დაკეტილი მონასტერი, მმართველების შეუთანხმებლობა, ავტოკეფალიის სიხარულის გაზიარება და გრიპის პრობლემები

     დღის მთავარი ამბები მმართველი გუნდის შიგნით არსებულმა გაურკვევლობამ თუ გარკვეულობამ და კამათებმა დაიკავეს. დიდი ბლოკი სწორედ მათი ამბების მიმოხილვას დაეთმო. დღეს სხვა თემებიც იყო აქტუალური - განსაკუთრებით, გრიპის პრობლემები, ასევე ავტოკეფალიის მილოცვა, მაჩალიკაშვილების ამბავი და კირკიტაძის უდანაშაულობა. მთავარ თემად იქცა ჯვრის მონასტრის დაკეტვის ამბავიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 იანვარი, 2019/

      გუნდის შიდა ურთიერთობები და მოსამართლეების საკითხი - კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია ეს ურთიერთობები გუნდის შიგნით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს. ეკა ბესელია - ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს შედეგს, მთავარია, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პირველი მიზანი მიღწეულია. გედევან ფოფხაძე - ჩემი და ბესელიას პოზიცია იყო, რომ რადიკალურად შეცვლილიყო იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესი - ვისი გემოვნებითაც მოხდა პროცესების განვითარება, ის შედეგებიც მივიღეთ. ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის არ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ისმის მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს - ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოსამართლეთა სიაზე. დავით მათიკაშვილი - ვიდრე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს, მოსამართლეთა შერჩევის საკითხის განხილვა არ მოხდება. არჩილ თალაკვაძე მოსამართლეების სიაზე - იანვარს გამოვიყენებთ, რომ ყველა ფორმატში, მოხდეს მსჯელობა და ამოიწუროს ის საკითხები, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დაეკისრა. რჩილ თალაკვაძე - გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს, რაც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები შემუშავდება. ბიძინა გეგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილის არჩევის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს იმ ჯგუფის ფილიალი, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს, მათ შორის მეთოფიშვილის მსგავსის. ჩემთვის მთავარია პარლამენტში ბევრი თანამოაზრე ვიპოვო. ადვოკატის ეთიკა არასოდეს მაძლევდა უფლებას, რომ საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი, მათ შორის როგორც ადვოკატი ივანიშვილსაც ვიცავდი. ირაკლი აბესაძე ეჭვობს, რომ მოსამართლეთა კანდიდატების კრიტერიუმებზე მუშაობის პროცესი ისევე ფარულად მიმდინარეობს, როგორც სია დაიწერა. ეკა ბესელია - იმ ჯგუფს, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატების სია შეადგინა, არ სურდა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვყოფილიყავი. ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას „საჭიროების შემთხვევაში“ აპირებს. მე არ ვარ ადამიანი, ვინც ჭორაობს, ან ამბობს იმას, რაც არ არის სათქმელი. არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა - მგონია, რომ ეს დროებითი მოცემულობაა და ერთი განცხადებით პროცესს ნუ შევაფასებთ. არჩილ თალაკვაძე ეკა ბესელიას - მოსამართლეებზე გადაწყვეტილება, პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერც ერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია. გიორგი მიქაუტაძე - სასამართლო დამოუკიდებლობაზე გვესმის სინანულის ტონით გაკეთებული განცხადებები, რაც ძალიან არასწორია. გია ხუხაშვილი ბესელიაზე - როცა თამასას მაღლა სწევ, არის მოლოდინი და ამ დროს ახალს არაფერს ამბობ, უცნაურია - არ მიმაჩნია პროცესის მედროშედ ეკა ბესელია. არჩილ თალაკვაძე - თუ ვინმე ელოდება, რომ გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით, სატელევიზიო კომენტარების რეჟიმში გაგრძელდება, ეს ასე არ იქნება. ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების 10-კაციანი სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი დაიშალოს. დავით მათიკაშვილი - ბიძინა გეგიძემ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საჭიროდ ჩათვალა. რომან გოცირიძე - ამბობენ, რომ ეს მოსამართლეები არ მოსწონთ, რადგან 9 წელი „ნაცმოძრაობას“ ემსახურებოდნენ, თუმცა არაფერს არ ამბობენ, რომ ისინი ამ ხელისუფლებას 6 წელია ემსახურებიან. ხათუნა ლაგაზიძე - ეკა ბესელია ან ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ბოლომდე არ იჭრის, ან გარკვეულ კოზირს მომავლისთვის ინახავს. გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეების სიაზე - ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე და ვერავინ მეტყვის, რომ ერთი ნორმა მაინც დაირღვა. ვანო ზარდიაშვილი - არ დავარღვევ გუნდურობის პრინციპს და წინასწარ არ გავაკეთებ რაღაც განცხადებებს. ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილზე - პასუხის ღირსად არ ვთვლი, უბრალოდ არ ვურჩევ საუბრის დაწყებას - ეს მისთვისვე იქნება სასარგებლო. ეკა ბესელია - სასამართლო სისტემის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში ჩემი კრიტიკული პოზიცია აღიქმებოდა, როგორც არათანამოაზრეობა ჯგუფის მიმართ. ანა დოლიძე - ავიწყდებათ, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა. ირაკლი კობახიძე მოსამართლეების შერჩევის საკითხზე - კრიტერიუმები ორ ფორმატში გაიწერება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა, რაც შიდა სამზარეულო. ირაკლი კობახიძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა როცა მოხდა, იყო რეგლამენტის და გუნდურობის პრინციპის დარღვევა. ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძეს არ აქვს უფლება, მოსამართლეებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში ჩემი მონაწილეობის საკითხი სამსჯელო გახადოს. ნაზი ჯანეზაშვილი - თუ ვინმეს უნდა, რომ სიაში არ მოხვდნენ ისევ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და სხვები, მაშინ ჩვენ საკანონმდებლო წინადადებას მხარს დაუჭერენ.

      ჭკვიანი ინსპექტირება - დღეიდან „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით ის მძღოლები დაჯარიმდებიან, რომლის ავტომობილსაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.

      მცდარი ნიუსების დასჯადობა - კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე - ამას მივესალმები-განვითარებულ ქვეყნებში fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე ბრძოლაა გამოცხადებული.

      გრიპის პრობლემები - გალის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ დაფიქსირებულა. გრიპის ვირუსის გამო, ირანის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახი უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ კლების ტენდენცია შეინიშნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 6 წლის ბიჭის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან. 10 თვის ბავშვის ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალება დადასტურდა. H1N1-ით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო, 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

      ავტოკეფალიის მილოცვა - მეუფე გრიგოლი - საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგან უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მილოცვისგან თავის შეკავება შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება არ არის. არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას - ხელისუფლებასთან. კახა გოგოლაშვილი - საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან. გიგა ბოკერია - თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის. სალომე ზურაბიშვილი - თუ ჩვენი საპატრიარქო გარკვეული მიზეზების გამო სიფრთხილეს იჩენს, მე სიტუაციას ვერ გავამწვავებ.

      დაჭრის და მკვლელობების ამბავი - არჩილ თალაკვაძე მოსამართლეების სიაზე - იანვარს გამოვიყენებთ, რომ ყველა ფორმატში, მოხდეს მსჯელობა და ამოიწუროს ის საკითხები, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა. არსებული ინფორმაციით, ვერაზე სროლას წინ ჩხუბი უძღოდა, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს ბასრი საგნით 6 ჭრილობა მიაყენეს.

      უდანაშაულო კირკიტაძე - დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა. ადვოკატი - დავით კირკიტაძის უდანაშაულობას კახეთის ეპიზოდშიც დავადასტურებთ. პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს. ნიკა მელია - საერთაშორისო საზოგადოების და ყველა ოპოზიციური პარტიის ზეწოლის შედეგად, დათო კირკიტაძე უკანონო პატიმრობაში აღარ იქნება. გიგი უგულავას განცხადებით, დავით კირკიტაძეს მეორე საქმეზე არაადეკვატური ბრალი აქვს წაყენებული.

      დაკეტილი ჯვრის მონასტერი - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მცხეთის ჯვრის მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი გარემოვაჭრეების ფაქტორია. მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან. „მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამძღვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს“. მოვაჭრეების თქმით, ბერებს ჯვრის მონასტრის მიმდებარედ, სადაც სავაჭრო ჯიხურებია ჩადგმული, კელიის აშენება სურთ. მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით, ბერები კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

      საპრეზიდენტო რეორგანიზაცია - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

      დანაშაულის დამტკიცება - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა - თუ სწამთ ღმერთი, ეყოთ ამდენი უსამართლობა. მედიკო მარგოშვილი - თემირლანი რომ სუნთქავდა, ამის გამო იყო ტერორისტი? მოსამართლე თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელზე გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს. სუს-ის წარმომადგენელი - განცხადებით, რომელიც სუს-ის მხრიდან გაკეთდა, თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

      არაფორმალური შეხვედრა პრემიერებში - საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის ბოლნისში არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

საზღვარგარეთულები:

      აოხრების მუქარა - დონალდ ტრამპი - თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ თუ ქურთებს დაარტყამენ. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - ბატონო დონალდ, არ შეიძლება ტერორისტები აშშ-ს პარტნიორები ან მოკავშირეები იყვნენ. მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთს ტრამპის მუქარის არ ეშინია! საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა

      სამხედრო საჭიროება - ბენიამინ ნეთანიაჰუ - საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გააძლიერებს.

      ბოინგის ჩამოვარდნა - ირანში სატვირთო თვითმფრინავი Boeing 707 ჩამოვარდა. ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

      უკრაინი არჩევანი - იულია ტიმოშენკო - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პეტრო პოროშენკოსთან ვიბრძოლებ და აუცილებლად გავიმარჯვებ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 172

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: იანვარი 15, 2019||10:12pm

მგონი, წმინდა ქალაქშიც ჩამოაღწია ან მე ჩამოვიტანე ღრუტუნიზმი. 

George: იანვარი 16, 2019||11:29am

სამასი წლის წინ რუსეთის ეკლესიაში ა.წ. *რასკოლი* მოხდა. დღესაც არ არის დაფიქსირებული საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია - რამე დავკარგეთ? ანუ არ ვერევვით სხვის პრობლემებში და ჩვენი პრობლემების განხილვა გვირჩევნია ? - ასე ვბაძავთ კონსტანტინოპოლს ანდა იგივე რუსებს? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters