წულუკიანის გუნდურობა, თიბისის მასშტაბები, დატოვებული კირკიტაძე და დიდგვაროვანთა თამაში სამეფო კარზე

      თიბისის საქმე რომ არა და ხაზარაძის წერილობანა, მარტის თვე პოლიტიკურადაც ქალების თვე იქნებოდა. ახლა უკვე დღის მთავარი ამბების კვარცხლბეკზე ზედა საფეხურისკენ მიიწევს თეა წულუკიანი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. სხვა ამბებში ისევ ისმის ბესელიას ხმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და თიბისის გადაჯაჭვულობა და უკვე სამეფო კარის ქართული თამაშებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 მარტი, 2019/

      წულუკიანის გზა-კვალი - ეკა ბესელია წულუკიანის განცხადებაზე - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. ზვიად კვაჭანტირაძე თეა წულუკიანის შესაძლო წასვლაზე დასმულ კითხვაზე - ნუ დაგავიწყდებათ, მაგ ე.წ. გუნდის წევრი აღარ ვარ. გია ვოლსკი - თემა, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობს, არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის წევრია და ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ. ირაკლი კობახიძე - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია. ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი, იუსტიციის საბჭოშია დაწერილი. მამუკა მდინარაძე - გადაჭარბებული შეფასებაა თუ ვიტყვით, რომ რაღაც ულტიმატუმი წაუყენა თეა წულუკიანმა გუნდს, რადგან პარტიაში მისი საკითხი არ განხილულა. მამუკა მდინარაძე - ჭორია, თითქოს ვინმე გუნდიდან ღარიბაშვილის დაბრუნების გამო მიდის. თეა წულუკიანი საკითხის გარკვევას, რის გამოც პოსტიდან წასვლას არ გამორიცხავს, დღეს ელოდება. თეა წულუკიანი მისი შესაძლო გადადგომის მიზეზზე - ამაზე ვისაუბრებ მაშინ, როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას“. ირაკლი კობახიძე თეა წულუკიანზე - პრემიერი მოუსმენს მინისტრს და შეთანხმდებიან გადაწყვეტილებაზე. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი შეიძლება იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც. პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს, რა საკითხზე ჰქონდა თეა წულუკიანს გუნდისგან განსხვავებული პოზიცია. პრემიერი - თუ ვინმე არ დარჩება ფასეულობების ერთგული, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება. რამაზ საყვარელიძე - რაღა ფოფხაძის წასვლა-დაბრუნება და რაღა - წულუკიანის. დავით სერგეენკო - პირადად ვესაუბრე თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია.

      საგანმანათლებლო ამბები - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს არ დაიწყება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია 3 აპრილის 18.00 საათამდეა შესაძლებელი. მამუკა ბახტაძე - მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, 2022 წელს - 3 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს.

      მოძალადე ძიუდოისტი - ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

      სამეფო დაპირისპირება - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი - ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის სიხარულიძეა და გვარს იბრალებს.

      მასშტაბური თიბისი - სულხან სალაძე - „თიბისი ბანკის“ საქმე უკვე დიდი ხანია გასცდა კონკრეტულ ტრანზაქციას. ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა გამოძიებული იქნება. მამუკა მდინარაძე ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილ წერილზე - შაბლონურ ფრაზად იქცა, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩვენ გვაქვს ფარატინა ქაღალდი.

      საქართველოს ბანკის ძარცვა - შსს-ს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულებმა გატაცებული ავტომობილი დაწვეს. შსს-მ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების, პოლიციელზე თავდასხმის და ორი ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა. პროკურორის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა დაახლოებით, 8 100 ევრო, 13 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარი წაიღეს. +

      ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდნენ. ზვიად კვაჭანტირაძე - შევეცდებით, რომ ევროკავშირის ელჩისგან წამოსული მესიჯები ადეკვატურად აღვიქვათ და გავაანალიზოთ.

      კონსტიტუციის თემა - ირაკლი კობახიძე ბესელიას ინიციატივაზე - კონსტიტუციის თემა დახურულია, ჩვენ განვახორციელეთ რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ვენეციის კომისიის აღიარება. გია ვოლსკი ბესელიას ინიციატივაზე - ეს გამონათება დეპუტატების, პრესინგი, გარკვეული პოლიტიკური პოზიციაა და ყველას მოვუწოდებ, იფიქროს სახელმწიფოზე.

      გადაღებილი ტაქსები - მძღოლებმა ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვა დაიწყეს.

      კირკიტაძის პატიმრობა - გრიგოლ ვაშაძე - ამ ე.წ. ხელისუფლებას სჭირს პარანოია - რომ შეეძლოთ, მთელ ოპოზიციას ციხეში ჩასვამდნენ. ნიკა მელია - გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს. დავით კირკიტაძის ადვოკატი - დღეს არის ტესტი სასამართლოსთვის, იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნით თუ რაიმე ახალ მიზეზს მოიგონებს. გიგი უგულავა დავით კირკიტაძის პროცესზე - მოსამართლეს დღეს შანსი აქვს, სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს. დავით კირკიტაძე მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. გიგა ბოკერია დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებაზე - ეს არის მოსამართლის და მთლიანად სამართლებრივი სისტემის სამარცხვინო საქციელი. ნიკა მელია - ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები, ბედუკაძეები და გახარიები არ დამარცხდებიან. ადვოკატი - ათასობით მოქალაქე და 27 დეპუტატი ჩამოვიდა გურჯაანში, მოსამართლემ როცა ეს ნახა, იძულებული გახდა აბსურდული გადაწყვეტილება მიეღო.

      გაჩერებების გაფართოება - მამუკა მუმლაძე - ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ, კიდევ ათი ქუჩა დაემატება.

      მიწების დამუშავება - ოთარ დანელია - თუ საქართველოს მოქალაქე არ დაამუშავებს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო მიწას, სახელმწიფო სუბსიდირებისა და თანადაფინანსების პროგრამაში ვერ ჩაერთვება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 160

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters