წვიმას წვიმა დაემატება და ხვალიდან კიდევ უფრო მეტი წყლიანი დღე გვექნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. ამასობაში თბილისში მოსკოვიდან გამოფრენილი პირველი თვითმფრინავი დაეშვა და რა თქმა უნდა აქციები და შეფასებები მის გარშემო მრავლად იყო. დღეს ქოლ-ცენტრების თემაც უნდა განხილულიყო, მაგრამ ამაოდ - არაფერიც არ გამოვიდა. პარლამენტში კიდევ შსს მინისტრს მარტის აქციებზე ესაუბრნენ და განათლების მინისტრს სკოლების ინფრასტრუქტურასა და კვებისზე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5340 ლარია.
ჯანმრთელობა - ჯანდაცვის მინისტრი - ჩუტყვავილას ვაქცინის შემოტანა პრობლემა არ არის, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამ ტიპის ვაქცინაციის დაწყებაზე რეკომენდაცია არ ყოფილა.
მიშანიუსი - პრემიერი - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური დაწესებულება და კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, არის სწორი - ამით დასრულდა ყველა ცილისწამება და ბრალდება. ზურაბ აზარაშვილი - არანაირი კითხვა არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის და ნებისმიერი სხვა უფლების დაცვის ნაწილში. თინა ბოკუჩავა - დღეს ყველაზე მწვავედ დგას სააკაშვილის გადარჩენის საკითხი, მას შემდეგ, რაც ამ საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებული გეგმები უნდა განვიხილოთ. კახა კალაძე - არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ-სვლები აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის სასჯელს.
ბოლოზარობა - ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. თორნიკე რიჟვაძე - ჩვენს ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი ეტაპის დასრულებას და ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას. შალვა პაპუაშვილი - ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას.
ფრენების ამბავი და პიონერი აზიმუტი - ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს. კელი დეგნანი - ვფიქრობ, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია - მათ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან არასწორად აკავშირებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას ეხება - თქვენ რომ 100 ევროდ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომია?! - არც ნატო-ს წევრი ქვეყანა ვართ არც ევროკავშირის, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ?! „არა რუსულ ფრენებს“ - ამ მოწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება. გიორგი ვაშაძე - მკაცრი პროტესტის, ერთიანობისა და ბრძოლის გარდა სხვა გზა არ რჩება და ამ ბრძოლას დიდი გამარჯვება მოჰყვება, რადგან რუსეთის მონები საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებენ. ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების პოზიცია, რომ ფრენების აღდგენა ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა, ჩრდილს აყენებს იმ ადამიანების ისტორიულ წვლილს, რომლებმაც თავის სიცოცხლე მიუძღვნეს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. სალომე სამადაშვილი - ახლა უკვე სანქცირებულ ავიახაზებსაც აძლევენ ფრენის ნებართვას - ხელისუფლება ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს და კანდიდატის სტატუსის მიღება კრახით დასრულდეს. გიგი გიგიაძე - საქართველო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, სულ უფრო სცილდება თავის ევროპელ პარტნიორებს და წინააღმდეგობაში მოდის სანქციებთან, რომელიც ევროპას რუსეთის წინააღმდეგ აქვს დაწესებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც რუსული თვითმფრინავი უნდა დაჯდეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ელენე ხოშტარია - დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა. ნიკოლოზ სამხარაძე - ელენე ხოშტარიამ ალბათ, ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს, შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. რუსეთიდან ჩამოსული მგზავრი - რუსეთი ოკუპანტი არ არის! - საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს. შალვა პაპუაშვილი - ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას. გიორგი გახარია - დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან შესრულდა პირდაპირი რეისი - პასუხისმგებლობა შეეხება ყველას და უპირველესად დამალულ ივანიშვილს. კახაბერ ლაბუჩიძე - თუ რუსეთიდან სახმელეთო გზით საზღვრის კვეთა შესაბამისი წესების დაცვით დაშვებულია, საჰაერო გზით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა არალოგიკურია. ლიეტუვის საგარეო უწყება - იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. სერგეი გავრილოვი - გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება. რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირი - ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც სატრანზიტო კერაა და საშუალებას იძლევა ფრენები ევროპაში განხორციელდეს. პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
მომავლის რკინიგზა - პრემიერი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენაზე - თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ.
აშშ-ში წასვლა - კელი დეგნანი - აშშ-ის ვიზას იღებს ყველა, ვინც გაივლის ყველა საჭირო ნაბიჯს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს.
ქოლცენტრი - პაატა მანჯგალაძე - თუ კომისია შეიქმნება, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის „ქოლ-ცენტრი“ გამომჟღავნდება, მათ შორის ისეთების, რომლებსაც საქართველოში ბევრი უძრავი ქონება აქვთ. პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობდა. ბექა ლილუაშვილი - „ქართულ ოცნებას“ თუ არაფერი აქვს დასამალი და “ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობენ, არ სურთ ნაძარცვი ფული გადამალონ, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. დავით მათიკაშვილი მიხეილ დაუშვილს - „ქოლ-ცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის შესაშური ცოდნა გამოავლინეთ, თვით BBC-ის მაღალპროფესიონალურ გამომძიებელ ჟურნალისტებსაც შეშურდებოდათ. მამუკა მდინარაძე მიხეილ დაუშვილს - თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო „ქოლ-ცენტრების“ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა. ალეკო ელისაშვილი „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე - დღისით, მზისით ჭავჭავაძეზე ოფისი რომ ფუნქციონირებდა, ეს სუს-მა როგორ არ იცოდა? - შევქმნათ კომისია და კითხვებს პასუხი გავცეთ. ბეჟან წაქაძე - წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა ჩაერთოს „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე კომისიის საქმიანობაში, როცა ნახევარი პარლამენტის ოპოზიცია ეჭვმიტანილია თავისი დამფინანსებლითა და თავისი ყველაფრით?! პაატა მანჯგალაძე - „ქოლ-ცენტრის“ „ჩადების“ სპეცოპერაცია ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ - თავისი „ქოლ-ცენტრი“ „ჩაგვიდო“ ჩვენ. ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - განცხადებები, თითქოს გამოძიება სწორად არ წარიმართება და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს, არის თქვენი მხრიდან იმის დადასტურება, რომ თავად გეშინიათ საგამოძიებო კომისიის შექმნის. ალუდა ღუდუშაური დაუშვილს - როგორ წარმოგიდგენიათ „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიაში ინტერესთა კონფლიქტი ვაშაძის, რომელიც ღიად არის მხილებული, კეზერაშვილი კი ამ რადიკალების დამფინანსებელია - ეს ხალხი სად მიდის?! გიორგი ვაშაძე - ძალიან მარტივია ტესტი, რომელიც დღეს ამ დარბაზში ყველამ უნდა ჩავაბაროთ - ღმერთმა და ხალხმა იცის, რომ ჩვენ „ქოლ-ცენტრების“ საქმეში დასამალი არაფერი გვაქვს. ისკო დასენი - არც მე, არც ჩემი შვილები და ოჯახის წევრები არ იცნობენ არავის, ვინც დაკავშირებული იყო ე.წ. ქოლ-ცენტრებთან - ჩემი პირადი ინტერესია, დადგინდეს ყველა, ვინც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში მონაწილეობდა. სალომე სამადაშვილი - მიზეზი, რატომაც უმრავლესობა გააფთრებულად იბრძვის, რათა საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას არის ის, რომ „ქოლ-ცენტრების“ არსებობა უჩა მამაცაშვილს, კახი კალაძეს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. ირაკლი კობახიძე მიხეილ დაუშვილს - ისე დეტალურად აღწერეთ „ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომ ველოდებოდი საცდელ ზარს გერმანელ პენსიონერთან - სავარაუდო დანაშაულის ჩადენა 2018 წელს დაიწყო, გამოდის, რომ თქვენმა ლიდერმაც იცოდა და ხელს აფარებდა. ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ამბობენ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ, ამ დროს ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს - პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ ევროკავშირს თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება უმძიმესი კრიმინალისთვის. მიხეილ დაუშვილი მამუკა მდინარაძეს - თუ საჭირო გახდა, რომ გახარია „ქოლ-ცენტრების“ საქმის საგამოძიებო კომისიაზე მოვიდეს, დარწმუნებული ვარ, მოვა და კითხვებს პასუხს გასცემს - თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე. ირაკლი კობახიძე - ამჟამად „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით ქართულ-ევროპული გამოძიება მიმდინარეობს - მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუ ვინმე ქართულ-ევროპულ კომისიას არ ენდობა. უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს, რის გამოც „ქოლ - ცენტრების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა. ანა ბუჩუკური - „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მომავალში ერთ-ერთი მტკიცებულება „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში.
განათლების უფროსი - პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა შედგა - ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ზოგიერთი სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის გამო, მოსწავლეების ალტერნატიულ სკოლაში ტრანსპორტირება სახელმწიფოს 13 მლნ ლარი უჯდება. თინა ბოკუჩავა - მაინტერესებს, აქ მსხდომი უმრავლესობის წევრების შვილები თუ დადიან საჯარო სკოლებში? გიორგი ამილახვარი - უფასო კვების დანერგვა დაკავშირებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის მოგვარებასთან. ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში - სიამოვნებით მოგისმენთ.
„საქსტატი“ - 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 962.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.6%-ით მეტია. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 21.9%-ით გაიზარდა და 6 493.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 53.5%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 393 გემი შემოვიდა - ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 1.2 ათას მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით შემცირდა და 18% შეადგინა - უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია. 2023 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ 472.3 ათასი მგზავრია გადაყვანილი.
საზღვარგარეთულები:
უკრაინაში ომია - ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ყველას გსურს ამ ომის დასრულება - სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც აგრესორსა და მსხვერპლს ერთმანეთთან ათანაბრებს, უარყოფილი უნდა იქნას. „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე - ისინი ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დაიყოს ათეულობით მცირე სახელმწიფოდ, რათა შემდეგ დაემორჩილოს მათ ნებას - უჭკუოებს არ ესმით, რომ მრავალეროვნება რუსეთს აძლიერებს. რუსეთის შსს-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნა გამოაცხადა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 26, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Thermal interface materials are integral to any thought of thermal administration answers. They not just make improvements to dependability and longevity of factors without any sacrifice in general performance, and also lessen thermal administration costs Over-all by making elements simpler to awesome. In more compact marketplaces together with, around the one particular hand, organization customers in search of to Enhance the performance and longevity of higher-functionality…
გამოაქვეყნა Ekaterine_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
1 Like
ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 8:21pm
0 კომენტარი
3 მოწონება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2023.
საათი: 8:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
We a short while ago carried out a survey of our Facebook followers to understand what the preferred aftermarket bike modifications are, and we had been delighted to acquire perfectly over 500 responses.
The final results are in, and so they make for fascinating reading.
Allow me to share the best 10 motorcycle mods, as voted for by you:
Aftermarket exhaust - 25%
Tail tidy - fourteen%
Crash bobbins - twelve%
Clutch/brake…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია