სლოგანის „დარჩი სახლში“ დაბრუნება, კანდიდატების შეფასება, ევროპული საქნციები და შფოთი ომზე

      ქვეყანაში აცივდა, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და წვიმამ კიდევ უფრო მოიტანა შემოდგომა-ზამთრის განწყობა, სინოპტიკოსების აზრით, მსგავსი ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება. სხვა მხრივ, ქვეყნის შიგნით, არაფერი შეცვლილა - დღის წესრიგს ისევ არჩევნების გარემო ქმნის, ასევე კოვიდ 19-ის პანდემია და ჩვენი ევროპული მომავალი. სამეზობლოსთან ჯერ ტერიტორიის პრობლემა და მეზობლების ომი. სტატისტიკას რაც შეეხება - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 7093, გამოჯანმრთელებული - 3714, გარდაცვლილი - 46. 1 დოლარი 3.1975 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, 295 განიკურნა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ, თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა, 78 - თბილისში, 52 - იმერეთში. მარინა ენდელაძე - კლინიკები მართვას ახერხებენ და აბსოლუტურ მზადყოფნაში არიან, არავინ უკმაყოფილო არ არის. კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო 5 პაციენტიდან 2 ბათუმში, 3 კი - ქუთაისში მკურნალობდა. მარინა ენდელაძე - თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს, ის არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს და არც არავის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, კოვიდ კარანტინში - 800, ბინაზე კი 1000 პირი იმყოფება. საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს. ეპიდემიოლოგების ჯგუფი გავაძლიერეთ, რის შედეგად ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება არაუგვიანეს 24 საათის მოხდება. ფოთის კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს 23 ინფიცირებული პაციენტი გადის. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება. არავითარი პანიკა არაა, რადგან მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების სახლში მართვა კარგად მიმდინარეობს. პოლიციელებისა და ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 656 ათასი PCR და 350 ათასამდე ე.წ. სწრაფი ტესტია ჩატარებული. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კვლევა კორონავირუსზე გაფართოვდება. კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება-არდაწესება, მხოლოდ თენგიზ ცერცვაძის და ეკატერინე ტიკარაძის გადასაწყვეტი არ არის, ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. სკოლებში ინფიცირების შემთხვევა მოსალოდნელია და სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილება სკოლის ხელმძღვანელობამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს. ლევან რატიანი - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად შეესაბამება სტანდარტებს. თამარ გაბუნია - ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა - რაც კეთდება თბილისში, ის უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც და სხვაგან. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      საარჩევნო გარემო - სერგი კაპანაძე - ივანიშვილს თვითონ ჰყავს გუნდში ის ადამიანები, ვინც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს. დავით ნებიერიძე ვლადიმერ ბოჟაძეს - ბუბა კიკაბიძის სახელს რომ ახსენებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას წელამდეც ვერ მიწვდებით, ვერც ვაჟკაცობაში, ვერც პატრიოტობაში. ანა დოლიძე - ივანიშვილის მიერ გამოსვლის დიდი ნაწილის „ნაცმოძრაობის“ კრიტიკაზე დათმობა არის ორპოლუსიანობის გაღვივების საარჩევნო სტრატეგია. სერგი კაპანაძე - დღეს, როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მაგარია, ამ დროს ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ჭაობში ეფლობა. ოთარ კახიძე - ბიძინა, ეს არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში. ელენე ხოშტარია - ბიძინა ივანიშვილმა აირჩია ტაქტიკა - „მე შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ სხვები უარესები არიან“. ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის გამოსვლას ვუსმინე და ნამდვილად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ყველანი სხვაგან ვცხოვრობთ და ბატონი ივანიშვილი - სხვაგან. ნანა დევდარიანი - ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე - მივიღოთ შერწყმული „ნაციონალური“, „ევსაქოური“ და „ქართული ოცნების“ მთავრობა. გიორგი ვაშაძე - მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი 99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. დავით ბაქრაძე - არჩევნების დღე ეკუთვნის ხალხს, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცვლილებები, უკეთესობა და წინსვლა. ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერზე - რაც გამახსენდა ეს არის ცნობილი - „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“. გედევან ფოფხაძე - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა და უნდა მოხდეს ის, რაც თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა - გადააბაროს მშვიდობიანად ხალხს ხელისუფლება. გია ვოლსკი - კიკაბიძეს აქვს უფლება, ჰქონდეს თავის მოსაზრება სააკაშვილის ანგელოზობასთან და ამ სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით. ბადრი ჯაფარიძე - “ქართულ ოცნებას” არ აქვს პროგრამული ნაბიჯი, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან. კელი დეგნანი - გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება - ძალადობა მიუღებელია. თორნიკე შარაშენიძე - ელისო დაუკრავს და ბუბა იმღერებს, აი ეს არის ქართული პოლიტიკა.

      გარეჯის საკითხი - ანა დოლიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, საუკეთესო გზა მისი საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა. პროკურატურაში დავით გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა. გენერალურ პროკურატურაში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს.

      მომავალი ევროკავშირში - საქართველოსა და გაერო-ს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტი გაფორმდა. ვახტანგ ძაბირაძე - თუ ჩვენ ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირთან ან ნატოსთან მიმართებით, ეს დაგვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებაში. კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის დასახვა კარგია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ეს მარტო ჩვენი გადასაწყვეტია - ისეთი ქვეყანა უნდა გავხდეთ, რომ ევროკავშირში ჩვენი მიღება მოუნდეთ.

      ცოტა რამ ეკონომიკის გარშემო - საქსტატი - სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში პურპროდუქტები 8.7%-ით, ხორცი 5.7%-ით, რძის ნაწარმი 6.1%-ით გაძვირდა. კახეთში ყურძნის მოსავალი 23 ათასმა მევენახემ დააბინავა და მათი შემოსავალი 242 მილიონ ლარს აღწევს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. დონალდ ტრამპი - საშინელებაა, მე და პირველი ლედი კარანტინის პროცესს ვიწყებთ. კომპანია Amazon-ში კორონავირუსი 19 816 თანამშრომელს დაუდასტურდა. სომხეთში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 9 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 186 ადამიანი გარდაიცვალა. ვლადიმერ პუტინი ტრამპს - დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის დამახასიათებელი ენერგიულობა და ოპტიმიზმი საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ჯო ბაიდენი - ვლოცულობთ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი.

      გაუყოფელი ყარაბაღი - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავის და უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება. სომხეთის საგარეო უწყება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ეუთო-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მამუკა არეშეძე - თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს. სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანმა ქალაქ ჰადრუტში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ილჰამ ალიევი - სომხეთს საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები რომ გაეთვალისწინებინა, კონფლიქტი დიდი ხნის წინ მოგვარდებოდა. ანგელა მერკელი - მთიან ყარაბაღში ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

      სამქცია თურქეთს - ევროკავშირი თურქეთს სანქციებით ემუქრება. ევროკავშირს თურქეთთან კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობა სურს, რაც ანკარას ინტერესშიც უნდა იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროვოკაციები და ზეწოლა შეწყდება. ველოდებით, რომ ამიერიდან თურქეთი თავს შეიკავებს ცალმხრივი მოქმედებებისგან. იმ შემთხვევაში კი, თუკი ანკარა ასეთ მოქმედებებს განაახლებს, ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტსა და ვარიანტს გამოიყენებს,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.

      სანქცია ბელარუსს - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა. ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. „ბელარუსი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დაპირისპირებას. ჩვენ დიალოგისა და ურთიერთგაგების მომხრე ვართ. მაგრამ, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აუცილებლად ვუპასუხებთ არამეგობრულ ქმედებებს, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები,“- აცხადებენ ბელარუსის საგარეო უწყებაში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 178

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters