განულებული სასესხო ჯარიმები, პიარისა და ანტიპიარის შედეგები, მაპის არ ქონის შედეგი და პოლიტიკა დღეს

      დილიდან ყველა ერთსა და იმავე თემაზე საუბროს, არჩევნებიც, საარჩევნო ამბებიც და ყველა სხვა დანარჩენი ერთიანად გადაფარა განულებული დავალაიანებების თემამ. დღეს პრემიერმა დაანონსა რომ შავი სიები გათეთრდება და ვალები ჩამოიწერება. ცხადია, მარტო ერთი ნიუსი არ იქნებოდა მთელი დღე - იყო ასევე საპრეზიდენტო ბილბორდები, კობაურის საქმე და სხვა მომიჯნავე თემები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ნოემბერი, 2018 /

      გათეთრებული შავი სიები ანუ სეხსების ჯარიმების განულება - პრემიერ-მინისტრი საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას წარადგენს. მამუკა ბახტაძე - მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ. მამუკა ბახტაძე - მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა - ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მამუკა ბახტაძე „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანებების განულებისთვის ფონდ “ქართუს“ მადლობას უხდის. ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. გიორგი ვაშაძე - თუ გვინდა, რომ საბანკო დავალიანების ჩამოწერა მართლაც მოხდეს, ამისთვის აუცილებელია, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. ლევან ნატროშვილი - „შავ სიაში“ მყოფების დავალიანების განულება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ირაკლი კობახიძე - 600 000-ზე მეტი მოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია. რომან გოცირიძე - არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა - ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული. ირაკლი კობახიძე კითხვაზე, იგეგმება თუ არა მოქალაქეთა საბანკო დავალიანების დასაფარად სახელმწიფოს მიერ „ქართუსგან“ კრედიტის აღება - დაველოდოთ ფონდის განმარტებას. ირაკლი კობახიძე საბანკო დავალიანების განულების საკითხის არჩევნებთან დაკავშირებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ინიციატივაზე მუშაობა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ზაქარია ქუცნაშვილი - ეს 600 000 ახალი სტარტაპია - ახალი წელი ბევრისთვის ახალი შესაძლებლობებით დაიწყება. მამუკა მდინარაძე - ისტორიული გადაწყვეტილება, მიღებულია. რომან კაკულია „შავ სიაში“ მყოფების დავალიანების განულებაზე - ეს იმის ნათელი დასტურია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად იქნა დანახული. ფინანსთა მინისტრი - შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა. ივანე მაჭავარიანი - წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული პრობლემის მოგვარება შეძლო ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“. ბიზნესომბუდსმენი - მნიშვნელოვანია, რომ „შავ სიაში“ მყოფი ადამიანებისთვის სასესხო ვალდებულებების დაფარვა ტვირთად არ აწვება ბიზნესს და ბიუჯეტს. რომან კაკულია დავალიანების ჩამოწერაზე - ეს არის მაქსიმალური ადეკვატურობისკენ გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების მიმართ. საჩხერის მაჟორიტარი - დიდი მადლობა „ქართუს“, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანების პორტფელს მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს. ირაკლი კოვზანაძე - ვალების განულება და ვალების არდაგროვება სამომავლოდ, აი, ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი. ვივუსმა უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე - კახა კუჭავა - თუ გავითვალისწინებთ ვინ არის „ვივუსის“ მფლობელი, არ გაგვიკვირდება რატომ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ეკა ბესელია საბანკო დავალიანებების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე - კანონთან მიმართებით ყველაფერი წესრიგშია. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევს და პროკურატურას მიმართავს. პროკურატურა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის. როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან. რომან გოცირიძე - შეუძლებელია, რომ “ქართუმ“, რომელსაც 900 მილიონიდან - 1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს. გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ახალ ინიციატივაზე - ჰაერში არჩევნების წაგების სუნი რომ დატრიალდა, ფულიც მოინახა და სურვილიც?

      პრეზიდენტობის პრეტენდენტები და საარჩევნო გამოსვლები - სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ძლიერ სოფლებზე და ადამიანებზე. ირაკლი კობახიძე - რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გამოხატავს, ეს არის შოვინიზმი და სიძულვილის ენა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ბანერების „არა ნაცებს - არა ბოროტებას“ განთავსების ინიციატივა ბიზნესმენებს ეკუთვნით. მამუკა მდინარაძე ბანერების „არა ნაცებს - არა ბოროტებას“ შესახებ - „ნაცმოძრაობას" ეს არ უნდა გაუკვირდეს, რადგან მათი პიარ კამპანიის 99% აგებულია ნეგატიურ პიარზე. სალომე ზურაბიშვილმა თელავში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრა გამართა. მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილის ფონდმა დაიქირავა პიარ-კონსულტანტები, მათ შორის ის ადამიანი, ვისზეც აქტიურად საუბრობს "ნაცმოძრაობა“. სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე - ეს არის შეურაცხყოფა საქართველოსი, ქართული ღირსების და მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტისგან. სალომე ზურაბიშვილი - ჭარბვალიანობა ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა, რომელსაც სჭირდება რეგულაცია და ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ. რომან გოცირიძე უმრავლესობას - მეც ამსახეთ რა ბილბორდებზე. სალომე ზურაბიშვილი - არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაცმოძრაობის“ მიმართ - ჩემი ხედვა 2005 წელს იპოდრომზე გამოვთქვი და ეს არ შეცვლილა.

      სალარიძის გახსენება საპარლამენტოდ და მამის ნაცმო არჩევანი - სერგი კაპანაძე - ორი კვირაა ვცდილობთ, სარალიძის საქმეზე პარლამენტმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას, თუმცა ხელისუფლება დისკუსიის არჩევნების შემდგომ გადატანას ცდილობს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - იძულებული ვხდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი.

      ევთანაზია პარლამენტში - ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ევთანაზიის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

      ნატოს მხარგამაგრება - ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წარმომადგენლები მუდმივად მხარს უმაგრებენ.

      მინისტრის ავადმყოფობა - მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ, ყვარელში ავარიაში მოჰყვა.

      ერთიანი სამშობლო - ქეთევან ციხელაშვილი - თითოეულ ჩვენგანს, იქნება ეს ქართველი, სომეხი, ებრაელი, აზერბაიჯანელი, ოსი თუ აფხაზი, ერთი ცა, ერთი მიწა და ერთი სამშობლო გვაქვს.

      უმუშევრობის სტატისტიკა - „საქსტატი“ - მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა.

      ჯარის მოწმობა რეზერვში - რეზერვისტებს „არმიქარდი“ და დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.

      ცესკოს პრობლემები - გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ინფორმაციით, ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის მიერ დანიშნულმა კომისიის 10-მდე წევრმა თანამდებობა დატოვა.

      ნუგეში დარჩება - კახა კალაძის განცხადებით, „ნუგეშის“ ჯიხურების აღებას თბილისის მერია არ გეგმავს.

      კობაურის საქმე - მალხაზ კობაურის ადვოკატი - სასამართლოს ბრალდების მტკიცებულებები დასაშვებად არ უნდა ეცნო, რადგან ისინი კანონის დარღვევით არის მოპოვებული. მალხაზ კობაურის საქმის პროკურორი - ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.

      გამოკვლევები ნაცვლიშვილზე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      პოლონეთის ანტირუსულობა - პოლონეთის პრემიერმა რუსეთთან „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში თანამშრომლობისთვის დასავლური კორპორაციები გააკრიტიკა.

      პრემიერ-მინისტრი მინისტრად - ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა.

      კალიფორნიის მეხანძრეობა - კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

      უმაპობის შედეგი - ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა, ეს არ გავაკეთეთ და ამით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. ანდერს ფოგ რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას და გავიაზრე, რომ რუსეთი არა პარტნიორი, არამედ მოწინააღმდეგეა.

      უარი მოსმენას - დონალდ ტრამპი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერის მოსმენას არ აპირებს.

      უკრაინა ინტერპოლურად - უკრაინა მზად არის ინტერპოლის წევრობა შეაჩეროს, თუ ალექსანდრე პროკოპჩუკს ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩევენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 221

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters