ზამთრის სუსხში გაზის ფასი გაეზრდა იურიდიულ პირებს, გარდა პურის მწარმოებლებისა. სავალალო ანონსია. პური არ გაძვირდება აპრილამდე და მერე ვნახოთო. ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნებია ჩვენი ერთადერთი სასაუბრო თემაო და მეორე მხრივ, პოლიტიკოსების სასამართლო საქმეებს აპროტესტებენ. ვაქცინას ველოდებით ორ-სამ კვირაში, იქამდე კი ვითვლით კოვიდიანებს - 143376 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 121621, გარდაცვლილი - 1342, კარანტინში - 1980. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3189 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევიდან 1705 - თბილისში, 402 - აჭარაში, 624 - იმერეთში დაფიქსირდა. 39 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე PCR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ. გაფართოებული ტესტირებისას როგორც სწრაფ, ასევე PCR ტესტებსაც გამოიყენებენ. ონლაინ კლინიკაში რამდენიმე ფსიქოლოგია ჩართული. ამ ეტაპისათვის თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია. შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება. კლინიკური აუდიტი სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დადგა და რომელიც, სამწუხაროდ, მაგრამ შემდეგ დღეებშიც დადგება. შსს-სთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ მეტადონის პროგრამა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს. ნებისმიერმა კერძო სექტორის წარმომადგენელმა უნდა აიღოს ვალდებულება და შეასრულოს დადგენილებაში მითითებული ტარიფებით სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმა საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში ექნება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი ტესტის პასუხი „პისიარით“ მხოლოდ ორ შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს და ამ გადაწყვეტილებას ექიმი იღებს. 1342 ადამიანია ვინც კოვიდს შეეწირა, მაჩვენებლით როცა ვსაუბრობთ, გასაგებია, რომ 0.94% არ არის 2-3%, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ, მაგრამ ჩვენთვის ეს სერიოზული რიცხვია. გასაგებია, მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა. პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა. საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადასცა. თენგიზ ცერცვაძე - წამოვიდა კრიტიკა, "რემდესივირი" რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მე მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?! ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია - საქართველოსნაირ ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, შეუძლებელია. პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში. ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს - უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ.

      აკრძალვების ბიზნესი - შსს-მ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა.

      აუდიტის სამსახური - მთავრობამ ორ კვარტალში 445 მლნ ლარი ვერ აითვისა და მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც. ლარის კურსის გაუფასურების გამო, 8 თვეში მთავრობის ვალი დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა. 5 საინვესტიციო პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი 0%-ითაა ათვისებული - 8 თვეში საკრედიტო სახსრების ათვისება 60%-ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში.

      ოპოზიციის სალაპარაკო - მამუკა ხაზარაძე - უცებ, ერთ დღეს გაახსენდათ, რომ პოლიტიკური ლიდერების სასამართლო სხდომები უნდა განახლდეს - ეს პარტიებზე ზეწოლისთვის პირდაპირი წნეხია. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არჩევნებიდან მალევე, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესების განახლება კითხვის ნიშნებს აჩენს. მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების სერიოზული პერსპექტივა არასდროს გვექნება. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბუშტები მიიტანეს წარწერით - „მონობა ტეხავს“. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირიპირება იყო. აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - რეზო ხარაზი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ამიტომ დავაკავეთ - ბუშტის გაშვებას არავინ უშლით. ირმა ნადირაშვილი - ეს იქნება 50-ე თუ მე-100 რაუნდი, ოპოზიცია დაიწყებს საუბარს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ჯგუფს, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს. ნიკა გვარამიას ადვოკატის განმარტებით, გახმაურებულ საქმეებზე ზედიზედ პროცესების დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ანზორ ბიწაძის განცხადებით, სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმეების განახლება „ივანიშვილის ბოროტი ტაქტიკაა“. ბადრი ჯაფარიძე - მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ გვეცოდინება წინასწარ, რომ ამ რაუნდს შეუძლია შედეგი მოიტანოს. დავით ბაქრაძე - მთავარი, რასაც განვიხილავთ არის ის, როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და ჩვენთვის, ხალხის ნების გამოხატვა გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე. ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო.

      ხორბლის ქვეყანა - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 ტომარა ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება, ეს ასე არაა, 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი.

      გაძვირებული გაზი - 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - როცა ბიზნესი ჩამოქცევის პირასაა, გაზის ტარიფის გაზრდა სადიზმია - ეს გარდაუვლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას. მალხაზ დოლიძე - რეალურად, პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის სუბსიდირების ხარჯზე არ გაძვირდება - ეს მდგომარეობა გათვალისწინებულია აპრილამდე. დავით ნარმანია - მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ.

      ტიფლისი - კახა კალაძე პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან. ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ევროპული ტიპის ვაგონები. წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიემართება. თბილისი თავისი სიმწვანით მართლაც იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში. დაახლოებით 25 მემანქანე დაინფიცირდა - ვირუსმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ტაქსის მძღოლი, ქალაქის მერი, მინისტრი.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 25 345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 589 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 180 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 597 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 13 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 362 ადამიანი გარდაიცვალა.

      მთიან ყარაბაღში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 106

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: It was a bittersweet experience slowly finishing

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 6:54am 0 კომენტარი

The Diablo 4 Season 1 patch notes dropped yesterday, with headline changes focusing on buffing classes but nerfing powerful builds, especially those based around Crit Damage and Vulnerable enemies. According to the reaction across social media, they've proved pretty unpopular, but Blizzard says it's aware of the sentiment around the update.



We have been hearing feedback from players regarding some of the changes in 1.1.0 for #DiabloIV. We are going to have a Campfire Chat later this… გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:40am 0 კომენტარი



In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of …

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters