კრივი არ არის, მაგრამ რაუნდები აქაც მომრავლდა - მესამე რაუნდი იყო დღევანდელი მთავარი ამბავი. რა რაუნდზეა საუბარი? ოპოზიციისა და პოზიციის მოლაპარაკებები ფასილიტატორებთან ერთად. დღეს ნაყოფიერი დღე იყო, თუმცა ხვალ კიდევ იქნება შეხვედრაო - ისევ მესამე რაუნდია, უბრალოდ შუაში იყო გონგი. კოვიდ ინფექცია არ წასულა - 164976 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 137499, გარდაცვლილი - 1540, კარანტინში - 1267. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.2910 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევიდან 1060 - თბილისში, 337 - აჭარაში, 397 - იმერეთში დაფიქსირდა. 36 პაციენტი გარდაიცვალა. მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა. ცხელ ხაზზე დღეს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული მხოლოდ 100 ზარი განხორციელდა, სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია კი ორი დღეა აღარ დაფიქსირებულა. კერძო ბიზნესი „კოვაქს პლატფორმის” საშუალებით კორონავირუსის ვაქცინას ვერ შეიძენს. სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს. ხარვეზები ნორმის ფარგლებშია. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83%-ია. ექიმების გარეშე არ დავრჩებით. ამირან გამყრელიძე - ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით - სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ. ჯერჯერობით საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. პირბადის ტარების მაჩვენებელი 55%-დან 65%-მდე გაიზარდა, სასურველია ეს იყოს 95%. გიორგი ფხაკაძე - არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით.

      კოვიდბიუჯეტი - შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოავლინა. ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან საქმიანობა 5 792 შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა.

      მესამე რაუნდი - კარლ ჰარცელი - მოლაპარაკებათა მაგიდაზე ბევრი კარგი იდეა დაიდო - ვიმედოვნებ, შევძლებთ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას, თუმცა არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე თავდაჯერებით ვისაუბრო. დავით ბაქრაძე - ჩვენი სურვილია პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. გიორგი ვაშაძე - რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა, ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება. გოჩა თევდორაძე - თუ ჩვენ გამოვრიცხავთ იმ პუნქტს, რომ როგორმე მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, მაშინ დანარჩენი ყველა პუნქტი აზრს კარგავს. ირმა ნადირაშვილი „იფსოს“-ის კვლევაზე - ამ კვლევამ აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დიდი ხარვეზებით და „ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საზოგადოების ნება. გია ხუხაშვილი - პლებისციტი არის საკმაოდ სუსტი ინსტრუმენტი ოპოზიციის ხელში. ირაკლი კობახიძე - დათმობა არასწორი სიტყვაა, დათმობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და ჩვენ ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. გიორგი ვაშაძე - ვერც ერთი პარტიის მხრიდან ვერც ტყვეობაში ვიქნებით მოქცეული და ვერც ზეგავლენის ქვეშ. ნინო ბურჯანაძე - ვაჭრობა, შეთავაზებები და უამრავი რამ იყო, მაგრამ ჯერჯერობით ოპოზიცია ძალიან მყარად დგას. დავით ბაქრაძე - იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა - ხვალ იქნება მომდევნო შეხვედრა. ბადრი ჯაფარიძე - სასარგებლო შეხვედრა იყო, რაც ნიშნავს, რომ რაღაც საკითხებზე პოზიციები დავაახლოვეთ, განსხვავებები რჩება. გრიგოლ ვაშაძე - კომპრომისი მთავარ საკითხებზე ჰორიზონტზე არ ჩანს. გიორგი ვაშაძე - დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო. არჩილ თალაკვაძე - იმედს გამოვთქვამ, შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე შეჯერებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება - განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. გვიახლოვდება თარიღი, როცა პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, ამას ვითვალისწინებთ ყველა მხარე და გვსურს, რომ დროულად მივაღწიოთ შეთანხმებას. ირაკლი კობახიძე - შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვს, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტში ზოგიერთი პარტია შემოვა და ირონიულ ღიმილს გამოაყოლებენ ხოლმე - იმედი მაქვს, ვერავის იყიდიან. ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლება ფაქტობრივად თანახმაა წამოვიდეს ყველაფერზე, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა - დანარჩენი სამი პუნქტი დიდი ვნებათაღელვის მიუხედავად, შეჯერებადია. ზაალ უდუმაშვილი - თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელახალი არჩევნები არ იქნება განხილული, ჩვენ მივიღებთ, რომ შეიკრიბება ერთპარტიული პარლამენტი. ანდრიუს კუბილიუსი - ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიაღწიოს ერთობლივ შეთანხმებას. ეკა ბესელია - ვინც ამდენი „არას“ თქმის შემდეგ, პარლამენტში შესასვლელად მიზეზს მოძებნის, მარტივად დაერქმევა სახელი, რომ ივანიშვილმა მოახერხა და იყიდა. ჯოზეფ ბორელი ​- იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წინადადება გზას გაუხსნის კომპრომისს.

      ფინანსების პრობლემები - ფინანსთა მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს. პოლონეთის ელჩის განცხადებაზე - ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და იგებს ის, რომელიც საუკეთესო შეთავაზებას აკეთებს - თუ ეს ჩინური კომპანიაა, რატომაც არა? კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული.

      ექსპორტის ფული - 1-ელი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში, 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. თხილის ექსპორტის ღირებულებამ 63.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 6 დეკემბრამდე ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი.

      გადაუხურავი გელათი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - გელათის ტაძარზე დროებითი გადახურვების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 12 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 147 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 175 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 113 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში კორონავირუსის 28 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 456 პაციენტი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ხვალიდან იწყება. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 086 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო დანიაში ახალი რეგულაციები დაწესდება.

      სერგეი ლავროვი - ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცხელი ეტაპიდან გამოვდივართ, შეგვიძლია, შევქმნათ რეალური პირობები იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასია სტაბილურობისა და აყვავების რეგიონად ვაქციოთ.

      მედია - ჯო ბაიდენი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კალიფორნიის გენერალური პროკურორის დასახელებას გეგმავს.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხთან დაკავშირებით მუქარებისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოიხრის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 110

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: დეკემბერი 8, 2020||11:04am

იმედია, ესენიც არ ავლენ 12-ზე (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters