მკვლელობა მონასტერში, ჯანდაცვის მინისტრის პასუხები პარლამენტს და 60 პროცენტით გამარჯვებული ოცნება

      თებერვალი დედაქალაქისთვის უალექოდ დაიწყო, მაგრამ ნაცრისფერი, სევდისფერი ან ვინმესთვის არყისფერი დღეები მაინც არ გამომზეურებულა. ხუთი თებერვალიც არ იყო გამონაკლისი - დღევანდელმა დღემ ნიუს სამყაროს თავი დაამახსოვრა რამდენიმე მიმართულებით - უპირველესი დილიდან დაწყებული საპარლამენტო სხდომა და პარლამენტის წინ გამართული აქციები იყო. პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაც და მისთვის კითხვების დასმაც მთავარ ამბებში მოხვდა. კობახიძის წინასწარი 60% გამარჯვების პროგნოზიც არანაკლები უკუავშირით გამოირცეოდა, საღამოს კი ამბები ეკლესიიდან ისმოდა - მარტყოფის მონასტერში მოხდა მკვლელობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 თებერვალი, 2020

      მკვლელობა მონასტერში - მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს. ანდრია ჯაღმაიძე - როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მარტყოფის მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან. მკვლელობას წინ ორ სამოქალაქო პირს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. ისინი კელიაში ცხოვრობდნენ, თუმცა სასულიერო პირები არ არიან და მონასტერს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებდნენ. მამა ბენიამინის ინფორმაციით, სავარაუდო პირი, რომელმაც ღვთაების მონასტრის კელიაში ადამიანი მოკლა, წარსულში ნასამართლევია, თუმცა მონასტერში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 03:15 წუთი იყო, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ მის ოთახში გარდაცვლილი იყო. რომ შევედი, დავინახე, რომ ლოგინში იყო ადამიანი და მას კისერში დანა ჰქონდა ჩარტყმული. შემდგომ პოლიციაში დავრეკეთ, ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა და ის, ვინც ეს ამბავი შემატყობინა და მასთან ერთად, ვინც ცხოვრობდა გამოკითხვაზე წაიყვანეს. 3 ადამიანი ცხოვრობდა ერთად კელიაში. როცა ეს ადამიანი გამოკითხვიდან მოვიდა დავინტერესდი და ვკითხე რამე კონფლიქტი იყო თუ არა გაქცეულსა და დაღუპულს შორის. მან მითხრა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა - მამა ბენიამინმა.

      სხდომა პარლამენტში და აქცია პარლამენტის წინ - პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. გიგი უგულავა - დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები, რათა არ გაევლოთ „სირცხვილის კორიდორში“ - შეგიძლიათ 9 საათზე შეიყვანოთ დეპუტატები და ხაშიც დაახვედროთ. ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა. გიგა ბოკერია - თვითონ ივანიშვილისთვისაც უკეთესი იქნება, თუ გონს მოეგება. ირაკლი აბესაძე - უმრავლესობის წევრებს უწევთ საზოგადოებას ჩახედონ თვალებში და დაინახონ, მოტყუებული საზოგადოება როგორ არ აპირებს შეეგუოს მათ პოლიტიკურ თავხედობას. სოფო კილაძე - სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს. პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყვეს. დიმიტრი ხუნდაძე - აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს უმრავლესობას შეეშინდა, სხდომა მოიგონა და ადრიანად მოვიდა პარლამენტში. ალეკო ელისაშვილი - „ოცნებას“ სამარცხვინო დეპუტაცია ჰყავს, თავად მილიონერები არიან, თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ვერ ხედავენ. ზაალ უდუმაშვილი - დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ და ბუნებრივია, პროტესტი გაგრძელდება. რომან გოცირიძე - პარლამენტში შემოვედი, რათა კურდღლების დარბაზი დავათვალიერო. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც „ნაცმოძრაობის" წევრები და მოძრაობა „შეცვალეს" წარმომადგენლები იმყოფებიან. გიორგი ვაშაძე - იარონ ამერიკაში, „ლაფატკით" რომ გამოყრიან, მერე მოუწევთ იმის გათვალისწინება, რაც არის მშვიდობიანი პროტესტის მოთხოვნა. გიგი უგულავა - იმ სუბიექტმა, კობახიძე რომ ჰქვია, საკუთარ თავზე ითვალოს თმები სჯობს, ვიდრე ქუჩაში ხალხი.

      ჯანდაცვის მინისტრის ცხარე დიალოგები პარლამენტსი, კითხვები და პასუხები - ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო ჰოლდინგის მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია. ვიწყებთ პირველადი ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, რომლის ფარგლებში გავაძლიერებთ პრევენციულ სერვისებს, გავზრდითთ ოჯახისა და სოფლის ექიმების როლს და დატვირთვას. ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად მათი სიმძლავრე არათანაბარია. როდესაც მეგობართა შორის ცოცხალი საუბარი და განხილვა მიდის, ეს უფრო შედეგის მომტანია, ვიდრე წერილებით საუბარი. საქართველოს პირველადი ჯანდაცვა გადადის სრულიად ინოვაციურ ეტაპზე, რაც ამ სექტორში ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება. უდიდესი აღიარებაა, რომ საქართველომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიიღო. უმთავრეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა. მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების და მათზე დანახარჯების შემცირებისთვის ჩვენ ვიმუშავებთ პოლიფარმაციის კონტროლზე. რევაზ არველაძე ჯანდაცვის მინისტრს - შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები? თამარ ხულორდავა რევაზ არველაძეს - ბატონო რეზო, მართლაც შიმშილობენ საქართველოში ბავშვები და ეს თქვენთვის უცნაური ამბავი არ უნდა იყოს. ლევან გოგიჩაიშვილი ჯანდაცვის მინისტრს - რისი მიღწევა გინდათ, პაციენტი ექიმს აუმხედროთ და ექთანი - ექიმს?! მედიკამენტებთან დაკავშირებით პროგრამაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა. ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის 520-ე დადგენილებაზე - ეს არის ძალიან აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, შეიძლება, დავიღალო ქვეყნების ჩამოთვლით. გია ვოლსკი ბექა ნაცვლიშვილს - მინისტრისგან კითხვაზე პასუხის მიღებისას ყველაფერი რომ მოგწონდეს, ოპოზიციაში კი არ გადახვიდოდი. ლევან გოგიჩაიშვილი ჯანდაცვის მინისტრს - თქვენი პოლიტიკა როგორც ჩანს, არ არის კარგად გააზრებული, რადგან გააზრებულ პოლიტიკას ამხელა ნეგატივი არ მოყვებოდა. რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრს - რას აკეთებთ იმისთვის, რათა საავადმყოფოებში სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა - „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ“? გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს - ვფიქრობდი თქვენთვის მადლობა რისთვის გადამეხადა და ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით, მაგრამ თუ გადადგებით - გადაგიხდით. ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში - ეს საკითხი წლების წინაც ცხარე დისკუსიის საგანი იყო და დღესაც მწვავედ დგას. ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრს - ყველა თქვენს იზოლირებას ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოგაჩინონ საჯარო სივრცეში, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რამე პრივილეგია გაქვთ?

      კობახიძის მოგებული არჩევნები - ირაკლი კობახიძე - 1-ელ ნოემბერს დაითვლიან წიწილებს, ჩვენც დავითვლით, ისინიც დაითვლიან - თუ 60 "ნაცი" გააგრძელებს სტვენას, 60%-ს კი არა, შეიძლება ცოტა მეტიც ავიღოთ. ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, რადგან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა - 60%-მდე შედეგის მიღებაზე ანონსის გაკეთება ილუზიების ტყვეობაში ყოფნაა. თორნიკე შარაშენიძე არჩევნებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ძალიან დიდ გაყალბებას აპირებენ, სხვა ახსნა ამას არ აქვს. მამუკა არეშიძე - დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს. ირაკლი კობახიძე - წარდგენილი გვაქვს შეთავაზება და ველოდებით პასუხს - ჩვენი ამოცანაა თუნდაც ასეთ დესტრუქციულ ძალასთან მოვახდნოთ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება. ზურაბ ჯაფარიძე - როგორ მივალთ იქამდე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ პროპორციულ არჩევნებს ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ, ან ახლა ან ივანიშვილს რომ გავუშვებთ მერე. მამუკა მდინარაძე - სწორება გვაქვს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მიიღოს სულ ცოტა 50%-დან 60%-მდე შედეგი - ეს არ არის უტოპია, ეს რეალობაა. კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ერთადერთია, ვისაც რეალური შანსი აქვს ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში. ეუთო/ოდირი - საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას - სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.

      ფსიქოლოგიური პრობლემები მოზარდებში - ფსიქოთერაპევტი - მიხეილ კალანდია თავიდან ვერ აღიდგენდა მოვლენებს, სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა.

      ქართული დელეგაცია ამერიკაში და ახალი კომენტარები - სენატორი ჯიმ რიში - მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება. დავით ჭიჭინაძე - ჩვენი ჩინოვნიკები აშშ-ში ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს ფული მაინც არ დაიხარჯება. სენატორი ჯინ შაჰინი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვას. კონგრესმენი დევინ ნუნესი - ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას. გიგი უგულავა - დავით ზალკალიანი არც იმ კალიბრისაა საკუთარ მთავრობაში და არც იმ გაქანებისაა დიპლომატიაში, რომ მისი გარანტიები სერიოზულად განვიხილოთ. სენატორი ჯინ შაჰინი ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ - მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ გახარიას და საქართველოს მთავრობას, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად. სოფო კილაძე - ცალკეულ სენატორებს უფლება აქვთ თავიანთი მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობისაა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია. გიორგი ვაშაძე - ზალკალიანი ამერიკაში ჩავიდა, ვითომ თავისი ჭკუით სენატორებს რაღაც აუხსნეს და უფრო მკაცრი შეფასებები მიიღეს. ვანო მაჭავარიანი - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სენატორების ტონალობა ზალკალიანთან კარს მიღმა გაცილებით მკაცრი იყო, ვიდრე განცხადება. ირაკლი კობახიძე - აშშ-ში შეხვედრებით დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე - სიმართლე. მამუკა მდინარაძე სენატორებზე - თუ თქვენ მოლოდინი გაქვთ, რომ ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე იტყვის, რაც ვთქვი, ტყუილი აღმოჩნდაო, ასეთი მოლოდინი მე არ მაქვს.

      ახალი ინფრასტრუქტურა და ქალაქზე საზრუნავი - გლდანში ახლად რეაბილიტირებული ორი ქუჩის საფარს, რაზეც 1 174 364 ლარი დაიხარჯა, დემონტაჟი ჩაუტარდა და კომპანია სამუშაოებს თავიდან აკეთებს. კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა. კახა კალაძის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ? ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია. საავტომობილო სპორტის ფედერაციას სამგორის რაიონში 91 ათასი კვ მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მულტიფუნქციური კომპლექსის მოსაწყობად გადაეცემა. თბილისის მერია ელიავას ბაზრობის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მოდერნიზების შემდეგ, მაქსიმუმ 3-სართულიანი სავაჭრო ცენტრი განთავსდება.

      არაავტორიტეტი პროკურორი - საქართველოს ეროვნული პლატფორმა - კანონის მიხედვით გენერალურ პროკურორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, შოთაძე კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ლევან გოგიჩაიშვილი - გენერალური პროკურორი სულ ხარ - ძილის წინაც, როცა გძინავს მაშინაც და კაფეშიც, ამიტომ ირაკლი შოთაძის აღიარება საფუძველია, რომ მისი კანდიდატურა მოიხსნას. ანრი ოხანაშვილი - არის გენერალური პროკურორობის რამდენიმე კანდიდატი, რომელთა მიმართებითაც ​მხარდამჭერ პოზიციას დავაფიქსირებ, მათ შორის არის ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

საზღვარგარეთულები:

      ავიაკატასტროფა სტამბოლში - სტამბოლში „პეგასუსის“ თვითმფრინავი დაფრენისას მოცურდა და ხევში ჩავარდა. საგარეო უწყება - ამ ეტაპისთვის „პეგასუსის“ თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა.

      ვირუსის ახალი სტატისტიკა - ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა. ელჩის ინფორმაციით, ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილებით დარჩა და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ჰონგ-კონგსა და ტოკიოსთან ორი საკრუიზო გემი კარანტინში იმყოფება, სადაც კორონავირუსის გამო ათასობით ადამიანი იზოლაციაშია მოქცეული. ჩინელი ექიმების ინფორმაციით, კორონავირუსი შეიძლება დედიდან ნაყოფზე გადავიდეს.

      ანტონიო გუტიერეში - დედამიწაზე „სიგიჟის ქარი“ ქრის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 120

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters