და აი ისიც, ოპოზიცია გამოჩნდა პარლამენტში. მართალია მხოლოდ 4 დეპუტატით, რომელიც იძახის არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ დასაწყისისთვის 4 დეპუტატი ცოტა არ არის. ოთხივე პატრიოტთა ალიანსიდან არის. დღის მთავარი თემა, სწორედ ოპოზიციის ამბები იყო. მეორე მთავარი თემა კორონა და ამნისტიის კანონი. რაც შეეხება კოვიდ ამბებს - პირველი შემთხვევიდან დღემდე - 232079, ბოლო 24 საათში - 2316; გამოჯანმრთელებული - 222787, ბოლო 24 საათში - 382; გარდაცვლილი - 2646, ბოლო 24 საათში - 18; კარანტინის რეჟიმში - 377. დოლარის ფასი ლარში - 3.3074

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 511 ტესტი ჩატარდა. 18 ადამიანი გარდაიცვალა. ვახტანგ კალოიანი - დაბალია რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ის ადამიანები დაინფიცირდნენ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ. თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2900 თავისუფალი საწოლია. ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო - ამ ეტაპისთვის მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ეს შტამი მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდებს. 2 კვირაში გამოვლინდება, გამოიწვია თუ არა რეგულაციების შერბილებამ ინფიცირების ზრდა და ამაზეა დამოკიდებული, შერბილდება თუ არა რეგულაციები 16 იანვრიდან. შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, რაც რისკის მატარებელია - მოვუწოდებთ მოსახლეობას, სტუმრიანობასაც მოვერიდოთ! შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შემთხვევების მატებას ხელს შეუწყობს - თუ 1000-ს ქვემოთ ჩამოვალთ, ეს ნიშნავს, რომ პიკური მაჩვენებელი გადავიარეთ. ივანე ჩხაიძე - დღეისთვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული - ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს. პაატა იმნაძე - კორონავირუსის ძველი და ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება არ არის. პაატა იმნაძე - ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან - რეალურ სურათს შემდეგი დღეები გვაჩვენებს.

      პატრიოტი ოპოზიციონერები პარლამენტში - გია ხუხაშვილი - უპარტიო ბიზნესმენები ვერ გახდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები პარლამენტში - ამ ბიზნესმენებმა გააკეთეს პოლიტიკაში ინვესტიცია და თვლიან, რომ საპარლამენტო სავარძელი იყიდეს. ირაკლი ქადაგიშვილი - ვხედავთ, ყველა ოპოზიციურ პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკოსები - „ქართულ ოცნებას“ არ სურს, „ცეცხლზე ნავთი დაასხას“. პარლამენტში შემოსული ადამიანი არის პარლამენტის წევრი, თითოეული პარტია თავის წევრს როგორ დახასიათებას მისცემს, ეს მათი საქმეა. რამაზ საყვარელიძე - პარლამენტში არშესვლას შედეგი უნდა ჰქონდეს, ოპოზიციის ბოიკოტი კი უშედეგო ჩანს - პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ შესვლის პროცესს გაგრძელება ექნება. სოზარ სუბარი - არაერთი პარტია აპირებს შემოსვლას და კიდევ მეტს აქვს სურვილი, უბრალოდ ვერ ბედავენ - თუ გადალახავენ შიშს და დაუსხლტებიან „ბულინგს“, მათთვის იქნება უკეთესი. „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს წარსული და ისტორიაა, რაც მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი. პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო. ფრიდონ ინჯია - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა - ის, ვისაც მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს. სერგო ჩიხლაძე იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთკომპრომისების გზით შეთანხმება შედგება. დავით ზილფიმიანი - რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი?! - მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. დავით ზილფიმიანი - პარლამენტში საქმის ჩაწყობით არ შემოვსულვარ. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში. ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს. გელა მიქაძე - პარლამენტში შევედი არა როგორც „ნაცისტურ რაიხსტაგში“, „ვიშისტურ მთავრობაში“ ან აღა-მაჰმად-ხანის რაზმში, არამედ შევედი, როგორც საქართველოს მოქალაქე და ვაღიარებ, რომ იყო გაყალბებული არჩევნები. ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში. მამუკა მდინარაძე - მრავალპარტიულობის იმედი გვაქვს, მგონია, ამ „ბულინგსაც“ გაუძლებენ, რომ რადიკალური და ქაოსის მოსურნე ოპოზიციის ნარატივიდან გამოვიდნენ. ეკა ბესელია პარლამენტში შესვლაზე - არ შეიძლება პოლიტიკური აქსესუარი აღმოჩნდე კობახიძის ხელში. ირმა ინაშვილი - კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება.

      პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლოვანი ამბები - ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს. ბოლო 24 საათში, მეხანძრე-მაშველებმა ქვეყნის მასშტაბით ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს. სუს-ის ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გაწევის შესახებ მზადყოფნა გადაეცა.

      ამინისტიის გაფართოება - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სოზარ სუბარის განცხადებით, ამნისტიის აქტი დაახლოებით 1000 ადამიანს შეეხება. მამუკა მდინარაძე - გათავისუფლებულ პირებზე გაცილებით დიდი რიცხვი იქნება ვისაც ამნისტია შეეხება - საპატიმროს ვერ დატოვებს, მაგრამ სასჯელი შეუმცირდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მოქმედება, შესაძლოა, გავრცელდეს იმ პატიმრებზეც, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს. ეკა ბესელია - კონფიდენციალურად მიდის მუხლების დამუშავება - ამნისტია კარგი ჟესტია, ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გინდა რომ პირი ჩამოიბანო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ რაღაც ფუღუროა. მიხეილ სარჯველაძე - საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ამნისტია შეეხება, 30-ზე მეტი მუხლი დაემატა, რომელიც პირველად რედაქციაში არ იყო შესული. ანრი ოხანაშვილი - იარაღის ტარებასთან დაკავშირებული მუხლის ამნისტირება აჩენს რისკს, რომ ბრუნვაში უკანონო იარაღი გაჩნდეს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ნიუ-იორკში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. სომხეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 11 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 944 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 180 477 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 903 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 24 246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 518 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა. გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობით საფრანგეთს გაუსწრო. ისრაელმა Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 პაციენტი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 38

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2021

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 2, 2021.
საათი: 1:50pm 0 კომენტარი

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,

ეპისტოლე, პატრიარქის ეპისტოლე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, სააღდგომო ეპისტოლე 2021,Qwelly, ბლოგი, qwellynews

ქრისტე…

გაგრძელება

ვნებული და გამარჯვებული

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2021.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…

გაგრძელება

ჯარის იუბილე და კანონებით ჯახი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2021.
საათი: 11:31pm 0 კომენტარი

      წინასააღდგომო ბოლო #qwellynews კვლავ საპარლამენტო კინკლაობას მიეძღვნება. კანონებით ომი დაიწყო პარლამენტში და მთავარმა გუნდმა კვლავ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც კრიტიკის და აშშ-ს საელჩოს შეშფოთების მიზეზიც გახდა. დღეს ასევე იუბილარია ქართული ჯარი და ის უკვე 30 წელს ითვლის. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 308834, ბოლო დღე-ღამეში - 1433, გამოჯანმრთელებული - 289976, ბოლო დღე-ღამეში - 1160,…

გაგრძელება

ამნისტიის კანონი და ჯანდაცვის საათი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღესაც ამნისტია აერთიანებდა ოპოზიციასა და პოზიციას და იგივე ამნისტია აპრობლემებდა ყველაფერს. ასევე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის საათი გამოვიდა პარლამენტში და მას უსმენდნენ. - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 307401, ბოლო დღე-ღამეში - 1551, გამოჯანმრთელებული - 288816, ბოლო დღე-ღამეში - 878, გარდაცვლილი - 4077, ბოლო დღე-ღამეში - 17; კარანტინის რეჟიმში - 221. სულ აცრილია - 41801, დღიურად აცრილია - 1706. დოლარის ფასი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters