ჩემი თვალით დანახული

მათე 18 : 12-13

12.როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?

13. და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.

ლუკა 15 : 3-6

ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?

და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე;

შინ მოსული დაუძახებს მებობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე.

=========

გარკვეული პერიოდი ეს იგავი ჩემთვის ყველაზე უფრო გაუგებარ იგავთა შორის მოწინავე პოზიციებზე იყო, ამჟამად კი ვფიქრობ რომ ეს იგავი შესანიშნავად ამტკიცებს რომ იესო ყველაზე უფრო მეტად ადამიანების განთავისუფლება უნდოდა და არა რაიმე წესების ბრამდ აღსრულება ან ადამიანთაგან შექება, ამის გამო თავაზობდა ადამიანებს ჭეშმარიტებას თავისი სახით რომელიც ადამიანთათვის განმათავისუფლებელი იქნებოდა. ვფიქრობ იესოს არ სურდა ადამიანები კარგები ყოფილიყვნენ მხოლოდ იმის გამო რომ მათ სიცუდის თავი არ ჰქონოდათ, ამის გამო ის მეტად აფასებდა ადამიანს რომელსაც ჰყოფნიდა გამბედაობა ყოფილიყო ცუდი, და მხოლოდ შიშისგან თავისუფლების შემდეგ აერჩია სიკარგე. ცოტა უფრო კარგად რომ ავხსნა თანემდროვეობიდან მოვიყვან რამე პრიმიტიულ მაგალითს: ადამიანები არ ცდილობენ ბაკნის გაძარცვას მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ეს ადამიანები ძალიან კარგები არიან და მათთვის ქურდობა მიუღებელია, ეს უფრო იმაზე მეტყველებს რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ბანკი გაქურდონ, და რეალურად „კარგი“ ის არის ვისაც შეუძლია ბანკის გაქურდვა მაგრამ ამას არ აკეთებს. არ ვიცი ამ მაგალითმა რამდენად კარგად გადმოსცა რისი თქმაც მსურს, მაგრამ მიმაჩნია რომ დაშტამპულ 99 ცხვარზე მნიშვნელოვანი ის ერთი, თუნდაც გარკვეული პერიოდის მანძილზე დაკარგული ცხვარია - რომელიც განსხვავდება სხვა ცხვრებისგან და ახერხებს დაკარგვას.

ჩემ მოყვანილ მაგალითებზე უკეთესი კი ალბათ „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ მაგალითია, რომლის საქციელი ძალიან ადვილად გვახვედრებს რატომ შეიძლება იყოს ჯონათანი მთელი თოლიების მოდგმაზე უფრო მნიშვნელოვანი ღმერთისთვის.

მოკლედ ამ იგავის ჩემეული განმარტების უსასრულოდ განვრცობაც შეიძლება, უბრალოდ ამ ეტაპზე მინდოდა ჩემი აზრის მონახაზი გამეკეთებინა, მოკლედ - დიდი მადლობა რომ კითხულობდით :)

ნახვა: 3200

ტეგები: Qwelly, თოლია, იგავი, ლივინგსტონი, ცხვარი

ლაშა: სექტემბერი 30, 2013||2:34am

მადლობა რომ გამოაქვეყნე. საინტერესო ჩანაწერი იყო გოგა :) ღირს ფიქრი და კომენტარებით დამატებითი "უსასრულო გავრცობის" ნაგლეჯების დატყუება შენგან! :)

Goga Patarkatsishvili: ოქტომბერი 2, 2013||9:52pm

:D :D :D ეგ იმიტო მივამატე ბოლოში რო ვინმეს თუ არ მოეწონებოდა პოსტი ეფიქრა ალბათ მე ვერ გავიგე თორე ისე ჭკვიანური რამე წერიაო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Mmoexp Elden Ring Items: Needle Knight Leda

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 9:49am 0 კომენტარი

2. Additional Locations

Belurat Dungeon: This dungeon contains important clues and messages related to the DLC’s storyline. Defeat the boss and explore thoroughly to Elden Ring Items find valuable items and insights that enrich the narrative.

Castle Ensis: Positioned centrally on the map, Castle Ensis offers significant combat challenges and features a Site of Grace. Summon allies and carefully explore the castle to…

გაგრძელება

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

Qwelly World

free counters