blog, dostoevsky, goodness, ideology, money, newest ideology, post, qwelly, qwellyblog, universal godness, ანტიქველობა, ახალი თაობა, ახალი იდეოლოგია, დანაშაული და სასჯელი, დოსტოევსკი, ეკონომიკა, ეკონომიკური კეთილდღეობა, კეთილდღეობა, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მაღალი შემოსავალი, მეტი ფული მეტი სიკეთე, მომავლის იდეოლოგია, საყოველთაო სიკეთე, ფულით ნაყიდი კეთილდღეობა, ქველი, ქველიბლოგი

     მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში გამოიცა ერთი ნაწარმოები, სადაც წააწყდებით საინტერესო დიალოგს. დიალოგი იმდენად საცნობლად ღირებულია, რომ XXI საუკუნეში 15 წლის შებიჯების შემდეგაც ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან აქტიუალურ საკითხებს განიხილავს.

გაეცანით:

     "უნდა მოგახსენოთ, აგერ თითქმის ათი წელიწადია, დედაქალაქში აღარა ვყოფილვარ. ეს ჩვენი ახალი ამბები, რეფორმები, იდეები, ყოველივე ეს პროვინციამდეც მოაღწევს ხოლმე, მაგრამ ადამიანმა რომ უფრო ნათლად და თანაც თავისი თვალით დაინახოს, დედაქალაქში უნდა იყოს. დიახ, და ჩემი აზრიც ის გახლავთ, რომ ყველაზე მეტს მაშინ გაიგებ და შეამჩნევ, თუ ჩვენს ახალ თაობას დააკვირდები. გამოგიტყდებით: გავიხარე...

- რამ გაგახარათ?

- თქვენი კითხვა ერთობ ვრცელია; რასაკვირველია, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, ახალ თაობას უფრო ნათელი შეხედულება აქვს, უფრო მეტი კრიტიკა და საქმიანობა შეუძლია...

- სტყუი, საქმიანობა ნაკლებადაა. საქმიანობა ადვილი შესაძენი როდია, ვისმე ციდან როდი უვარდება პირში. ჩვენ კი აგერ, თითქმის ორასი წელიწადია ყოველგვარ საქმეს გადაჩვეულნი ვართ... იქნებ იდეები მართლაც არის სადმე აქა-იქ გაფანტული, კეთილი სურვილიც არის, თუნდაც ბავშვური; იქნება პატიოსნებაც მოიძებნება სადმე, თუმცა ყოველ მხრივ ურიცხვი გაიძვერა გვახვევია, მაგრამ საქმიანობა მაინც არ არის არსად! საქმიანობა ჯერ ჩექმებით დააბოტებს.

- არ გეთანხმებით! რასაკვირველია, გატაცება და შეცდომები მუდამ იქნება, მაგრამ არც აგრე სასტიკად უნდა მოვეპყრათ. გატაცება საქმის მხურვალე სიყვარულის მომასწავებელია და გვიჩვენებს, რამდენად შეუფერებელ გარემოებაში იმყოფება საქმე. თუ დღემდე ცოტა გაკეთებულა, იმიტომ, რომ დროც დიდი არა გვქონია. რაც შეეხება საშუალებას, ეს ხომ სახსენებელი არც კია. ჩემი აზრით, პირიქით, ზოგიერთი რამ კიდეც გაკეთდა: გავრცელდა, მაგალითად, ახალი, სასარგებლო აზრები, გავრცელდა წინანდელ საოცნებო, რომანულ თხზულებათა ნაცვლად ახალი და სასარგებლო თხზულებანი; მწერლობა თანდათან წელში მაგრდება, ვითარდება; ბევრი მავნე და სამარცხვინო ცრურწმენა ძირიანად აღმოიფხვრა... ერთი სიტყვით, თითქმის რომ სამუდამოდ ჩამოვცილდით წარსულს, რაც, ჩემი აზრით, მცირე საქმე არ არის... ხომ მართალია? წარმატება, ანუ როგორც ამბობენ, პროგრესი, თუნდაც მეცნიერებისა და ეკონომიკური ჭეშმარიტების სახელით, ეჭვს გარეშეა...

- გაცვეთილი აზრია.

- არა, ბატონო, გაცვეთილი აზრი არ გახლავთ! დღემდე თუ მეუბნებოდნენ - "გიყვარდესო" და მეც მიყვარდა, რა გამოდიოდა აქედან? გამოდიოდა ის, რომ ტანისამოსს შუაზე ვხევდი და მოყვასს ვუზიარებდი, და ანდაზისა არ იყოს: "ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო", ორივე ნახევრად შიშვლები ვრჩებოდით. მეცნიერება კი ამბობს: უპირველეს ყოვლისა, შეიყვარე თავი შენი, რადგან ქვეყნიერებაზე ყველაფერი კერძო ინტერესზეა დამყარებულიო. თუ თავს არ დაივიწყებ, საქმესაც რიგზე მოაგვარებ და ტანისამოსიც მთელი შეგრჩებაო. ეკონომიკური ჭეშმარიტება კი დასძენს: რამდენადაც მეტია საზოგადოებაში რიგზე მოწყობილი კერძო საქმე და რამდენადაც მეტი ტანისამოსია მთელი, იმდენად თვით საზოგადოებაც და საზოგადო საქმეც მტკიცედ და უკეთ არის მოწყობილიო. მაშასადამე, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის ვიძენ რასმე, ამითი ვზრუნავ სხვებისათვისაც და ვცდილობ, მოყვასმა ჩემმა დაგლეჯილ ტანისამოსზე ცოტა რამ უკეთესი მიიღოს, მაგრამ კერძო წყალობითა და თანაგრძნობით კი არ მომდის ეს, საყოველთაო სიკეთეზეა ეს ჩემი მისწრაფება დამყარებული. უბრალო და მარტივი აზრია, მაგრამ, საუბედუროდ, დიდხანს არავის მოსდიოდა ფიქრად, რაღაც აღტაცებითა და ოცნებით იყო დაჩრდილული, თუმცა მის აღმოჩენას თითქოს დიდი მახვილი გონება არ უნდოდა..."

ციტატის დასასრული.

გამიზიარეთ შთაბეჭდილება, ეთანხმებით თუ არა ბოლო აბზაცის გახმიანებულ იდეებს?!

ნახვა: 664

ტეგები: ანტიქველი, დოსტოევსკი, კეთილდღეობა, კომფორტი, ქველი

ლაშა: ივნისი 24, 2015||9:17pm

ადამიც არ იყო გამორჩეული - მასაც სულ კარგი აზრები აწუხებდა )) 

ლაშა: ივნისი 25, 2015||9:16pm

არც არაფერი, მე როდის დავადანაშაულე რაიმეში ბატონი სმიტი, თავისებური კაცი იყო და საკუთარ ხელობაში ფრიად წარმატებული და მცოდნე და წერდა იმას რაც ესმოდა, აბა სხვა პროფესიებივით ყველაფერს კი არ ედებოდა :D 

ლიკა: ივნისი 26, 2015||1:20pm

თითქოს ყველაფერი კარგად არის მაგრამ არც არაფერი არ არის კარგად :D 

საიდანაა ეს? თაგებში დოსტოევსკი კი შევნიშნე მაგრამ უფრო კონკრეტულად? :D 

ლაშა: ივნისი 26, 2015||1:38pm

აბა რა გითხრა ჩემო ლიკუნკუნა, თანამედროვე საზოგადოება, მოდერნული თაობა ხომ ამ პრინციპებით იჭყიპება? "უკეთესი ანაზღაურებით, უკეთესი ცხოვრებით, სხვასაც უფრო წაადგები" )) საბოლოო ჯამში იქნებ ეკონომიკური კეთილდღეობის მოტივით, თლათ არასახარბიელო საქციელის ჩადენაც კი იყოს გამართებული ))) 

mariami: ივნისი 26, 2015||1:47pm

მე არ ვეთანხმები :D ურთიერთსაწინააღმედგო მოსაზრებაა, შეიყვარო საკუთარი თავი და საყოველთაო სიკეთე იყოს ჩემი მისწრაფება. ანუ პირველ ადგილზე მეყენოს ჩემი თავი და ისე ვცხოვრობდე, რომ პირველ რიგში მე ვღებულობდე სარგებელს ეწინააღმდეგება საყოველთაო სიკეთეს, და საერთოდ სიკეთის ცნებას, სადაც სხვა უფრო დომინირებს

ლაშა: ივნისი 26, 2015||10:57pm

მარიამ, აქ ორ ეტაპიანი სიკეთეა. 1. - სიკეთე შენი თავისთვის და 2. საყოველთაო სიკეთე. ანუ მთავარია ჯერ შენ, პირადი სიკეთე, კეთილდღეობა და ეკონომიკური დოვლათი დააგროვო, რადგან შემდეგ უკეთ შეგეძლოს სხვების დახმარება და საყოველთაო სიკეთეში მონაწილეობა. აბა, კვლავ არ ეთანხმები? )) 

mariami: ივნისი 26, 2015||11:16pm

მითუმეტეს არ ვეთანხმები :D ჯერ ერთი, რა გარანტია მაქვს რომ მასე დაწყობილად ვიცხოვრებ და მაგდენი ხანი, და მეორეც კიდე თუ ისეთ ცხოვრებას მივეჩვიე რომ ყოველგვარი ადამიანური გრძნობები როგორიცაა თანაგრძნობა, მადლიერება, სიბრალული, და სხვა მრავალი უკანა პლანზე გადავწიო და წინ საკუთარი მე წამოვწიო, შემდეგ ცოტა საეჭვოა იქნება საყოველთაო სიკეთეში მონაწილეობა და სხვებზე ფიქრის დაწყება

ლაშა: ივნისი 26, 2015||11:28pm

თანაგრძნობა, მადლიერება, სიბრალული და მრავალი სხვა უკანა პლანზე რომ გადაწიო 1 წლით რა მოხდა მერე? თან ძალიან უკანა პლანზეც არა, მეორე ან მესამე, ჰა ჰა მეოთხე კიბეზე ჩაწიე. სამაგიეროდ მომდევნო წლებში ხომ მეტად მგრძნობიარე, მადლიერი, სიბრალულით აღვსილი და თანაგრძნობით გამსჭვალული იქნები? )) 

mariami: ივნისი 26, 2015||11:42pm

პირიქით, მომდევნო წლებში უფრო დაცარიელებული ვიქნები, კიბეზე ჩასვლა ადვილია, ამოსვლაა რთული, და 1 წლის მერე კი არა, 1 დღის მერე რა იქნება ის არ ვიცი

ლაშა: ივნისი 27, 2015||4:13pm

მარიამ, მომავლის რწმნა უნდა გქონდეს უბრალოდ ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters