სკოლაში დაცული განმანათლებლობა, გუნდის მეორე დღე და თბილისის მრავალმხრივი დედაქალაქობა

      დღევანდელი დღე საგანმანათლებლო ამბებს მიეძღვნა და სკოლის უსაფრთხოებას. ამასთანავე, საქართველო მეორე პრეზიდენტის დაბადების დღეც გაახსენდათ და ედუარდ შევარდნაძის 91 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ფოტოგამოფენა მოაწყეს. დღის ამბებში იყო მმართველი გუნდის მეორე შეკრება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 იანვარი, 2019/

      განათლებაში უსაფრთხო სკოლა და სხვა განმანათლებლობა - განათლების რეფორმის ფარგლებში, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი დაინერგება. განათლების სამინისტრო - ელექტრონული პროგრამა შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის, მანდატურისა და უწყების წარმომადგენლების ჩართულობას სასკოლო პროცესში. 2019 წლის სექტემბრამდე სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება. განათლების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბულინგის და ნარკოტიკების წინააღმდეგ სპეციალურ კამპანიას გეგმავს. მიხეილ ბატიაშვილი - ვისაც ქართული სპორტის განვითარება გვაინტერესებს, მშვიდი გარემო თუ არ შევქმენით, შედეგების მიღწევა რთული იქნება. მიხეილ ბატიაშვილმა შსს-ს და ამერიკელ პარტნიორებს „უსაფრთხო სკოლის“ მიმართულების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განათლების საერთაშორისო ცენტრმა, 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი გამოაცხადა. მანდატურის სამსახურის უფროსი - 2018 წლის ოქტომბერში სკოლებში ფიზიკური დაპირისპირების 663, ნოემბერში - 483, ხოლო დეკემბერში 424 ფაქტი დაფიქსირდა. ზურაბ დათუნაშვილი - ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს - განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. შოთა ხაბარელი - არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის - მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს და მოხდეს შერიგება, ზურა დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია.

      საპრეზიდენტო ტრიბუნა - სალომე ზურაბიშვილი - თუ აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, ჩვენი საკითხი მათი მოლაპარაკებების დღის წესრიგში უნდა იყოს.

      გუნდური ამბების მეორე დღე მოსამართლეების ირგვლივ - ეკა ბესელია - საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ და კონფლიქტი არ გავაღრმაოთ, თუმცა მე პოზიციას არ შევიცვლი. „ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. ლევან კობერიძე - ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობა თავისი გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა. ეკა ბესელია - მოვითხოვ, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილზე დისციპლინური წარმოება დაიწყოს - ვაპირებ ამ პროცესს ბოლომდე მივყვე. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული. გია ჟორჟოლიანი - თუკი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებზე შეთანხმება შედგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მოხდება კანდიდატებზე. ლევან გოგიჩაიშვილი - იმედი მაქვს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლამდე შეჩერდება. არჩილ თალაკვაძე - არანაირი დაშლა არ მოხდება. კახა კალაძე - მადლობას ვუხდი პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი გაერთიანდეს. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტსა და სასამართლოს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა დარჩეს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პატივისცემის ფარგლებში. სერგო მეთოფიშვილი - ეკა ბესელია თუ ფიქრობს, რომ დისციპლინური სარჩელის შემეშინდება და სასამართლო სისტემას აღარ დავიცავ, ძალიან ცდება. დიმიტრი ხუნდაძე - მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას დეპუტატებს ექნებათ საშუალება, საკუთარი პოზიცია ინდივიდუალურად დააფიქსირონ. ზაქარია ქუცნაშვილი - ვფიქრობ, მოსამართლეებთან დაკავშირებით საინტერესო ვერსიაზე ჯერდება უმრავლესობა, რაც იმედია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდება. ეკა ბესელია - მებრძვის ალბათ ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სკამი, თანამდებობა, საკუთარი კეთილდღეობა და ვინც იბრძვის რევანშით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მამუკა ბახტაძე - პარტიაში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. ეკა ბესელია - პარლამენტმა იუსტიციის საბჭოდან უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. ეკა ბესელია - ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებში განსხვავებულები დავრჩებით თუ ერთიანნი, ეს განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა გავაგრძელოთ ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ყოფნა. დიმიტრი ხუნდაძე - ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭირა მთელ გუნდს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხარა პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს. დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნების“ ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა და სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო.

      ევროპული შეხვედრები - დავით ზალკალიანი დავოსში ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა. მამუკა ბახტაძე - 2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო.

      საპენსიო სისტემა - „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაგროვებით საპენსიო სისტემას შეუერთდა.

      მონასტერტან ვაჭრობის გაგრძელება - მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა თვითნებურად განაახლეს.

      სადედაქალაქო ნიუსები - არჩილ თალაკვაძე - საქმეები, რომელიც გიგი უგულავამ ჩრდილში გააკეთა, სააშკარაოზე გამოვიდა და თბილისის მერმა საკითხი ისე მოაგვარა, როგორც თბილისს სჭირდებოდა. თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება. ბექა დავითულიანი - ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით, მერიამ თბილისელების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი ტყემალაძე - დღევანდელი გადაწყვეტილება არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იმოქმედო თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით. ირაკლი ნადირაძე - როდესაც ქალაქში გვაქვს ამდენი პრობლემა, რატომ არ გაიზარდა არც ერთი თეთრით ჯანდაცვის დაფინანსება, ეკონომიკის ხელშეწყობის დაფინანსება, თუ ბიუჯეტში ნაშთი არსებობს?! თბილისის საკრებულომ 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის 72 მილიონი ლარით გაზრდას დაუჭირა მხარი. ლევან ხაბეიშვილი - ვერც ერთ ბიუჯეტში რატომ ვერ ხერხდება ბაღის პედაგოგების ხელფასების გაზრდის გათვალისწინება? რევაზ სოხაძე - ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებლებს გვაქვს ღირსება და თავმოყვარეობა. გაიოზ თალაკვაძე - ბაღების სუბსიდია გაიზრდება, რომ საპენსიო ფონდის 2%-ის კომპენსაცია მოხდეს და პედაგოგებს ხელფასი გაეზარდოთ. ოთარ გრიგოლია - ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების საკითხი თბილისელების გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგ შაქარიშვილი - ურბანული ზონდერები ვალდებულნი არიან ბოდიში მოუხადონ თბილისს, იმისათვის რაც დააშავეს და რის დაშავებასაც აპირებდნენ. გიორგი ჩაკვეტაძე - დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტით, მნიშვნელოვნად იზრდება სპორტის დაფინანსებაც. დავით უთმელიძე - 72 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტით ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მაიზერ ნანავა - თუ გამოიკვეთება სტადიონის უხარისოდ მშენებლობა, შემსრულებლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. თამარ ტალიაშვილი - თბილისის საბავშო ბაღების კვებას 4 სხვადასხვა სამსახური მკაცრად აკონტროლებს. კახა კალაძე - ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა. „ბუდაპეშტის“ მფლობელი - შემოთავაზებული ვარიანტები რეალობასთან ახლოს არის, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე.

      რუსთავი 2-ის დისკრიმინაცია - „ნაცმოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროს „რუსთავი 2“-ის დისკრიმინაციაში და პატიმართა უფლებების შელახვაში სდებს ბრალს.

საზღვარგარეთულები:

      ვენესუელა დღის ამბებში - ვენესუელას გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს რამდენიმე თანამშრომლის უკან გამოწვევას გეგმავს.

      ერდოღანის შოკი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებამ შოკში ჩამაგდო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 133

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters