კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში, კვლევითმა ორგანიზაციებმა დრო იხელთეს და კვლევების ჩატარებას შეუდგნენ - აირაიმ კვლევა დადო. ჯერ კიდევ არ გამოგვიხსნია ოკუპაციაში დატყვევებული ექიმი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ნოემბერი, 2019

      აქციები და პროპორციები - შსს - პარლამენტთან აქციაზე სულ დაკავებულია 37 პირი - დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლება ასეთი დისკომფორტის შექმნით აქციაზე დაკავებულებს ვერ შეაშინებს, ეს ხალხი ამ ქვეყნის მომავალია. ხატია დეკანოიძე - საქართველოში მყარდება ძალიან დიდი და მყარი რესურსის მქონე დიქტატურა. ვახტანგ ძაბირაძე - ივანიშვილის ხელისუფლება დათმობაზე არ წამოვა - ამისთვის ისეთი მძლავრი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა, როგორიც იყო 2003 ან 2012 წლებში. ხათუნა სამნიძე - ივანიშვილმა დაინახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა მის მხარდაჭერას აღემატება და სწორედ ამან ჩააგდო პანიკაში. აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 კლინიკიდან უკვე გაწერილია, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება. მიხეილ ბენიძე - არ მესმის, რა აუცილებლობა იყო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის, იმიტომ, რომ აქციას არ ჰქონია ძალადობრივი ხასიათი და არ ყოფილა პოლიციელებზე თავდასხმა. “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი - პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ბრძოლის ბოლო ფაზაში ვართ, დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი. ელენე ხოშტარია - ეს იყო შეშინებული ივანიშვილის სპექტაკლი - კიდევ უფრო შემართებით გამოვალთ, კიდევ უფრო მეტ პიკეტირებას მოვაწყობთ, უფრო მეტი ბოქლომის დაჭერა მოუწევთ ხელში. კახა კალაძე - საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"? კანონი დაარღვია? გიორგი ვაშაძე - ფილმი „მონანიება“ ხომ გაქვთ ნანახი ყველას, ხომ გახსოვთ ფრაზა - „მაინც ამოვთხრით“ - ზუსტად ეს არის ჩვენი სტრატეგიაც. დავით ჭიჭინაძე - ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდა მოლაპარაკებები დაარღვია. გიორგი ვაშაძე - სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით - „მაინც დაგაბოქლომებთ“. გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებებისას, შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია გააკეთებს იგივეს. გია ვოლსკი - ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარზე და თავში ურტყამენ, რაც ეს ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა.

      კვლევა ცხელ კვალზე - IRI - პირველი ეროვნული მასშტაბის კვლევა ივნისის აქციების შემდეგ ასახავს ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვასა და უცვლელ ეკონომიკურ და დასაქმების პრობლემებს. IRI - საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაცმოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ და „ლეიბორისტებს კი 5-5%. გამოკითხვის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში არმია ლიდერობს 86%-ით, მეორეზეა ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%. IRI-ის გამოკითხის მიხედვით, რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა კახა კალაძე - 49%, მესამეზე - დავით უსუფაშვილი - 47%. IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულები მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობად შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებენ. რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს და მინიმუმ 50%-ით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ პარტიას. კახა კალაძე IRI-ის კვლევაზე - თუ მთლიან ოპოზიციას "ოცნებაზე" ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო? დავით ბაქრაძე - IRI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში დამარცხდება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, IRI-ის გამოქვეყნებულ კვლევებში ბაქრაძე, NDI-ის კვლევებში სააკაშვილი ლიდერობს, ეს ტენდენციური კვლევები წლებია ვრცელდება.

      აქციაზე დაჭერილები - 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლოზე ადვოკატმა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო შსს-ს გავლენის ქვეშ არის და დღევანდელი პროცესი ფორმალურია. გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ავტომანქანა, რომლითაც ის აქციაზე დაკავების შემდეგ სამმართველოში გადაჰყავდათ, გზაში გაფუჭდა და პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა. ომბუდსმენი 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა საქმეზე - მოვუწოდებთ სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები.

      ექიმი ოკუპირებულ ციხეში - ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან ექიმ ვაჟა გაფრინაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა. ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე ისაუბრა. ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ - ვაჟა გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში. ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად გაუგონარია ის, რომ ექიმი არის დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. არჩილ თალაკვაძე - გაუგონარი ბოროტებაა, დააკავო ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფებს ეხმარებოდა, რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს და ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლოს. ქეთევან ციხელაშვილის უწყება - ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, მიუხედავად იმისა, რა განცხადებები ვრცელდება. ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი - ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას, მათ შორის რუს მფრინავებს.

      კომისია თურქეთში - ეკონომიკის სამინისტრო - 2005 წლის შემდეგ პირველად, ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

      სრული მაჟორიტარიზმი - დიმიტრი ხუნდაძე - მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად. ირაკლი აბესაძე - ვხედავთ ახლად გამოჩეკილი ქვეყნის მმართველის, ხუნდაძის ცინიკურ და ანეკდოტურ ინიციატივას, რომ მხოლოდ მორჩილი ფეოდალები უნდა მართავდნენ ქვეყანას. ირაკლი კობახიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე - ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის. არჩილ თალაკვაძე - მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში რამე შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს - მაჟორიტარებს უფლება აქვთ თავისი პოზიცია ჰქონდეთ.

      ქვეყნის გამოწვევა - გიორგი გახარია - უახლოესი წლების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება.

      სტაბილურობა ბიზნესისთვის - სოსო ფხაკაძე - ყველას მინდა ვთხოვო, მეტი დრო დაუთმონ იმაზე ფიქრს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილური გარემო. მიხეილ დაუშვილი - ბიზნესთან შეხვედრების მიზანი, მათი პრობლემის გაცნობაა.

საზღვარგარეთულები:

      პალესტინისა და ისრაელის მიწები - მაიკ პომპეო - მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების არსებობა საერთაშორისო კანონს არ ეწინააღმდეგება. იორდანიის საგარეო მინისტრი - ებრაულ დასახლებებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის შეცვლას სახიფათო შედეგები ექნება. პალესტინის პრეზიდენტი მაიკ პომპეოს განცხადებას გმობს და აცხადებს, რომ აშშ უფლებამოსილი არ არის საერთაშორისო რეზოლუციები გააუქმოს.

      ამერიკაც მობეზრდა - ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებით დაინტერესებული აღარ არიან.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 91

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters