ანაკლიის კონსორციუმი, მინისტრი ქალები პარლამენტში და კოალიციური თანამშრომლობა

      სინოპტიკოსებმა გამოდარებაზე სწორად ივარაუდეს. ნამდვილად კარგი ამინდები გამოვიდა, ცოტა ცივა ქარი რომ არ ქროდეს. მზე და სითბო ნამდვილად არ აკლია აღმოსავლეთ-დასავლეთს. პოლიტიკურმა ამბებმაც მოიმატეს თან ბევრი მიმართულებით - პირადი ცხოვრების კადრები, კოალიციური თანამშრომლობა, ჭიდაობის ფედერაცია, ანაკლიის პორტი, წულუკიანი და ცქიტიშვილი პარლამენტში და მოსამართლეების მოურჩენელი თემა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 მარტი, 2019/

      მამალაძის ავადმყოფობა - ომბუდსმენი - ექსპერტების დასკვნით, დეკანოზ მამალაძეს საჭირო სამედიცინო დახმარება არ უტარდება - საჭიროა, მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

      სავაჭრო მომავალი - მამუკა ბახტაძე - გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა საქართველოსა და ბელორუსს შორის მინიმუმ გავაორმაგოთ. გიორგი ქობულია - ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ. გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. გიორგი ქობულია - ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, მათ შორის მედიცინის სფეროში. მამუკა ბახტაძე - მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში.

      დისკრიმინაციული გაწვევა - სახალხო დამცველის შეფასებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია.

      პირადი ცხოვრება ვიდეოებზე - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმის პროკურორი - სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე სხვა ქვეყნებს მივმართეთ. ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატი - მის მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება განხორციელდა. ადვოკატი - ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას პოზიციაა, იმის გამო ისჯება, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს.

      კოალიციური თანამშრომლობა საარჩევნოდ - შალვა შავგულიძე - „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის სახით თანამშრომლობა ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს. მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 უბანზე გაიმართება, სადაც 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არსებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენენ. შალვა შავგულიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო კანდიდატი იქნება. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს თანამდებობის პირთა წრე, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვს. „სამართლიანი არჩევნები“ - უმჯობესია, უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს. „სამართლიანი არჩევნები“ - ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი უნდა გადაიხედოს. „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს. არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ შუალედურ არჩევნებში ოპოზიციიდან ნებისმიერ კანდიდატთან პოლიტიკური ბრძოლისთვის. გიგა ბოკერია - ის, რომ „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც სამართლიანად გვაკრიტიკებდა, დღეს ჩვენთანაა, ნიშნავს იმას, რომ წარსულის შეცდომებს ვაანალიზებთ. გიგი უგულავა - დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში მძიმე ცვლილებების ფონზე შალვა შავგულიძე პირველი მერცხალი იქნება. დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიცია მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად და წესიერი ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად. რომან გოცირიძე - ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით სანდრა რულოვსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, განიხილება ნიკა მელიას კანდიდატურაც. ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს - ღმერთმა დაგიფაროთ, „პატრიოტთა ალიანსი“ ისე გაგიჟდეს, რომ „ნაცმოძრაობას“ შეუერთდეს, მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე უბადრუკებო.

      სოც. მუშაკების გაფიცვა - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ გაფიცვა დაიწყონ.

      ჭიდაობაში სასამართლო - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე - თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ. მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის საქმეზე, გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გადაიდო. გეგა გეგეშიძის ადვოკატი - ინციდენტები სხვა ქვეყნებშიც მოხდა, სადაც ყოველთვის ინიციატორი ზურაბ დათუნაშვილი იყო - მას შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა. ზურაბ დათუნაშვილი - სიცრუეა გეგა გეგეშიძის ადვოკატის განცხადება, რომ შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული მქონდა. პროკურორი - ჩვენ არ დავეთანხმეთ გეგა გეგეშიძის ადვოკატს, რომ საგარეო უწყებიდან გამოგვეთხოვა ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია.

      წულუკიანი პარლამენტში - სალომე სამადაშვილი წულუკიანს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პერსონალურად ხართ მოხსენებული, როგორც ადამიანი, რომელმაც საპროკურორო სისტემის მიმართ ნდობა დაანგრია. ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ აფასებთ თქვენს წარმატებად ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს? ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს? სერგი კაპანაძე თეა წულუკიანს - თქვენ კანონის მიმართ პატივისცემით არ გამოირჩევით, რაც თამაზ ახობაძის საქმემაც კარგად აჩვენა. თეა წულუკიანის სტრასბურგში ქართული მხარის მიერ მოგებულ საქმეზე - მაქვს მოლოდინი, რომ წაგებული მხარე დაზარალებულებს თანხას ჩაურიცხავს. თეა წულუკიანის საპარლამენტო მოსმენა დღესაც გაგრძელდა. სერგი კაპანაძე - თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა არის უშინაარსო, სავსეა ტყუილებით, არის ღვარძლიანი და ბოროტი. რომან გოცირიძე თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლაზე - ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სფეროს ანატომია. სერგი კაპანაძე თეა წულუკიანს - თქვენი ღვარძლის გამო ზარალდება ქვეყანა და ქვეყნის ბიუჯეტი. ადა მარშანია - ქალბატონო თეა მინისტრო, თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? - რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს! თინა ბოკუჩავა - თეა წულუკიანი არის ზოგადად ბოღმის და ღვარძლის კვინტესენცია, ეს არის მისი პირადი ტრაგედია.

      თბილისური ამბები და რეაბილიტაცია - 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

      საგანმანათლებლო აწმყო და მომავალი - ზაზა გაბუნია - იმედს გამოვთქვამ, რომ “არილის" და “საუნჯის" უწყვეტად გამოცემისთვის განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას მიიღებს. მამუკა ბახტაძე - მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციაზე 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

      პრეზიდენტი გარდაბანში - სალომე ზურაბიშვილი გარდაბნის მოსახლეობას - მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, ეს გამორიცხულია, რადგან ეს არ არის ის ენა, რაც გვაერთიანებს.

      ანაკლიის ამბები - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერი იქნება. მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის საკითხზე საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია. არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პორტი სახელმწიფოს მიერ დაწყებული სტრატეგიული პროექტია, სახელმწიფოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ პროექტის წარმატებისთვის. სერგი კაპანაძე - მაია ცქიტიშვილმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს. რომან გოცირიძე - მაია ცქიტიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ არ ასრულებს მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს. გიორგი ქობულია - ვვარაუდობთ, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაში დავასრულებთ. მაია ცქიტიშვილი - აქტიური კამპანია მიმდინარეობს, რათა შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის განვითარების საკითხის მიბმას ფოთის პორტთან მხოლოდ პოლიტიკური მიზანი აქვს და არანაირი სხვა შინაარსი არ დევს. მაია ცქიტიშვილი - ვერ დავეთანხმები მამუკა ხაზარაძეს, რომ არ დაურღვევიათ სამშენებლო გრაფიკი, სამწუხაროდ, ასე არ არის. მამუკა ხაზარაძე - ჩვენი გეგმები ცდება მარტო პორტის მშენებლობას და პარტნიორობა სამხრეთკორეულ კომპანიასთან მიმართულია გემთმშენებლობისკენ. მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულება იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც გადაიწევა. ზვიად კვაჭანტირაძე მაია ცქიტიშვილს - ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი? მაია ცქიტიშვილი - ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი. პაატა კვიჟინაძე - თუ ანაკლიის კონსორციუმი პროექტს ვერ განახორციელებს, სახელმწიფოს ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია, სახელმწიფოსთვის 600 მილიონი არაფერია. ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - ის მოვლენები, რაც ხდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო, ხელს უშლის ანაკლიის პროექტს.

      მოსამართლის მარადიულობა - ის იგივეა მარად და მარად - ვახტანგ შაქარიშვილი - მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი - სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება! რამაზ საყვარელიძე - ირაკლი კობახიძე შესაძლოა, ნიადაგს იმზადებდეს იმისთვის, რომ მოხვდეს „კლანის“ სათავეში. პრემიერი - საქართველოში დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ აუცილებელია, აღმასრულებელი ხელისუფლება ერეოდეს ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაში, რაც მიუღებელია. გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს.

      სასაზღვრო გარდაცვალება - მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია. თინა ბოკუჩავა ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე - სამწუხაროდ, დღევანდელი საგამოძიებო უწყებების ხელში ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ამ ტრაგედიის ჯეროვანი გამოძიება მოხდება. არჩილ თალაკვაძე კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - როგორც ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევაში უმრავლესობამ და ოპოზიციამ მივიღეთ რეზოლუცია, ამ საკითხზეც ერთიანი პოზიცია გვექნება.

      ჟურნალისტის დღე - დავით გაბაიძე ქართული მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. ცოტნე ანანიძე - ქართული ჟურნალისტიკის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კარგად იციან სიტყვის თავისუფლების ფასი. ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

      კამერები გზებზე - თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება.

      თიბისის საქმე - ნინო ლომჯარია „თიბისი ბანკის" საქმეზე - პირველი შემთხვევაა, როცა "ბოტების" და ორგანიზებული კიბერშეტევის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

საზღვარგარეთულები:

      ხალხის სურვილი ბრექსითზე - ტერეზა მეი - ხალხი დაიღალა პოლიტიკური თამაშებით - ხალხს უნდა, რომ Brexit-ის პროცესის ეს ეტაპი დასრულდეს და მე მათ ვეთანხმები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 145

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters