თბილისობის კვირა დგება და ქალაქი მორთულობამდე პოლიტიკურ სიახლეებს პასუხობს. უმთავრესი ამბავი მაინც ომეგას საქმეა და ჩანაწერების თუ ჩაწერილების აღიარება-გამოსვლებია დაწინაურებული. ამასთანავე არჩევნების კვლევა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი. იყო კონსილიუმი მერაბიშვილის დიაგნოზზე და ასევე ოკუპაციაში გატაცების თემაც.
ომეგას საქმის სხვა ფიგურანტები - ნატო ჩხეიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ლევან ყიფიანი არის ძალიან შეშინებული და თანაც ძალიან დაიმედებული. ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს. ლევან ყიფიანი - მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა, ის მაინც მონტაჟია. ლევან ყიფიანი - ოქუაშვილმა შემომთავაზა აუდიოჩანაწერების გაკეთება, ვითომდა მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა, რათა ეს ჩანაწერები გამოეყენებინა უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად. ანზორ ჩუბინიძე ჩემი მეგობარია და ჩემი საქმეა რამდენჯერ დავურეკავ მეგობარს. ლევან ყიფიანი „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონის გამოტანას ადასტურებს. ადვოკატის ინფორმაციით, ლევან ყიფიანის ქმედებებში არავითარი დანაშაულის ნიშანი არ იკვეთება. თამარ ჩუგოშვილი - ადამიანმა დააბრალა მთელ სახელმწიფოს დანაშაულების ჩადენა და თავად უარს ამბობს ჩვენებების მიცემაზე. ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს. მიხეილ სააკაშვილი - ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი დასცინის მთელ საზოგადოებას, მთელი საქართველო გამოჰყავს იდიოტად. პროკურორის ინფორმაციით, ლევან ყიფიანმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანზე - სარდაფიდან ახლად გამოსულს ჰგავდა ახლაც, ასეთი გამომეტყველება ჰქონდა, შეშინებული. ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს საფრანგეთის სასამართლოში შეიტანს. ნატო ჩხეიძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ორი ზრდასრული ადამიანი თამაშობს რაღაც ჩანაწერებით და ეს რისთვის სჭირდებათ, კაცმა არ იცის. არჩილ თალაკვაძე - ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და გამოძიებამ გაარკვიოს, რა გეგმასთან აქვს საქმე. მამუკა მდინარაძე - ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ გადაიხადოს, აქედან გამომდინარე დგამს სპექტაკლს. დავით ბაქრაძის შეფასებით, ლევან ყიფიანის განცხადება „საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობაა“. სულხან სალაძე - თუ ლევან ყიფიანმა სადღაც მომზადებული განცხადება გაახმოვანა, იოლი წარმოსადგენია, რომ გამოძიებაც იტყვის, რომ დიახ, არაფერი ყოფილა. გიორგი ვაშაძე - სხვა რამ რომ მოგვესმინა ლევან ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს. რომან გოცირიძე - ლევან ყიფიანის განცხადება არის ბოდვა, გამოგონილი ლეგენდა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად შეთხზა - ეს არის ხალხის აბუჩად აგდება.
პრეზიდენტობამდე ხალხია დასარწმუნებელიო - არასამთავრობოები - მოვუწოდებთ ზურაბიშვილს და არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს, თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან. სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 13,2% დავით ბაქრაძეს, 13% - გრიგოლ ვაშაძეს და 10,2% - სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. გიგი უგულავა - კვლევით გამოიკვეთა, რომ დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ. დავით ბაქრაძე მცხეთისა და დუშეთის მოსახლეობას შეხვდა.
საერთაშორისო საქართველო - ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსის წარმომადგენლებს გატაცებული მაია ოთინაშვილის საკითხზე ინფორმაცია მიაწოდა. იენს სტოლტენბერგი - საქართველო ჩვენს ყველაზე ახლო პარტნიორებს შორის არის. იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება ერთადერთი საშუალებაა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც რუსეთის სამხედრო ყოფნითაა გამოწვეული. სოფიო ქაცარავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის პლატფორმა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ პარტნიორებს ველაპარაკო საქართველოზე, რომელიც პროგრესზეა ორიენტირებული. გერმანიის ბუნდესტაგის წევრი - მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. გიორგი ვაშაძე - დიპლომატები საქართველოში არსებული მდგომარეობით შეშფოთებული არიან. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გია ხუხაშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე - ფინალი, რა ზომები შეიძლება მიიღოს საზოგადოებამ, ბევრჯერ გვაქვს ნანახი და მას ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ ვისურვებდი. სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
კონსილიუმი მერაბიშვილისთვის - ადვოკატი - ექიმთა კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია. ნეიროქირურგი - მერაბიშვილის დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა საჭიროებს ღია სივრცეში ყოფნას - უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე. ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის, ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე ვმუშაობთ. ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ.მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე მუშაობენ.
გუნდის არჩევის პრივილეგია - განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე - მინისტრს უფლება აქვს ისეთი გუნდით უნდოდეს მუშაობა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს.
გადატება ოკუპაციაში - დავით ბაქრაძე - ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა ზომა მაია ოთინაშვილის უსწრაფესად გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება - საქართველოში გარკვეული ძალები მაია ოთინაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას საკუთარი პიარისთვის იყენებენ.
ქართული უნიკალურობა - ღვინის ამერიკელი მაგისტრი - ქართული ღვინოები განსაკუთრებული და უნიკალურია.
დიპლომატია - ზაზა სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
ტურისტებისგან ზიანი - მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი - სამოგზაურო დაზღვევის უქონლობის გამო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ძირითადად რუსეთის მოქალაქების მომსახურებისას, კლინიკები ფინანსურად ზარალდებიან.
გადაზიდვა თურქეთში - ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო.
საზღვარგარეთულები:
გადასახადების დამალვა - მეფიის ამერიკული კრახი - ნიუ-იორკის მერი - ამოვიღებთ ყველა გადასახადს, რომლებიც დონალდ ტრამპს შესაძლოა, დამალული ჰქონდეს.
ბრიტანეთის სანქციები - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესდეს.
მეგობრობის დასრულება - ამერიკა ირანთან მეგობრობის შესახებ შეთანხმებას წყვეტს.
მედია დემოკრატიაში - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - დემოკრატია მედიასთან ერთად შეუძლებელია.
ფრანგული გაქცევა - საფრანგეთში მსჯავრდებული დააკავეს, რომელიც ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია