რამდენიმე დღიანი გამოდარება, აპრილის დასაწყისში რომ გვქონდა, გეყოფათო ბუნებამ - ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნამახვანი ჰესის ირგვლივ ისევ აქციები იმართება და გუმათში კვლავ არეულობაა, ამ წუთებში ენკას ბაზასთან დაპირისპირებაა. დღის ამბავი კი მელიას სასამართლო იყო და ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური ამბები. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 290129, ბოლო დღე-ღამეში - 1374, გამოჯანმრთელებული - 278251, ბოლო დღე-ღამეში - 422, გარდაცვლილი - 3894, ბოლო დღე-ღამეში - 11; კარანტინის რეჟიმში - 205. დოლარის ფასი ლარში - 3.4235.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 37 524 ტესტი ჩატარდა. 11 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის გამო, აჭარაში 9 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი დაიხურა. თამარ გაბუნია - ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს. წვეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი. ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ასევე, პირდაპირ მომწოდებლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიდის. ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 2333 თავისუფალი ადგილია. ამირან გამყრელიძე - დღეს ნახტომი გვაქვს, იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი შემთხვევა არ გვქონია - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს 18-მდე კლასტერია, მაგრამ ყველა მართვადია, დიდი კლასტერები არ არის. „კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე - 100 აცრილი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი, ეს იცოდეთ. აღარ გვაქვს გარანტია, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდება - ხდება მუტაცია, ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს და რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს ტესტირება ჩაუტარდეთ. პაატა იმნაძის განცხადებით, „ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ერთი „კლასტერი“ გაჩნდა“. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ეკლესიის მრევლის „კლასტერს“ უკავშირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმო-ს დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხათუნა ზახაშვილი - კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი.

      მელიას სასამართლო - მთავრი ამბავი, დასაწყისშივე იყოს, სპოილერივით - სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. იქამდე კი მთელი აქციები და კომენტარები. მელიას სასამართლო - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ ნიკა მელია როგორმე ციხეში დარჩეს. ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო. ლევან სამუშია - ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი - როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ისეთი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გიგი უგულავა - ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა. გიორგი ბარამიძე - ნიკა მელიას დატოვებს საპატიმროში თუ გამოუშვებს, ეს ივანიშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილების აღსრულება იქნება კონკრეტული „ჯიბის მოსამართლის“ მიერ. ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები. ადვოკატი - ნიკა მელიას პოზიციაა, რომ მასთან მიმართებაში არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ - მოლოდინი, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ მაქვს. სალომე სამადაშვილი - თუ მელიას პატიმრობაში დატოვებას გადაწყვეტენ, ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოლაპარაკების პროცესი ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობის პირობებში წარმართოს. გრიგოლ გეგელია - ნიკა მელიას დღეს გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის. ნიკა მელიას ადვოკატი მოსამართლეს - საკანონმდებლო ორგანო თქვენს კომპეტენციაში რომ ჩაერია, რაიმე სახით რეაქცია გქონდათ? კობახიძის განცხადების გამო შენიშვნას მე მაძლევთ? ანზორ მელია - მგონია, რომ დღეს ნიკას გაათავისუფლებენ - მთავრობა შავ დღეშია. ანრი ოხანაშვილი - 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება, ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება. შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე - ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მართლმსაჯულების სწორად წარმართვა და დაველოდოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. ნიკა მელია - გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო, ის წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ. ნიკა მელია მოსამართლეს - მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ. ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ ირაკლი კობახიძისა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიგა ბოკერია - არჩევნების გარეშე, რისი აუცილებელი ნაწილიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კრიზისი ვერ განიმუხტება. გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისათვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ნიკა მელია მოსამართლეს - სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ! მიხეილ ყაველაშვილი - მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ადამიანებს შეჭრილიყვნენ პარლამენტში. ადვოკატი - სასამართლომ უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე. ლევან იოსელიანი - სასამართლოს აქვს ყველანაირი მექანიზმი, რომ ნიკა მელია გამოუშვას საპატიმროდან, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ნიკა მელია მოსამართლეს - თქვენ მართლა მოსამართლე გგონიათ თავი? თქვენ მე გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს. რატი იონათამიშვილი - ვიმედოვნებ, რომ პარტიები სახელმწიფო ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ და არა რუსული ინტერესის, შესაბამისად, პარლამენტში შემოვლენ. ნიკა მელიამ მოსამართლეს „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა, რის გამოც ის მოსამართლემ პროცესიდან გააძევა. ანზორ ბიწაძე - ნიკა მელია პატიმარი არ არის, ის პოლიტიკური ტყვეა. დიმიტრი საძაგლიშვილი - თუკი აქამდე ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი იყო, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე. გივი მიქანაძე ნიკა მელიას საქმეზე - ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ - ამ პროცესს მმართველი გუნდი გარედან უყურებს. გია ვოლსკი - ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? - "ნაციონალურ მოძრაობას", რათა მუდმივად სპეკულაცია აწარმოოს. ნიკა მელია - მივმართავ ყველა ჩემ მეგობარს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ. გიგი უგულავა - ეს სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა! ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება. მამუკა ხაზარაძე - პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან - მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს. გია ვოლსკი - იმ ციხის პირობებში ყოფნა, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მოწყობილი, ნებისმიერი ადამიანისთვის გაცილებით დიდი დისკომფორტი იქნებოდა - მადლობა ღმერთს, ეს წარსული მოუსვლელ პერიოდს ჩაბარდა. ნიკა მელია - მათი ჭკუით, სავაჭროდ შემომინახეს - ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება! გიგი წერეთელი - მოლაპარაკების პროცესი ამ მომენტისთვის არის შეწყვეტილი - ფანჯარა დაიხურა, სარკმელი შეიძლება ღია იყოს. პროკურორი - ნიკა მელიას მზაობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გირაოს პირობების შესრულება, ძალაში რჩება პროკურატურის შეთავაზება, მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის თაობაზე.

      გაპრობლემებული ჰესი - სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქტივისტების პროტესტი გრძელდება. ლევან იოსელიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი რიონის ხეობაში უნდა ჩავიდეს და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები „ენკას“ ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაური იყო. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ღამეს „ენკას“ ბაზასთან გაათევენ. ღამის თენებაში ეტყობა სიტუაცია აირია. ნათია თურნავა - თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და მარტში ექსპორტის 31%-ანი ზრდა ამას ადასტურებს.

      ანრი ოხანაშვილი - მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილ დოკუმენტზე, შესაბამისი დაზუსტებების გაკეთებით, ხელმოსაწერად მზად ვიყავით. შალვა პაპუაშვილი - ყველამ უნდა გადააბიჯოს საკუთარ პარტიულ ინტერესებს, მათ შორის, ნახოს, რას ფიქრობენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ამ შემთხვევაში, შეთანხმება შესაძლებელი იქნება. გია ხუხაშვილი - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დანიელსონმა "ოცნებას“ ​ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ძალაუფლება და ამ თაფლ და მურაბა ხალხს ჩააბაროს - კაბინეტიდან კაბინეტში დადიან, ფუთფუთებენ, თქვე კაი ადამიანებო, ხალხთან მიდით.

      მეორე განახლებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა.

      რუსთავში 80 ოჯახს დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

      "ვიზეარი" საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 173 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 338 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის 161 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 457 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 59 187 შემთხვევა დაფიქსირდა.

      რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და გავაგრძელებთ მათ დაცვას. იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია, შეწყვიტოს პროვოკაციები და განმუხტოს სიტუაცია.

      ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების განცხადებით, პოლიტიკოსმა, დაპატიმრების შემდეგ, 15 კილოგრამი დაიკლო.

      ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 71

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mass-Generated World

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი







In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…

გაგრძელება

The first phase Arrive

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

A Deep Dive into the Upcoming Aeternum

As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…

გაგრძელება

Batteries: Trustworthy Power

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი







In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…

გაგრძელება

Alternative Methods to Get Currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…

გაგრძელება

Qwelly World

free counters