კორონას მართვის გართულება, სოლიდარობა ქართული დიპლომატიით და სათბილისო საქმეები

      ჯერ-ჯერობით დღის მთავარ ამბებში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს, რომელიც სხვა დანარჩენს გადაფარავს და მერე იმ გადაფარვისთვის კიდევ რამე ახალ არ მოიგინებენ და ასე დაუსრულებლად რეალური საქმის გარეშე. კვლავ კორონავირუსის 2 ბევრი და უფრო მეტი ახალი შემთხვევები, სოლიდარობით თავის მოწონება და დაწუნება, მიშას პატიმრობის გასაჭირზე კომისიის შექმნა და თბილისის მერის ამბები. ორი დღეც გაგვათბობს მზე და მერე ისევ ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, სინოპტიკოსებმა. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0286 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი. ივანე ჩხაიძე - „მწვანე პასპორტის“ გაუქმება დემოტივატორი გახდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი გაეკეთებინათ ვაქცინა. აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 32 საჯარო სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. შოთა ბურჯანაძე - „მწვანე ბარათს“ ყოველთვის მხარს ვუჭერდი, მაგრამ სამწუხაროდ, მივიღეთ ის შედეგი, რომ ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი აღმოჩნდა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება.

      სოლიდარობა - ალეკო ელისაშვილი უკრაინის საკითხზე მიღებულ რეზოლუციაზე - კი, სამწუხაროდ, სისაწყლეს დავუჭირეთ მხარი, რადგან სხვა არჩევანი არ მქონდა. ჰერმან საბო - პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით რადას დეპუტატების განცხადებები დიპლომატიური მადლობის მოხდა იყო - მარტივი დიპლომატიაა, ნაჩუქარ ცხენს კბილები არ გაუსინჯო. სალომე სამადაშვილი - ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მომავალი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რა მოხდება უკრაინაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოლიდარობის ჩვენება, არამედ ერთობლივი სამოქმედო გეგმის დასახვა. ლევან იოსელიანი - საბოლოო ჯამში ტექსტი არის მხარდამჭერი - ნამდვილად არასდროს მექნება სასირცხვილო, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას დავუჭირე მხარი. მამუკა ხაზარაძე - სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, უკრაინაში იმის მკაფიოდ სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი აგრესორია. გია ვოლსკი - საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა! თინა ხიდაშელი - უკრაინის თავისუფლებას თუ რამე დაემუქრა, საქართველოც აღმოჩნდება მსხვერპლი, ვერაფერი გადაარჩენს - სალომე ზურაბიშვილის ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც ზელენსკის ხმა ისმის. სალომე სამადაშვილი - ხვალ იწყება თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში და სად არის საქართველოს ხელისუფლება, არავინ იცის - დახურულ კარს მიღმა კომუნიკაციისას გაოცებას იწვევს ხელისუფლების პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

      #მიშანიუსი - გურამ მაჭარაშვილი - თუ ოპოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, „ქართული ოცნება“ მის მუშაობაში ჩაერთვება, რათა საზოგადოებას სიმართლე ვაჩვენოთ. იაგო ხვიჩია - საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით და არა იმაზე, ერთი ციხიდან მეორეში როგორ შეიყვანეს. ლევან იოსელიანი - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერ, სხვა კომისიებზეც თუ ვნახავ, რომ შიდა მოხმარებისთვის უნდათ შექმნა, თავს შევიკავებ. პაატა მანჯგალაძე - არსებობს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი, ეს საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს. მიხეილ სააკაშვილი - ციხეშია მთელი საქართველო და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ციხის ადმინისტრატორის გარდა. ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვართ: ხან სიკვდილის პირასაა, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს, არადა ყოველდღე განცხადებებს წერს - კომისიის შექმნის ობიექტურ მოცემულობას ვერ ვხედავთ.

      აქციები - ლევან ხაბეიშვილი - ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როცა უკრაინის პარლამენტში გამოფინეს მათი მხარდამჭერების დროშები და ამ დროშებს შორის არ იყო საქართველოს დროშა. „დროას" ინიციატივით, პარლამენტის შენობის წინ საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, დროშაზე ხელმოწერით უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატონ. ფოთში და ქობულეთში, მერიის ადმინისტრაციული შენობების წინ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ალეკო ელისაშვილი - გაზვიადებული და გაბუქებულია, თითქოს, აწამეს და სული ამოხადეს მიხეილ სააკაშვილს - კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ და მის მუშაობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

      მერიის სამუშაოებიდან - თბილისის მერია, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს თავის ტვინის, ასევე ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას დაუფინანსებს. კახა კალაძე - მიმდინარეობს მარშრუტების ისე გადალაგება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. კახა კალაძე ოპოზიციას - ყოველთვის ვიქნები „ფეიკების“ წინააღმდეგ, არასდროს მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და ყოველთვის მექნება პასუხი სიძულვილის ნიაღვარზე, რომელიც თქვენგან მოდის. მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული - ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია. ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება. კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება და წარმატება, ყველაფერი გამოვლილი მაქვს - ყოველთვის დავეხმარებით უსახლკარო ადამიანებს, მაგრამ თაღლითობის შესაძლებლობას არავის მივცემთ. ერთ-ერთ ეთერში ვყვებოდი, რომ თბილისში როცა ჩამოვედი, ბინა არ მქონდა და გლდანში ცხოვრება მომიწია მამიდასთან, ეს ამოჭრეს და არასწორად დაატრიალეს - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიმდაბლით მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ტედროს ადანომ გებრეისუსი - მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს - ქვეყნებს მოვუწოდებთ, საკუთარი მოსახლეობა ყველა არსებული საშუალებით დაიცვან. ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირას, კორონავირუსს 59 195 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9%-ით მეტია. საფრანგეთი კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. გერმანიაში კორონავირუსის 208 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში კორონავირუსის 3 956 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. ჩეხეთში კორონავირუსის 57 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 141 883 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 6 620 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

      უკრაინის ამბავი თუ რუსეთის მეინსტრიმი - აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზადაა უკრაინაში მოქმედების დასაწყებად. თორნიკე შარაშენიძე უკრაინა-ბრიტანეთი-პოლონეთის ფორმატზე - არ შეიძლება, სადმე თოფი თუ გავარდება, თავი წამოვყოთ და ჩვენც გვინდაო, ვიყვიროთ. El Pais-ი აშშ-სა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ პასუხებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 105

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters