alcoholism, interview, qwelly, tatuli zambakhidze, young, ალკოჰოლი, ახალგაზრდები, თათული ზამბახიძე, ინტერვიუ, სტატიასპეციალისტების თქმით საქართველოში ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები უფრო და უფრო მატულობს. ამის მიზეზად სხვადასვა ფაქტორები სახელდება. თემასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით სარეაბილიტაციო ცენტრ "ურანტის“ ნარკოლოგი ბატონი ნიკა კაპანაძე ისაუბრებს.

„ქართველი კაცი აუცილებლად უნდა „აპათოლოგებდეს““ - ნიკა კაპანაძე

      რამდენად პრობლემური საკითხია ალკოჰოლიზმი დღეს საქართველოში ?

     ალკოჰოლიზმის მხრივ ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ღვინის ქვეყანა და სუფრის ტრადიციები წინა ფლანგზეა წამოწეული, ალკოჰოლიზმს პრობლემად არ განიხილავენ. თუმცა ალკოჰოლიზმის პრობლემა დღესდღეობით უფრო გაახალგაზრდავდა, ანუ თინეიჯერებში მატულობს თრობა ლუდით. ლუდი გაცილებით უფრო ტოქსიურია ორგანიზმისთვის. შესაბამისად ლუდით თრობაც უფრო მძიმეა. ასევე შეინიშნება ახალი ტენდენცია "ვიქენდის" ალკოჰოლი, რაც ევროპაშია მიღებული. ადამიანი მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს და პარასკევს და შაბათს თრობით ახერხებს განტვირთვას. ახალგაზრდებშიც იგივე ხდება ახლა.

      როგორ შეიძლება განიმარტოს ალკოჰოლიზმი?

     ალკოჰოლიზმი არის მძიმე ფსიქიკური დაავადება. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ლოთი და ალკოჰოლიკი საშინელ, ბინძურ, უსაშველო ადამიანადაა აღქმული. მაგრამ არიან "ინტელიგენტი" ალკოჰოლიკებიც, რომლებიც განტვირთვისთვის მიმართავენ სასმელს. ჩვენთან მიმართვა ხდება უკვე ხანგრძლივი გაღრევების დროს, როცა უკვე შორს არიან წასულები და უცებ უნდათ შველა.

      როგორ ეხმარებით კლინიკაში მოსულ პაციენტებს? რა პროცესებს გულისხმობს რეაბილიტაციის პერიოდი?

     მკურნალობა არის ნებაყოფლობითი, მკურნალობის სურვილი უნდა მოდიოდეს პაციენტისგან და არა ოჯახისწევრისგან. ალკოჰოლიზმის შემთხვევაში დაავადება არის ფსიქიკური, ამასთანავე ქრონიკული სამწუხაროდ და არ აქვს მნიშვნელობა მკურნალობის დაწყებას, თუ პაცვიენტი არ არის მოტივირებული, მონდომებული და თუ არ არის მზაობა მისი მხრიდან.

     მკურნალობის პირველი ეტაპი არის დეტოქსიკაციის პერიოდი, რომ მოიხსნას ამკვეტი ანუ ლომკა. შემდეგი ეტაპი არის მცირე რეაბილიტაციური კურსი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მცირე რეაბილიტაციური კურსი არ არსებობს არცერთ კლინიკაში სრულყოფილად. ყველა ორიენტირებულია დეტოქსზე, ლომკის მოხსნაზე.

      შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ლომკის მოხსნით შემდეგ პრობლემა მთავრდება?

     არა რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ არის საკმარისი ისეთ ქრონიკულ ავადმყოფებთან, როგორებიც ჩვენთან არიან. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსიქიკურ პრობლემებთან და ეს დეტოქსიკაციური მკურნალობა არის ზღვაში წვეთი, რადგან ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ხანგრძლივი ფსიქო-ფიზიოლოგიური მკურნალობა. ისინი საჭიროებენ ფსიქო- თერაპიულ კურსებს, რადგან წამალი და ალკოჰოლი ფიზიკურის გარდა იწვევს ფსიქიკურ დამოკიდებულებასაც. ჩვენთან ტარდება პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება, მოტივაციური ფსიქოლოგიური თერაპიის სახით, შემდეგ კი პაციენტის სურვილისამებრ უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსი.

      რამდენად დიდია სურვილი მკურნალობის გაგრძელების პაციენტების მხრიდან?

     ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკური დამოკიდებულებაა ფსიქოლოგების მიმათ. აქ არის ტენდენცია,თითქოს და ფსიქოტერაპევტი არის გიჟების ექიმი და არაა საჭირო მათთან მკურნალობა, რაც დამღუპველია. ხშირ შემთხვევაში პაციენტის ოჯახის წევრებიც კი მოდიან წინააღმდეგობაში ფსიქოლოგიურ კურსთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ თბილისში ცხოვრების რეჟიმი უფრო დატვირთული გახდა, დღეს ყველა ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგი.

     ალკოჰოლიზმის შემთხვევაში არის ასევე გართულებები, თეთრი ცხელების სახით იგივე "ბელაია გარიაჩკა", რაც გულისხმობს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პტრობლემებს. გამომდინარე იქედან, რომ სათანადო უსაფრთხოების ზომები არ გაგვაჩნია, იგივე გისოსები და დაცვის სხვა პირობები ვცდილობთ ასეთი პაციენტები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან.

      რას ნიშნავს თავიდან არიდება?

     ანუ ვამისამართებთ იმ დაწესებულებაში სადაც არის შესაბამისი ზომები დაცული, ანუ ნარკოლოგიის ინსტიტუტში.

      რამდენხნიანია დაახლოებით მკურნალობის პროცესი?

     გააჩნია ანამნეზს, ანუ რამდენხნიანი მოხმარებაა დაფიქსირებული. გააჩნია პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის ფსიქოტიპს.მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 2-3 თვე უნდა გაიაროს ფსოქო-თერაპია. თერაპია და სტაციონალური მკურნალობა დაკავშირებულია ხარჯებთან, რისი შესაძლებლობაც ხშირ შემთხვევაში არ აქვს პაციენტს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი კლინიკა არის კერძო, ხარჯებს მთლიანად იხდის პაციენტი. ამასთანავე ეს არის ის დარგი, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და არ მოქმედებს ვაუჩერები. ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე პაციენტი თავს იკავებს მკურნალობის გაგრძელებისგან.

      რამდენად ხშირად საუბრობენ პაციენტები დამოკიდებულების მიზეზებზე?

     ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, პაციენტი ჩაუღრმავდეს იმ მიზეზს, თუ რატომ დაიწყო ალკოჰოლის მოხმარება, ეს შეიძლება იყოს ბავშობაში მიღებული სტრესი ან რაიმე ცხოვრებისეული წინააღმდეგობა. ჩვენ ვცდილობთ ვალაპარაკოთ საკუთარ პრობლემებზე, თუმცა ყველა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ არის ზედმეტად სუბიექტური. ძალიან იშვიათია, როცა ადამიანი ობიექტურია და ცდილობს საკუთარი შეცდომების, პრობლემების გაანალიზებას, შესაბამისად კი ქცევების შეცვლას. ასეთ პაციენტთან შედეგების მიღება გაცილებით ადვილია. შეძლება ითქვას, რომ ის წარმატებული პაციენტია.

      ანუ უფრო მეტად ფსიქო-თერაპიაა გადამწყვეტი?

     რა თქმა უნდა ფსიქო- თერაპია არის მნიშვნელოვანი, თუმცა იგი ვერ ჩატარდება სანამ არ მოიხსნება მწვავე ეფექტი, თუ არ გამოვიდა ადამიანი ინტოქსიკაციური ეტაპიდან.

      რამდენად ხშირად გქონიათ შემთხვევა როცა თქვენამდე მოსული პაციენტი გაგქცევიათ ან პირიქით, განკურნებული პაციენტი უკან დაბრუნებულა იგივე პრობლემით?

     საერთოდ ქრონიკული დაავადება ბოლომდე არ იკურნება. ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ზოგადად დამოკიდებულება რაღაცის მიმართ, აზარტული თამაშების მიმართ ასე ვთქვათ კემპლინგი და ა.შ. არ იკურნება. ეს დაავადებები არის ქრონიკული. რისკი იმისა რომ მოხდება ამ დაავადების გამწვავება ყოველთვის არსებობს. იმის ილუზია, რომ ალკოჰოლიკმა უკვე იმკურნალა, ჩაიტარა ფსიქო-თერაპიული კურსი და ის არასდროს არ დალევს არის სრული აფსურდი .რისკი იმისა რომ ის ადმიანი დაუბრუნდება საწყის ეტაპს რა თქმა უნდა რჩება. საყოფაცხოვრებო ან ზოგადად სტრესულ სიტუაციაში შესაძლოა კვლავ მოხდეს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამწვავება.

      ოფიციალურად დაახლოებით რამდენი ალკოჰოლიკია დარეგისტრირებული კლინიკაში სამკურნალოდ.?

     იქედან გამომდინარე,რომ ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლიზმი არ მიიჩნევა პრობლემად, შესაბამისად მომართვიანობაც არაა დიდი რაოდენობით. ძირითადი მომართვა არის იმაზე, რომ რეკავს ან მოდის ოჯახის წევრი და ამბობს, რომ მათ " ბიჭს" (ბიჭი არის დაახლოებიტ 40-45წლის), აქვს ცუდი სიმთვრალე და უნდათ გაუკეთონ კოდი. კოდი ეს არის პრეპარატი, რომელიც ალკოჰოლ ის მოთხოვნილების დროებით დაბლოკვას უზრუნველყოფს. ანუ თრგუნავს ლომკას. ძირითადად მოდიან ასეთი თხოვნებით და არა ფსიქოლოგიური ან სოციალური დახმარებისთვის.

      რომელი სქესის წარმომადგენლები უფრო ჭარბობენ პაციენტებიდან?

     პაციენტებში ჭარბობს მამაკაცების რაოდენობა, თუმცა ეს იმას არ ნიშავს, რომ ქალბატონებში ეს პრობლემა არ არსებობს. პირიქით, ქალებშიც ძალიან ხშირია ალკოჰოლიზმი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ქალების მიმართ ეს თემა ტაბუირებულია და არ საუბრობენ არავისთან, საკუთარ თავთანაც კი. არ ცდილობენ რომ იმკურნალონ და მიაკითხონ სპეციალურ დაწესებულებებს. ოჯახი ამას მიიჩნევს სირცხვილად და ცდილობს უგუველბელყოს,რის შედეგადაც პრობლემა უარესდება.საკმაოდ ბევრია ქალბატონების რაოდენობა ალკოჰოლიკებშიც და ნარკომანებშიც.

     ძირითადად ამის მიზეზი არის სტრესული სიტუაციები, თანადამოკიდებულება, ოჯახში უთანხმოებები, ასევე სმა ან ნარკოტიკის მოხმარება შეიძლება იყოს თანაპარტნიორული. გოგონებშიც არის ლუდის ალკოჰოლიზმი თუმცა ქალბატონები უფრო მეტია დაახლოებით 30წელს ზემოთ.

      სად ხედავთ მშობლისა და ზოგადად ოჯახის როლს? თუ არსებობს საქართველოში განათლება ამ მხრივ?

     ძალიან ცუდიგომარეობაა ამ მხრივაც. ქართველ მამებს აუცილებლობად მიაჩნიათ ის, რომ 7წლის შვილს სუფრასთან სადღეგრძელოები ათქმევინონ და შემდეგ წიქა ბოლომდე დააცლევინონ. ფაქტიურად ეს არის მაპროვოცირებელი იმისა, რომ ეს ბავშვი რომ გაიზრდება ის გახდება ალკოჰოლის მომხმარებელი. იქედან გამომდინარე რომ მამის კულტი არის წინა პლანზე წამოწეული, მისი ქცევა შვილისთვის არის სამაგალითო. რადგან მამა სვამს, ე.ი. ნამდვილი კაცი უნდა იყოს მსმელი, ქართველი კაცი აუცილებლად უნდა "აპათოლოგებდეს"- ასეთი მოსაზრებები უყალიბდება ბავშვს ტავიდანვე.

     ეს მიმბაძველობა არის საკმაოდ დამღუპველი.ძალიან ცოდავენ ქართველი მშობლეები ამ მხრივ. ბავშვის ფსიქიკა არის განსაკუთრებით ფაქიზი, ჩამოუყალიბებელი და როცა მშობელი ფსიქოტროპულ ნივთიერებას აძლევ ამით მას ღუპავს. ეს იგივეა ან სიგარეტი მოაწევიო ან პლანი.იმისგან განსხვავებით, რომ ღვინო ლეგალურია. ამ მხრივ არის ძალიან ცუდი ტენდენცია.

      რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან მათ დასახმარებლად?

     პირვლ რიგში ინფორმაციულობა უნდა ამაღლდეს. ჩემი აზრით, ეს უნდა დაიწყოს სკოლის ასაკიდან. 13-14 წლის ასაკიდან უკვე ფიქსირდება ალკოჰოლის და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიღება. ძირითადად ამ პროფილზე ორიენტირებულები ვართ არასამთავრობო კლინიკები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ვართ თვითდაფინანსებასა და გრანტების მოპოვებაზე დამოკიდებული. ასევე უნდა მოხდეს გარკვეული სახის დაფინანსებები, რატა პაციენტმა შესძლოს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება.

     ზოგადად ჩვენს ქვეყანაში სოციალური სამსახური არ არსებობს, იმიტომ რომ გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებისა მათ სჭირდებათ გარემოში ადაპტაცია, ანუ სოციალიზაცია. ლოთი და ნარკომანი სამეგობროდაც არავის უნდა, მოდის აგრესია და ა.შ. ისევ და ისევ მივდივართ იმასთან რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა.

      თქვენი დაკვირვებით , განაპირობებს თუ არა სახელმწიფოში შექმნილი მდგომარეობა ალკოჰოლიკების რიცხვის ზრდას ?

     ზოგადად ყოველთვის დამოკიდებული ადამიანის ფსიქიკა არის ზედმეტად ლაბილური, ანუ ზედმეტად დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია რა თქმა უნდა ახდენს გავლენას ასეთ ადამიანებზეც, იგი არის მაპროვოცირებელი იგივე ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების მიღების. შევარდნაძის დროს ამ მხრივ ხდებოდა საშინელება. ეს ყველაფერი დაიწყო აფხაზეთის ომის პერიოდში. სრული განუკითხაობა, მარადიორობა სუფევდა. მაშინ ბევრმა დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება, ვისაც ფინანსური საშუალება არ ჰქონდა იაფფასიან მედიკამენტებს ან ალკოჰოლს იღებდნენ. საერთოდ ყველა ქვეყანაში ასეა, მიმდინარე მოვლენები რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას ახდენს დამოკიდებულ ადამიანებზე.

      ეკლესიის როლს თუ ხედავთ მათ დასახმარებლად და რამდენად ამართლებს მონასტრებში განმარტოების მეთოდები?

     ისევე როგორც ფსიქო-თერაპიას, ეკლესიასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. მითუმეტეს ისეთ მორწმუნე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ აქაც აქვს მნიშვნელობა პაციენტის წინასწარ განწყობას და მის რწმენას. მონასტერში წასვლა მკურნალობის შემდეგ კარგი ნაბიჯია, რადგან იქ ხდება ფსიქოლოგიური და მორალური მომზადება ძველ სამეგობროსთან შესახვედრად და შესაძლოა შემცირდეს რისკი პაციენტის ძველ წრეში დაბრუნებისა.ყოველთვის კარგია იქ წასვლა რადგან ეჩვევა რეჟიმს, შრომას, მაგრამ აფსოლუტურად უმნიშვნელოა ეს ყოველივე თუ პაციენტს არ გააჩნია მზაობა და სურვილი დაძლიოს საკუთარი პრობლემა.

     ეკლესია ხისტად უდგება ამ საკითხს, მთავარია ლოცვა, რწმენა და ა.შ. თუმცა როცა ადამიანს დაზიანებული აქვს ყველაფერი მათ სჭირდებათ მკურნალობა და ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორება.

      რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს, ვინც ალკოჰოლის მიღებისკენ მიისწრაფვის?

     ადამიანი რომელიც თვლის რომ თრობა მისთვის არის საზიანო არ უნდა დალიოს. ამაში „გრეხი“ არაფერი არაა. დღეს ალკოჰოლის სმა ნორმად მიიღება, ხოლო ვინც არ სვამს უკვირთ მისი. თუ ხვდები რომ შენს თავს წინააღმდეგობას ვერ უწევ და ეს ყველაფერი ხდება არაკონტროლირებადი მაშინ ელემენტარული კონსულტაციისთვის მაინც უნდა მიაკითხო სპეციალისტს.

თათული ზამბახიძე

ნახვა: 1547

ტეგები: ალკოჰოლი, ზამბახიძე, ინტერვიუ, სტატია

vako: მაისი 10, 2015||3:55pm

გაახალგაზრდავებული აღარ ქვია ამას

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Evaluating Recruits’ Potential

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

6. Evaluating Recruits’ Potential

Attribute Analysis: Look beyond star ratings and evaluate individual attributes that align with your system’s needs. Consider how well a recruit's skills fit into your offensive and defensive strategies.

Potential Ratings: Assess potential ratings to determine how much a player could improve over their college career. Players with high potential may take time to develop but can be worth the investment.

Position Needs: Prioritize recruits who…

გაგრძელება

Discovering Aeternum

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

The Structure of ‘Discovering Aeternum’

The Discovering Aeternum series is divided into three distinct phases: Arrive, Survive, and Thrive. Each phase is meticulously crafted to guide players through their journey in Aeternum, providing essential knowledge and strategies at every step.

1. Arrive: Laying the Foundation

The first phase, Arrive, is all about grounding new players in the strange and mysterious world of Aeternum. The first two episodes, titled Arrive and Azoth,…

გაგრძელება

players can anticipate the arrival of level 80 content

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

As the mists of time part and the echoes of nostalgia resound once more, World of Warcraft aficionados eagerly anticipate the arrival of Cataclysm Classic, a journey back to a pivotal moment in Azeroth's history. With the unveiling of the launch schedule, players are primed to embark on a new adventure, braving the remade landscapes of a world forever changed by the cataclysmic return of Deathwing.

Weeks after the release of the pre-expansion patch, which introduced a…

გაგრძელება

Your Guide To Taxi Services with the South of France Station

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2024.
საათი: 1:00am 0 კომენტარი







Handy Taxi Transportation from Montpellier's South of France Station

Montpellier’s South of France Station (Gare de Montpellier Sud de France) is usually a crucial railway hub connecting town to numerous destinations from the location and past. Whether you’re arriving for organization or leisure, having a taxi from this station is really a practical and economical option. In the following paragraphs, we’ll examine the ins and outs of using taxi providers with the South…

გაგრძელება

Qwelly World

free counters