თბილისური პარლამენტი, ბელგიაში შეკრებილი მიშისტები, სლოვაკური სტუმრობა, მოსამართლეობა და სკოლის ომბუდსმენი

      თბილი თებერვლის გაგრძელებად ის წინასწარმეტყველებაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მიხედვითაც თებერვლის შუა რიცხვამდე, ანუ მთელი კვირა უნალექე და მზიანი ამინდი გველის. იქამდე კი ახალი კვირა დაიწყო კვირის ამბებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ისევ დაისაკუთრა და ამჯერად, ბელგიაში მოაწყო მომხრეებთან შეკრება. თბილისში კი ამ განხილვების გარდა, დღეს მოსამართლეების თემა, სკოლები და ომბუდსმენი, ასევე, სლოვაკი სტუმრის განცხადებები ისმოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 თებერვალი, 2019/

      ბელგიური შეხვედრა მესამე პრეზიდენტთან - ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრა მოაწყო, ინციდენტი მოხდა. მიხეილ სააკაშვილი - ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს. თემურ შაშიაშვილს ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზი დაატოვებინეს. მიხეილ სააკაშვილი - დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ. სანდრა რულოვსი - ხელისუფლებას მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმის. ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილი ილუზიაშია, ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან. ირაკლი კობახიძე - რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება, ჩვენც დავეხმარებით. სერგი კაპანაძე - რაც ლიეჟში მოხდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო - გაუგონარია, ასეთი აგონია. თემურ შაშიაშვილი - ლიეჟში, სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც იყვნენ - ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რაღაც საოცრება. სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ლიეჟში ვიხილეთ. მიხეილ სააკაშვილი - ლიეჟში გამოჩნდა, რომ ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტუალური ხალხი, ხოლო მეორე მხარეს სრული კატასტროფა. გია ნოდია - სააკაშვილის აქტივობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას არ შეუძლია ამ ეტაპზე სტრატეგიული მოთმინების პოზიცია დაიკავოს, მას სჭირდება, მოლოდინი გაუჩინოს თავის მომხრეებს.

      ქუთაისი საკონფერენციოდ - სალომე ზურაბიშვილი - კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს.

      მკვლელობა რუსთავში - არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული - ბიძამისი - გუშინ ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, რადგან ადგილი არ ჰქონდათ, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარი მოსთხოვეს. ნარკოლოგიურის გენდირექტორი - ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება და უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე. ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დავით სერგეენკო 13 წლის ბიჭის მკვლელობაზე - ყველასთან მექნება სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს. ახლობლის ინფორმაციით, ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღენიშნებოდა ჰალუცინაცია და არაადეკვატური იყო.

      ლიპარტელიანი პარიზული ოქრო - ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

      სლოვაკი სტუმარი - საქართველოს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი სტუმრობს. ეუთო-ს თავმჯდომარე - საქართველოში ჩემი ვიზიტის პირველი გაჩერება ადმინისტრაციული საზღვარი იყო, რათა ჩემი თვალით მენახა არსებული სიტუაცია. დავით ზალკალიანი - მივესალმებით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პრიორიტეტს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. გიგი წერეთელი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა. მიროსლავ ლაიჩაკი - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მტკიცეა, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში. პრემიერის პრესსამსახური - მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ბიზნესის წახალისების რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს.

      მოსამართლეთა პროექტი პარლამენტს - მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე უვადოდ 146 მოსამართლეა დანიშნული. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა საქალაქო სასამართლოში გაიმართა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების ინიციატივაზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძე 9 დეპუტატის წარდგენილ კანონპროექტზე - თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ სასამართლოს ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება, რთული იქნება მისი მხარდაჭერა. გიორგი მიქაუტაძე - პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს სურს გავლენა ჰქონდეს სასამართლო სისტემაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი 9 დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ფარსს უწოდებს. ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა გადაწყვიტეს, მორიგი შოუ მოაწყონ. სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი უსაფუძვლოა და კონსტიტუციურ ნორმას ეწინაააღმდეგება. თამარ ალანია - საზოგადოება ვერ მიიღებს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, თუ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან. ვანო ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში მის გავლენებზე - ეს ბრალდება არის აბსურდული და ყველანაირ საფუძველს მოკლებული. ვანო ზარდიაშვილი - არ ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებული ვარ. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი ანა დოლიძეს - თუ შეგიძლიათ რომელიმე მოსამართლეს უთხრათ, აქ კი არა, ციხეში უნდა იყოთო. სალომე სამადაშვილი - მოსამართლეების თემა უმრავლესობის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფების მიერ გამოიყენება საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად. მოსამართლე შოთა გეწაძე ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საპარლამენტო მდივანი უნდა ჰყავდეს. ნინო ლომჯარია მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე - უნდა შეიქმნას ისეთი ფორმატი, რომელსაც ნდობა ექნება. გიორგი მიქაუტაძე - მე კომუნიკაცია უნდა მქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრთან და ამას ასეც გავაგრძელებ. ვანო ზარდიაშვილი - იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ უნდა განმარტოს, რატომ მოახდინა ისეთი პროექტის ინიცირება, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ლევან კობერიძე - მიკვირს, რატომ მისცა ვანო ზარდიაშვილმა მსგავსი ტიპის შეფასების უფლება თავს.

      პარლამენტის ამბები - პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიქმნება. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და უფლების გარეშე სარგებლობა ფინანსური სანქციის დაკისრებას გამოიწვევს. პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ხდება. ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური რგოლი.

      ჭიქის ქარიშხალი - ირაკლი კობახიძე გუნდში დაპირისპირებაზე - ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარი „ქარიშხალია ჭიქაში“, არაფერი ცუდი არ ხდება, პირიქით, ყველაფერი კარგად წარიმართება. გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს.

      ფანტაზიორი იუთუბერი - ფარული ჩანაწერების Youtube-ზე ატვირთვაში ბრალდებულ დიმიტრი ანდრეევის ძმა - ჩემი ძმა ფანტაზიორია, თან ქართულად ასე გამართულად თვითონ ვერ დაწერდა, ამაზე თავს დავდებ! ფარული ჩანაწერების ატვირთვაში ბრალდებულ დიმიტრი ანდრეევის ძმა - ჩემს ძმას ფარული ჩანაწერი არ ჰქონდა - ალბათ, ვიღაც ციხიდან გამოსვლას დაჰპირდა.

      ჩამოწერილი ათასეულები - სემეკმა მომხმარებლებს 34 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

      სახალხო დამცველი სკოლებზე - სახალხო დამცველის ანგარიში - სკოლების საპირფარეშოებში მძიმე სანიტარული ვითარებაა, 16 სკოლაში კი წყალი საერთოდ არ არის. ანათლების მინისტრის მოადგილე - დავეხმარებით სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მარტივი პრობლემების მოგვარება პრიორიტეტული უნდა გახდეს სკოლების ადმინისტრაციისთვისაც.

      პენსიის პრობლემატიკა - „ევროპული საქართველო“ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს. პარლამენტმა ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი განიხილა. ირმა ნადირაშვილი - საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 15 ათას ლარამდეა - სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა ამ პროექტის განხორციელებას. რომან გოცირიძე - ზოგიერთი საპენსიო თემას იყენებს იმისთვის, რომ დატოვოს უმრავლესობა და ალბათ დღეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გვექნება.

      თბილისის მმართველობა - სოფო ხორგუანი - თბილისში მმართველობის სრულიად ახალი სისტემაა შესაქმნელი, რადგან კონკრეტულ პრობლემებზე პასუხისმგებლობის მქონე პირების მიგნება ჭირს.

      რისკიანი რეპეტიტორები - განათლების მინისტრის მოადგილე - რეპეტიტორობის სისტემა კორუფციული და რისკის შემცველია.

      განათლების ამბავი - მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს. 2023-2024 წლიდან შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს.

საზღვარგარეთულები:

      დაზარალებული იტალიელები - იტალიის ვიცე-პრემიერი - თუ იტალიური კომპანიები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ზარალს განიცდიან, მაშინ ეს პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

      რუსეთის საფასური - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთმა პროვოკაციული ქმედებებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს.

      ტრამპის შათდაუნი - დონალდ ტრამპი - უკვე მგონია, რომ „დემოკრატებს“ მორიგი „შათდაუნი“ სჭირდებათ.

      ამერიკული პროვოკაცია - ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ს პროვოკაციული ქმედებები ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 145

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters