პირველი ათასწლეულის დასაწყისში, დაახლოებით ძვ.წ მეცხრე საუკუნის ბოლოდან მთელ ამიერკავკაშაშ ფართოდ ვრცელდება სახვითი ხელოვნების ერთ, მტკიცედ ჩამოყალიბებული მხატვრული მიმდინარეობა. ხელოვნების ამ წრისათვის დამახასიათებელი ძეგლები დამზადებულია ბრინჯაოსგან, ისინი შემკულია გრაფიკული დეკორით შესრულებული მრავალფიგურიანი კომპოზიციებით. ამ სტილს პირობითად კავკასიურ ცხოველურ სტილს უწოდებენ, ეს მხატვრული მიმდინარეობა უძველესი ხელოვნების მეთად თავისებურ და საინტერესო მოვლენას წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია კომპოზიციის დეკორატიულ-ორნამენტული ხასიათ, მკაცრი ლაკონიზმი, ცალკეულ ფიგურათა ძლიერი სტილიზაცია, კომპოზიციის გადაწყვეტა სიმბოლურ სახეებში და სხვ. ძველი კავკასიური ხელოვნების ეს მხატვრული სტილი აისახა ისეთ ძეგლებზე, როგორიც არის ფართდ ცნობილი კოლხურ-ყობანური ცულები.

კოლხური ცულები, კოლხეთი, ცულები, კოლხური კულტურა, qwelly, kolxeti, culture, kultura, culebi, kolxuri culebi

      ძვ. წ. II_I ათასწლეულის მიჯნაზე ბრინჯაოს მეტალურგია ამიერკავკასიაში განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს. შესაბამისად, ათასწლეულის პირველ საუკუნეებში მხატვრულად დამუშავებული ლითონის ნაწარმის არსებობა საყოველთაო ხასიათს ღებულობს, შესრულების მაღალი დონე კი ოსტატებით დაკომპლექტებული სახელოსნოების არსებობაზე მიუთითებს. კოლხური ბრინჯაოს კულტურის სახეს ძირითადად განსაზღვრავს ლითონის იარაღი - შუბისპირები, ცულები, თოხები, ბალთები, ხოლო მის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს კოლხური ცული. სწორედ ამ უკანასკნელის, კერძოდ კი, გრავირებული ნახატით შემკული ცულების სახით, საქმე გვაქვს თვისებრივად განსხვავებულ მოვლენასთან, რომლის მნიშვნელობა სცილდება ქრონოლოგიურ საზღვრებს და ქართული ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. გრავირებული კოლხური ცულები (ძვ. წ. IX ს.) ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად 1869 წელს ყობანში (ჩრდილოეთი ოსეთი) აღმოჩნდა. მას აღმოჩენის ადგილის მიხედვით ეწოდა ყობანური ცული, ხოლო ესაბამის კულტურას - ყობანური კულტურა. თუმცა შემდგომში, როდესაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მიკვლეული იქნა კოლხური ცულის ყველა ფორმა (ძვ. წ. XV-VI სს.), მათ შორის ყობანში აღმოჩენილი ცულის ვარიანტიც, რასაც დაემატა კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა დადასტურებული (თაგილონის განძი, თელოვნის განძი) ამ ტიპის ცულებს "კოლხური ცულები" ეწოდა. სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიაზე რამოდენიმე ასეული ამ ტიპის იარაღია აღმოჩენილი. მათი გავრცელების არეალი თითქმის მთლიანად ფარავს დღევანდელ საქართველოს ტერიტორიას. აღმოსავლეთით მისი გავრცელების უკანასკნელი პუნქტი ფასანაურია. ჩრდილო-დასავლეთით ქ.სოჭი. სამხრეთი საზღვარი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე - ორდუსა და ართვინშია დაფიქსირებული. ჩრდილოეთით კი, მისი გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიაში, კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ცნობილ ყობანურ კულტურაში ექცევა. კოლხური ცულის არსებობა განისაზღვრება ძვ.წ. XV-VII_VI სს_ით. ძვ.წ.

კოლხური ცულები, კოლხეთი, ცულები, კოლხური კულტურა, qwelly, kolxeti, culture, kultura, culebi, kolxuri culebi

      XI საუკუნისთვისთვის დასრულდა მის ვარიანტებად ჩამოყალიბება. ამის შემდგომ კოლხური ცულის ფორმას არსებითი ცვლილება არ განუცდია. გვხვდება კოლხური ცულის სამი ტიპი: 1.შვეტილტანიანი, მახვილყუიანი, 2. სწორტანიანი დაწახნაგებული ტანით და ყუით და 3.ტანში ორგზის მოხრილი. ცალკე აღნიშვნის ღირია ცულები, რომელთა ყუა მორთულია სკულპტურული გამოსახულებებით მაგალითად სოფელ ყულანურხვასთან აღმოჩენილი ცული და სოფელ სულორში ნაპოვნი ბრინჯაოს ცული, რომლიც ყუა მორთულია მხედრების სკულპტურული გამოსახულებებით. მათ ფრიგიულის მსგავსი მუზარადები აქვთ, ხელში კვერთხი უკავიათ. არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს მხედრები ღვთაება „დიდი დედის" მეომრები არიან. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, შეგვიძლია დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი ცულები ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ, უფრო ადრინდელ ჯუფს ახასიათებს ფორმის სიტლანქე და სიმძმე, მწირი ორნამენტული შემკულობა. ძირითადად ესაა ტალღისებური პარალელური ხაზები, სპირალები. ცხოველთა გამოსახულებებში ჭარბობს გარეული ცხოველების - რმების,თევზების გამოსახულებები. ადრეულ ეტაპზე შემკულობა იმდენად ღარიბია, რომ სავარაუდოდ მათი დანიშნულება წმინდა პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მეორე, გვიან ეტაპს, აქ ცულის ფორმა ბევრად უფრო დახვეწილია, ორნამენტი მრავალფეროვანი. ცულს გაზნექილი, მოგრძო პირი აქვს, ყუა კი მომრგვალებული ან წაკვეთილი. ცულის მთელი ზედაპირი დაფარულია მრავალფეროვანი გეომეტრიული და ანტროპომორფული ორნამენტით. ორნამენტი თან გასდევს ცულის ფორმას, ერწყმის მას. გვხვდება სპირალური წყვეტილები, გადაბმული ოთხკუთხედები და რთული წნულები, გრეხილები. ცხოველთა გამოსახულებაში გვხვდება როგორც გარეული (ირემი,ფრინველი, გველი,თევზი), ასევე შინაური ცხოველები - ხარი, ცხენი, ძაღლი ან ვერძი. ცხოველის გამოსახულება ძირითადად ფეხებმოკეცილია, თავი ზურგისკენ აქვს მობრუნებული, მუცელი ძალიან ვიწროა, ზურგი კი ამოწეული. ასეთი პოზა ძალიან დინამიკურია. გამოსახულება ან მთლიანად იკავებს ცულის ყუას, ან ორანემნტშია ჩასმული. გარდა ზემოთ მოხსენიებული ცხოველებისა, გავრცელებულია ფანტასტიკური ცხოველის გამოსახულება. მისი ძირითადი ნიშნებია წაგრძელებული კისერი, ხახადაღებული მომცრო თავი, დიდი თვალები, გრძელი სხეული და ბოლოში დახვეული კუდი. მის გვერდზე ხშირია ასტრალური ნიშანის - მზის, მთვარის, ვარსკვლავების გამოსახულებები, ამ ფიგურასთან დაკავშირებით რამდენიმე აზრი არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფანტასტიკური ცხოველი ძაღლის სტილიზებული გამოსახულებაა. ფართოდ დაღებული ხახა ნიშნავს ყეფას, მოკეცილი ფეხები კი სირბილს, რაც თავის მხრივ უკავშირდება ნადირობის თემას. მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ფანტასტიკური ცხოველი მგელია, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ტოტემია. ტოტემურ ცხოველს თან ახლავს ფანტასტიკური ატრიბუტები, რაც მას მაგიურ-რელიგიურ დატვირთვას ანიჭებს. სხვა ცხოველების გამოსახულებებსაც სიმბოლური დანიშნულება უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ფრინველი ზეცას ეკუთვნის და მისი სიმბოლოა, ცხოველები დედამიწაზე ბინადრობენ, თევზი წყალს აღნიშნავს. ამას ადასტურებს გრაფიკული გამოსახულებებიც: წლის აღმნიშვნელი ტალღისებური ხაზები, სპირალები. გამოთქმულია ვარაუდი (ო. ლორთქიფანიძე), რომ გარკვეულ ეტაპზე ცული თანდათან კარგავს სამეურნეო, შესაძლებელია, საბრძოლო დანიშნულებასაც და მას საკულტო- რიტუალურ ფუნქცია ენიჭება. ახალმა ფუნქციამ განაპირობა მისი ვიზუალური ცვლილება, რაც განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით (ტანში ორგზის მოხრილი ცულების გაჩენა, გრაფიკული დეკორი, სკულპტურული ელემენტის შეტანა შემკულობაში). შესაბამისად, მთავარი მნიშვნელობა სწორედ მის სიმბოლიკას მიენიჭა. ცულის ფართო გავრცელებას, სამარხებსა და "განძებში" მათი დიდი რაოდენობით აღმოჩენის ფაქტებს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ცულის სიმბოლიკა უთუოდ მითოსურ-კოსმოგონიური სამყაროდან არის აღებული და ფართო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის იდეას ასახავს. მითოსურად მოაზროვნე ადამიანისთვის სამყაროს ცენტრი, კოსმიური ღერძი, უდიდესი მნიშვნელობის ადგილი იყო. სწორედ აქ არის მიღწეული ყველაზე მჭიდრო კავშირი ზეციერსა და მიწიერ სფეროებს შორის. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ცენტრალური იდეის - კოსმიური ღერძის სიმბოლოდ მოიაზრებოდა საკულტო ცული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცულებზე მოცემული გრაფიკული ნახატი, სადაც ძირითადად წარმოდგენილია ძაღლი და ირემი. კომპოზიციის აგების თვალსაზრისით მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ყველა ეგზემპლარი ძაღლის გამოსახულებით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გადაკვეთილია დეკორატიული სარტყელით და, პირიქით, ირმის გამოსახულებიანი ნიმუშები,ასევე იშვიათი გამონაკლისის გარდა მოკლებულია ამ სარტყელს. ასეთი განსხვავება შესაძლებელია ემყარებოდეს ირ.სურგულაძის ვარაუდს, რომ საკულტო დანიშნულების ცულის ნაწილები კოსმოსის ელემენტებთან შესაბამისობაშია გააზრებული, რაზეც ავტორის აზრით მიუთითებს ზედ გამოსახული ფიგურების სემანტიკაც. ამ შემთხვევაში სარტყელს საკმაოდ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება, როგორც ზესკნელის და მიწიერი სამყაროს ზღვარს. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ ლ.ფანცხავას მოსაზრებას, რომ კოლხურ ცულებზე გამოსახული ირმის რქები ხშირ შემთხვევაში უტრირებულია და მოაზრებულია სიცოცხლის ხედ. ამ შემთხვევაში სარტყელი, როგორც ზღვარი სამყაროს ორ სფეროს შორის, ფუნქციას კარგავს. ამგვარად, თუ რეალურია ვარაუდი, რომ დეკორატიული სარტყელი გააზრებულია როგორც ზღვარი ზესკნელსა და მიწიერ სამყაროს შორის, მისი აუცილებლობა, იხსნება ირმის გამოსახულებასთან მიმართებაში, რადგან მისი რქები სიცოცხლის ხის ექვივალენტად მოიაზრება და თავად წარმოადგენს ცასთან კავშირის საშუალებას. მნიშვნელოვნია ისიც, რომ ცულზე გამოსახული ცხოველის თათები ზოგიერთ შემთხვევაში, სამკუთხა ფარფლების სახითაა გამოსახული. მკვლევართა ნაწილი ამ ფაქტს სტილიზაციის შედეგად მიიჩნევს; ზოგიერთი მათ წყლის სამყაროს აკუთვნებს, ზოგი კი ფანტასტიკურ ცხოველს ხედავს. როგორც ჩანს ცული გრაფიკულ ნახატზე წარმოდგენილი გამოსახულებები ორი ტიპისაა: პირველი, როდესაც ცულის ცალკეული ნაწილი შემკულია კონკრეტული სკნელის შესაფერისი ზოომორფული ფიგურით, მეორე კი პოლიმორფული არსებაა, რომელიც ავლენს კავშირს სამივე სკნელთან. ამგვარად სავარაუდოა, რომ კულხური ცულების გრაფიკული დეკორის ზოომორფული და ასტრალური სიმბოლოების საშუალებით გადმოცემულია იმ პერიოდის ადამიანის მსოფლმხედველობა და სამყაროს მოდელი. ამ ზოგადი, უნივერსალური ხასიათის იდეის წინა პლანზე წამოწევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა დროის დიდი მონაკვეთით ერთმანეთისგან დაცილებულ ძეგლებზე მითოლოგიური კომპლექსის განმეორებითი გადმოცემა, რაზეც არა მხოლოდ სხვადასხვა დროს შექმნილი ცულების მსგავსი დეკორი, არამედ მათი ბრინჯაოს სარტყლებისა და ბალთების მორთულებასთან მჭიდრო კავშირიც მიუთითებს.

კოლხური ცულები, კოლხეთი, ცულები, კოლხური კულტურა, qwelly, kolxeti, culture, kultura, culebi, kolxuri culebi

      "კოლხურ-ყობანური ცულების გრაფიკული დეკორი ორგანულად არის შერწყმული ცულის პლასტიკურ ფორმასთან და განლაგებულია ცულის ყველა ნაწილზე. კომპოზიცია ხშრად შეიცავს გეომეტრიულ სახეებს, წყვეტილსა და უწყვეტ ხვეულებს, სვასტიკისებურ და რომბისებურ ნიშნებს, სპირალს. ხშრად გეომეტრიული სახეების გვერდით ცულის პირზე, ორივე მხრიდან გამოსახულია სხვადასხვა ცხოველი. ლ. ფანცხავას დაკვირვებით დეკორის მთავარი წევრი ცულის ლოყაზეა მოთავსებული, კომპოზიციის დანარჩენი ელემენტები ყოველთვის ცენტრალურ გამოსახულებას ექვემდებარება. ზოგჯერ მთავარი ელემენტი დაწყვილებულია და სიმეტრიულად არის მოთავსებული ცულის ორივე ლოყაზე. ზოგჯერ კი ერთა და ცულის მთელი ზედაპირზეა განაწილებული. ამ კომპოზიციებისათვის დამახასიათებელია სიმეტრია და გამოსახულებათა კადრში განაწილება. კოლხურ-ყობანური ცულების დეკორის მხატვრული სტილის ძირითადი დამახასიათებელი მხატვრული სახეებია- ირემი, ძაღლი, ცხენი, ხარი, გველი, თევზი და ფრინველი. აგრეთვე, გეომეტრიული ორნამენტები. ცხოველი ყოველთვის გრაფიკულად არის შესრულებული, მას აქვს წაგრძელებული ტანი, ვიწრო წელი, ზომაზე მეტად გადიდებული მკერდი და თეძო, გრძელი სპირალურად დახვეული კუდი, მაღალი ფეხები."

ლიტერატურა: მანანა ხიდაშელი
"ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში"

აქვე წაიკითხეთ:

ეროვნული საგანძური

ნახვა: 1967

ტეგები: Kolkheti, Qwelly, culture, kultura, ამიერკავკასია, კოლხეთი, კოლხური_კულტურა, კოლხური_ცული, რკინის_ხანა, ყობანური_ცული, მეტი...ცულები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters