როგორ გავიმეორო ამ ავადსახსენებელი პანდემიის პერიოდში, მაგრამ წინაპართ უთქვამთ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. თუმცა იდეაზე მუშაობა უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე კორონავირუსი პანდემიად იქცეოდა და დღევანდელ აკრძალვებამდე მივიდოდით.

      მახსოვს, წლების წინ, ქალაქის მერობის ყველა კანდიდატი საუბრობდა მცხეთაში არსებულ სატრანსპორტო პრობლემაზე და მისი მოგვარების გზების ძიებაზე. იყო დაპირებები და გეგმები. უკვე წელს, იანვარში, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტში წარდგენილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე საუბრისას, მომხსენებელს კითხვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა მცხეთის, როგორც უდიდესი ისტორიული, კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემებზე. „მცხეთას ნამდვილად სჭირდება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ - ეს დეპუტატის სიტყვებია. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო, მცხეთელებს თავად მოეფიქრებინათ და შეეთავაზებინათ იდეა მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის. და დღეს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები წესდება მიკროავტობუსებით გადაადგილებაზე, ვფიქრობ, დროული იქნება ჩემი სტატიაც (თუმცა ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა).

რა მდგომარეობაა ახლა?

      მცხეთას, უკვე ათეულობით წელია ემსახურება სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც მოძრაობენ ერთი ხაზით: მცხეთა (ნარეკვავი) - თბილისი (დიდუბე). ყოველი მცდელობა ავტობუსის შემოყვანისა ან ახალი ხაზის დანიშვნისა კრახით დასრულდა. (ერთ ასეთ კრახს ბლოგიც მივუძღვენი მცხეთა-თბილისის ტრანსპორტისათვის). ამ წლების განმავლობაში იცვლებიან მხოლოდ მძღოლები და ახლდებიან (იშვიათად) მარშრუტკები.

      მცხეთას ემსახურება რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი (მერსედესის ან ფორდის მარკის). თითოეულს შეუძლია, მაქსიმუმ 20 მგზავრის გადაყვანა, ზოგიერთს 17. (რაოდენობა დათვლილია სავარძლების მიხედვით).

      როგორც საზოგადოდ ცნობილია, თუმცა ოფიციალურად ინფორმაცია არ გადამიმოწმებია და შეცდომა დასაშვებია, ეს სამარშრუტო ტაქსები არ აღირიცხებიან მერიის ბალანსზე. ისინი დამოუკიდებელი კომპანიის საკუთრებაა. არც ამ დამოუკიდებელ კომპანიასთან დადებულ რაიმე ტიპის ხელშეკრულებაზე მაქვს ინფორმაცია. ამასთან, მცხეთის და დიდუბის სალაროში, სხვადასხვა კომპანია ემსახურება მგზავრებს. (ინფორმაცია მარტივი შესამოწმებელია, შეძენილი, სალარო აპარატის ჩეკი/ბილეთის მიხედვით).

      მარშრუტკებს ყოველდღიურად, მცხეთიდან თბილისის და უკუმიმართულებით დაახლოებით 2200_დან 2800_მდე მგზავრი გადაჰყავთ. (ინფორმაცია გადაადგილების გრაფიკზე დაყრდნობით - დილით 10 წუთის ინტერვალით მოძრაობენ, ხოლო დანარჩენ დროს 15 წუთის ინტერვალით).

      მცხეთიდან თბილისის მიმართულებით, უმეტესწილად, ანგარიშსწორება ხდება უშუალოდ მძღოლთან (ხელზე), ხოლო თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, სამუშაო საათებში, დიდუბის სალაროში იყიდება ბილეთი (მომსახურე კომპანია შპს „ტრანს დიდუბე“). 20:00-ს შემდეგ კი კვლავ მძღოლთან.

      მგზავრობის ღირებულება - 1.20 ლარი. (წლების განმავლობაში ღირებულება იყო 1 ლარი, ბოლო პერიოდში საწვავსა და პროდუქტებზე ფასის ზრდის გამო ღირებულება გაიზარდა).

      საშუალოდ დღიურად საჭირო საწვავის ღირებულება - 60-70 ლარის დიზელი (ინფორმოაციის წყარო  თავად მძღოლები არიან - ყოველ საღამოს, ავტოგასამართ სადგურზე, მომდევნო დღისთვის შევსებული ავზის საწვავის ღირებულება, სწორედ ეს თანხაა ).

      პრობლემა, რომელზეც საუბრობს მაჟორიტარი დეპუტატი შეეხება შემდეგს - ტურისტულად მზარდ ქალაქს, რომლის მოსახლეობაც ქალაქის განვითარების პროპორციულად იზრდება, არ ყოფნის ამ სამარშრუტო ტაქსების შეთავაზებული სერვისი-მომსახურება. კომპანია, ვერ პასუხობს მცხეთის მოსახლეობის მოთხოვნას, ამიტომ ნახსები 20 ან 17 მგზავრის ნაცვლად, ზოგჯერ 28-30 მგზავრიც გადაჰყავს მცხეთა-თბილისის მარშრუტკას (პირადი დათვლებით, რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს 37 მგზავრი 20 ადგილიან მარშრუტკაში, 23:00 საათზე).

რა ალტერნატივა არსებობს?

      ავტობუსი!

      როდესაც ავტობუსებზე იწყებენ საუბარს, ყველა მცხეთელს ახსენდება ის ძველი ავტობუსები, რომლის გამონაბოლქვი მთელს ქალაქს წამლავდა და რომელიც დიდუბემდე ჩასვლას 1 საათს ანდომებდა. სწორედ, მათ ფონზე მოიპოვეს მარშრუტკებმა ასეთი პოპულარობა. მაგრამ თანამედროვე ქვეყანას და ქალაქს, ტრანსპორტიც თანამედროვე სჭირდება.

      ველოსიპედის გამოგონება რომ არ დაგვჭირდეს, ჩვენ შეგვიძლია სხვა ქალაქების გამოცდილება გავიზიაროთ და არც ამ მხრივ გვიწევს შორს წასვლა. თბილისის მერიამ, იანვრის ბოლოს, დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი წარუდგინა. ისუზუს ახალი მოდელი, Novociti Life გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილი; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსები აღჭურვილია WIFI მოდემით, რაც, ვფიქრობ, თანამედროვე ქალაქისთვის, განსაკუთრებით, ტურისტულად უმნიშვნელოვანესი ქალაქისთვის აუცილებელი მოცემულობაა; ავტობუსებს აქვს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, USB-დამტენები, გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები. ზომით 8 მეტრია და რაც მთავარია, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსია (ნაკლებად აბინძურებს გარემოს). მუშაობს დიზელზე. მაქსიმალური სიჩქარე - 140 კმ/სთ-ში.

Qwelly, ავტობუსი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, ტრანსპორტი

      მთავარი დეტალი მაინც მისი ღირებულებაა და არც ეს ფაქტორია განსაკუთრებით საშიში - როდესაც თბილისის მერიამ მათი ყიდვა გადაწყვიტა, პროექტში 220 ავტობუსი იყო გაწერილი (სხვადასხვა ზომის) და ამ პროექტის მთლიანი ღირებულება 220 მლნ დოლარია (agenda.ge-ს მიხედვით). ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული ავტობუსის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში მერყეობს - 350_დან - 400 ათას ლარამდე ფარგლებში.

Qwelly, ავტობუსი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, ტრანსპორტი

რა უნდა გაკეთდეს?

      ის ფაქტი, რომ აღწერილი ავტობუსი კომფორტულია, მოქნილია, სწრაფია, თანამედროვეა და ა.შ. ვფიქრობ, აღარ საჭიროებს დამატებით წერას. თუ ვინმეს უმგზავრია თბილისში, მწვანე ავტობუსებით, ყოველივე დაწერილზე დამეთანხმება. ამასთანავე, ნარეკვავი-დიდუბის მანძილი დაფარვას ავტობუსი მაქსიმუმ 30-35 წუთს მოანდომებს.

      ახლა ცოტა უფრო დეტალურად შევთავაზოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მიიღოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

      ქალაქის მერიაში უნდა შეიქმნას (თუკი აქამდე არ არსებობს) სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა-მონიტორინგს (3 ადამიანი ამ სამსახურისთვის სრულიად საკმარისია).

      ქალაქის მერიამ უნდა შეიძინოს და საკუთარ ბალანსზე ამუშაოს აღნიშნული მარკის და მოდელის 8 ავტობუსი (რაოდენობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ამას განრიგში დეტალურად გაჩვენებთ). ავტობუსების მაქსიმალური ჯამური ღირებულება იქნება - 3 200 000 ლარი.

      უნდა შეიცვალოს გადახდის წესი და გადახდა მოხდეს არა მძღოლთან ან მოლარესთან, არამედ სპეციალური სამგზავრო ბარათებით უშუალოდ ავტობუსში (პრაქტიკა თბილისის ავტობუსებიდან შეგვიძლია ავიღოთ). ამ მოდელით, თანხის განკარგვა ბევრად ადვილი გახდება სახელმწიფოსთვის და ამასთანავე, ბიუჯეტშიც უფრო მეტი თანხა აისახება, ვიდრე ამას ზემოხსენებული ორი კომპანიისგან ღებულობს ქალაქ მცხეთის ბიუჯეტი (დიდუბის სალაროდან, სავარაუდოდ, მცხეთის ბიუჯეტი არც არაფერს ღებულობს). ესეც არ იყოს, მძღოლები გათავისუფლდებიან იმ საშინელი ხვედრისგან, რაც გულისხმობს თითოეული მგზავრისთვის თანხის გამორთმევას.

უმნიშვნელოვანესი საკითხი: მგზავრობის ღირებულება

      • ღირებულება მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ წინასწარი გადახდის სისტემით.

      • თითოეული მოქალაქე, ინდივიდუალურად ყიდულობს ბარათს, რომლის ერთჯერადი, წლიური ღირებულება იქნება 5 ლარი.

      • თითოეული მოქალაქე, სპეციალურად მისთვის გახსნილ სამგზავრო ანგარიშზე რიცხვას მინიმუმ 7 ლარის ოდენობით თანხას და ამ შვიდი ლარით, მოძრაობს 7 დღის განმავლობაში უფასოდ!

      • რამდენ ლარსაც ჩარიცხავს მოქალაქე ბარათზე, ჩარიცხვიდან იმდენი დღის განმავლობაში ისარგებლებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ.

      • ყოველი ჩარიცხვისას, მიიღებს sms შეტყობინებას, დარჩენილი უფასო დღეების შესახებ. ვადის ამოწურვის წინა დღეს, ასევე მიიღებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას.

      • მოქალაქე, რომელიც 7 დღის პერიოდში, კიდევ შეავსებს ბალანს, მაგ. 10 ლარით, მას უფასოდ მგზავრობის 10 დღე დაემატება, 7 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

      • ბარათი ინდივიდუალურია და თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ბარათი უნდა შეიძინოს. ორ ბითელს ერთი ბარათით ვერ აიღებთ. განმეორებით გამოყენება მოხდება, მხოლოდ 35 წუთის შემდეგ.

      • მოკლედ, მგზავრობის საშუალო ღირებულება იქნება დღეში - 1 ლარი. ხოლო ბარათის გარეშე, ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება იქნება 1.50 ლარი (გადახდა ნაღდი ფულით ან საბანკო ბარათებით).

      ავტობუსების იმოძრავებენ 15 წუთიანი ინტერვალით 07:00-დან, 23:00-მდე. აღნიშნული ინტერვალი, დილის საათებში საკმარისი არ არის მარშრუტკების, მაგრამ ავტობუსებისთვის, რომლებშიც 50 ადამიანი უპრობლემოდ თავსდება, ეს ინტერვალი შეფერხებას არ შექმნის მგზართა გადაყვანისას. მანძილის დაფარვას, ერთი ავტობუსი საშუალოდ 30-35 წუთს მოანდომებს, ამიტომ უპრობლემოდ შეენაცვლებიან ავტობუსები ერთმანეთს.

      დასაქმებულები:

      8 ავტობუსს ესაჭიროება 16 მძღოლი, 10 კონტროლიორი და ის 3 ადამიანი მერიაში შექმნილ სამსახურში.

      მძღოლები იმუშავებენ ნახევარგანაკვეთზე, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მძიმე და შრომატევადია, პასუხისმგებლობა კი უზარმაზარი. ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ, მათი გადაღლის ფაქტორი და არ ვამუშაოთ დღეში 16 საათის განმავლობაში. 

      კონტროლიორები კი სტანდარტული სამუშაო გრაფიკით იმუშავებენ.

      დავთვალოთ ფინანსები:

      • 2500 მგზავრი საშუალოდ თვეში დახარჯავს 70 000 ლარს (2500 * 28)

      • მძღოლების ხელფასი განისაზღვროს - 1800 ლარით;

      • კონტროლიორების - 650 ლარით;

      • 3 პასუხისმგებელი პირი მერიაში - 1300 ლარით.

      • საწვავის ღირებულება - ერთ ავტობუსზე აქაც 70 ლარი ვიანგარიშოთ. ავტობუსები ენერგოეფექტურები არიან ამიტომ მათი დანახარჯი მარშრუტკების დანახარჯს არ აღემატება.

      დავაჯამოთ:

      70 000 - (16 * 1800) - (10 * 650) - (3 * 1300) - (8 * 70 * 28) = 15 120 ლარი.

      ბიზნეს გათვლებით, აღნიშნული მოდელი მაინცდამაინც მომგებიანი არ არის, რადგან ავტობუსებს საწვავის გარდა, სხვა მომსახურებებიც სჭირდება. ამიტომ, სესხის აღება ბიზნესისთვის, რომელშიც თვიური მოგება, 1000 ლარს არ აღემატება, არ ღირს.

      მაგრამ სახელმწიფოსთვის, მუნიციპალიტეტის მერიისთვის, რომლის მთავარი საზრუნავი მოსახლეობაა - ბიზნეს მოგებები მეორე ხარისხოვანია. მერია, აღნიშნული პროექტით ფულს აბანდებს მოსახლეობისთვის კარგი ტრანსპორტის შეთავაზებაში და სანაცვლოდ ღებულობს მცირე მოგებას, ბიუჯეტში შესულ აღრიცხულ თანხებს და რაც მთავარია მადლიერ მცხეთელებს.

      ვინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვყოფილვარ და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეით ანგაჟირებული, ვისაც ჩემი სტატიები ადრეც წაუკითხავს, დამეთანხმება იმაშიც, რომ არ მჩვევია მიკერძოება, ვისამე დაუმსახურებელი ან ხელაღებით გაკიცხვა. არც მთავრობის და არც ოპოზიციის მეხოტბეობაა ჩემი საქმე. არც ეს სტატია წარმოადგენს ვისამე კრიტიკას ან რაიმეს მიღების მოლოდინს. (თუმცა მცხეთის მარშრუტკების კრიტიკა მრავლადაა ჩემს ბლოგში ☺)

      სტატიის იდეაა პროექტის შეთავაზება, ან შეიძლება, პროექტის იდეის შეთავაზებაც დავარქვათ. შესასრულებლად კი საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება.

P.S. თუ მცხეთელებს წაკითხვა და გაზიარება არ დაეზარებათ, იქნებ მცხეთის მუნიციპალიტეტსაც არ დაეზაროს შესრულება. ☺ 

ნახვა: 8158

ტეგები: Qwelly, ავტობუსი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, ტრანსპორტი

ლაშა: მარტი 12, 2021||5:41pm

არჩევნების წელია, იქნებ წელს მაინც, ჰამ? ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters