ფართო განხილვის მედია ეთერი, ელჩები ივნისის აქციაზე, მერია და საპატრიარქოს ისტორიოგრაფია

      ივლისის კიდევ ერთი კვირა მიიწურა და გახარიაც არ გადადგა და არც აქციობანა დასრულდა, მეტიც - გახარია კიდევ ერთხელ გამოჩნდა მედიაში და ჯერ ინგას ირმა ეძახა, შემდეგ კი მთელი პოლიტიკური საქართველო თავის ინტერვიუსე აალაპარაკა. დღეს ისევ აქტალური იყო ევროპელების ქართული დღეები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ივლისი, 2019/

      20 ივნისის საქმე, მინისტრი და გამოძიებები - ხატია დეკანოიძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. გუბაზ სანიკიძე - რეპრესიები დაიწყო საქართველოში - მოვითხოვ, ჩემი საქმე მაგისტრ მოსამართლესთან გადავიდეს. ვლადიმერ კონსტანტინიდი გახარიას განცხადებაზე - პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა - ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. გია ხუხაშვილი - გახარია ისტორიულად უკვე განწირულია, მას ჰქონდა პოტენციალი, რომ გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე გამხდარიყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ხელახალ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, რადგან მისმა პირველმა კომენტარმა, კერძოდ კითხვა-პასუხმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ უწყებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დაეზუსტებინათ. როგორც საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში. ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარია არის ღუზა ბიძინა ივანიშვილის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს. ბაჩუკი ქარდავა - გახარიასაც და ივანიშვილსაც უნდა ვუთხრა, რომ ადამიანებს, რომლებსაც საბჭოთა დიქტატურისას დამოუკიდებლობისთვის უბრძოლია, დაკითხვებით ვერ დააშინებენ. სერგი კაპანაძე - გუშინ ჩვენ ვნახეთ მატყუარა შს მინისტრი. ნიკა მელია ივანიშვილს და გახარიას - ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“. სერგი კაპანაძე - იმდენად პანიკაშია ივანიშვილი, რომ ოპონენტებზე პოლიტიკური რეპრესიების გარდა ვერაფერი მოიფიქრეს. ეკა გიგაური - შს მინისტრმა უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს. სალომე სამადაშვილი - ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რომ ქვეყნის შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი 2 საათის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. მამუკა მდინარაძე - ერთ მხარესაა დესტრუქციული, რევანშისტული, მე-5 კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, მეორე მხარეს - შს მინისტრი და პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს. გია ვოლსკი - ადრევე უნდა დაწყებულიყო პოლიციის პასუხი იმ შეტევაზე, რასაც საათების განმავლობაში უძლებდნენ. ლევან იზორია - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობის გამართლებას ცდილობენ. მაია ცქიტიშვილი - 20 ივნისის ღამეს გერმანიის ელჩის კომენტარი პირდაპირ ეთერში მოვისმინე. პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია დღესაც განახლდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის ხიდებზე გახარიას პლაკატების გამოფინეს. ლევან ბერძენიშვილი - გიორგი გახარია არამარტო გადადგება, არამედ ციხეში ჩაჯდება - რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა ამაზე მეტი?! შს მინისტრის მოადგილე - 20 ივნისს, გერმანიის ელჩმა განცხადება გააკეთა პირდაპირ პარლამენტიდან, რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან ხაზზე იყვნენ. პასკალ მენიე გახარიას გადადგომაზე - მე არ შემიძლია ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად მივიღო. ელიზაბეთ რუდი - არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა 20 ივნისს პარლამენტში, პირადად მე აშშ-ში ვიმყოფებოდი. დავით ზალკალიანი - 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას. შს მინისტრის მოადგილე - 20 ივნისის მოვლენებზე გამოიკითხებიან პოლიტიკოსებიც და ის მოწმეებიც, რომლებსაც გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. ნუკრი ქანთარია - პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე - აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას. ნინო ჯავახაძე 20 ივნისის მოვლენებზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუყენებია ის ტყვიები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა „ნაცმოძრაობას“ ისტერიკაში აგდებს. გიგა ბოკერია - როგორც ჩანს, გიორგი გახარია ჩამოყალიბდა, რომ ყველაფერი ბოლომდე პოლიტიკურად თვითონ „შეიტენოს“. გერმანიის ელჩმა განმარტა, რატომ იმყოფებოდა 20 ივნისის საღამოს პარლამენტთან - 20 ივნისის საღამოს პარლამენტთან ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარიამ გუშინ 10 ტყუილი თქვა. გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - მნიშვნელოვანია, ძალადობა ძალიან გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული და უნდა გაირკვეს, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ეკა ბესელია - გიორგი გახარია არ არის იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს.

      ევროპული საზოგადოების ქართული შეხვედრები - პასკალ მენიე - კრიზისი საქართველოს შესაძლებლობასაც აძლევს - ვხედავდით, ევროკავშირის ყველა ელჩი როგორ უჭერდა მხარს საქართველოში ჩამოსვლის იდეას. შტეფან მაისტერი - გერმანიის გადმოსახედიდან, უკეთესია რუსეთი იყოს ასამბლეაში, იმიტომ, რომ თუ რუსეთი ასამბლეის წევრი იქნება, მასზე ზემოქმედების საშუალებები მაინც რჩება. ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან. კონსტანტინ კოსაჩოვი - ქართველ პარლამენტარებს 15 ივლისს შევხვდებით. მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მხარდასაჭერად. სოფიო ქაცარავა - ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. მაია ცქიტიშვილი - პრეზიდენტ ტუსკის სიტყვები ჩვენთვის იყო გამამხნევებელი ახალი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად. ღრმაწყლოვანი პორტი მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ. ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს - საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

      საპატრიარქო პუტინის განცხადებაზე - ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.

      ორი პირი, რომლებსაც აქციის მონაწილეები პროვოკაციაში ადანაშაულებენ, ძველი თბილისის სამმართველოში მიიყვანეს. შსს-მ პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებას ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს.

      დაკატეგორიებული ტაქსები - 1-ელი ივლისიდან დღემდე 1060 ტაქსს A კატეგორია მიენიჭა, ხოლო 6805-ს - B კატეგორია. მერის მოადგილე - ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს, კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვაზე ვფიქრობთ.

      მოლდოვის დაქცევა-აყვავება - მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 119

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters