ხვალ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეათე მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას და მთელი დღე იმის განხილვას მოანდომეს ვინ რა თქვა შესვლა-არ შესვლაზე, ვის რატომ უნდა შესვლა ან ვინ ხსნის კანდიდატურას და რჩება ბოიკოტის ოპოზიციად. ასეა თუ ისე, პარლამენტი იწყებს მუშაობას და ექნება თუ არა ლეგიტიმაცია, ეს მერმე და მერმე გამოჩნება. კორონას შეზღუდვების შემცირებაზე არავინ ფიქრობს, ან ფიქრობს მაგრამ არ შეიძლებაო, იქვე დასძენენ. სტატისტიკა ასეთია - 178953 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 148332, გარდაცვლილი - 1657, კარანტინში - 1019.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 4570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2067 თბილისში, 331 - აჭარაში, 708 კი იმერეთში დაფიქსირდა. 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია და დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება. ჩვენ პიკში ვართ - ძალიან პატარა სტაბილიზაციის ელემენტია. თუ ჩვენ, 95% ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, გაძლევთ პირობას, რომ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება. კოვიდის მართვის პერიოდში საბედისწერო შეცდომა არ ყოფილა დაშვებული, რომელიც ქვეყანას გადაჩეხავდა უფსკრულში. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შეძენა სახელმწიფოს 5-დან 6 დოლარამდე უჯდება, ხოლო „პისიარი“ - 12-18 დოლარის ფარგლებში მერყეობს. წინასაახალწლოდ, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი და რაც „შავ პარასკევს" მოხდა, მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი. პაატა იმნაძე - ტრავერსზე ვართ, ზემოთ ვართ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინეს, რომლის ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარია. „რემდესივირს“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ვერ შეძლებენ ამ ვირუსის დაძლევას, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც მეტი წილი პასუხისმგებლობის მოსახლეობას ეკუთვნის. 112-ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ექიმისა და კლინიკის დონეზე ხდება ამის დაფიქსირება. ჯანდაცვის სამინისტრო 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს გადასცემს. აკაკი ზოიძე - არის სტაბილიზაციის ნიშნები და პრემიერთან ვიმსჯელეთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი. ომბუდსმენი - კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ. შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოავლინა. ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, 2 კი დაჯარიმდა.

      „დემოკრატიის ინდექსი“ - წინა მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებებათა კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისთვის რეალურად გადადგმული ნაბიჯები მწირია.

      მომწვანოები - მთავრობის ადმინისტრაციასთან სლოგანებით „გაუფრთხილდით ბუნებას", „მწვანე ავტობუსი არ ნიშნავს მწვანე პოლიტიკას", „არა დამანგრეველ ჰესებს" აქცია იმართება.

      სასამართლოს ბედი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის პარალელურად, სასამართლოსთან იურისტები აქციას მართავენ. ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან კონკურსს ყოველგვარი დარღვევის გარეშე, შესაბამისი წესით ატარებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, სასამართლო საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ასეთი დამოუკიდებელი ჯერ არ ყოფილა. ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით, სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

      თავდაცვის ძალებში სპორტული დარბაზები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

      მეათე მოწვევის პარლამენტის ანონსი - „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართა. გუბაზ სანიკიძე - ხელისუფლების შემოთავაზებები არის საკმაოდ მრავალფეროვანი - დილით გვემუქრებიან და საღამოს გვიყვავებენ. თეონა აქუბარდია - პარლამენტში არ შევდივართ, ერთპარტიული პარლამენტის უფლებამოსილებას 11 დეკემბერს ცნობენ. სახალხო დამცველი - საქართველოში 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. ალეკო ელისაშვილი - “ევროპული საქართველო“, რომელიც სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა და ასე იყო პირველივე დღიდან. გიგა ბოკერია - გამართული მექანიზმი, რომ ივანიშვილის დავალებით, კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი. პაატა მანჯგალაძე - ცოტა გაუგებარია, რომ თავის მართლება გვიწევს იმ საკითხებზე, რაც აზრადაც არ გვქონია - ყოველთვის ვამბობდით, რომ შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას არ აპირებს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს, მიმართავენ თუ არა პარლამენტს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დიმიტრი გვრიტიშვილი - პარლამენტის შემადგენლობა ერთპარტიული იქნება თუ მრავალპარტიული, ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც გამიჯნული უნდა იყოს აქ მიმდინარე სამართლებრივი პროცესისგან. თაკო ჩარკვიანი - „კანონი და სამართალი“, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემადგენელია, სიასაც ჩავხსნით და არც შევალთ - ვფიქრობ, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებაც უნდა დაემთხვას ჩემ გადაწყვეტილებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, მათ ჯამურად ხმების 100% აიღეს, ხოლო „ქართული ოცნება“ არ არსებობს. აკაკი ბობოხიძე - ბატონ ირაკლი კობახიძეს თურმე არითმეტიკა სცოდნია, კარგი იქნებოდა, ეს ცოდნა გამოემჟღავნებინა მაშინ, როცა ხედავდა ცესკო-ს შედეგებს. ირაკლი კობახიძე - მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას დამსწრე, უხუცესი პარლამენტის წევრი ლადო კახაძე გახსნის. თუ მათ გაანულეს სიები, თუ პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, უგულავასთან და ბოკერიასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან ლაპარაკს. არ შეიძლება პათოლოგიური ადამიანები, ბოკერია-გვარამია-სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს - ვინც ასეთი შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლი იქნება, მათი ადგილი პარლამენტში არ არის. მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მზადყოფნა გამოვთქვით, ოღონდ აზრი უნდა ჰქონდეს - უნდა ვიხილოთ სუბიექტები, რომლებიც კი არ ააყირავებენ მაგიდას, არამედ, კონსტრუქციული დისკუსიის რესურსი აქვთ. გიორგი კირთაძე - ორი გზა დაგვრჩა - ჩრდილოეთ კორეა, ან ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვატარებთ სამართლიან არჩევნებს. ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ, ოღონდ დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო - რასაც მთელი ერი ვითხოვდით, შეთანხმებული ვართ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს და სიის ჩახსნაზე განცხადებას დაწერს. „ლელო“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის. ბადრი ჯაფარიძე - ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, მოლაპარაკებები დაძაბულ ვითარებაში და ნაკლებად პროდუქტიული იქნებოდა, პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადადებულიყო ორშაბათისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა. ირაკლი კობახიძე - გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პარლამენტი პირველ სხდომაზე თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს უყრის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს. ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების გადადებაზე - შეეშინდათ ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას, მათ ააყირავეს მაგიდა. გიორგი ბარამიძე - არ მესმის ბატონი ელისაშვილი რა მანევრებს ატარებს, რომ რამენაირად გაამართლოს პარლამენტში შესვლა - ის, ვინც განცხადებას არ დაწერს და სიას არ ჩახსნის, ივანიშვილის თამაშს თამაშობს. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ. ლევან იოსელიანი - ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და პარლამენტში არ შევდივართ - მანდატებზე უარის თქმა, გაგრძელებაა იმ საბოტაჟის გზის, რომელსაც ერთი პარტია ცდილობს. ნინო ბურჯანაძე - პირი უნდა მომუწო და არ ილაპარაკო ყველაფერი, რაც დაგჭირდება - ხელისუფლება ამბობს, არ მოვდივარ დათმობაზეო და ელისაშვილს თუ ყურში ჩაუჩურჩულა, მაშინ თქვას. გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმების მუქარა მაგიდის დავარცხნაა თუ სუფრის გაშლა მოლაპარაკებისთვის?

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 1 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 23 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 27 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 562 პაციენტი დაიღუპა. აშშ-ში კორონავირუსით 3 054 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გერმანიაში კორონავირუსის 23 679 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 440 პაციენტი გარდაიცვალა. ისრაელმა BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის 8 მილიონი დოზა მიიღო და მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.

      აქცია ფაშინიანს - ერევანში, მთავრობის შენობასთან, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. რუსული მედია - ერევანში მომიტინგეების ნაწილი მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობდა.

      ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია - 2020 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 42 ჟურნალისტი მოკლეს.

      ილჰამ ალიევი - თურქეთის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის თითოეულ მოქალაქეს ამაყსა და ბედნიერს ხდის. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აზერბაიჯანის მიერ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება ბრძოლის დასრულებას არ უნდა ნიშნავდეს, სომხებმა ყველა პროვოკაციისთვის პასუხი უნდა აგონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 82

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters