სიტყვა "შოკოლადი" კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის "ჩოკოლატლის" დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების (უძველესი, კოლუმბამდელი ცივილიზაცია) ენაზე "ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო "ატლი" წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება. შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია,რომლებიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება.
წარმომავლობის მიხედვით კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ამერიკული, აფრიკული და აზიური.
ხარისხის მიხედვით კი იგი ორ ჯგუფად იყოფა:
რამდენიმე ცნობილი სახეობაა:
შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ.
შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.
შოკოლადის მიღებისათვის , სხვადსხვა ინგრედიენტების დამატატება დაიწყეს. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, მას ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და "ღმერთების სასმელსაც" კი უწოდებდნენ.
1674 წელს გამოჩნდა რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით. პირველი შოკოლადის ფილა კი დაამზადა კომპანიამ
Fry & Sons ბრენდით Chocolat Delicieux a Manger.
პირველი რძიანი შოკოლადი გამოჩნდა შვეიცარიაში, რის შემდეგაც შვეიცარიულმა ფირმა "Nestlé" - მ პოპულარობა მოიპოვა.
1879 წელს რუდოლფ ლინდტმა ბერნიდან გამოუშვა შოკოლადი, რომელიც პირში დნებოდა. მან გამოიგონა შოკოლადის ნელა შეცხელების მეთოდი და თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება დაიწყო
პირველი შოკოლადი შიგთავსით გამოჩნდა 1913 წელს.
პირველი კაფე, სადაც შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს, 1657 წელს გაიხსნა ლონდონში.შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად და 1 ფუნტი შოკოლადი 15 შილინგი ღირდა.
შოკოლადის წარმოებით მთელს მსოფლიოშია დაკავებულია, როგორც ცნობილი კომპანიები ასევე ცალკეული კულინარებიც. შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი ფირმებია: "Hersh", "Nestle", "Scharffen Berger" ა.შ.
შოკოლადს კარგ არომატთან ერთად ბევრი დადებითი თვისება აქვს. იგი მატებს ენერგიას, აუმჯობესებს აზროვნებას, ხსნის დაღლილობას, ამასთანავე კარგ განწყობას გვიქმნის ☺
ისტორიაც როგორი გემრიელი აქვს... :D
ფეხსაცმელს ნამდვილად არ შევჭამდი, მითუმეტეს ქუსლიანს ((
შოკოლადის თეთრი ფილა რომ შეგეჭამა პირდაპირ? :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია