ქერჩის ომი, პარტიული კოქტეულები, ხორავას სამართალი, დედა ენის დაბრუნება და გადამზადებული სასულიერო პირები

      ორშაბათი ძალიან ცხელი ამბებით დაიწყო. ცხელი პირდაპირი მნიშვნელობით - ქერჩში, რუსეთმა უკრაინას ცეცხლი გაუხსნა და ამ უკანასკნელმაც საომარი მოქმედებების ამოქმედებას ხელი მოაწერა. ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ბევრი ომის ექსპერტი გამოჩნდა, თუმცა შიდა ამბებიც არ აკლებდა აქტუალობას - ორ დღეში არჩევნებია, წინასაარჩევნოდ კი პარტიულ დაპირისპირებები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ნოემბერი, 2018 /


      სამეორეტურო ამბები - ცესკო - ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სტამბაში ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა, მცადრია, შპს „კარტოგრაფში“ არაუფლებამოსილი პირის შესვლა კი გარკვეულწილად ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. ავღანეთში მყოფი ქართველმა სამხედროებმა დღე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ირაკლი კობახიძე NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

      პარტიათშორისი თემები და პარტიული დაპირისპირებები - "ევროპული საქართველო"-ს წარმომადგენელი - პარტია რამდენიმე ადამიანმა დატოვა, რომელთაც განცხადების გაკეთების დროს უკან "ქართული ოცნების" კოორდინატორები დაუყენეს. კახა კალაძე - 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ მსოფლიოს აჩვენებდა, როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი, დღეს კი ეს ძალა აჩვენებს, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. სალომე ზურაბიშვილის ყოფილი მეუღლე - შავბნელმა წრეებმა ეჭვქვეშ დააყენეს ჩემი შვილების წარმომავლობა, ვინც ამ ბოროტ დეზინფორმაციას ავრცელებს, არაკაცები არიან, კაცობრიობის ნაგავსაყრელზე გადასაგდები. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის სახლში „მოლოტოვის კოქტეილის“ შეგდება მათ პარტიას დააბრალოს. თინა ხიდაშელი - პოლიტიკურად ის არის საინტერესო, ივანიშვილი რამდენად გაიმეორებს იმავე შეცდომას, რაც თავის დროზე დაუშვა შევარდნაძემ და სააკაშვილმა. გია ვოლსკი - გამოვრიცხავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ აქეთ-იქით სროლაში "ქართული ოცნების" ჩართულობა არსებობდეს. სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა.

      ანტი-ძალადობა ანძის ფერებში - თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა.

      რაგბის გამაერთიანებლობა - დავით გაბაიძე - რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესმენებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს აერთიანებს.

      ხორავას საქმე სასამართლოში - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. სასამართლომ მირზა სუბელიანთან ჩანაწერი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეს მტკიცებულების სახით არ დაურთო. ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი - სასამართლო პროკურატურის დაკვეთის აღმასრულებელია. პასკალ მენიე - დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ვიმედოვნებთ, შენარჩუნდება მშვიდობა და სტაბილურობა.

      ომეგას საქმიდან არჩევნებამდე - „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ზაზა ოქუაშვილი - ივანიშვილი ამბობს, რომ არ ყოფილა 4 მილიონის გამოძალვა ბანკიდან, მაგრამ მე მაქვს წერილობითი ფაქტები. ივანე მაჭავარიანი - ვცდილობდი "ომეგასთვის" გამეგებინებინა, რომ პერსპექტივა ექნებოდა საგადასახადო შეთანხმებას, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო საღ აზრთან ახლოს. ივანე მაჭავარიანი - გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ, ასევე გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერს.

      დედა ენის დაბრუნება სკოლაში - პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედაენის“ იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

      უშუქო 27 ნოემბერი - სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

      ტრენინგები სასულიერო პირებს - რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, სასულიერო პირებს ტრენინგი ჩაუტარდათ. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ ინიციატივით, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს, სასულიერო პირთათვის ტრენინგი მოეწყო. ქუთაის-გაენათის, ჭიათურისა და საჩხერის, ხონისა და სამტრედიის, ტყიბულისა და თერჯოლის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიების სასულიერო პირები, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი(ხაჩიძე) ქუთაისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი, ასევე კათოლიკური ეკლესიის, საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის და სახარების რწმენის ეკლესიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

      მღვიმეების მატება - თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე იხსნება.

საზღვარგარეთულები:

      ქერჩის სტურის ომი - ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებს რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა. უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. უკრაინის გენშტაბი - რუსეთს 20-ზე მეტი უკრაინელი მეზღვაური ტყვედ ჰყავს აყვანილი. ФСБ-ს ინფორმაციით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში პროვოკაციები განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ნატო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. გაერო-ს უშიშროების საბჭოში უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომა გაიართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთმა ქერჩის სრუტესთან, ნეიტრალურ წყლებში ომი გააჩაღა. უკრაინის პრემიერი ქერჩში განვითარებულ მოვლენებზე - ცივილიზებული სამყაროს მობილიზება უნდა მოხდეს, რომ ამ ველურობას წერტილი დაესვას. დავით ზალკალიანი - უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. ნიკა ჩიტაძე - თუ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იქნება უფრო პრინციპული და არა ისეთი, როგორიც ნატო-მ დააფიქსირა, რუსეთს უკან დახევა მოუწევს. დავით ზალკალიანი - ის მოვლენები, რასაც ქერჩის ყურეში აქვს ადგილი, კატეგორიულად მიუღებელია და მსოფლიო თანამეგობრობა გმობს ამას. გრიგორი კარასინი - კიევის მიერ განხორციელებული პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე იყო მიმართული. გიგი წერეთელი - საუბარი მქონდა უკრაინის რამდენიმე ლიდერთან და გარკვეული დროით საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა არა სრულმასშტაბიანი. კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა აზოვის ზღვაში რუსეთის ქმედებები დაგმო და ტრამპს მოუწოდა, ვლადიმერ პუტინს „პასუხი აგებინოს“. „ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს. დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსეთს და უკრაინას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ევროკომისარი იოჰანეს ჰანი რუსეთს უკრაინული გემებისა და უკრაინელი სამხედროების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სვიატოსლავ ცეგოლკო - ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ვითარების დეესკალაციისთვის ყველაფერს გააკეთებს. უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

      ერაყი-ირანის მიწისძვრა - ირანი-ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 634-მდე გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 308

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

George: ნოემბერი 27, 2018||12:21am

დედაენას იაკობ გოგებაშვილისეულ რედაქციაში გამოსცემენ თუ კომუნისტურ-შეკვეცილ ვარიანთში ?

მაიკო: ნოემბერი 27, 2018||11:21am

თუ დაბეჭდეს საერთოდ კარგი იქნება 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters