alcoholism, givi merebashvili, qwelly, alkoholizmi, ალკოქოლიზმი, ალკოჰოლი, ახალგაზრდები, გივი მერებაშვილი, ინტერვიუ, სტატია

     ალკოჰოლიზმის პრობლემა უფრო და უფრო სერიოზულ ხასიათზე იღებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ თინეიჯერებში მოიმატა ლუდომანიამ და ზოგადად სასმელისადმი მიდრეკილებამ, თუმცა ამ პრობლემებზე ხმამაღლა არავიინ საუბრობს. ალკოჰოლიზმის განკურნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა, რომელი უფრო მნიშვნელოვანიაამასთან დაკავშირებით სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებებია ქვთ. ფსიქო-თერაპიის უპირატესობებზე უფრო დაწვრილებით ფსიქო-თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი ბატონი გივი მერაბიშვილი ისაუბრებს.

     გივი მერაბიშვილი:

     როგორც წესი, მედიცინა დამოკიდებულების მქონე დაავადებებს წამლებით მკურნალობს. თავიდან უფრო იყო ფსიქოლოგიაზე აქცენტი თუმცა შემდეგ წამოვიდა მოსაზრებები, რომ ბაქტერიებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. აუცილებელია მოვახდინოთ ფსიქიკის რეგულარიზაცია, არ უნდა იყოს აგზნებული და არც მოდუნებული. ამ ყველაფრისთვის წამლების გამოყენება არაა საჭირო, თუმცა გარკვეული შედეგები გვაქვს წამლებითაც. მაგრამ ეს არ არის განკურნება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ვამყოფებთ გარკვეულ მდგომარეობაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მედიკამენტებით განკურნება ვერ ხდება. ფსიქოთერაპევტებმა ვიცით მიზეზი და ისიც ვიცით როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. აქ მთავარია ფიქრის პროცესი იგივე რეფლექსია. რატომ არის ადამიანი ცუდად? თურმე მას ფიქრის პროცესი აქვს დარღვეული. ნებისმიერ ადამიანს მოსდის ისეთი ფიქრები რაც აფორიაქებს, რას აკეტებს ამ დროს იგი? ცდილობს არ იფიქროს თუმცა ეს შეცდომაა.პირიქით უნდა იფიქროს და გაანალიზოს ეს ფიქრები. თუ ადამიანი მივიყვანეთ იქამდე, რომ მას ფიქრის არ ეშინია, ის არის ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი. შესაბამისად მივდივართ ფიზიკურ სიჯანსაღემდე. მეცნიერულად დადგენილია რომ ყველა დაავადება არის ფსიქო-სომატური. ანუ ფსიქიკურ-სხეულებრივი. მეცნიერები ამაზე კამათობენ რომელი იწვევს რომელს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად ფსიქიკური აშლილობა იწვევს სხეულებრივს.ეს ხდება პირველი 6წლის განმავლობაში, როცა ნებისმიერი ბავშვი იღებს ფსიქიკურ ტრამვას, რაც იწვევს შემდეგ სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობას. მე ჩამოვაყალიბე ანთროპოანალიზი სწორედ ამ პრობლემაზე.

     კონკრეტულად ფსიქო-თერაპიის რომელ მეთოდებსიყენებთ პაციენტებთან ურთიერთობისას?

     - აქ არის რამდენიმე მეთოდი. ჯგუფური ტრენინგი არის საკმაოდ შედეგიანი ტრენინგი, თუმცა ჩვენთან ეს არ მუშაობს. პაციიენტები თავიანთ პრობლემებზე საუბარს ერიდებათ. მე შევიმუსავე ასეთი რამ, ვცდილობ ადამიანის მოდუნებას რელაქსაციას, ეს არის საწყისი იმისათვის რომ გარკვეული შედეგები მოვახდინოთ ფსიქიკაზე.

     ინდივიდუალური თერაპიის დროს უფრო მეტი მოდის. გამოდის რომ ძალიან მცირე მასებს მოვიცავთ. მშობლებიც მხოლოდ მაშინ მოდიან როცა განსაკუთრებულ პრობლემას ხვდებიან. ძირითადად მოდიან მძიმე ფსიქოზიანი პაციენტები. უმრავლეს შემთხვევაში ისინი მოჰყავთ ოჯახის წევრებს თუმცა შემდეგ მოსწონთ და აგრძელებენ სიარულს. არის ხოლმე მძიმე ნერვოზული შემთხვევები.

     რა ხდება ალკოჰოლიკების შემთხვევაში?

     - ალკოჰოლიკები ყველაზე უფრო იშვიათად მოდიან, რადგან ისინი ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან. თუ პაციენტი თავის პრობლემაში არ გაერკვა შედეგი არ იქნება.

     ალკოჰოლიკებს არ აქვსთ სურვილი და ძალიან იშვიათად გვქონია შემთხვევა რომ განკურნებულა ალკოჰოლიკი, არა იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვმკურნალობთ, არა, უბრალოდ უჭირთ ნაბიჯის გადმოდგმა.საერთოდ საზოგადოება წამლებზეა ორიენტირებული და ძალიან ცდილობენ სწრაფად მოხდეს განკურნება, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ეს არის ხანმოკლე გამოსვლა სიტუაციიდან. ამას ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა. დროა საჭირო. ალკოჰოლიკი ნარკომანზე არასანდოა, მისგან უფრო მეტ სირთულეს უნდა მოველოდეთ.

     რაში მდგომარეობს ეს სირთულე?

     - ალკოჰოლი ზემოქმედებას ახდენს ტვინზე და შესაბამისად ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს. ვაწყდებით ისეთ რთულ სიტუაციებს, როგორიცაა ე.წ. „ბელაია გარიაჩკა“, ამ დროს ადამიანი მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფება, რაც სხვადსხვა დანაშაულებრივი ქმედებებით გამოიხატება.

     ერთხელ უკვე განკურნებული პაციენტები უკან თუ დაბრუნებულა იგივე პრობლემით?

     - ერთხელ განკუნებული უკან აგარ დაბრუნებულა მეორედ. თუ ბოლომდე მივიყვანეთ ე.ი. რეფლექსიის პროცესი დასრულდა სრულიან განკურნებულია.

     პაციენტებიდან რომელი სქესის ადამიანები ჭარბობენ?

     - დაახლოებით თანაბრად არიან პაციენტები. ყველაზე კარგად იკურნება 35 წლამდე. პრობლემა ვლინდება ყველაზე მეტად გარდატეხის ასაკში თუმცა მაშინვე ნაკლებად აქცევენ ყურადგებას რაც გართულებას იწვევს. ამ ბოლოს საზოგადოებამ ბევრი გაიგო და უფრო მეტად მოჰყავთ შვილები. 40 წლიდან რთულია, რადგან ხდება მთელი ცხოვრების განხილვა, რაც უჭირთ.

     თქვენი დაკვირვებით, განაპირობებს თუ არა სახელმწიფოში შექმნილი მდგომარეობა ალკოჰოლიკების რაოდენობის ზრდას ?

     - იმ მთავრობას თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ და იმას ნუ დავაბრალებთ, რომ ლოთობა, ნარკომანობა და ნერვების მოსპობა მათი ბრალია. თუ ადამიანი მუშაობს და დაკავებულია ადამიანს არ რჩება პრობლემებზე ფიქრის დრო. არაა ეს ყველაფერი სიდუხჭირის, მთავრობის ბრალი. როდესაც ადამიანის ცნობიერება დაკავებულია, არაცნობიერიდან ფიქრები ვერ შემოდის და უკეთ გრძნობს თავს. არსებობს სპეციალური და თავისუფალი ფიქრი. თავისუფალი ფიქრი არის თავისუფალ დროს და ძირიტადდად ეს არის ინტიმურ საკითხებზე და აქაა ზუსტად პრობლემა, ამაზე ფიქრი არ შეუძლია ადამიანს. ისინი ასეთ ფიქრებს გმობენ. ჩვენ ვაჩვევთ ორივე ფიქრს და ვაჯანსაღებთ ადამიანებს.

     ალკოჰოლიზმის შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიდრეკილებებს, გენეტიკას?

     -გენეტიკას რაც შეეხება, ფსიქიატრები ასეთ რამეს ამბობენ, რომ ვისაც აქვს მიდრეკილება ამას არაფერი არ ეშველება. ვისაც არ აქვს მიდრეკილება იმას შველიან? მქონია შემთხვევა, როცა პაციენტის დედა ან მამა შიზოფრენიკია, თუმცა ეს დაუმალავთ ვაითუ არ მოკიდოს ხელიო. მაგრამ ერთი რამეა აქ, პაციენტი მკურნალობის პროცესში ისე იხსნება, რომ ყველაფერს ამბობს.

     შეიძლება ტრამვა მოხდეს ერთ სფეროში და შემდეგ ეს სხვა სფეროებშიც გავრცელდეს. ამიტომ არის რომ დაავადებები სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რომელსაც შემდეგ სხვადადასხვა დაავადებას უწოდებენ. მიზანი არის, რომ კონკრეტული პრობლემა ვიპოვოთ, რც იწვევს ბევრ სხვა დაავადებას.

     შეიძლება ითქვას, რომ აუცილებლად პრობლემიდან გამომდინარეა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება?

     - რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პრობლემიდან გამომდინარეც ხდება, მაგრამ აქ არის შემდეგი საკითხი. რას შეიძლება ხედავდეს ადამიანი პრობლემად. შეიძლება რაიმე უმნიშვნელოსაც კი პრობლემად აღიქვამდეს. ეს ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. აქ არ აქვს მნიშვნელობა წარმატებას, ან პრობლემებით სავსე ცხოვრებას, აქ მთავრია,რომ ადამიანს არ ჰქონდეს დრო თავისუფალი ფიქრისთვის.

     როგორც წესი ტრამვა იწვევს აგრესიას. თუ აგრესია წავიდა გარეთ ადამიანი უკეთ გრძნობს თავს, თუ აგრესია წავიდა შიგნით მაშინ საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. როცა ადამიანი არის ტრამვირებული პოტენციურად დიდი შანსია, რომ იგი გახდეს ალკოჰოლის მომხმარებელი ლუდომანი ან არ აქვს მნიშვნელობა. თუ სოციალური გარემო ისეთი აქვს რომ მოწესრიგებული აქვს ცხოვრება ეს პრობლემა იქნება ნაკლებად.

     თქვენი დაკვირვებით,იცვლება თუ არა ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება დროში?

     - ადრე საქმით დაკავებული იყო ადამიანი, მაგრამ ახლა ადამიანთა უმეტესობას თავისუფალი დრო აქვს ძალიან ბევრი და პრობლემის გადასატანად ცდილობს დალიოს, დათვრეს და გაითიშოს. აღარ იფიქროს პრობლემებზე. ადრეც იყო სუფრა და ქეიფი, მაგრამ მიზანი თრობა და გათიშვა არ იყო. ახლა ზომას ვერ გებულობენ, სვამენ იქამდე, სანამ არ დაკარგავენ გონებას.

     სად ხედავთ მშობლისა და ზოგადად ოჯახის როლს? თუ არსებობს საქართველოში განათლება ამ მხრივ?

     - აქ საქმე ძალიან ცუდადაა.აუცილებელია მშობლებს მივაღებიოთ ამ მხრივ განათლება და ვასწავლოთ როგორ მოეპყრონ ბავშვებს. ბავშვს არ უნდა უყვირო არ უნდა ეჩხუბო აუცილებელია მასთან საუბარი. ალკოჰოლიზმის შემთხვევაშიც ასეა. ხშირია როცა პატარაობიდანვე ასინჯებენ მათ ღვინოს. ეს ნიშნავს რომ ის პატარა პოტენციური ალკოჰოლიკია.

     აუცილებელია კონტროლი გარდატეხის ასაკშიც თუმცა ეს არ უნდა იყოს შესამჩნევი. აუცილებელია ურთიერთობა ბავშვთან. უნდა ვასწავლოთ ფიქრი აუცილებლად. ყველაზე კარგი მიდგომა ამ შემთხვევაში არის ის, რომ მშობლებმა თავიდანვე დაიწყონ ბავშვებთან ფსიქოლოგიური მუშაობა. ამ შემთხვევაში მაშინვე ხდება განეიტრალება გარკვეული პრობლემების.

     რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ალკოჰოლიკების დასახმარებლად?

     - აქ იმდენად სახელმწიფოს პრობლემა არაა, რამდენადაც ადამიანებში ამ მხრივ ცნობიერების ამაღლების პრობლემა. საქართველოში არ არის ფსიქო-თერაპიული კურსების კულტურა. ერიდებიან მსგავს სეანსებს. სახელმწიფოს დახმარებით უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, ეს უნდა მოხდეს ბაღისა და სკოლების ასაკიდან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი პროქტის განხორციელებას ვგეგმავთ.

     რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს, ვინც ალკოჰოლის მიღებისკენ მიისწრაფვის?

     - ვეტყოდი, რომ დაკავდნენ საქმით, ფიქრი ისწავლონ და მოახდინონ აზრების მობილიზება. თუ ამ ყველაფერს ვერ ახერხებთ, აუცილებლად მიმართეთ ფსიქო-თერაპევტს დახმარებისთვის. ამაში სირცხვილი არაფერია. ეს არის დაავადება, რომელიც ნარკოტიკსზე უარესია. ნარკოტიკი ბევრს გაუსინჯავს მაგრამ ნარკომანი არ გამხდარა. უმრავლეს შემთხვევაში ალკოჰოლიკი ვერ ახერხებს განკურნებას, რადგან ფსიქიკა უმახინჯდება.

თათული ზამბახიძე

ნახვა: 2052

ტეგები: "givi, alcoholism, givi merebashvili, qwelly, tatuli zambakhidze, ალკოქოლიზმი, ალკოჰოლი, ახალგაზრდები, ახალგაზრდობა, გივი მერებაშვილი, მეტი...თათული ზამბახიძე, თათული_ზამბახიძე, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters