სავარაუდოდ, მაისმა ვერ გაიაზრა რომ მაისია და კვლავინდებურად ცდილობს იმარტოს. ხან ცივა, ხან ცხელა, ახლა კიდევ 19-20 მაისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. ქვეყნის შიგნით, დღის მთავარი ამბავი ნიკა გვარამიას დაკავებაა. დაკავებები ძალიან ხმაურიანად გამოგვდის. ასევე ღარიბაშვილის ევროპული ტურნე და ცხადია არავის დავიწყებია უკრაინის ომიანობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9769 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 მაისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      კიდევ ერთი ხმაურიანი დაკავება - „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“ დააკავეს. ანა დოლიძე - ნიკა გვარამიას დაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ ორპოლუსიანობის ცეცხლს ნავთი დაასხა. დევიდ კრამერი - ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. იაგო ხვიჩია - ნიკა გვარამიაც და მიხეილ სააკაშვილიც ტყვეები არიან - ეს არ ემსახურება მართლმსაჯულების და კანონიერების ინტერესებს. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად ლევან სამუშია მივიდა. ირაკლი კობახიძე - გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით - თუ ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც შეწყალება ჰქვია, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი. ქეთევან ჩაჩავა - ნიკა გვარამიას საქმეზე გამოცხადებული განაჩენი დარტყმის ქვეშ აყენებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს - კანონის უზენაესობას. ზვიად ქორიძე - ჩვენ დღეს ვუყურებთ კლასიკურ დიქტატურულ მეთოდს, რომელსაც ხელისუფლება იყენებს. კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა - კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. ლევან სამუშია - ნიკა გვარამია ძალიან მხნედ არის, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე და ვუთხარი თუ როგორი დადებითი განწყობაა საზოგადოებაში მის მიმართ. ნიკოლოზ სამხარაძე - რამდენადაც ვიცი, ნიკა გვარამია დაპატიმრებულია 7 მილიონის ზიანის მიყენებაზე „რუსთავი 2“-სთვის, არ მგონია არასწორი ინფორმაცია მქონდეს. პოლონეთის საგარეო უწყება - შეშფოთებული ვართ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო - გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში. ნიკა გვარამიას ადვოკატი - არ გვიკვირს ქიბარ ხალვაშის და ხელისუფლების განცხადებები, რომელიც ერთმანეთთან უნისონშია - გამორიცხული არ არის ახალი სარჩელი ვიხილოთ. ეკა ხერხეულიძე - ნიკა გვარამია არის ისეთი, როგორსაც მთელი ცხოვრება ვიცნობ, არაფერი არ შეცვლია განწყობის თვალსაზრისით, ის დარდობს თავისი მეორე ოჯახის - "მთავარის” ვითარებაზე. გიგა ბოკერია - ნიკა გვარამია იმისთვის დაიჭირეს, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინათ, სწორედ ეს არის ივანიშვილის ამოცანა - დემორალიზება. ნაზი ჯანეზაშვილი - გადაწყვეტილებები, რომელიც ნიკა გვარამიას ჰქონდა მიღებული, ეხებოდა კონკრეტულ კომპანიას და ეს იყო კორპორაციული გადაწყვეტილებები და არა კრიმინალი. დიმიტრი საძაგლიშვილი - არ მგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც დარწმუნებული არ იქნება, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოხდა ნიკა გვარამიას დაპატიმრება. amnesty international - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აშკარა ქმედებაა - მთავრობა განსხვავებული ხმების ჩასახშობად ძალისხმევას აძლიერებს. ევროპარლამენტარები - ნიკა გვარამიასა და ორი პირის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. გიორგი მშვენიერაძე - ხელისუფლებას სურს პოლიტიკური ოპონენტები და ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური საყრდენები განეიტრალებული იყვნენ. სახალხო დამცველის მოადგილე ნიკა გვარამიას საქმეზე - აბსურდია, ლოგიკით ახსნა გვიჭირს.

      დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შორის საუბარი შედგა.

      გამოფენილი ღვინო - ქართული ღვინო გერმანიაში, საერთაშორისო გამოფენაზეა წარდგენილი. ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა ITB Berlin-ზე კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ტურიზმის სექტორის მეტად წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის. საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ITB Berlin-ის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება. მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა საქართველოს აძლევს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გაზარდოს ქვეყნის ტრისტული ცნობადობა.

      ღარიბაშვილი ევროპაში - ირაკლი ღარიბაშვილი - თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. ასევე შარლ მიშელს. ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. შარლ მიშელი - ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან - ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს.

      იაფი საწვავი - ლევან დავითაშვილი - განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი.

      ვაქცინაცია დამარცხებამდე - ივანე ჩხაიძე - როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საუბარი იმაზე, რომ პანდემიის დასრულებას მოვახერხებთ, ძალიან ნაადრევია. 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

      მიშას ამბები - მიხეილ სააკაშვილის მამა - სასწრაფოდ, მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა - მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს, თქვენი შენელებული, შეგნებული ქმედებით, ცოდვის დიდ ჭაობში იძირებით. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის სამედიცინო კვლევები, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. ამირან გამყრელიძე - სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა - მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგ საკვები არ მიუღია. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია - ვცადოთ და წავიყვანოთ.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა და რუსეთი - უკრაინის გენშტაბი - გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა. უკრაინის გენშტაბი - რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს იმპულსი დონბასში წინსვლისას. კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ დახვრეტილი 3 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, დაღუპულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეა. რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 27 900 რუსი სამხედრო მოკლეს. მარიუპოლის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაიჯერონ ოკუპანტების დაპირებები და ქალაქში არ დაბრუნდნენ. ლვოვის ოლქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლაფ შოლცთან ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია განვიხილე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოლაპარაკებები არ გრძელდება, უკრაინა ფაქტობრივად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. მიხაილო პოდოლიაკმა დიმიტრი პესკოვს ურჩია სიტყვა „გამარჯვების“ განსაზღვრება გაიგოს. მიხაილო პოდოლიაკი - „აზოვსტალის“ მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი და ომის კურსი მთლიანად შეცვალეს - მათი გადარჩენის იმედი არსებობს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმით, ეკონომიკურ თვითმკვლელობას სჩადის. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს - ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს. დმიტრო კულება - ჩემთვის ომის დასრულება იქნება ის, როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გავა უკრაინიდან. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, „აზოვსტალიდან“ სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივის ხედვაზე ვესაუბრე. „როიტერსი“ - შვიდი ავტობუსი, რომლებშიც „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იელენოვკაში​ ჩავიდა. ანდრეი ბილეცკი „აზოვსტალზე“ - გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში - ყველაფერი კარგად იქნება.

      შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

      ერევანში საპროტესტო აქციის 400-მდე მონაწილე დააკავეს.

      „თალიბანმა“ ავღანეთის ადამიანის უფლებათა კომისია, „არასაჭირო“ უწყებად მიიჩნია და გააუქმა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 156

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters