გამოცდების დასაწყისი, არჩევნების პრეზენტაცია და ივნისის აქციების მოგონებები

      ივლისი ერთი კარგი ამბით დაიწყ - მგონი ზაფხული გვეღირსებაო და ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. ივლისის პირველი დღე დაიწყო გამოცდებით და პირველივე გამოცდაზე დაგვიანებებით. დღის მთავარ თემად ასევე წარმოდგენილი იყო საარჩევნო გარემოს ცვლილება და მისი პრეზენტაცია. ცხადია, 20 ივნისის ამბები ჯერ კიდევ არ ტოვებს ასპარეზს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ივლისი, 2019/

      გამოცდები დაიწყო - ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს - თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, რადგან კარგად გესმით, ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თქვენი პირადი კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აბიტურიენტების მიერ დაგვიანების ან საგამოცდო ცენტრის შეშლის ერთეული შემთხვევებია. განათლების მინისტრის მოადგილე - ენგურის ხიდზე აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას პრობლემა შეექმნა, მათ მიეცემათ საშუალება შემდგომ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ. ზუგდიდში დარეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან დილის სესიაზე 41 არ გამოცხადდა. ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა. რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი - გამოცდაზე დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არ გამოცხადდა 41 აბიტურიენტი. ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურის ხიდზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას 50-მე აბიტურიენტი ელოდებოდა. ქეთევან ციხელაშვილი - მიმდინარეობს მუშაობა, რომ აბიტურიენტები, რომელთაც ვერ მოახერხეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა, არ დარჩნენ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების მიღმა.

      საარჩევნო გარემო - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები არ დაესწრებიან. ირაკლი აბესაძე - „ევროპული საქართველო“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ დღეს დაანონსებულ პრეზენტაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა კონსულტაციებში ჩართვას გეგმავს. რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციაზე - პარტიულ ღონისძიებაზე არ მივალთ, მაგრამ საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ. დავით უსუფაშვილი - საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციას დავესწრებით, რადგან ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საბაბი, თუნდაც შეანელოს პროპორციული არჩევნების პროცესი. ზაალ ანჯაფარიძე - 0%-იანი ბარიერით მაინც და მაინც მაღალი ხარისხისა და კვალიფიკაციის პარლამენტს ვერ მივიღებთ. დავით უსუფაშვილი - ვინაიდან „ოცნებამ“ ნულოვან ბარიერზე გააკეთა არჩევანი, იქნებ თანმიმდევრული ვიყოთ ამ მანდატების განაწილების სისტემაშიც. ეკა გიგაური - ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემა ბევრად უკეთესია იმაზე, ვიდრე დღეს გვაქვს. კახა კუკავა - მრავალპარტიული კონსენსუსით უნდა მივიღოთ ახალი საარჩევნო კოდექსიც. ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას - მიიღეთ ჩემი რჩევა და თხოვნა: გიორგი გახარიას გადადგომა ამოასუნთქებს ქვეყანას! ზვიად ძიძიგური - პოლიტიკური ვითარების მიხედვით, პარტიებს გემოვნება, მადა და ტემპერამენტი ეცვლებათ, მაგრამ ამის გამო კონსტიტუციას ვერ გადავწერთ. ნინო ბურჯანაძე - პროპორციული არჩევნები ერთადერთი შანსია იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. ირაკლი კობახიძე - ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება რთული იქნება. ირაკლი კობახიძე - ბუნებრივია, პროპორციულ სისტემას, ერთიან ოლქში ჩატარებულს თავისი მინუსები აქვს. არჩილ თალაკვაძე - პროპორციული სისტემა აუქმებს სატელიტ პარტიებს, ფიქტიურ ბლოკებს და იმ ერთგვარ მონოპოლიზაციას, რაც იყო ოპოზიციის სპექტრში. ირაკლი კობახიძე - არის მყარი გარანტია, რომ თუ ოპოზიცია კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებს მხარს დაუჭერს, პროექტის მიღებას მარტივად მოვახერხებთ. ლევან ბოძაშვილი - მომავალი პარლამენტის გამოწვევა ეფექტურობა იქნება, რომ ის არ გახდეს ქვეყნისთვის დროის დაკარგვის პარლამენტი, რისი საფრთხეც არსებობს. არჩილ თალაკვაძე პროპორციულ სისტემაზე - დიახ, ეს არის მათ შორის იმ ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაც ასე პრინციპულად მოითხოვეს კონკრეტული გადაწყვეტილება. ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, არ მივიღოთ ვაკე-საბურთალოს პარლამენტი და მთავარი პოლიტიკური პროცესი რეგიონის წარმომადგენლების გარეშე წარიმართოს. ირაკლი კობახიძე - მთელი 30 წლის განმავლობაში საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთ ფაქტორი, რომელიც საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას ხელს უშლიდა. ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე - პარლამენტში შეჭრის მცდელობას სჭირდებოდა პასუხი - სამართალდამცავი ორგანოების პასუხი იყო უალტერნატივო. ნინო ბურჯანაძე - ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ბარიკადების ორივე მხარეს ვმდგარვარ. კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი ვერავის შეიყვანს პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში პარტიები შევლენ საზოგადოების მხარდაჭერით. კახა კალაძე - გუნდში გადაწყვეტილება მიღებულია - პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ცვლილებას ყველა ჩვენი დეპუტატი დაუჭერს მხარს.

      პარკირება გრაფიკით - საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციის და ინფორმირების მიზნით, მერიამ კოტე აფხაზის ქუჩაზე სპეციალური პავილიონი განათავსა.

      სააქციო ივნისის მოგონებანი და აწმყო - ლევან იზორია 20 ივნისის მოვლენებზე - ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი ჰქონდა და რა გახდა ამის მიზეზი, ეს გამოძიების პრეროგატივაა. მაკო გომური - სროლის შემდეგ ჩემს თვალში ყველაფერი ნაფლეთებად იქცა, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ხელოვნურ თვალს ჩავისვამ. არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის მოვლენებზე - ჩვენთვის ნებისმიერი კანონდარღვევა არის რეაგირების საგანი და მიუღებელი. კახა კალაძე - პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, ეს არის დროული გამოძიება, თუ როგორ იყო ინიცირებული პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა მძიმე მოვლენა იყო და პასუხისმგებლობა მაინც პარლამენტის თავმჯდომარემდე მიდის - ამის გამო მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება. ავთანდილ თალაკვაძე - აქვს თუ არა დავით გრიგორიანს ტყვია მიბჯენით ნასროლი, ამაზე ჩემი კომენტარი უპასუხისმგებლო იქნება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სერგეი გავრილოვი ჭიქით ხელში სურათის გადასაღებად მასთან თავად მივიდა. ნიდერლანდების ელჩი - 20 ივნისის მოვლენებზე ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუმცა ეს გამოძიების შემდეგ უნდა მოხდეს. არჩილ თალაკვაძე - შს მინისტრმა თავად დააფიქსირა ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, და გამოძიებაზეც. აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, „გლდანის აუზის“ თანამშრომელი აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლას აქციაზე უკმაყოფილება მოჰყვა -

      უფასო პირადობები - დღეიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება - 2020 წლის 1-ლ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ: მათ სახელზე 2019 წლის 1-ლ ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული; მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე; რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.

      ხმა ამოიღე საქართველო - გიორგი კანდელაკი - იმ ფონზე, როცა რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება აღუდგა და ჩვენი მეგობრები გამოდიან მკვეთრი განცხადებებით, რატომ დუმს საქართველოს საგარეო უწყება?

      მყვირალა ლიდერობა - დავით ზურაბიშვილი - პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება ძალიან „ყვირის“ - უამრავ ადამიანს, ვინც პარლამენტში იჯდა, მელიაზე უარესი აქვს გაკეთებული.

      ჯანო შავ ზღვაზე - 17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება.

      ქართულ ჩინური დიალოგი - პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა.

საზღვარგარეთულები:

      სეტყვა მექსიკაში - მექსიკაში ძლიერი სეტყვის შედეგად, 1.5 მეტრის სიმაღლის ყინულის საფარი წარმოიქმნა.

      ავიაშეჯახება ამერიკაში - აშშ-ში, თვითმფრინავი აეროპორტის შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 17

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა…

გაგრძელება

მზის  დაბადება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2019.
საათი: 2:00pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად…

გაგრძელება

ახალი მთავრობა გახარიას თაოსნობით, მთავარი არხი და აქციები გადადგომის მიუხედავად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 9, 2019.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ამიტომ არის შემოდგომა ახალი სიცოცხლით სავსე - სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყო სექტემბერი, ერთი კვირაა ქველინიუსი არ დაწერილა და უკვე მთავრობის ცვლილებაა ჩვენს ქვეყანაში. გახარია გადადგა, მაგრამ…

გაგრძელება

მდინარე

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 9, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ყური დამიგდე, მინდა რაღაც გითხრა, - ბუტბუტით მეუბნება მდინარე.

      - რა უნდა მითხრა? -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters