პარლამენტი საზაფხულო არდადეგებზე პრემიერის ანგარიშით წავიდა

      დღეს მინდოდა პოზიტიური qwellynews დამეწერა, კარგი ამბებით მაგრამ რეალობა ცოტა გულსატკენია, თუმცა არა ყველა რეალობა. მაგალითად, დღის მთავარი ამბავი, რომელიც ამ წუთებშიც კი ყველა ტელევიზიის მეინსტრიმს იკავებს, პრემიერის წლიური ანგარიში და პარლამენტის ბოლო სესია იყო. პრემიერის საქართველოში მართლაც ყველაფერი იდეალურად არის. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 30 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      პარლამენტი არდადეგების წინ, გამოსაშვები დღე - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ახალი წესითა და პროცედურით ჩატარდა. სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა.

      პრემიერის წლიური ანგარიში - პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი - ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური - ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება - მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს - უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას. პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის დაფინანსებით წელს დაიწყება - სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა. უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს - 17.3%-ს მიაღწია, აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე - 15.6%-მდე ჩამოვიდა. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, 70 000-ით გაიზარდა და 1 271 000 შეადგინა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა. რეკორდულ მაჩვენებელს - 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ. ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს შეხვედრებისას ვარწმუნებ, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს ევროკავშირის მხრიდან მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება. უპასუხისმგებლო „ომის პარტიას“ უნდოდა, როგორც ერთხელ გაანადგურა ქვეყანა, ისე გაენადგურებინა მეორედ - პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს არის რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელი პოლიტიკა. უპასუხისმგებლო „ომის პარტიას“ უნდოდა, როგორც ერთხელ გაანადგურა ქვეყანა, ისე გაენადგურებინა მეორედ - პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს არის რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელი პოლიტიკა. თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად, რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია“ - მათ არ სურს, ქვეყანამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 2022 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა - უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 112%-ით არის გაზრდილი. წარმატებული პროგრამის - „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე გაშენებული არის 20 ათას ჰექტარზე მეტი თანამედროვე ბაღი, მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მომავალ წელს მოსახლეობის თითქმის 93% გაზიფიცირებული იქნება. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან - ველით, რომ ეს იქნება ისტორიული პროექტი. მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაზე - შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი. წარმოიდგინეთ, რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ, მათი სატელიტი, ბატონი ზურა - გირჩი, პირდაპირ ჩართულია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში, 10 000-ზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს. 2012 წლის შემდეგ, დევნილებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გავაათმაგეთ, დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადავეცით 32 000-მდე დევნილ ოჯახს, აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ. წარმოებდა კამპანია, რომ ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა და გაცოცხლდა - მილიონობით დოლარი დაიხარჯა, რომ შელახულიყო ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია - გამაგებინეთ, რა ჰქვია ამას თუ არა ღალატი? უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, პაკეტს, რომელიც იქნება მიმართული დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე და ზოგადად, ოჯახების გაძლიერებაზე. წელს 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა. ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად შევიმუშავეთ პროექტი, რომლითაც, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ყველა ბავშვი საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს. დღეისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული არის მოსახლეობის 95%-მდე - პროგრამის დაწყებიდან, 3 მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა და ამაში ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 7 მილიარდი ლარი. კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვია, მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითაც ავტომობილების იმპორტი დარეგულირდება. ღარიბაშვილი მთის კანონზე - შარშან ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან სულ 509 მილიონი ლარია დახარჯული. ისტორიული გადაწყვეტილება იყო ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს სტატუსი არ მიეცა და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად. დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურებაა, 2012 წლამდე მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება. მედიკამენტების ფასები შემცირებული არის 60-დან 80%-მდე, წლის ჭრილში, მოსახლეობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა შარშან და ეს ყოველ წელს მოიმატებს, ეს ეკონომია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ნახავს. ჩვენ ვთქვით საჯაროდ და ღიად თავიდანვე, რომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ხელფასები ჯარში და პოლიციაში 30-40%-ით არის გაზრდილი ბოლო ორ წელიწადში, იანვარში კიდევ 10%-ით გაიზრდება. პატიმრების რაოდენობა თითქმის 9 000-მდეა შემცირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 25 000 და 27 000 იყო - 20 კვადრატულში 20 და 30 პატიმარი ჰყავდათ გამომწყვდეული, აი, ამ ჰუმანურ, პროევროპულ ძალებს. 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც არ მიუღია წარმოებაში, 2012-მდე საშინელება ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი. ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით - ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი ვიზიტი მქონდა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. მივყვებით ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ქვეყნის გაერთიანების ჩვენს მიერ არჩეულ კურსს - ქვეყნის გაერთიანება არის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი. ჩვენი სურვილია, 2024 წლის გვქონდეს ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების პასპორტი, არსებული უკვე მოძველებულია. მჯერა, რომ ჩვენ ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში - ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი მხარს გვიჭერს, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, ყველას შევთავაზებთ ბევრ სიურპრიზს, მათ შორის, 2024-შიც - საქართველო უნდა გახდეს მუდმივად საერთაშორისო დონის სპორტის, კულტურის ღონისძიებების, შეკრების ადგილი. ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს. მინდა გავახსენო ჩვენ ხალხს, ვინ ესაუბრება ევროპულ სტანდარტებზე, სასამართლოზე, ადამიანის უფლებებზე, ვინ და სისტემა, რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ბიზნესს, სახლებს ართმევდა და ოჯახებს ანადგურებდა. ჩემი ინიციატივით, ჩვენ, შარშან, დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით, 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაციას. მსოფლიოში მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მე-17 ადგილზეა, ამ ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს. მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვიმეტებდით ჩვენს ახალგაზრდებს, ეს დასრულდება, წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში. შემატყობინეს, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ - საწყენია, რომ კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდა. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები - 1300 შემთხვევა გამოვუვლინეთ, ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით შეგნებულად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. მინისტრ აზარაშვილს აქვს ხედვა, 2025 წლიდან დაიწყება ავტორიზაციის პროცესი - ყველა კლინიკა, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს, ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას. საზოგადოებამ მოისმინა სანქციების კოორდინატორების შეფასებები, მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს - ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია, ნულია - ყველა გონიერი ხელისუფალი მოიქცეოდა ასე - გამოიჩენდა მოთმინებას, რომ ქვეყნისთვის მორიგი ომი აერიდებინა. შობადობის კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს, პრობლემებია მეგობრებო - ამიტომ თამარ კორძაია იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ, არამედ დააინიციროს პროგრამა: „მინიმუმ, 4 შვილი“. თუ უცხოეთის მოქალაქეს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს - მორალურად მიმაჩნია, რომ მისასალმებელი არ არის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, არ ვიცით ვინ არიან და ეს ბავშვები სად მიჰყავთ. ცალკეული წევრების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებები და გამონათქვამები ძალიან სამწუხაროა და ხშირად რეაგირება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ნული იყო 2012 წელს, ხვალიდან თითო ბავშვზე დახმარება 200 ლარი გახდება. საუბარი იყო, თითქოს აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს. გამოიყენეს ახალგაზრდები, ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები“ - ჩვენ „ჩათები“ გავხსენით, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე უკანონო საქმიანობას ეხება - წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება. ნატო ჩხეიძე პრემიერს - თუ მომავალზე ზრუნვა და წახალისება გინდათ, გეტყვით რა გააკეთოთ - ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება გამოყოს. მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ევროპაშიც და სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება იცით, კატასტროფაა - ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა - შეიძლება, საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს.

      შე-პასუხება პრემიერს - მიხეილ სარჯველაძე - ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც პრემიერის ანგარიში მოიცავს - ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის რეალური პროგრესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გააჩინოს. სალომე სამადაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხებს არ ველოდებით - რუსულ ხელისუფლებას პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა. რომან გოცირიძე - პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე - მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს. იაგო ხვიჩია - იმ კანონების გაუქმებას ვითხოვთ, რომელიც გენდერულ იდენტობას აღიარებს და პრემიერს ვთხოვთ მხარდაჭერას - გვინდა, ხალხმა იცოდეს, ვინ არის ნამდვილი „ლგბტ პროპაგანდისტი“, თუ ეს კანონები ძალაში დარჩება. თინა ბოკუჩავა პრემიერს - მოღალატე ხართ, რასაც ამბობთ, ეს არის ქვეყნის ღალატი. თემურ ჯანაშია პრემიერს - უკვე, მეორედ გისვამთ შეკითხვას - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებებს სდსს-თვის თანხის გამოყოფის თაობაზე, „გრიფს“ რატომ არ ხსნით? ალეკო ელისაშვილი პრემიერს - ბატონმა რიჟვაძემ რომ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო და ყველას - მებრძოლებსა და დაღუპულებს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? ან თვითონ ერთი ბოდიში როგორ ვერ ამოღერღა? ფრიდონ ინჯია - იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ, ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! - ამას თქვენ უწყობთ ხელს, რადგან არ არის კანონი. თინა ბოკუჩავა - დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ართმევს. ხატია დეკანოიძე პრემიერს - თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს „რუსულ კანონის“ გაპროტესტებისთვის სატანისტებს უწოდებდით, მაინტერესებს, ყველა, ვინც დასავლეთში განათლების მისაღებად მიდის სატანისტია? - დღეს თქვენ თავსაც გადააჭარბეთ. პაატა მანჯგალაძე პრემიერს - ატერორებთ მოსახლეობას, ვითომ თქვენ მოიტანეთ მშვიდობა - სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს და ამას აკარგვინებთ. რომან გოცირიძე პრემიერს - თქვენი ანგარიში წინასწარ გამომიგზავნეს და წავიკითხე, ეს მთლიანად სიცრუესა და მანიპულაციაზეა აგებული - ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით. არმაზ ახვლედიანი - ბატონო პრემიერო, ძალიან მინდოდა, ტრიბუნასთან რომ დადექით, მაგალითი გეჩვენებინათ, როგორ შეიძლება ამ წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გამოინახოს კომპრომისები, თუნდაც როგორც თქვენ ამბობთ, ასეთ ოპოზიციასთან. ანა წითლიძე - ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ირაკლის ერთადერთი ფუნქციაა, თავისი სულელური განცხადებებით ირაკლი კობახიძე გადაფაროს - ეს იმისთვის, რომ პრემიერობის პოსტი არ დაკარგოს. ხათუნა სამნიძე პრემიერს - მე მინდა დავიწყო თქვენი ძალიან სამარცხვინო რეპლიკით, როცა თქვით, რომ „მოგვიქსევენ ქალბატონებს“ - ძალიან ცუდია თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას. გიორგი ბოტკოველი ირაკლი ღარიბაშვილს - როდესაც მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, თქვენს ხმაში შიშის ტემბრი ერევა - სწორედ ეს შიშია, ბევრ სისულელეს რაც გაკეთებინებთ. ქეთევან თურაზაშვილი - თქვენი ანგარიში ვარდისფერი სათვალით არის დაწერილი, ბატონო პრემიერო, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება. ხატია დეკანოიძე - არარაობებს გვეძახის პრემიერ-მინისტრი, ძალიან მაინტერესებს, რა დეპოლარიზაციაზე და 12 პუნქტის შესრულებაზეა საუბარი? - კოლეგებო, პროტესტი არ გიჩნდებათ, რადგან თქვენც მოგწონთ ეს. ანა ნაცვლიშვილი პრემიერს - სად არის კულტურის მინისტრი, რატომ დაიმალა? - იმიტომ ხომ არა, რომ მის გადადგომას ითხოვს ხელოვანთა და მეცნიერთა უზარმაზარი ჯარი? ნატო ჩხეიძე პრემიერს - თუ მომავალზე ზრუნვა და წახალისება გინდათ, გეტყვით რა გააკეთოთ - ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება გამოყოს. თამარ კორძაია პრემიერს - ჩემი თხოვნაა, დადგეთ სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და პარლამენტის ტრიბუნიდან თქვათ: „ადამიანს, რომელიც პრემიერს სიტყვით თავს დაესხმება - ეს არის სიტყვის თავისუფლება, რაც დაცული უნდა იყოს და არ გაეკაროს არცერთი პოლიციელი“. ხატია დეკანოიძე - ამ გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონი როინ მეტრეველი აკადემიკოსად აუცილებლად შერაცხავს. ხათუნა სამნიძე პრემიერს - თავად სწავლობდით საფრანგეთში, შვილს ამერიკაში აგზავნით - ჩვენი შვილების მომავლისთვის ქვეყანაში საბჭოთა კავშირი გინდათ, ეს არის ფარისევლობა. არმაზ ახვლედიანი პრემიერს - რატომ ვერ ახერხებთ, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო. ირაკლი ზარქუა არმაზ ახვლედიანს - ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა - ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ.

      პრემიერის პასუხები - თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა - სამარცხვინოდ შემოპარული, კონტეინერით შემოსული, არაჟანთან ერთად, სირცხვილია. ყველაზე ანტიევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ - სად ვიყავი 2012 წელს? - თქვენი ბინძური სისტემის დანგრევაში მივიღე მონაწილეობა, აი, სად ვიყავი. კეზერაშვილმა თავისი ნახევრად ჭკვიანური სქემებით მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა - ამ ფულით ფინანსდება მავნებლური ოპოზიცია. პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში - ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო, როგორ ბედავენ ესენი ამდენ ლაპარაკს? - „11 წელი გავიდაო“, ყოველ დღე შეგახსენებთ, მე არ დავიღალე და არავინ დაიღლება. 2030-მდე შევძლებთ ყველა ქალაქში შევიტანოთ პროგრესი, განვითარება, ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ, მუნიციპალიტეტებად ვაქციოთ ჩვენი რეგიონები და ეს არის გზა, გეგმა, რომელსაც მივყვებით თანმიმდევრულად. ბატონმა მერაბიშვილმა თქვა, რომ დაიწყებს ომს, ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? - საქართველოს გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად, ეს იყო თქვენი ბინძური, მზაკვრული გეგმა, რომელიც ჩაგივარდათ. მთავარი და ბოლო ჯოკერი გაითამაშეს თავიანთი განადგურებული ბელადის შემოგზავნით, ყველა გეგმა ჩაგეფუშათ. გოცირიძე ურცხვად იტყუებოდა - კაცი კუპონის შემოქმედი: გაიცანით - ბატონი რომან გოცირიძე. რომან გოცირიძეს - თქვენმა განადგურებულმა ბელადმა, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით - გესმით, რამხელა უბედურება და ტრაგედიაა? პრემიერ-მინისტრი ანა ნაცვლიშვილს - სიბინძურეს აკეთებთ, ბინძური ადამიანი ხართ. რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს, აქ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ - წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო. ქალბატონი წითლიძე განეიტრალებულია - წასული არიან საკუთარი პატარა ბელადის გადასარჩენად.

      პრემიერის „მცველები“ - პაატა მანჯგალაძის განცხადებას პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა - ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ზარქუამ მანჯგალაძეს „ფარჩაკი“ და „ტურა“ უწოდეს. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატები იძახდნენ, „გარეთ გავიდეთ, დავილაპარაკოთო“ - გამოსული ვარ, მზად ვარ და თუ უნდათ, დავილაპარაკოთ - არ ვაპირებთ ძალადობას, მაგრამ თავდაცვაზე უარს ვერ ვიტყვით. ალუდა ღუდუშაური - საერთაშორისო პარტნიორებმა იციან თუ არა, რომ ამ ვაჟბატონებმა, ქალბატონებმა და ცრუპენტელებმა რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობა არ მიიღეს?! - მეტიც, ღიად იძახიან, რომ თურმე ქვეყანა უნდა დაზიანდეს. ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მათ ბუნებრივია, აღიზიანებთ, როცა ის სახელი ერქმევათ, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ - ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან. არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს - ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას, ვერ გაიმარჯვებთ - გარეთ სირბილს სჯობს, შიგნით იაროთ და ხალხს შეხვდეთ. სოზარ სუბარი - მოლდოვამ, რომლის აგენტოკრატია დასავლეთის მიერ დემოკრატიის შუქურად არის გამოცხადებული, ოპოზიციური პარტია “შორი“ გააუქმა - რაკი ეს არის გზა ევროკავშირისკენ, გადაწყვეტილება მივიღოთ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არსებობა დაასრულოს. ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას - ტურებზე და ფარჩაკებზე უარესები ხართ - სად წავიდნენ ჟენია პრიგოჟინის პარტიის წევრები, სად დაიარებიან? ირაკლი კობახიძე - ფაქტია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე კასპში ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით გაექცა დებატებს - ხედავთ რა მდგომარეობაში არიან, თუმცა უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში.

      ძალადობები - მიშა მშვილდაძე - გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, გამოიკვეთა, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში - გვჭირდება ყველა კამერის ჩანაწერი, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ირაკლი კობახიძე - მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს - კაცი, რომელიც დედას იგინება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მერე ამაზე პასუხს იღებს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. ირაკლი ზარქუა - მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მით უმეტეს, როცა ჩემს "ხაბეს" ეხება, თუმცა ერთი კითხვა მაქვს: პრემიერი და მთელი მთავრობა პარლამენტშია, შენ რა გინდა კასპში, თუ მართლა "ქურქუმალა" არ ხარ? მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

      ამერიკის სტუმრობა - ირაკლი ზარქუა კელი დეგნანზე - სამწუხაროდ, მოქმედმა ელჩმა ვერ გაართვა თავი - ისე ამოწურა უფლებამოსილება, ვერ დაიკვეხნის.

      პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს.

      კონკურენციის ეროვნული სააგენტო - ევროკავშირის მხარემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა.

      საბა ბუაძე - კალაძე და მისი გუნდი აპირებს, მწვანე შუქი მისცეს ვაკეში მორიგ კატასტროფულ მშენებლობას.

      ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

      „საქსტატი" - მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - 16-მა პარტიამ ჯამურად 16.927.785 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 16.047.245 ლარის ხარჯი გაწია, რაც 2021 საარჩევნო წელთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია.

საზღვარგარეთულები:

      ვასილი ნებენზია - კიევის მთავრობის პროვოკაციული კომენტარები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით რეალური ავარიის განსახორციელებლად მზადების დასამალად კვამლის საბურველია. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების 13 საარტილერიო ქვედანაყოფი, დრონები და რაკეტები გაანადგურეს. დონალდ ტრამპი - პუტინი ჯერ კიდევ ძლიერია, თუმცა ის გარკვეულწილად დასუსტდა ბევრი ადამიანის გონებაში. კირილ ბუდანოვი - „ეფესბეს“ ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია დაევალა. ვალერი ზალუჟნი კონტრშეტევაზე - ეს შოუ არ არის, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული, უკრაინელები ათავისუფლებენ თავიან მიწას, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 74

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters