სინოპტიკოსებმა ტემპერატურის აწევა კიდევ ერთხელ დაგვიანონსეს - ივნისის პირველივე კვირა 34 გრადუსამდე გათბებაო, არადა მგონი დღეს 37-საც არაფერი აკლდა. დღის მთავარი თემა კი ერთმნიშვნელოვნად იყო დღევანდელი დაკავება - დღეს, ხორავის ქუჩის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, დავით სარალიძს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საეკლესიო მუქარა?! - ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელსაც რუსეთის ეკლესიის მიერ შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, ინტერვიუში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინის ახლად დარსებული ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს, რუსეთის ეკლესიამ, შესაძლოა, აფხაზეთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
მასპინძელი პრემიერი - პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დედაქალაქის მერს, პრემიერსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
დაბადების დღე მკვლელობით - სიღნაღში დაბადების დღეზე მყოფ მეგობრებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა.
რელიგიური პლურალიზმი - სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ, დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ბათუმში მუსლიმმა მრევლმა რამზან ბაირამი აღნიშნა.
მოარული გუბერნატორები - IDFI – 2017-18 წლებში 7-მა გუბერნატორმა 132 ათასი ლიტრის საწვავი დახარჯა - თითოეულის მიერ გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია - ალექსანდრე მოწერელიას საწვავის გამოყენების ლიმიტისთვის არა თუ არ გადაუჭარბებია, ლიმიტის ნახევარს ხარჯავს.
განაჩენი ახალ საფეხურზე - შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. მიხეილ კალანდიას მამა - ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! - პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. ანა ნაცვლიშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე - სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამართლიანობის გზაზე. დღეს დავით სარალიძის მკვლელობის კიდევ ერთი დამნაშავე გამოავლინეს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი, პროკურატურის „ოქროს მოწმე“ მიხეილ კალანდია დააკავეს. სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისის მთავარი რეკომენდაცია მიხეილ კალანდიას დაკავება იყო, სამართლიანობის ბოლომდე აღსადგენად მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიც შესრულდეს. გიგა ბოკერია - მიხეილ კალანდიას დაკავება არის სწორი ნაბიჯი, ახლა ბრალი უნდა წაუყენონ იმ პირებს, ვინც გამოძიებას ამ ხნის განმავლობაში ხელს უშლიდა. გია ვოლსკი - სერგი კაპანაძის განცხადება არაკომპეტენტურია - არ შეიძლება პარლამენტის კომისიამ საგამოძიებო სტრუქტურა ჩაანაცვლოს და თავი შეიქოს, რომ მათმა გამჭრიახობამ გამოძიებას აჯობა. ადვოკატი - მიხეილ კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა, ის სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. ლევან გოგიჩაიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე - „ქართულმა ოცნებამ" ძალით გაყო თავი ამ საქმეში. ირაკლი კობახიძე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაზე - ჩვენი მოლოდინები, რომ მეორე ინსტანციის დონეზე რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა. მიხეილ ბენიძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე - ჩნდება კითხვები გამოძიების გაჭიანურებასა და იმ პრობლემებზე, რის გამოც აქამდე ვერ მოხერხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ნუკრი ქანთარია - ვუშვებ იმასაც, რომ თავიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარზე ვიღაცის მხრიდან ხელის დაფარების მცდელობის სურვილი იყო - არ შეიძლება საქართველოში ეს არ ყოფილიყო. ზაზა სარალიძის ადვოკატი - ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, რადგან ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუნდაც სამოხელეო დანაშაულს - ვინ მიიყვანა ეს საქმე აქამდე. ზაზა სარალიძე - დანაშაული კიდევ არაერთ პირს აქვს ჩადენილი და ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული - ბრძოლა გრძელდება. სულხან სალაძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე - გამოძიებამ უნდა ისაუბროს, ვინ იყვნენ კონკრეტული პირები, ვის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაც სიმართლე ვერ დადგინდა. ომბუდსმენი მიხეილ კალანდიას დაკავებაზე - გამოძიება აღიარებს, რომ შეცდომები იყო დაშვებული - დღის წესრიგში უნდა დადგეს სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიება. გარდაცვლილი დავით სარალიძის ოჯახის უფლებადამცველი - შსს-მ დღეს პანდორას ყუთი გახსნა.
საარჩევნო მოახლოება - ანა ნაცვლიშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე - სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამართლიანობის გზაზე. რამაზ საყვარელიძე - მთაწმინდაზე, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსი მეტია - შავგულიძის კანდიდატურა ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იყო. დავით მათიკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ბრალდებებზე - ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან, ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა. ვახტანგ ძაბირაძე - თუ „ევროპულ საქართველოს“ მართლაც აქვს არჩევნებში კრიმინალების გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები, ეს არის პირდაპირი დანაშაული.
თბილისის ჩინური განვითარება - თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე შემოთავაზება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარმოადგინა.
სასაზღვრო მუშაობა - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკი და ფსიქოტროპული მედიკამენტები გამოავლინეს. ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. სარფში, ყაზბეგში, ვალესა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საზღვარგარეთულები:
თოვლი ივნისში - ავსტრალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი თოვლია.
ერდოღანი - საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ თურქეთმა უარი თქვას რუსული „ეს-400“-ის შეძენაზე.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია