ბანკირი გაყინული ანგარიშებით, ტელევიზია უჟურნალისტოდ, შვებულება საქმით და ოკუპაცია ბოძებით

      ქვეყანაში ისე დაცხა, სრული არეულ დარეულობაა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკირს საბანკო ანგარიშები აღარ აქვს, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას კი ჟურნალისტები გაექცნენ, პრეზიდენტი დასასვნებელად იყო (შვებულებით) და იქიდანაც მუშაობდა. ერთადერთი ლოგიკური რაც ხდება ისაა, რომ ასეთი ქვეყნის ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 აგვისტო, 2019

      ოკუპაციის ბოძები - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკართან კვლავ გამოჩნდნენ. შიდა ქართლის გუბერნატორი - გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპანტია. გუბერნატორის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 8 პირი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკართან დღეს კიდევ რამდენიმე ლითონის ბოძი დაამონტაჟეს. კოტე კემულარია გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესზე - რუსეთის ხელისუფლება 20 ივნისის შეუსრულებელი დაპირების გამო, საქართველოს ხელისუფლებას სჯის. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს. ევროკავშირის წარმომადგენლობა - „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ გუგუთიანთკარის მახლობლად ღობეების აღმართვა გადაადგილების თავისუფლებას აბრკოლებს. ოსური მედია - საქართველოს მოქალაქეები ჯარიმის გადახდის შემდეგ გააძევეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ, დაკავებულების ახლობლების მიერ გადახდილია შესაბამისი ჯარიმა. ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს რვა მოქალაქე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფებოდა.

      ბანკირი საბანკო ანგარიშების გარეშე - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. მამუკა ხაზარაძის შეფასებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა. პროკურატურა - სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მივმართეთ.

      რეიტინგული ტელევიზია უჟურნალისტოდ - გია ხუხაშვილი - ქიბარ ხალვაშს ხელში გავარვარებული ნაკვერჩხალი შერჩა, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია. დავით უსუფაშვილი - როცა ტელევიზია ერთი პოლიტიკური დაჯგუფებიდან მეორე დაჯგუფების ხელში გადადის, ამით საზოგადოება ვაი-ს გაეყრება და ვუი-ს შეეყრება ხოლმე. პაატა სალია - ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, ის იყოს წარმატებული და მაქსიმალურად კრიტიკული ტელეკომპანია. პაატა სალია - შეუძლებელია იმ ჟურნალისტებთან საქმიანი ურთიერთობა გვქონდეს, რომლებიც თვლიან, რომ არხის ახალ მენეჯმენტთან ბრძოლის რეჟიმში არიან. პაატა სალია - ყარამანიშვილებს არანაირი საფუძველი არ აქვთ, იუსტიციის სამინისტროს ედავონ. ნოდარ მელაძე - ინტენსიურად ეძებდნენ ჩემი გათავისუფლების საბაბს, თუმცა ამ საბაბის მოძებნა ძალიან გაუჭირდათ. ნოდარ მელაძე - სამართლებრივ დავას ვაპირებ. პაატა სალია ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება. სალია ჟურნალისტებს - თუ თვლით, რომ ნოდარ მელაძის გარეშე საქმიანობა არ შეგიძლიათ, გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ. ნოდარ მელაძე - შემომთავაზეს, რომ თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ, უბრალოდ მათთვის უნდა მიმეცა საკომუნიკაციო არხი - მე ამ წინადადებაზე უარი ვუთხარი. „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვეს. მიხეილ სესიაშვილი - წითელი ხაზები გადაკვეთილია, „რუსთავი 2“ - ში ტოტალური წმენდა დაიწყო. არასამთავრობო სექტორი - ეჭვგარეშეა, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა. ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს - დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ივანიშვილის ტელევიზიაში - გეყოფათ მაიმუნობა. გიორგი გაბუნია - ვიცოდით, რომ იპოვიდნენ საბაბს, თავიდან მოვეშორებინეთ. საზოგადოება აუცილებლად მიხილავს „მთავარ არხზე", სადაც გადაცემა მექნება. ომბუდსმენი მზადყოფნას გამოთქვამს, შეაფასოს ამ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა. პაატა სალია - „რუსთავი 2“-ზე მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულება დამთავრდება. ნანუკა ჟორჟოლიანი - პაატა სალიამ გამათავისუფლა, რადგან ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, თუმცა კონტრაქტში არ მიწერია, რომ მფლობელი უნდა მიყვარდეს.

      სიმბოლოებით სავსე გამოცდები - „ჯორჯიან მანგანეზი“ - „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

      აფხაზეთის ქართული მთავრობა - ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მთავრობაში შექმნილ დევნილთა სამინისტროს ცენტრალური მთავრობიდან ფუნქციები უნდა გადაეცე.

      ღარიბი ფონდის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის მხოლოდ პრეზიდენტის მიერ გადარიცხული ხელფასის ნაწილია აკუმულირებული.

      კულტურა ახალ საფეხურზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შეიქმნა.

      ნარკომძღოლები - ეკა ლალიაშვილის შეფასებით, ნარკოტესტის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გადამოწმებული მძღოლების ნახევარი მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა, საგანგაშოა. პატრულის მიერ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადამოწმდა, რომელთაგან 34-ს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დაუდასტურდა.

      შვებულება მუშაობით - პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა. დიმიტრი ლეჟავას პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნისას მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ. პრეზიდენტს უკანონო ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან კომუნიკაცია ჰქონდა. ზაალ უდუმაშვილი - სუკ-ის ყოფილი ოფიცრის ზურაბიშვილის მრჩევლად დანიშვნა ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

საზღვარგარეთულები:

      სოც მედიის ძალა - სოც მედიის ძალა - „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“ - ჩინეთი ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების დისკრედიტირებისთვის „ფეიქ ექაუნთებს“ იყენებდა.

      ან ნიუსს ჰქვია - „სად ჩოურტყა!“ - ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ არ სურს მოსკოვში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები, რამაც საფრანგეთი მოიცვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 144

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აგვისტო 21, 2019||12:59am

როგორი საინტერესო ფენომენია, ფეროშენადნობის დახმარება გამოცდებში ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters