაშინგტონში და რას ეტყვის ამერიკელებს - როგორც ჩანს, ამერიკელებმა დაკარგეს ამ მთავრობის მიმართ ნდობა. თენგიზ ფხალაძე - ჩვენ მიმართ წამოსული კრიტიკა საგანგაშო ზღვარს აღწევს.

      ხაზარაძის საფიქრალი - მამუკა ხაზარაძე - საქართველოში დღეს 77 000 მოშიმშილე ბავშვია.

      არჩევნების მომავალი - მკვლევარი - არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის წინაშე დადგეს.

      სტატისიკის ამბები - სტატისტიკური ამბები - 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6,4% შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 28.3%-ით, რძის ნაწარმი - 15%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14%-ით, პური და პურპროდუქტები კი 5%-ით გაძვირდა.

      ბინები დევნილებს - წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო.

      ვირუსის საფრთხე - ექიმების ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს. თურქეთის ელჩი - ამჟამინდელი მონაცემებით, ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ. რუსეთმა შესაძლოა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელოს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ამ ეტაპზე სამი ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მშობლებს რეკომენდაციას აძლევს. პაატა იმნაძე - ისეთი მასშტაბის გმირობა არსად მინახავს, რაც დღეს ჩინეთშია. ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს - ამ შემთხვევაში მთავარია პაციენტის დროული სტაციონარიზაცია. ხვალიდან ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, უხანიდან საფრანგეთში გადაყვანილ საქართველოს ორ მოქალაქესთან მიმართებით, ახალი კორონავირუსის რაიმე სიმპტომი არ გამოვლენილა. ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან დოჰას გავლით შემოვიდა. 29 წლის მამაკაცს ტემპერატურა 37.3 გრადუსი დაუფიქსირდა - თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის არავითარი ნიშანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩინეთშია ნამყოფი.

      ჯანდაცვასთან ახლოს - 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს 40 მილიონამდე ლარი დააკლდა, რაც სხვა წყაროებიდან შეივსო. ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთ კომენტარში არ დამიდასტურებია, რომ 520-ე დადგენილებას ხელფასების კლების გამოწვევა შეეძლო. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 28 სოციალური მუშაკი პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულა. სამედიცინო ჰოლდინგზე - ინვესტორებთან მოლაპარაკების საკითხი დახურულია, ჩვენი რესურსით შევძლებთ ეფექტური მართვის შედეგად რეინვესტირების განხორციელებას. საპარტნიორო ფონდი - ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მინისტრ ტიკარაძის მიერ გაჟღერდა გაცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ წლების მანძილზე ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძიება, რისი შედეგიცაა კლინიკებში დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა. გასაკვირია, რომ ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც სამინისტრო სრულად იყო ჩართული საინვესტიციო პირობების შემუშავების პროცესში, მეტიც, მათი შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და სამინისტრო დეტალურად იყო ინფორმირებული „საპარტნიორო ფონდის“ მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯანდაცვის მინისტრად ქ-ნი ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა და პოტენციურ ინვესტორთან ურთიერთობაც ფონდმა ამის შემდეგ შეწყვიტა

      ლობისტობა და პარტიულობა - მამუკა მდინარაძე - ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია - დოკუმენტი დადასტურებაა, როგორ მივიდნენ სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისთან“ გაფორმებულ დოკუმენტზე არა ბათუ ქუთელიას, არამედ ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერაა. ბათუ ქუთელია - მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.

      აუცილებელი მოსამართლე - მამუკა ხაზარაძემ მოსამართლე გიორგი არევაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე - ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მთავრობის კანცელარიაში და არასოდეს მინახავს გიორგი გახარია. მოსამართლე გიორგი არევაძემ ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საზღვარგარეთულები:

      თურქეთის პრეზიდენტი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ პასუხი გავეცით იმ შეტევებს, რომელიც იდლიბში ხორციელდება. თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის მთავრობის თავდასხმებს იდლიბში 4 თურქი ჯარისკაცი შეეწირა.

      ტრამპთან მოპაექრები - „მძინარა ჯო“, „მოკლე მაიკლი“ და „ნერვიული ნენსი“ - დონალდ ტრამპი.

      გაფიცული ექიმები - ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ჰონგ-კონგში ექიმები გაიფიცნენ

      უკრაინის სიამაყე - ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი ირანის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე თანახმა არაა და თეირანს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს - ირანმა კიევს თვითმფრინავის ჩამოგდების კომპენსაციის მიზნით, თითო ოჯახისთვის 80 000 აშშ დოლარი შესთავაზა, რასაც უკრაინა არ დათანხმდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 158

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

George: თებერვალი 7, 2020||1:38am

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters