მოწამვლის ანალიზი, სუბელიანის ჩანაწერების ახალი სერია და კანდიდატების ამბები

      თითქოს ახალი და საინტერესო არაფერი ხდება, რადგან ბოლო პერიოდია მუდმივ წრეზე ტრიალებს ყოველდღიური ახალი ამბები. რა თქმა უნდა საპრეზიდენტო კანდიდატები არიან მთავარ სიახლეებში, ასევე ყოველი არჩევნების წინ ჩანაწერები, რომელიც ფარულად ჩაიწერა და ზუსტად არჩევნებზე გამომზეურდება ხოლმე და ამჯერად, მერაბიშვილის ბოლო პერიოდის ავადმყოფობაც გრძელდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 ოქტომბერი, 2018 /

      ომეგას საქმიანობა - კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - „ექშენი“ აკლია ნამდვილად, საქმე გვაქვს უნიჭოდ დადგმულ შოუსთან.

      ყოფილი მეოცნებეები - მამუკა მდინარაძე - არც ერთი მათგანი, ვინც უგულავას გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. გიგი უგულავა - მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი 2016 წელს „ქართული ოცნების“ სიაში პირადად ფარცხალაძის მიერ არიან ჩაწერილები.

      ხელისუფალთა სესხები და შემოსავლები - მანანა კობახიძის თქმით, მან ტაბახმელაში საცხოვრებელი სახლი 10-წლიანი სესხითა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წელს შეიძინა. ირაკლი სესიაშვილი - ვერავინ ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე, რამე უკანონო შემოსავალი მქონია, რასაც მიმიღწევია, მხოლოდ ჩემი შრომით და წესიერებით ხდებოდა.

      საპრეზიდენტო კანდიდატები მსვლელობა მიწურში - კახა კუკავას შტაბი „იმედის“, „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს. პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა რუსთავში მხარდამჭერებს შეხვდა. დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შიდა ქართლში შეხვდა. დავით უსუფაშვილი - რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ... „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს. დავით ბაქრაძე - პრეზიდენტი უნდა ასხივებდეს სტაბილურობას და საიმედოობას. დავით ბაქრაძე - ქვეყანა ცალკეული ადამიანების მიერ მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნესინტერესების საფუძველზე იმართება. სალომე ზურაბიშვილი - ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა. გრიგოლ ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილმა საქართველო 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში დააბრუნა - მწამებელთა შეიარაღებული ბანდები მოწმეებს იტაცებენ და აწამებენ. გრიგოლ ვაშაძე - ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამენ სიბინძურეებს, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მხარდაჭერას ნიშნავს. სალომე ზურაბიშვილი - მაღალმთიან რეგიონებში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ადამიანები აღარ წავიდნენ და პირიქით, დაბრუნდნენ.

      სკანდალები - მამუკა მდინარაძე - „ ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი მართლაც გაეხვა სკანდალში.

      ჩანაწერების ახალი სერია - მთავარი პროკურატურა - აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. „რუსთავი 2“ სავარაუდოდ მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს. სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მიხეილ კალანდიას იმიტომ არ იჭერენ, რომ „ძირი საქმე დაენგრევათ“. ზაზა სარალიძე - ეს ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც მე 10 თვეა გავიძახი. სოფო კილაძე, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერზე - ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავს საქმეზე უნდა დადგეს გამოძიების შედეგები. გიგი უგულავა - აუდიოჩანაწერმა თავდაყირა დააყენა მთელი 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი. ირაკლი სესიაშვილი - რა ფაბრიკაციებიც მოვისმინეთ, „რუსთავი 2“-სგან სხვადასხვა საკითხებზე, გუშინ გავრცელებული ჩანაწერების იდენტობა კითხვას აჩენს და მის მიმართ ნდობა ვერ მექნება. ელენე ხოშტარია სოფო კილაძეს - გეკითხებით, პარლამენტს რა როლი ექნება ამ „ავტომატჩიკების", გარიგებული პროკურორების და საშინელი ამბების წინააღმდეგ. გია ხუხაშვილი - სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს, ეს არის ხელისუფლებისადმი მისი ვენდეტა. ირაკლი აბესაძე ფარულ ჩანაწერებზე - ქვეყანას დანაშაულებრივი ჯგუფები მართავენ, რომლებიც ძალადობენ მოწმეებზე, აყალბებენ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეს. გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში არის უკანონო ბანდ-ფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, მინისტრები კი პირდაპირ არიან ჩართული მათთვის დავალებების მიცემაში. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მირზა სუბელიანს შეხვდნენ. მიხეილ ბენიძე - საზოგადოება ელოდება სერიოზულ პასუხს ხელისუფლების მხრიდან, თუ რასთან გვაქვს საქმე. დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან საუბარს ადასტურებს. ბიზნესმენ გიორგი უდესიანის ადვოკატები მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ. დავით ჭიჭინაძე - ჩანაწერებიდან გამომდინარე, „ოცნება" ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველდღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის. რომან გოცირიძე - უმრავლესობის დეპუტატებს შეიძლება ვუწოდოთ ლეღვის ფოთლები - გადაეფარნენ სასირცხვილოს და უმსგავსოს. სერგი კაპანაძე - გავრცელებულმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა არის გახრწნილი და ძირგამომპალი. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძესა და მამუკა მდინარაძეს შორის შეკამათება მოხდა. ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობამ“ შედეგად ადამიანების წამება და გაუპატიურება მოიტანა - ეს იყო ფაქტები და არანაირი ფარული ჩანაწერები არ სჭირდებოდა. სერგი კაპანაძის შეფასებით, ფარული ჩანაწერების საქმეს, რომელშიც მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, არავინ გამოიძიებს. ეკა ბესელია გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე - მომხრე ვარ, გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს და პარლამენტმა თავისი კონტროლის მექანიზმი გამოიყენოს. მამუკა მდინარაძე - ჩანაწერი ძალიან მძიმე იყო და ბოლომდე უნდა ჩაყოლა, ამ ჩანაწერის 1%-ც კი თუ სინამდვილეს შეესაბამება. ირმა ინაშვილი - მზად ვარ, მირზა სუბელიანს კამერების თანდასწრებით შევხვდე, რათა არავის, არც ერთ ორგანოზე “ჟუჩოკების“ დამაგრება არ დასჭირდეს. მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანის და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის დაკითხვას გეგმავს. ნიკა მელია - მირზა სუბელიანს ისეთი სისაძაგლეები აკეთებინეს, რომ ხელისუფლება ტყვეობაში აიყვანა.

      მერაბიშვილი მოწამვლა?! - ვანო მერაბიშვილი - რომ ვიცოდე, ხვალ მომწამლავენ, მაინც ვერ შემაცვლევინებდა ჩემს პრინციპებს და ვერ გამტეხდა. ვანო მერაბიშვილი - მე არ მინდა თავი ვინმეს პირად პატიმრად ჩავთვალო, ასე დაბალ დონედ არ მიმაჩნია თავი. მარგველაშვილმა მშვენივრად იცის, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი. გიგი უგულავა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე - „ნაციონალური მოძრაობა" დაიძრა პოპულიზმისკენ, ჩვენს შორის განსხვავება ბევრია. ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ოთარ ფარცხალაძის, სოზარ სუბარის და უკანონო ქმედების დამკვეთების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.

      კონტროლის სიმძაფრე - კონტროლის გაძლიერებისთვის, საქართველოს საზღვრებზე ინციდენტების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების ახალი საშუალებები განთავსდება.

      ფრანკფურტიდან ხმა ქართული - ფრანკფურტის ფესტივალზე „ვეფხისტყაოსნის“კითხვის მარათონი გაიმართა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა.

      სტატისტიკაამბები - საქსტატი - იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.8%-ით მეტია. სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ დოლარი შეადგინა.

      ვიწრო ცხოვრება - „მეტრა დეველოპმენტი“ - უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მეტი მოთხოვნილება 50 კვ მეტრამდე ფართის მქონე, დაახლოებით 40 000- 50 000 ღირებულების ბინებზეა.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის გვერდშიდგომა და სხვა ამერიკანარევი ნიუსები - დონალდ ტრამპი - მე უკრაინას შემტევი იარაღი მივეცი, ობამამ კი ბალიშები და საბნები გაუგზავნა. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, მკვლელობებში იყოს გარეული.

      გაუჩინარებული ჟურნალისტი - ფრანკფურტის ფესტივალზე „ვეფხისტყაოსნის“კითხვის მარათონი გაიმართა.

      გადარქმევის სურვილი - მაკედონიის პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის საკითხს უყრიან კენჭს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 794

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters