დღის მთავარი ამბავი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა, ხოლო პრეზიდენტმა გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. დღის მთავარი ამბავი სწორედ მინისტრ გახარიას ყველაფერზე საუბარი იყო და ამ საუბრის გამოხაურებები. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 191968, გარდაცვლილი - 2233, კარანტინში - 455. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.2704 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 920 - თბილისში, 139 - აჭარაში, 279 კი - იმერეთში დაფიქსირდა. აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 43 პაციენტი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოავლინა. დავით სერგეენკო - შეიძლება მოხდეს ისე, რომ საქართველოში რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს.

      დავიწყოთ უკუღმა - ჯერ პრემიერისადმი კითხვები და კრიტიკა იყოს - ანა ნაცვლიშვილი - გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა საბჭოთა სტილის სადღეგრძელოა, რომელიც მოქალაქეებს ჰპირდება ყველაფერს, მაგრამ შეუსრულებს არაფერს. ნინო წილოსანი - მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს. გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ მოულოდნელად შეიძლება პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და საგარეო პოლიტიკურ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი გახარიას - რამდენად რეალისტურად გესახებათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების შეთანხმება მოვახერხოთ. რატი იონათამიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით, იყო მნიშვნელოვანი გზავნილი და მოტივაცია. ლადო კახაძე გახარიას - დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომ ჯანმრთელობის გარშემო კონსოლიდირება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მედიცინას სჭირდება გვერდზე დგომა. ქეთი დუმბაძე გიორგი გახარიას - ევროკავშირისკენ საქართველოს სავალ გზაზე, რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას? - რას გვეტყვით კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფის გადაწყვეტილების შესახებ? დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გახარიას - საჭირო იქნება თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა მცხეთის პრობლემის მოგვარებაში. სერგი კაპანაძე - სრულიად გაუგებარია, რა პრეტენზიებს უყენებს გიორგი გახარია ოპოზიციას. როცა გახარია ვიწროპარტიულობაზე საუბრობს, იქვე შეუძლია შეხედოს ბატონ ივანიშვილს და დაინახოს ზუსტად, თუ რა არის ვიწროპარტიულობა. გოჩა ლორთქიფანიძე - ვიდრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გავხდები, გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან. ნინო ბურჯანაძე - გახარიას მინდა ვუთხრა: ნამუსი აღარ არის მართლა? - ირაკლი კობახიძე კი უზრდელია. თაზო დათუნაშვილი - წელში გატეხილი ქვეყნის პრემიერი დღეს ცარიელ სკამებს ეპაექრებოდა. დავით სონღულაშვილი - ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ლიკვიდობის პრობლემა, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. ირაკლი ჩიქოვანი - პანდემიის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოპოზიცია, რომელიც შესაძლო გამოწვეული კრიზისის მოლოდინშია. ლაშა დამენია - მთავრობის კაბინეტს ლეგიტიმაცია არ ექნება, რადგან ის არჩეული იქნება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ.

      ახლა კი პრემიერის ფარტო ფორმატი - გიორგი გახარიამ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ჟურნალისტებს შეკითხვა ჰქონდათ, კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, დარბაზში რომ არ არის ოპოზიცია და მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი - რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის. ჩვენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში სწორედ იმ 20%-ით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია. ან ყველაფერი, ან არაფერი დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი აქვს საერთო ევროპულობასთან - მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში. ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც თავისუფალმა, ძლიერმა, ქართულმა ბიზნესმა უნდა შექმნას. თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! ნებისმიერი სახელმწიფოს რესურსი უნდა იყოს სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილებული, უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს. საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაგრძელდება და მისი საბოლოო მიზანი იქნება, ჩვენს სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეს არ ჰქონდეს საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რაც ეფექტურად მუშაობს დღეს, ამასთან არის დარგები, სადაც ჩვენ დაგვჭირდება ახალი პროგრამების შემოღება. ჩვენ შევძელით საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა ჩვენი პენსიონერების პენსიის ზრდა და ეს არანაირად არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ფუნდამენტური საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების განვითარება მოხდეს ნებისმიერ სფეროში. ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები - ეს არის ჩვენი მიზანი, რომელზეც ეფექტურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო. სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან - ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტიანი პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რომლის გარეშეც, ქვეყნის განვითარება შეზღუდულია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თებერვლამდე გამოიყოფა. აუცილებელია, შევქმნათ ყველანაირი პირობა, რომ კულტურის სფეროს კომერციალიზაციას მივეხმაროთ. RIA არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ის, როგორც ინსტრუმენტი გაძლიერდება და მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური. სადაც ფინანსური შეღავათები ეკონომიკურ ეფექტს არ გვაძლევს, უნდა გვეყოს სითამამე, რომ ვთქვათ არა. გახარია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე დასმულ კითხვაზე - მმართველობით დონეზე სრული მხარდაჭერა გაქვთ, მოიტანეთ წინადადებები და მოგეხმარებით. შესაქმნელია პლატფორმები, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს და მკვლევარებს მივცეთ შესაძლებლობა უფრო აქტუალურად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში. სახელმწიფო კომპონენტი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს. როცა ვსაუბრობთ, რომ ვიყოთ მზად 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით აუცილებელი მინიმუმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს. განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი. ყველაფერს ვაკეთებთ, ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დავიყვანოთ. შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტია ჩასატარებელი და ეს სწრაფადაა გასაკეთებელი. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე - ძირითადი ამოსავალი იქნება სწორი ბალანსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის. შეზღუდვებზე - ოქროს შუალედის დაჭერას ვცდილობთ, რათა არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მინიმალური ზიანი მივაყენოთ. ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას - წყალში გვიყრის მილიონებს, რომელსაც რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ. მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით - მთავრობა არ მოერიდება კანონის ფარგლებში იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. სამართალდამცველების და ჯარისკაცების სოციალური დაცვის პაკეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყურადღების ცენტრში და ეს გაგრძელდება. სპორტის დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნაზე - თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, იდეალური ვარიანტია, განვიხილავთ! ოპოზიციის არყოფნა დარბაზში, პრობლემაა - ეს მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა. ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღვიქვამთ და ვუსმენთ - კიდევ რა გავაკეთოთ?! ბადრი ესებუაზე - შსს-ს მოვალეობაა, სასჯელის გარდაუვალობა აღსრულებული იყოს და მერწმუნეთ, რომ ამ დავალებას შეასრულებს. თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, ეს იქნება სახელმწიფოს გაძლიერებისა და დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი - თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. სამთავრობო პროგრამა 4 ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება.

      შობა საშვებით - კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე, რომ შობის ღამეს მრევლი საშვებით გადაადგილდეს და საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება. მეუფე ჯუზეპე - წარმოგიდგენიათ, რომ ვურეკავ ოჯახებს, მოდიხარ წირვაზე, პირადი ნომერი მომეცი?!

      არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - აშშ-ში კორონავირუსის 228 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 359 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელში კორონავირუსის ახალი მუტაციის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. გერმანიაში კორონავირუსის 32 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 802 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 29 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 635 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

      ტრამპის მუქარა - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში , ე.წ. „მწვანე ზონაში“ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების უკან ირანი დგას. ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 56

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: დეკემბერი 27, 2020||7:35pm

ნაცმოს (ვაი ამერიკელი) ექსპერტის ჩართვა ლაივში: არავინ მოვა და არავინ შეიყვანს ნატოში, არამედ ამისათვის დიდი შრომაა საჭირო!! :D ჩრდილოეთ მაკედონია ამ მოსაზრებას ეთანხმება და მხარს უჭერს :D განსაკუთრებით დიდი შრომის ნაწილში ) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters