პროცენტით გაზულუქებული ბანკები, ჩინეთის დახმარების გრძელი ხელი, პრეზიდენტის ინკოგნიტოობა, ფოთობა და ქიმიური სირია

      შხაპუნაწვიმიანი აპრილის კიდევ ერთი, შუათვის კვირა გადავაგორეთ და ამინდები აგრილებისკენ მიისწრაფიან - გუშინდელი საღამოს შემდეგ ცა ღრუბლებმა დაიპყრეს და ასე გაგრძელდება 16 აპრილამდეო, სინოპტიკოსები აცხადებენ. რაც შეეხება პოლიგიკურ ამინდს, აქ აღმოსავლეთის ქარი უბერავს - საქართველოსთვის განსაკუთრებით ჩინეთიდან მოდის ქარი და ჩინური თანამშრომლობა განსაზრვრავს ამინდს, მსოფლიოსთვის კი სირიის ამინდია პრიორიტეტული. რაც შეეხება რეგიონალურ ამინდს, საქართველოში საბანკო სექტორის ამინდი წამოიწია და საპრეზიდენტო კანდიდატის გარკვევის თუ გაურკვევლობის ამინდი. ამას ერთვის შიდაოცნებური ამბები და დღის საზარელი დასასრული, 25 წლის გოგონას მკვლელობა შვილების თვალწინ. ჰო მართლა, ფოთი წელს გაიხარებს, რადგან პირველად ამ ქალაქში ფოთობა აღინიშნება სწორედ წელს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 აპრილი, 2018 /

      ეკონომიკის გაჯანსაღება - საქართველოს მთავრობა "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. მამუკა ბახტაძე - სასტარტო კაპიტალის პროგრამის ბენეფიციარი რამდენიმე ჯგუფი იქნება, მათ შორის ემიგრანტებიც. გიორგი კვირიკაშვილმა ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრაზე "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ახალი ინიციატივა გააჟღერა. მიხეილ დუნდუა - სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის ინიციატივა სწორი და დროულია. გოჩა ენუქიძე - ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდება იქნება გარანტი, რომ ხვალ კერძო სექტორი თვითონ შეძლებს სახელმწიფოს დახმარებას. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი - ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს, რეალობა ის არის, რომ სტარტაპების დაფინანსება სასესხო კრედიტებით რთულია. მამუკა ხაზარაძე - ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის. მამუკა ხაზარაძე - ჩვენ მზად ვართ, ყველა იმ ინიციატივისთვის, რომელიც ქართულ ეკონომიკას დაეხმარება. მამუკა ბახტაძე - საბანკო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორი. კახა ოქრიაშვილი - საბანკო სისტემა, რომელიც ძირითადად, ორი ბანკითაა წარმოდგენილი, ჩვენი ბიზნესის გაღარიბების და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორია. ირაკლი კოვზანაძე - მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომპლექსური თემაა, ნუ შევხედავთ ამ პრობლემას ცალმხრივად. მამუკა ბახტაძე - პროექტები და იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ წვდომა სასტარტო კაპიტალზე არის გართულებული. რომან კაკულია - ვეთანხმები მამუკა ბახტაძის ინიციატივას, თუმცა ეს არ ნიშნავს ბანკებთან ბრძოლას.

      საქართველო და ხელჩამორთმევები ანუ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს რადარებში - ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მსჯელობა გაიმართა. მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა. ეუთო-ში აშშ-ს მისია - აშშ მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. გიორგი კვირიკაშვილი - მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის. რუსეთმა შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაწვევა მოითხოვა.

      ჩინური მეგობრობა - დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთის კომერციის მინისტრისგან შეთავაზება მივიღეთ ჩინეთში ღონისძიებების ჩატარებაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს მათ ბაზარზე. საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ. „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს როლისა და მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდება. ჩინეთის კომერციის მინისტრი - ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიყიდოთ, ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს შანხაის იმპორტის გამოფენაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის ექსპოზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის და ბიზნესფორუმის თბილისში ჩატარება შესთავაზა. ჩინეთის კომერციის მინისტრი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე უკვე დადებითად აისახა. ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი - ჩინეთი საქართველოს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში დაეხმარება. მემორანდუმების ფარგლებში, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური განვითარების მიზნით გაფორმდა, სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება. ჩინეთი საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო კონტეინერების მოსაზიდად ფინანსურ დახმარების გაწევის შესაძლებლობას განიხილავს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი ბათუმის საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმზე მოიწვია. დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. ჩინეთი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების მიზნით, საქართველოს ჩინეთის დელეგაცია ესტუმრება. დავით აფციაური - დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტი საინტერესო იყო როგორც შინაარსობრივად, ისევე მისი მაღალი დონის გათვალისწინებით.

      ბანკის ახალი ცხოვრება - ეროვნული ბანკი 14 მაისიდან ახალი ცვლილებების ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

      ჭორები არც ისე ჭორები ყოფილა - სოფიო კილაძის ინფორმაციით, საერთო წესებზე შეთანხმების მიზნით, „ქართული ოცნება“ შიდა პარტიულ დოკუმენტს მიიღებს. სიმონ ნოზაძე - ირაკლი კობახიძეს დაევალა დოკუმენტის შედგენა, რომლითაც უმრავლესობის წევრების ქცევის წესი და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა უნდა განისაზღვროს. მაია ცქიტიშვილი - უმრავლესობის ერთიანობას არაფერი არ ემუქრება, ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დასახული გეგმის შესასრულებლად. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას. ზვიად კვაჭანტირაძე - ნამდვილად ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ უმრავლესობა დაიშლება ან ეს შეაზანზარებს ხელისუფლების სტაბილურობას. ზვიად კვაჭანტირაძე - თუ ჩამოყალიბდა წინადადება, რომ “თამაშის წესები” საჭიროა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რაზეა საუბარი. მამუკა მდინარაძე - პრობლემა, რომელსაც ჩვენს გუნდში აქვს ადგილი, იმ მასშტაბის ნამდვილად არ არის, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება. ირაკლი კობახიძე - გაიწერება წესები, რომელიც დაცული უნდა იყოს თითოეული დეპუტატის მიერ - თუ დაუწერელი წესები საკმარისი არ არის, ეს წესები უნდა დაწერო. ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვახერხებთ კანონის მიღებას, რომელიც სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს.

      საპრეზიდენტო კანდიდატების ინკოგნიტოობა - მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს განიხილავს. ნინო გოგუაძე - თუ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს დავუჭერთ. ვანო ზარდიაშვილი - ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი არ მგონია, რომ “ქართული ოცნების” რომელიმე კანდიდატს კონკურენციას გაუწევს. დავით მათიკაშვილი - სხვა კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ტოლი და სწორი ვერ იქნება. თინა ბოკუჩავა - როგორც ინტერპარტიულ ფორმატში, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი განიხილება. ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის შესაძლო დასახელებას „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარს უწოდებს. ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს.

      შვილმკვდარი მამის აქციები - მალხაზ მაჩალიკაშვილი - აქციები აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოდის.

      ძვირადღირებული პარკინგი ქუთაისში - „ნაციონალური მოძრაობა“ - ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება. ქუთაისის მერია - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ავტომობილების შენახვის შესახებ სიცრუეა.

      წარმატების სტატისტიკა - 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 23.3 %-ით გაიზარდა.

      ორკესტრული კონცერტები რეგიონებში - Check In Georgia -ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი რეგიონებში კონცერტებს გამართავს.

      უთავბოლო მოსამართლეების საკითხი - ლევან კობერიძე - იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რომელთა მიმართ წარსულში მათ მიერ გამოტანილ განაჩენებზე კითხვები არსებობს, ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ირაკლი კობახიძე - შემოთავაზებული წინადადებები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რათა სასამართლო რეფორმის დეტალებზე სიღრმისეულად ვიმსჯელოთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა იკამათეს.

      თავისუფლების სახლის საქართველო - ირაკლი ნადირაძე - კარგად მესმის „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით. ვახტანგ შაქარიშვილი - Freedom Hause-ის ანგარიში "მეორე საქართველოს" შექმნის კიდევ ერთი მცდელობაა. ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ - არ ვამბობ, რომ ფული გადაუხადეთ, თუმცა ვამბობ, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება ტენდენციურია.

      არაადამიანობა - ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით 2 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგონას მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი დღეს გაიცა

      ფოთში ფოთობა აღინიშნება - ფოთი წელს პირველად ქალაქის დღეს იზეიმებს.

საზღვარგარეთულები:

      რუსეთის შემაკავებელი მდივანი - ამერიკის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მაიკ პომპეო რუსეთის შესაკავებლად განახლებული მიდგომის პირობას დებს. გაერო-ში რუსეთის ელჩი - მოსკოვი იმედოვნებს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები და სამხედროები საღ აზროვნებას გამოიჩენენ და რუსეთსა და აშშ-ს შორის შეტაკებას არ დაუშვებენ.

      შიდარუსული ამბები - დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

      სირიის საომარი კონფლიქტი - CNBC - აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა. სერგეი ლავროვი - მოსკოვს უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო. თურქეთის პრემიერმა აშშ-ს და რუსეთს მოუწოდა, „უარი განაცხადონ ისეთ ქმედებებზე, რამაც შეიძლება კიდევ უფრო არიოს სიტუაცია სირიაში“. ნიკი ჰეილი - ამერიკის შეფასებით, სირიის ხელისუფლებამ სამოქალაქო ომის პერიოდში, ქიმიური იარაღი, სულ მცირე, 50-ჯერ გამოიყენა. რუსეთის ელჩი გაეროში აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, არ მიიყვანონ მსოფლიო სახიფათო ზღვრამდე.

      ლათინური ამერიკის პეწი - მექსიკაში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლის შედეგად ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

      რუსული უალტერნატივობა - რამზან კადიროვი - პუტინს ალტერნატივა არ ჰყავს, ამიტომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილებების გახანგრძლივების შესახებ.

      ოკეანისმიღმა მეგობრობა - სამხრეთ კორეისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ექვსმხრივ მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 199

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: აპრილი 14, 2018||10:05pm

ჩინური დახმარების იმედი ყოველთვის მქონდა ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters